Jinvalis (nasoflari) eklesia
(gviand. Sua ss.)
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
ეკლესია
2. mniSvnelovani da saintereso informacia
არ მოგვეპოვება.
3. adgilmdebareoba
ნასოფლარ ჟინვალის ეკლესია მდებარეობს მდებარეობდა საქართველოში, მცხეთა–მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოეთით 11 კმ–ში, წყალსაცავით დატბორილ ტერიტორიაზე მდებარე ნასოფლარ ჟინვალის სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში, ძველ სასაფლაოზე. ამჟამად დაფარულია წყლით.
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
ეს ძეგლი 1985 წლიდან მოქცეულია ჟინვალჰესის წყალსაცავით დატბორილ ზონაში.
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება.
7. arqiteqturuli aRwera
დარბაზული ეკლესია (6X3.4 მ) ნაგები იყო სხვადასხვა ზომის რიყის ქვითა და ნატეხი ქვით. ძლიერ იყო დაზიანებული. შენობას სახურავის საფარი, ლავგარდანი და საფასადო წყობის ზედა ნაწილი ჩამოშლილი ჰქონდა. ხის ძელებით გადახურული შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ კიდეში იყო გაჭრილი. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე მდებარე სარკმლის ორივე მხარეს მოწყობილი იყო თითო პატარა სწორკუთხა ნიშა. სარკმლის ქვემოთ, კედელზე მიყრდნობილი იყო ოთხწახნაგა ტრაპეზი. ეკლესია განათებული იყო სამხრეთ და დასავლეთ კედლებში გაჭრილი თითო სწორკუთხა სარკმლით. კვერცხისებრი ფორმის აფსიდის თაღის ორივე ქუსლის დონეზე ხის იკონოსტასის ძელების ბუდეები იყო შემორჩენილი. კვერცხისებრი ფორმისა იყო დარბაზის კამარა. გარედან აქა–იქ შემორჩენილი იყო აგურის საფეხუროვანი ლავგარდანის ნაწილი. დასავლეთ ფასადს აგურის წყობის შეღრმავებით გამოყვანილი, საფეხუროვან კვარცხლბეკზე შემდგარი ჯვარი ამკობდა. ეკლესიის დასავლეთ კედელზე დაშენებული იყო აგურით ნაგები სამრეკლო – კვადრატული ბაქნის კუთხეებში მდგარ, ოთხ კვადრატულ ბურჯზე დაყრდნობილი ნახევარწრიული თაღებით შექმნილი და პირამიდული სახურავით დასრულებული ფანჩატური. სამრეკლოს ჩვეულებრივად დაწყობილი და კუთხით შვერილი აგურების ორი რიგისგან შემდგარი დაბალი ლავგარდანი ჰქონდა.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi ნასოფლარ ჟინვალის ეკლესია, თავისი ადგილმდებარეობის მიხედვით წილკნისა და დუშეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა - ტ2. 2004წ.
10. marSruti
დადგინდება;
11. bmulebi
არ მოგვეპოვება.
|