Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

foto

xcisis naTlismcemlis
monasteri
(wvimoreTis monasteri)
(1003 w
)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია, კარიბჭე, სამკვეთლო.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

ხცისის იოანე  ნათლისმცემლის  ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ხაშურის მუნიციპალიტეტში, მისგან დასავლეთით 5 კმ–ში მდებარე სოფელ ხცისის სამხრეთ-აღმოსავლეთით 1,5 კმ-ზე, ტყეში.

 

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის აღმოსავლეთის ფასადზე ასომთავრული სამშენებლო წარწერის მიხედვით, იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის აგება 1002 წელს დაუწყია ბაგრატ მესამის ცოლთან - გურანდუხტ დედოფალთან დახლოებულ პირს, ძლიერ ფეოდალს ანანია მთავარეპისკოპოსს.

aRmosavleT fasadis warwera dasavleT fasadis warwerebi

„სახელითა ღმრთისაითა მე გლახაკმან ანანია ვიწყე შენებად წმიდასა ამას ეკლესიასა საყოფელსა წმიდაისა ნათლისმცემლისასა სალოცველად დაიდენ ღმერთმან ძლიერისა ბაგრატ აფხაზთა და ქართველთა მეფისა და კურაპალატისა და ძისა მათისა გიორგი უფლისწულისა და მეფისა ჩუენისა სახსრად ცოდვილისა სულისა ჩემისათვის და მოსახსენიებლად სულისა მშობელთა და მამათა ჩემთათვის ქორონიკონი სკბ.“  იგივე შინაარსისაა დასავლეთ ფასადზე სამი ასომთავრული წარწერა.
2002 წელს ეპარქიის მღვდელმთავრის, მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით აღინიშნა ტაძრის 1000 წლის იუბილე და სადღესასწაულო წირვა-ლოცვა თავად მღვდელმთავარმა აღავლინა თავის სამწყოსთან ერთად. ამჟამად კულტურისა და ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის მიერ თითქმის დასასრულს უახლოვდება ტაძრის აღდგენის სამუშაოები.
იოანე  ნათლისმცემლის  ეკლესიაში ამჟამად  მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

 

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

მონასტრის ბერის-სერგის მონათხრობის მიხედვით, სახელწოდება  წვიმორეთი  უკავშირდება დავით აღმაშენებელს, რომელიც ერთი კვირით თავისი ამალით გაჩერებულა ამ ადგილას და მთელი კვირის მანძილზე წვიმას არ გადაუღია.

 

7. arqiteqturuli aRwera

gegma

ა) იოანე ნათლისმცემლის ეკლესია დარბაზულია (14,3X15,5 მ), ნაგებია კარგად მოსწორებული მოყვითალო და მონაცრისფრო ქვის კვადრებით. სამხრეთით და ჩრდილოეთით მინაშენებია  – სამკვეთლო და კარიბჭე. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს - სამხრეთით (კარიბჭიდან) და დასავლეთით. ჩრდილოეთის კედელში გაჭრილია სამკვეთლოში გასასვლელი კარი. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია, აფსიდის სარკმლის გვერდებზე - წყვილი მაღალი ნახევარწრიული ნიშა. დარბაზის გრძივი კედლების მაღალი დეკორატიული თაღები სამსაფეხურიანი პილასტრების პირველ საფეხურს ეყრდნობა. დანარჩენ ორ საფეხურზე კამარის საბჯენი თაღებია გადაყვანილი.
აღმოსავლეთის ფასადზე სამი თაღია. შუა თაღი ამაღლებულია. ასეთივე თაღებია დასავლეთ და ჩრდილოეთის ფასადებზეც. ჩრდილოეთი ფასადი გადაკეთებულია, თაღები, ლავგარდნები, სვეტისთავები, სარკმელთა და შესასვლელთა საპირეები ორნამენტითაა შემკული.

ganivi ganakveTi aRm-ken aRmosavleTi fasadi

აღმოსავლეთ ფასადზე ასომთავრული წარწერაა და დასავლეთის ფასადზე სამი ასომთავრული წარწერაა.


ბ) ეკლესიის სამხრეთ მინაშენი - ცილინდრული კამარით გადახურული კარიბჭე - სამხრეთით გახსნილი ორი თაღით; იგი მთავარ შესასვლელს წარმოადგენდა. მის აღმოსავლეთ ნაწილში აფსიდიანი კვადრატული სათავსია. კარიბჭის კამარა სამ საბჯენ თაღს ეყრდნობა.

grZivi ganakveTi CrdiloeTisaken

გ) ჩრდილოეთ მინაშენი - სამკვეთლო - გეგმით სწორკუთხაა, გადახურულია ცილინდრული კამარით, რომლის საბჯენი თაღები კრონშტეინებს ეყრდნობა. მინაშენს აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით სარკმლები აქვს. ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მცირე კვადრატული ნაწილია.

 

 

 

 

 

aRm- fasadis CuqurTma aRm- fasadis CuqurTma aRm- fasadis CuqurTma
aRm- fasadis farSevangis CuqurTma CuqurTma aRm- fasadis CuqurTma

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ხცისის იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერი რუის-ურბნისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი მოქმედია.

 

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ5. 1990წ.
2. ფოტოების ავტორი – დავით მიქავა, ნინო ნაროზაული.

 

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://lemill.net

http://www.urbnis-ruisi.ge

http://imeroni.ge

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016