Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

didi atenis
RvTismSoblis mciregumbaTovani
eklesia
(orbelianebis eklesia)
(VII-IX ss)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

დიდი ატენის ღვთისმშობლის მცირეგუმბათოვანი  ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთით მდებარე სოფელ დიდი  ატენის ცენტრში.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

დიდი ატენის მცირეგუმბათოვანი ეკლესიის დასავლეთ ფასადის კარის ტიმპანზე ამოკვეთილია რელიეფური კომპოზიცია და ასომთავრული წარწერა: “ქრისტე ადიდე ორსავე ცხოვრებასა აქა ხორციელებრ და წინაშე შენსა სულიელებრ რატ ერისთავი ძე იგი ლიპარიტ ერისთავისაი რომელმან აღაშენა ესე სახლი ღმრთისაი და ბჭეი ცათაი წმიდაი ეკლესიაი, სალოცველად სულისა მათისა”. საფიქრებელია, რომ რატი ერისთავმა X საუკუნეში განაახლა “სახლი ღმრთისაი” და თავისი თავი აღმშენებლად გამოაცხადა. Aამავე საუკუნეში გუმბათის ყელი მოუპირკეთებიათ მომწვანო ტუფით და ზედ წარწერაც ამოუკვეთიათ.
დასავლეთის მინაშენი (5,7X3,9 მ), სამხრეთის კარის არქიტრავზე მოთავსებული მხედრული წარწერის თანახმად, 1870 წელს აუგია მღვდელს დავით დავიდოვს.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

დიდი ატენის ჯვარგუმბათოვანი ეკლესია (7,2X7,9 მ) გეგმით წარმოადგენს მარტივ თანაბარმკლავიან ჯვარს. Nნაგებია რიყის ქვით, ფასადებზე ზოგან გამოყენებულია მწვანე ტუფის ქვაც.
შესასვლელები სამხრეთით და დასავლეთითაა. Eეკლესიის სამი მკლავი სწორკუთხაა, მეოთხე, აღმოსავლეთისა, აფსიდით მთავრდება. Gგარედან მკლავების კედლები ქმნიან არათანაბარგვერდებიან ტრაპეციას. Yყოველ მკლავში თითო სარკმელია, რვაწახნაგიანი გუმბათის ყელში – ოთხი. გუმბათის ყელის სიგანე, ჯვრის მკლავებთან შედარებით, ერთნახევარჯერ მეტია, რაც ზრდის გუმბათქვეშა კვადრატის სივრცეს. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა ტრომპების ორი რიგით ხდება. აღმოსავლეთის ფასადზე საკურთხევლის ფანჯარა დასრულებულია თლილ ქვაში ამოკვეთილი ნალისებრი თაღით. სამხრეთ ფასადის ფრონტონზე, სარკმლის ორივე მხარეს, სიმეტრიულად, ორი საკმაოდ ღრმა ნახევარწრიული ნიშია. კარის დეკორირებულ ტიმპანში და ნიშებში მოგვიანებით მომწვანო ქვები ჩაუსვამთ. Qქვებზე ამოკვეთილი წარწერები დაზიანებულია და მათი წაკითხვა შეუძლებელია. გუმბათი გადახურულია კარგად გამოყვანილი ქვის ლორფინებით.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi
დიდი ატენის ღვთისმშობლის მცირეგუმბათოვანის
ეკლესია სამთავისისა და გორის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა - 5ტ. 1990წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge

http://www.dzeglebi.com

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016