Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

foto

atenis weros eklesiis
kompleqsi
(ganviT. feod. xana)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია, დარბაზული ეკლესია და რამდენიმე შენობის ნანგრევი.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

წეროს ეკლესიის კომპლექსი მდებარეობს შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთით 10 კმ–ში მდებარე სოფელ ატენის წეროს ხევის თავში, ატენის სიონის ჩრდილო-დასავლეთით, 2 კმ–ზე.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

არ მოგვეპოვება.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

ა) ღვთისმშობლის ეკლესია  ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (10,4X9,3 მ). ნაგებია თლილი ქვის კვადრებით. შენობა ძლიერაა დაზიანებული: მთლიანად დანგრეულია ჩრდილო და დასავლეთ კედელები. შიგნიდან თაღოვანი და გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელები დასავლეთით და ჩრდილოეთითაა. თითო სარკმელი ოთხივე კედელშია. აფსიდის გვერდებზე სწორკუთხა სამკვეთლო და სადიაკვნეა. ორივე სათავსს აღმოსავლეთით თითო სარკმელი აქვს. გუმბათქვეშა თაღები აღმოსავლეთით აფსიდის კედელს ეყრდნობა, დასავლეთით - ცალკე მდგარ ორ ბურჯს, რომლებიც შენობის კედლებს კონსოლებზე დაყრდნობილი თაღებით უკავშირდებიან.

ganivi ganakveTi aRm-ken gegma
moxatuloba kankelis
TaRis naxevarze

გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა აფრების საშუალებით ხდება. გუმბათის ყელში ოთხი დიდი სარკმელია. გუმბათი შიგნით წრიულია. გუმბათის ყელის შიგნიდან, ფუძესთან, ლილვი შემოუყვება. საკურთხეველში შემორჩენილია აგურით ნაგები მოხატული კანკელის სამხრეთ თაღის ნახევარი. ეკლესიის შიდა შელესილობა ჩამოცვენილია. შენობის სამხრეთ კედელზე ნუსხა-ხუცური წარწერაა, რომელშიც მოხსენიებულია ,,როსტევან’’ (ეკლესიის შემკეთებელი და კანკელის დამდგმელი?).
შენობა დგას ორსაფეხურიან ცოკოლზე. მისი აღმოსავლეთ ნაწილი ამოყვანილია მაღალ საყრდენ კედელზე. საკურთხევლის სარკმელს რელიეფური ნალისებრი თავსართი აქვს.


ბ) დარბაზული ეკლესია (10X5 მ) სავარაუდოდ თარიღდება ფეოდალური ხანით. ნაგებია შირიმისა და ნატეხი ქვით. შენობა დაზიანებულია:  ჩანგრეულია გადახურვა და კედლის ზედა ნაწილი. შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევრად ელიფსური აფსიდის ღერძზე სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. ეკლესიას ჩრდილოეთით მიშენებული აქვს სწორკუთხა ეგვტერი, რომელსაც კარი დასავლეთით აქვს, სარკმელი - აღმოსავლეთით. ეგვტერის ჩრდილო კედელი ამოკვეთილია კლდეში. ეკლესიის დარბაზი ეგვტერს ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი კარით უკავშირდება.

darbazuli eklesiis gegma darbazuli eklesia. xedi samxreT-dasavleTidan.


ეკლესიის სამხრეთ ფასადის დასავლეთ ნაწილში მიშენებულია კარიბჭე. შემორჩენილია მხოლოდ კედლების ნაწილი.
გ) ეკლესიის მახლობლად, წყაროსთან ძველი სასოფლო სამეურნეო ხელოვნური ტერასები და წყალსაცავი ჯებირია.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi
წეროს ეკლესიის კომპლექსი სამთავისისა და გორის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა - 5ტ. 1990წ.
2. ფოტოების ავტორი - არსენა კობლიშვილი და ლიდა კაპანაძე;

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge

http://www.dzeglebi.com

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016