Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

goris amilaxvarTa saxli
(XIX-s bolo
)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

სახლი.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

გორის ამილახვრების სახლი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, ქალაქ გორში, ლენინის ქუჩა 7–ში.

 

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

არ მოგვეპოვება.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

gegma

ამილახვრების სახლი სახეშეცვლილია: აივანი შემინულია, დაქუცმაცებულია ტიხრებით; აღარ არსებობს სადარბაზოს შესასვლელზე მიდგმული ლითონის პორტიკი, აგრეთვე ფასადის მარცხენა მხარეს ადრე არსებული ფართო შეისრული თაღი, რომელშიც ლითონის ორნამენტირებული ალაყაფის კარი ეკიდა.

ამილახვრების სახლი ერთსართულიანია, დგას ცოკოლზე. გეგმით წაგრძელებული სწორკუთხედია (36X18 მ), ნაშენია აგურით. შესასვლელი ორი აქვს - ქუჩიდან (სადარბაზო) და ეზოდან (ხისსვეტიან აივნიდან). გეგმა კოლიდორული სისტემისაა. ერთმანეთისაგან იზოლირებული საცხოვრებელი ოთახები გრძელი დერეფნის ორივე მხარესაა განლაგებული. დერეფნის ბოლოში დამხმარე სათავსებია. ეზოს მხარეს, შუაში - წაგრძელებული სადარბაზო ოთახია (დაახლ. 90 კვ მ), რომელიც აივანზე გადის. აივნის ორივე მხარეს, ერთმანეთის სიმეტრიულად თითო  მეოთხედწრიული კიბეა. ინტერიერში საყურადღებოა შორენკეცებითა და თაბაშირის ორნამენტული დეტალებით  მორთული ბუხარი (სადარბაზოში) და 3 ღუმელი. სარდაფში ჩასასვლელი ეზოდანაა. სარდაფის კიბის ორფერდა სახურავი ლითონის სხმულ, ორნამენტიან სვეტებს ეყრდნობა. შენობის მთავარი ფასადი არქიტექტურული დეკორით (რთული პროფილები, ლავგარდნი, მაღალი პარაპეტი, შვერილი პილასტრები და ა.შ.)  მდიდრულადაა მორთული. პილასტრები ფასადს არათანაბარ მონაკვეთებად ყოფს. შენობის ცენტრი მკვეთრად არის გამოყოფილი. მისი არე განიერია. პარაპეტზე დადგმულია ქონგურისებრი  დეტალი, რომელშიც ადრე ჩასმული იყო საგვარეულო გერბის რელიეფური გამოსახულება. შენობის კედელი რუსტირებულია ნალესობაში გამოყვანილი ღარებით. პილასტრები დანაწევრებულია სხვადასხვა სირთულის ჰორიზონტალური პროფილებით, რომლებიც განლაგებულია ცოკოლის, სარკმლების, ლავგარდნისა და პარაპეტის დონეზე. სარკმლებს მსგავსი მოჩარჩოება აქვს. მთელ ფასადს გასდევს ძლიერ შვერილი ლავგარდანი.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

გორის ამილახვრების სახლი საქართველოს კულტურისა და  ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.


9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ5, 1990წ.

 

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

არ მოგვეპოვება.

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016