|
CxorTolis eklesia
(XI-XV ss)
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
ეკლესია.
2. mniSvnelovani da saintereso informacia
არ მოგვეპოვება.
3. adgilmdebareoba
ჩხორთოლის ეკლესია მდებარეობს საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ ოლქში, გალის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოეთით 26 კმ–ში მდებარე სოფელ ჩხორთოლის ჩრდილო-დასავლეთით, ცენტრიდან 5 კმ-ის მანძილზე, მდ. ოხოჯეს შენაკად ჯუხუს სიღრმეში, მდინარის მარცხენა მხარეზე, დამრეცი ფერდის მცირე გავაკებაზე.
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის აფხაზეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გეგმაზომიერი საველე არქეოლოგიური კვლევა-ძიება ჩაატარა გალის მუნიციპალიტეტში. რეგიონში გამოვლენილ ქრისტიანულ საკულტო ძეგლთა რიცხვს მიეკუთვნება ექსპედიციის მიერ 1985-86 წლებში შესწავლილი ჩხორთოლის დარბაზული ეკლესია. საკვლევი ძეგლის შესახებ ისტორიულ მატიანეებში არავითარი ცნობა არ მოგვეპოვება. არქანჯელო ლამბერტის რუკაზე (XVII ს.) ჩხორთოლის ჩრდილო მხარეზე, მთის ძირში, აღნიშნულია ნანგრევი და ამ პუნქტის სახელწოდება _ „გირპიგ“-ი. იმავე ადგილასაა აღნიშნული ნანგრევი ხუთვერსიან (გენშტაბის) რუკაზეც.
ლამბერტის მიერ აღნიშნული სახელწოდება „გირპიგ“-ი შესაძლოა მეგრულ „ჟინ პიჯ“-ის (ქართული _ ზედა ნაპირი) ლათინური ტრანსფორმაცია იყოს.
ადგილობრივმა მოსახლეობამ არ იცის, როდის იმართებოდა ეკლესიაში დღეობები და ვის სახელზეა აშენებული იგი. ნაეკლესიარს ისინი „ჯიხა“-ს (ქართულად ციხე) _ უწოდებენ. აღნიშნული ფაქტი იმის საბუთია, რომ ჩხორთოლში ახალი მოსახლეობის გაჩენის დროისათვის ეკლესია აღარ ფუნქციონირებდა.
ეკლესია ფუნქციონირებდა XVI საუკუნემდე, შავიზღვისპირეთში თურქების გაბატონებამდე. ჩხორთოლის დარბაზული ეკლესია გარდამავალი ძეგლია, როგორც ამ დროის ძეგლებს შეეფერებათ, იგი მოკლებულია ქანდაკებასა და ჩუქურთმას. ეს დარბაზული ეკლესია გარდამავალი ხანისათვის დამახასიათებელი მრავალფეროვანი შემოქმედებითი ძიებებით მიგნებულ თავისებურ ნიშნებს ატარებს და ქართული ხუროთმოძღვრებისათვის ნიშანდობლივი თემის მიმართ შემოქმედებითი მიდგომისა და გადამუშავების შედეგს წარმოადგენს.
იგი ორგანულადაა დაკავშირებული ქართული ხუროთმოძღვრების ევოლუციასთან, ზუსტადაა ჩაწერილი ქართული ეროვნული საეკლესიო ხუროთმოძღვრების საერთო ხაზში და გამოხატავს ერთიან შემოქმედებით ძიებებსა და მიმართულებას. იგი სათანადო ადგილს იჭერს ქართული კულტურის, კერძოდ, საკულტო არქიტექტურის გავრცელების
დასადგენად აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. იგი გვიჩვენებს, რომ საქართველოს გაერთიანებამდე დასავლეთ საქართველოში, აშენებენ აღებული დროის აღმოსავლეთ საქართველოსათვის დამახასიათებელ მხატვრულ მისწრაფებათა გავრცელების მაჩვენებელ საკულტო ნაგებობას, რაც კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ საქართველოს პოლიტიკურ გაერთიანებას წინ უსწრებდა კულტურული და ეკლესიური ერთიანობა.
როგორც ცნობილია, IX-X საუკუნეებში დასავლეთ საქართველომ ანუ „აფხაზთა“ სამეფომ, ეროვნული თვითშეგნების გაძლიერება-განმტკიცების, საქართველოს გაერთიანებისა და ბიზანტიის იმპერიასთან დაპირისპირების საქმეში უდიდესი როლი შეასრულა. ბიზანტიის იმპერიის მიმართ რეაქცია „აფხაზთა“ მეფეებმა არა მარტო ბერძნული კონფესიური გავლენისაგან გათავისუფლებით, არამედ ქართული ხუროთმოძღვრებისათვის ნიშანდობლივ მხატვრული მისწრაფებების მატარებელი ახალი ეკლესიების მშენებლობითაც გამოხატეს, რომლის ერთ-ერთი მაგალითია „აფხაზთა“ მეფის, კონსტანტინე II-ის (893-992 წწ.) მოღვაწეობის ხანაში აშენებული ჩხორთოლის დარბაზული ეკლესია. ჩხორთოლის ერთნავიანი დარბაზული ეკლესია IX-X საუკუნეების მიჯნის მხარის ხუროთმოძღვრების ტიპიური ნიმუშია. მისი მნიშვნელობა უკავშირდება ადრე შუა საუკუნეების მიწურულისა და განვითარებული შუა საუკუნეების საწყის ეტაპზე აღმოსავლეთ საქართველოს კულტურულ ექსპანსიას დასავლეთის მიმართულებით.
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება.
7. arqiteqturuli aRwera
ჩხორთოლის ეკლესიის ნანგრევი ხეებით, ბუჩქებითა და კოლხეთისათვის დამახასიათებელი გაუვალი ეკალ-ბარდით იყო დაფარული. ამით აიხსნება ის გარემოება, რომ ძეგლი რომელიც არცთუ ისე შორსაა დასახლებული პუნქტიდან მკვლევართა თვალთახედვის მიღმა იყო დარჩენილი. ძეგლზე მცენარეული საფარის მოხსნის შემდეგ გამოჩნდა მიწის ზედაპირზე შემორჩენილი ეკლესიის ეზოს შემომფარგვლელი წრიული კონფიგურაციის მშრალად ნაწყობი ქვის გალავნის ფრაგმენტები, გალავნის აღმოსავლეთ კედელთან მიახლოებული ეკლესიის ჩრდილო კედლის ნანგრევი და გალავნის გარეთ, ჩრდილო-დასავლეთით, ქვის უზარმაზარ მონოლითზე ნაგები ოთხკუთხა კოშკის ნაშთები.
ეკლესიის ნანგრევზე ასეულ წლობით მცენარეთა ლპობისა და დანგრეული კედლებისაგან მიღებული 1 მ-დან 3,5 მ-მდე სიმძლავრის „ფენის“ მოხსნის შემდეგ გამოვლინდა ოთხკუთხა ნაგებობის მიწისქვეშ მოქცეული სხვადასხვა სიმაღლის კედლების ფრაგმენტები. გამოიკვეთა სამნაწილიანი ეკლესიის გეგმა, რომლის ცენტრალური სათავსო (12X8 მ) გარედან სწორკუთხა მოყვანილობისაა, სადაც აღმოსავლეთ ნაწილში საკმაოდ ძლიერი მხრებით, ფართო, ნალისებური აბსიდაა გამოყოფილი. აბსიდის მოედანი (არდაბაგი) სათავსოს (დარბაზის) იატაკის დონიდან შირიმის კვადრებისაგან გამოყვანილ ორი საფეხურითაა (საფეხურის სიმაღლე _ 18 სმ, სიგანე _ 15 სმ) ამაღლებული, რომელიც დარბაზს ჩრდილო კედელზე მიდგმულ, შირიმის კვადრებისაგან გამოყვანილ სამსაფეხურიან (საფეხურის სიმაღლე _ 15 სმ) კიბით უკავშირდება.
აბსიდის მოედანზე კედლიდან 1 მ-ით დაშორებული, შირიმის კვადრებისაგან შემდგარი ოთხკუთხა, შელესილი საკურთხევლის (ტრაპეზის) ქვედა ნაწილია (სიმაღლე _ 44 სმ, სიგრძე _ 1 მ, სიგანე _ 71 სმ შემორჩენილი. ხუროთმოძღვარს გამოუყენებია ადგილზე დახვედრილი, მიწაში ურყევად ჩამჯდარი დიდი ქვა, რომელიც მოხდენილად ჩაუსვია აბსიდის კედლის ცენტრში, საკურთხევლის უკან. აბსიდის კედელზე გაყოლებულია შირიმის კვადრებისაგან შემდგარი შელესილი საფეხური (ჩამოსაჯდომი, მერხი), რომლის
სიმაღლეა 40 სმ, სიგანე კი 30 სმ. დარბაზის ჩრდილო კედლის აღმოსავლეთ ნაწილში ვიწრო ღიობია დატოვებული კარებისათვის, რომლითაც იგი ჩრდილო სათავსოს უკავშირდება. დასავლეთის კედლის ცენტრშიც ღიობია (სიგანე 1 მ და 1,5 სმ) დატოვებული კარებისათვის. ორივე კარის წირთხლი შირიმის კვადრისაგანაა გამოყვანილი. დარბაზისა და აბსიდის მოედნის იატაკი კირისა და ქვიშის ნაზავის ხსნარის სქელი ფენითაა მოსწორებული.
ჩრდილო, აბსიდიანი სათავსო (8X4 მ) აღმოსავლეთის მხარეზე დარბაზის გარე ხაზს უსწორდება და შენობის საერთო აბრისში დასავლეთის მხარეზე საფეხურადაა შეწეული. იატაკი აქაც კირის ხსნარისა და ქვიშის ნაზავითაა მოსწორებული. დასავლეთის სათავსოს (4,5X8 მ) დასავლეთის კედლის ცენტრში შესასვლელისათვის ღიობია (1 მ და 15 სმ) დატოვებული, რომლის წირთხლად გრძელი, დამუშავებული ქვაა გამოყენებული. იატაკი აქ თიხატკეპნილია.
დარბაზისა და ჩრდილო სათავსოს კედლები (სისქე 1 მ) გარდა დარბაზის შემორჩენილ ჩრდილო კედლის პილასტრებს შორის მოქცეული ნაწილებისა, სადაც წყობაში შირიმის კვადრებს საგულდაგულოდ დამუშავებული ქვებიც ურევია (რაც ალბათ თავიდანვე შესალესად იყო გათვალისწინებული), ნაგებია შირიმის კვადრების ორი პარალელური რიგით, მათ შორის სივრცე ამოვსებულია წვრილი ქვით. კირისა და ქვიშის ხსნარით. თითოეული რიგის სიმაღლე მერყეობს 0,35 სმ-დან 0,4 მ-მდე. კვადრების სისქე საშუალოდ 0,15 _ 0,2 მ-ია.
დასავლეთის სათავსოს კედლების საშენად გამოყენებულია ფლეთილი ქვა და კირისა და ქვიშის ხსნარი. ცენტრალურ სათავსოში, ნაყარში, დაფიქსირდა სქელკეციანი ქვევრის ნატეხები, მოწითალო ფერის გვერდებაკეცილი კრამიტის (აკეცილი გვერდის საშუალო სიმაღლე 5 სმ, კეცის სისქე _ 1,5 სმ) ნატეხები, წითლად შეღებილი ბათქაშის ფრაგმენტები და შირიმის არქიტექტურული დეტალები (პილასტრის საფეხურები, კამარის
ნაწილები და სხვა). ამავე სათავსოში, აბსიდის ნაყარში დაფიქსირდა ნიშებისა (თაროების) და სარკმლის სათაურისა და ფუძის ქვები.
სამნაწილიანი ეკლესიის ცენტრალურ სათავსოსა (დარბაზის) და მასთან ჩრდილო, შემხებ კედელში მიერთებული სათავსოს გეგმის შიგნითა ლაკონური და უბრალო მოხაზულობა ემთხვევა გარეთა მოხაზულობას და არავითარი კონსტრუქციული გაუმართაობა მათ შორის არ შეინიშნება. იდეალურად მოხაზული ნალისებური აბსიდა მწყობრი, ტანადი მხრებით ეკვრის კედლის სვეტებით დანაწევრებულ დარბაზს. შენობის ორივე ნაწილი ერთდროულად, ერთნაირი მასალითა და სამშენებლო ტექნიკითაა აშენებული. შეერთების ადგილას არ შეიმჩნევა რაიმე ნაკერი, სათავსოებს საფასადო მხარეს, ირგვლივ ერთსაფეხურიანი (სიმაღლე _ 20 სმ) შირიმის კვადრების ზეძირკველი შემოუყვება.
აღნიშნული სათავსოების კედლები ორმხრივი, მონოლითური მოპირკეთების მაღალი მხატვრულ-ტექნიკური ხერხითაა შესრულებული, სადაც შირიმის კვადრების ორ პარალელურ რიგს შორის წვრილ ქვას აწყობენ და ზემოდან კირის ხსნარს ასხამენ. კვადრები ისე საგულდაგულოდ, გულდასმითაა ერთმანეთზე მორგებული, რომ ხსნარი გარეთ არ იღვრება. სიმძიმის მასის ძირითად დატვირთვას არა გარეთა კვადრები, არამედ მათ შორის სივრცის შემვსები დუღაბი ღებულობს. შირიმის კვადრები მხოლოდ ერთგვარი, „შეფიცვრის“, მოპირკეთების როლს ასრულებენ.
ეკლესიის დასავლეთის სათავსოს ჩრდილო და სამხრეთი კედლები ცენტრალურ სათავსოს დასავლეთ კედელზე სამშენებლო ნაკერითაა გადაბმული. სათავსოს ასიმეტრიული ზომები და პროპორციები არ ჯდება ნაგებობის საერთო გეგმაში.
მასალის, სამშენებლო ტექნიკისა და კომპოზიციური სქემის მიხედვით, ძეგლზე აშკარად გამოირჩევა განსხვავებული სამშენებლო პერიოდები.
შეღებილი ქვევრები კედელში ხმის გასაძლიერებლად იყო ჩადგმული.
არქეოლოგიურ მასალაში კრამიტის არსებობა საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ჩხორთოლის ეკლესია კრამიტით ყოფილა გადახურული. კონსტრუქციის მიხედვით, ეკლესიას ორქანობიანი გადახურვა უნდა ჰქონოდა.
აბსიდაში გამოვლენილი წითლად შეღებილი ბათქაშის ფრაგმენტების მიხედვით დგინდება, რომ კონქი მხატვრობით ყოფილა შემკული. აბსიდას ჩრდილო და სამხრეთ კედლებში ნიშები, ხოლო აღმოსავლეთ კედელში სარკმელი ჰქონია, რაზეც აქ გამოვლენილი ნიშებისა და სარკმლის ფუძე და სათაური ქვები მეტყველებენ.
ჩხორთოლის არქეოლოგიური მონაპოვარი ძალიან მწირია, ამიტომ ძეგლის დათარიღებისათვის წინა პლანზე მისი მხატვრულ-ხუროთმოძღვრული ფორმები და მათი კვლევის ისტორიულ-შედარებითი მეთოდია გამოყენებული. ჩხორთოლის ეკლესია (დარბაზი და ჩრდილო სათავსო) გეგმის გადაწყვეტით წარმოგვიდგება როგორც დარბაზული ხუროთმოძღვრების თავისებური ტიპი, ე.წ. ერთნავიანი დარბაზული ეკლესია, სწორკუთხედში ჩაწერილი აბსიდით.
კომპოზიციური სქემითა და ხუროთმოძღვრული ნიშნებით ჩხორთოლის დარბაზული ეკლესია ანალოგიებს პოულობს ილორის (XI ს.), ლაშკენდარის (X-XI სს.) და აჩანუას ეკლესიებთან. შუა საუკუნეების ანალოგიური კომპოზიციების მქონე დარბაზული ეკლესიები საქართველოს ყველა კუთხეში გვხვდება.
ჩხორთოლის ეკლესიის სიგანის თანაფარდობა სიმაღლესთან (შემორჩენილი ჩრდილო კედლის სიმაღლის მიხედვით) გვაგრძნობინებს სივრცის მშვიდ და ჰარმონიულ აზიდულობას ზევითკენ. ამ შთაბეჭდილებას ხელს უწყობს მკვეთრად მოხაზული პილასტრების ისეთი განლაგება, რომელიც გრძივი კედლის ცენტრალურ ნაწილში გამოყოფს უდიდეს მონაკვეთს, რითაც ხაზი ესმება კედლების შუა ნაწილს. პილასტრების ასეთი განლაგება გვაქვს IX-X სს-ის დარბაზულ ეკლესიაში გარბანში. ეკლესიას გარკვეულ ქრონოლოგიურ საზღვრებში აქცევს შენობის სხვადასხვა ნაწილებისათვის განსხვავებული კომბინირებული საშენი მასალის გამოყენება (ჩვენს მაგალითზე შირიმის კვადრები და რიყის ქვა), რაც VIII-IX სს-ში ქართული საკულტო ძეგლებისათვის ტიპიური მოვლენაა.
ძეგლი მოკლებულია ქანდაკებასა და ჩუქურთმას, მთელი ყურადღება გადატანილია სივრცითი ორგანიზაციისა და ფუნქციონალური მომენტებისაკენ, რაც გარდამავალი ძეგლებისთვისაა დამახასიათებელი.
ჩხორთოლის ნაეკლესიარი საშუალებას იძლევა ეპოქების მიხედვით გამოიყოს შემადგენელი სამშენებლო პერიოდები. პირველ სამშენებლო პერიოდს განეკუთვნება დარბაზული ეკლესია მინაშენით ჩრდილო მხარეზე, რომლის შიგა და გარე პირისათვის გამოყენებულია შირიმი, ახასიათებს წყობის წესიერი სისტემა, გამოირჩევა სამშენებლო ხერხების მაღალი დონით. მეორე სამშენებლო პერიოდს განეკუთვნება დასავლეთის მინაშენი, რომლის კედლების წყობის ხასიათი და სამშენებლო მასალა განსხვავებულია.
კერამიკული მასალა, არსებული პარალელები და ეკლესიის ზოგიერთი ელემენტი, კერძოდ: ორსაფეხურიანი ცოკოლი, გარედან და შიგნიდან თლილი ფილებით მოპირკეთება, სხვადასხვა ნაწილებისათვის განსხვავებული, კომბინირებული მასალის გამოყენება,
დეკორატიული მორთულობის არარსებობა და სივრცითი პროპორციები უფლებას გვაძლევს ნაგებობის პირველ სამშენებლო პერიოდად IX-X სს-ის მიჯნა _ კონსტანტინე „აფხაზა“ მეფის ზეობის ხანა მივიჩნიოთ.
მოგვიანებით, ეკლესიისათვის დასავლეთის მხრიდან კიდევ ერთი სათავსო მიუშენებიათ.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
ჩხორთოლის ეკლესია ცხუმ–აფხაზეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი არ არის მოქმედი.
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
რეზო ხვისტანი - “მასალები საქართველოს ქრისტიანული არქეოლოგიისათვის”, 2009წ.
10. marSruti
დადგინდება;
11. bmulebi
არ მოგვეპოვება.
|