Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

kasris saydari
(VIII s.)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია

 

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

კასრის საყდარი მდებარეობს აზერბაიჯანში, კახის რაიონში, ისტორიულ საინგილოში, კახიდან დასავლეთით, მდინარე კობალას მარჯვენა ნაპირზე, საყარაულოს მთის თხემის შანდაკ ადგილზე.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

კასრის საყდარმა სახელი მიიღო „საყდრის ქვევრისაგან“, ანუ „საყდრის კასრისაგან“. ამ ქვევრში (ინგილოურად დადაშა) ინახებოდა კახის მოსახლეობისაგან შემოწირული საზედაშე ღვინო. ზ. ედილი 1947 წელს წერს: „დღეს ეს ქვევრი უპატრონოდ არის მიტოვებული და ნახევრად ქვებით ამოვსებული, მცხოვრებნი ამბობენ, ასი ჩაფი ღვინო ჩადიოდაო“. XIX საუკუნეში იგი მოიხსენია საინგილოს პირველმა ქართველმა მკვლევარმა ალ. ხახანაშვილმა. მისი გადმოცემიდან ირკვევა, რომ მიწისქვეშა ჩასასვლელი ზემოდან თაღით ყოფილა გადახურული.
გიორგი მარჯანიშვილს კიდევ ერთი ვერსია მოყავს ტოპონიმ „კასრის“ წარმოშობის შესახებ. ის კასრის სახელს არაბულ კასრს უკავშირებს, რაც ციხის აღმნიშვნელი სახელია არაბულში.
კასრის საყდარი მოხსენებულია ისტორიულ წყაროებში, ლ. ა. მაღალაშვილის ცნობილი სახარებისათვის მიწერილ „ანდერძში“, ირკვევა, რომ კასრის საყდარი წმიდა სამების სახელზე ყოფილა აგებული – „კასრი სამებისაი“.
კასრის სამების საყდრის აშენების შესახებ ცნობა მოიპოვება ქართულ მატიანეში. იგი აგებული ყოფილა საქართველოს მეფე არჩილის მიერ (VIII საუკუნე). ჯუანშერის თხზულებაში ვკითხულობთ, რომ არჩილ მეფე „დაჯდა წქეთს და აღაშენა კასრი და ხევსა ლაკაუსტისასა აღაშენენ ციხე“. კასრის სამების საყდარი მრავალგზის აოხრებული და აღდგენილი ძეგლია. უკანასკნელად იგი 1912 წელს აღუდგენია საკუთარი სახსრებით მღვდელ მიხეილ ყულოშვილს.
ალ. ხახანაშვილის გადმოცემით, კასრის სამების საყდარი აშენებულია თეთრი თლილი ქვისაგან, ხოლო ზ. ედილს აღნიშნული აქვს, რომ იგი აშენებულია კლდის ნამტვრევი ქვებისაგან. როგორც ჩანს, თლილი ქვის პერანგი, რომელსაც ალ. ხახანაშვილი შეესწრო, ზ. ედილის დროს (დაახლოებით ნახევარი საუკუნის შემდეგ) აღარ ყოფილა დარჩენილი.
კასრის საყდრის უკანასკნელ აღმდგენელსა და განმაახლეებელს (მ. ყულოშვილს), იგი ადგილობრივი „ტინის“ ქვებისაგან აღუდგენია. ხანდაზმული ინგილოების გადმოცხემით კასრის სამების ნანგრევებში ძველად მართლა ყოფილა ლამაზად გათლილი თეთრი და ვარდისფერი ქვები, რომლებიც ჩამოსახლებულ ლეკებსა და თათრებს დაუტაცია და გაუზიდია ბუხრების ასაშენებლად.
აღდგენიდან 10 წლის შემდეგ კასრის საყდარი საბოლოოდ დაარბიეს მუსავატელებმა,  გასული საუკუნის  80–იან წლებში საყდრისაგან მხოლოდ ნანგრევები იყო შემორჩენილი. ზ. ედილის ცნობა სწორედ ამ ნანგრევებში დარჩენილ „კლდის ნამტვრევ ქვებზე“ მიუთითებს.

დღეს მისგან ფაქტიურად მხოლოდ ნანგრევების გროვაა დარჩენილი.

 

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

კარსის საყდრის შემორჩენილი კედლის ფრაგმენტებში (დასავლეთის კარიბჭესთან და აბსიდაში დაახლოებით 1.50–2.00 მ სიმაღლეზე) საშენ მასალად გამოყენებულია ხევის რიყის ქვა და ნაწილობრივ ფორებიანი გაუთლელი ქვა. კედლის სისქე 80 სმ უდრის.
საყდარი წარმოადგენდა დარბაზულ ეკლესიას გარე კედლების სწორკუთხედში მოქცეული ნახევარწრიული აბსიდით.
კასრის საყდრის გეგმა სწორკუთხედს წარმოადგენს (8.25 X 5.56 მ), კედლების გარეთა სიბრტყეები სრულიად გლუვია, არ გააჩნია არავითარი გამოწევა ან ჩაღრმავება. ეკლესიის შინაგანი სივრცე, წრიული მოხაზულობის აბსიდით დაბოლოებული ერთგანყოფილებიანი დარბაზისაგან შედგება. დასავლეთის კარიბჭის ზღუდართან მხოლოდ მისი ღიობის ნაწილია დარჩენილი. აღმოსავლეთით, აბსიდის სიმეტრიის ღერძზე კედლის სისქეში დატანებულია სარკმელი, ხოლო ჩრდილოეთის და სამხრეთის კედლებში ერთმანეთის პირდაპირ ორ–ორი სარკმელია გაჭრილი.
კასრის სამების ტაძარს არავითარი კედლის მხატვრობა ან ხუროთმოძღვრული მორთულობა არ შერჩენია.
ეკლესიის სამხრეთ–აღმოსავლეთით, დაახლოებით 15 მ მოშორებით, ბექობის ფერდში შეჭრილია რიყისა და ფლეთილი ქვით ნაგები ვიწრო სათავსი. მისი სიგანეა 1მ, სიგრძე – 3,85 მ, სიმაღლე – 2,1 მ. იგი ნახევარწრიული კამარითაა გადახურული. სამწუხაროდ დღეს  შეუძლებელია მისი დანიშნულების  ამოცნობა.

ეკლესიის სამხრეთით ჩანს ქვით ნაგები და შიგნიდან გალესილი ცისტერნა. მისი სიგანე და სიმაღლე დაახლოებით ორ მეტრს უდრის. ზ. ედილტან მოყვანილი გადმოცემით ეს ცისტერნა იყო საზედაშე ქვევრი.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

კასრის საყდარი აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის დაყოფით ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

 

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. ილია ადამია – „ქართული ხალხური ხუროთმოძღვრება. საინგილო“. 1979წ.
2. გ. მარჯანიშვილი – „ჰერეთი“. 2005წ.

 

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

არ მოგვეპოვება.

 

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016