wirqolis cixe
(X s.)
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuili mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
ოთხსართულიანი სასახლე, სამხრეთ–დასავლეთი კოშკი, საცხოვრებელი სადგომი და ნაგებობები.
2. mniSvnelovani da saintereso informacia
არ მოგვეპოვება;
3. adgilmdebareoba
წირქოლის ციხე მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის რეგიონში, ახალგორის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოეთით მდებარე სოფელ წირქოლთან, მთაზე, მდინარე ქსნის ხეობაში.
4. ruka
5. istoriuili mimoxilva
წირქოლის ციხის შესახებ ცნობები ქართულ მემატიანეში X –საუკუნის 70–იან წლებიდან გვხდება, თუმცა მისი წარმოშობის და მფლობელობის შესახებ არაფერია ცნობილი. პირველი ცნობა მის შესახებ დავით კურაპალატს უკავშირდება, როდესაც ურჩი აზნაურები ქვეყნის გაერთიანებას წინ აღუდგნენ, უფლის ციხე გასცეს და დატყვევებული მეფე და მისი ოჯახი კახეთში გადაიყვანეს. დავით კურაპალატმა კახელების დახმარებით გურას და წირქოლის ციხის გარდა, ყველა მიტაცებული ადგილები დაიბრუნა. უცნობია რამდენ ხანს იყო წირქოლი კახელების ხელში რადგან კახეთმა ცოტა ხნის შემდეგ თვითონ დაკარგა დამოუკდებლობა.
მნიშვნელოვანი ცნობა წირქოლის შესახებ XII–ის ბოლოს გვხვდება როდესაც, თამარ მეფემ გიორგი რუსი და მისი მომხრეები დაამარცხა, ზოგიერთი დიდებული დასაჯა და ზოგიც კი დააწინაურა. „წირქოლეულნი“ კი შეიწყალა.
შემდეგი ცნობები წირქოლის ციხის შესახებ უკვე XVIII საუკუნეს უკავშირდება. ამ დროს ის ერთ–ერთი ძლიერი ციხე იყო და შიდა ქართლის სხვა ციხეებთან ერთად დიდ სარდალს გივი ამილახორის ეკუთვნოდა. მაშინაც კი როცა ქართლის მეფე თიმურაზ II–ემ შეძლო ქსნის ხეობის დამორჩილება, წირქოლის ციხე კვლავ ამილახორების (გივის ვაჟის რევაზის) მფლობელობაში რჩებოდა. მაშინ მეფემ დახმარება თავის შვილს კახეთის მეფე ერეკლეს სთხოვა. გაერთიანებული ძალით მეფეებმა ციხეს ალყა შემოარტყეს. დიდი ხნის მოლაპარაკების შემდეგ რევაზ ამილახორმა დათმო წირქოლის ციხე და მასში მეფის გარნიზონი განლაგდა.
1777 წელს, ქსნის ერისთავი გიორგი აუჯანყდა მეფეს და წირქოლის ციხე სხვა ციხეებთან ერთად გაამაგრა, მაგრამ ურჩი ფეოდალი დამარცხდა მეფესთან ბრძოლაში და ქსნის ერისთავებმა სამუდამოდ დაკარგეს ციხე სიმაგრე. მეფე ერეკლემ გააუქმა ქსნის საერისთავო და საბოლოოდ წირქოლის ციხე სახელმწიფო ციხეთა ჯაჭვში შევიდა.
ამჟამად ახალგორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას და მათ შორის სოფელ წირქოლსაც, რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ.
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება;
7. arqiteqturuli aRwera
წირქოლის ციხე ქსნის მარჯვენა მხარეს ქარაფოვან კლდეზე მდებარეობს. აქ ქსნის ხეობა ვიწროვდება. ეს ადგილი ძალზედ მოხერხებული იყო სტრატეგიული თვალსაზრისით, ციხე საჭიროების შემთხვევაში კეტავდა ხეობის ნაწილს და მისი საშუალებით კონტროლდებოდა ქსნის გასწვრივ მიმავალი და ასევე სოფელ ავლევიდან მომავალი გზა.
წირქოლის ციხეზე ორი – ადრე და გვიანი შუასაუკუნეების სამშენებლო პერიოდი შეინიშნება. თავდაპირველად ციხე მხოლოდ მთის მწვერვალს მოიცავდა. მოგვიანებით ჩრდილოეთით მას ახალი უფრო დიდი ნაგებობები დაუმატეს.
ძველი ციხის დამცავი კედლები მთის რელიეფს გასდევდა. შიგნით ტერიტორია რამოდენიმე ნაკვეთად იყო დაყოფილი. მას ქონდა თავისი წყალსაცავი და სხვა დამხმარე სათავსები.
ახალი სიმაგრეც რთული რელიეფის გათვალისწინებით არის აგებული. ციხე რამოდენიმე ნაწილისგან შედგება. აღმოსავლეთით – ოთხსართულიანი სასახლე, სამხრეთ–აღმოსავლეთ კუთხეში კოშკი და ჩრდილო–დასავლეთით საცხოვრებელი სადგომი ეზოს გარშემო იყრის თავს. იყო სხვა ნაგებობებიც. ციხეს ერთადერთი შესასვლელი სამხრეთ–აღმოსავლეთის მხრიდან აქვს.
ოთხსართულიანი სასახლე მოწმობს რომ, ციხე ფეოდალის საცხოვრებელ ფუნქციასაც ითავსებდა. სასახლის პირველ სართულზე სამეურნეო სათავსი იყო მოწყობილი, მეორე სართული მომსახურე პერსონალს ეთმობოდა, მესამე სართული საცხოვრებლისთვის იყო განკუთვნილი ბოლო სართულზე, კი დარბაზი იყო განთავსებული.
სამხრეთ–დასავლეთ კოშკიდან შემორჩენილია სამი სართული. პირველ სართული ეზოს და შესასვლელს ეთმობოდა. კოშკის მახლობლად ვიწრო და მაღალი გვირაბი გადიოდა, რომელსაც მოგვიანებით ფუნქცია შეუცვალეს და წყალსადენი გაატარეს.
ციხის დასავლეთ ნაწილი ისევე როგორც სამხრეთ–აღმოსავლეთი ორ–სამ სართულიანი ყოფილა. პირველი სართული სარდაფისთვის, მეორე კი – საცხოვრებლად გამოიყენებოდა. სართულები აღჭურვილი იყო სათოფეებით.
წირქოლის ციხის გალავანში აღმოჩენილია რელიეფური მოხაზულობის სამი ფრაგმენტი. ერთ–ერთზე გამოსახულია ხელაპყრობილი დანიელი ლომების ორმოში, ლომები დანიელის ხელებს პირით ეხებიან. მათ თავზე თითო მფრინავი ჩიტია გამოსახული. შემორჩენილია წარწერის ასოები. ეს ფრაგმენტები VI საუკუნით თარიღდება.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi:
წირქოლის ეკლესია ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.
9. gamoyenebuli masalebi
პ. ზაქარაია „საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები“ 1973.
ს. მაკალათია „ქსნის ხეობა“ 1968 წ.
10. marSruti
დადგინდება.
11. bmulebi
http://dzeglebi.com
http://www.saunje.ge
|