Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

esbekis kompleqsi
(IX – XVI ss.)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

სამნავიანი ბაზილიკა, ქვით ნაგები დარბაზული ეკლესია, აგურით ნაგები დარბაზული ეკლესია, საგუშაგო კოშკის, სამარხი–სამლოცველოსა, საერო შენობათა ნაშთები.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

სოფლის ტერიტორიაზე აღმართულია ქვის უზარმაზარი აკვედუკის კედლის შემორჩენილი ნაშთები. მისი სიმაღლე ერთი მეტრიდან შვიდ მეტრამდე მერყეობს, ხოლო სისქე ნახევარი მეტრიდან ერთ მეტრამდე. აკვედუკი დასულებულია არხითა და ცისტერნებით, საიდანაც ხდებოდა ნათესების მორწყვა და მოსახლეობის წყლით უზრუნველყოფა. დღეს ეს აკვედუკი ფუნქციადაკარგულია, ხოლო ცისტერნები მოსახლეობას პურის საცხობად აქვს გამოყენებული.

3. adgilmdebareoba

ესბეკის კომპლექსი მდებარეობს თურქეთში, ართვინის პროვინციაში, იუსუფელის (Yusufeli) რაიონში, ისტორიულ მხარე იმიერ ტაოში, ქალაქ იუსუფელიდან 30 კმ–ში სამხრეთ–აღმოსავლეთით მდებარე სოფელ ესბეკთან (Esbek, Saritosum), მდინარე ოლთისის  ერთ–ერთი მარცხენა  შენაკადის სანაპიროზე.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

ესბეკის ხუროთმოძღვრული ანსამბლი ტაო–კლარჯეთის არქიტექტურულ ნაგებობათა მშენებლობის ადრეული პერიოდის ერთ–ერთი საინტერესო ნიმუშია.
ესბეკის არქიტექტურულ ანსამბლში ჩაწერილი მთავარი ნაგებობის აზომვითი სამუშაო განხორციელდა მხოლოდ 1995 წლის ივნის–ივლისში გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ მოწწყობილი სამეცნიერო ექსპედიციის დროს. უფრო ადრე, 1983 წელს, ესბეკი მოინახულა ამერიკაში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა, ხელოვნების ისტორიკოსმა პროფესორმა ვახტანგ ჯობაძემ, მაგრამ მან ვერ მოახერხა სრულად მოენახულებინა და დაეფიქსირებინა განადგურების გზაზე მყოფი ესბეკის ნაშთები.
თავის დროზე ესბეკი იყო სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პატარა დასახლებული ადგილი გამაგრებული ციხითა და გალავნით. სამწუხაროდ ესბეკის შესახებ ისტორიულ ცნობებს ჩვენამდე არ მოუღწევია.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

წმიდა ნინოს წყარო მონასტრიდან დაახლოებით 3 კმ-ში მდებარეობს. გადმოცემის მიხედვით, ის წმიდა ნინოს ლოცვით აღმოცენებულა. ამიტომაც ეწოდება წმიდა ნინოს წყარო. ამ წყალში განბანვის შემდეგ უამრავი სულიერად და ფიზიკურად დავრდომილი ადამიანი განკურნებულა. წყაროსთან აშენებულია წმიდა ნინოს მშობლების - წმიდათა ზაბულონისა და სოსანას სახელობის მცირე ეკლესია.
როდესაც წმინდა ნინო გარდაიცვალა, მეფე მირიანმა სვეტიცხოველში, მაცხოვრის კვართთან ახლოს მოისურვა მისი გადასვენება, მაგრამ ორასმა კაცმა ძვრა ვერ უყო წმიდანის მცირე სარეცელს და იქვე, ბოდბეში, დაკრძალეს. დამწუხრებული მეფე თავის სამეფოსთან ერთად ოცდაათი დღე გლოვობდა „სიობლესა თვისსა“. საფლავთან ხალხიც დიდძალი შეკრებილიყო, რადგან მრავალი კურნება აღესრულებოდა ქრისტეს მადლით. პირველი ტაძარიც წმიდა ნინოს ლუსკუმაზე, „ფრიად დიდი“ და „ყოვლითა სამკაულითა“ შემკული, სწორედ მეფე მირიანმა ააგო. გარდაცვალების წინ კი ანდერძად დაუტოვა ნანა დედოფალს: „შენ, ნანა, თუ დაგცალდა, ჩემი სიკვდილის შემდეგ, სამეფო განძი ორად გაყავი და ერთი ნაწილი წმიდა ნინოს საფლავს შესწირე, რათა უკუნისამდე შეუძვრელად ეგოს ეს ადგილი“, მთავარეპისკოპოსს კი მეფე ევედრა, განედიდებინა ბოდბე, რადგან პატივი შვენოდა ამ ადგილს.

7. arqiteqturuli aRwera

foto
esbekis eklesia

ესბეკის არქიტექტურული კომპლექსი დიდ მოვაკებულ ტერიტორიაზეა გაშლილი და ორ ქრონოლოგიურ ფენას შეიცავს. ანსამბლი კი რამდენიმე შენობას შეიცავს: სამნავიანი ბაზილიკა, საგუშაგო კოშკის, სამარხი–სამლოცველოსა და საერო შენობათა ნაშთები, აგურით ნაგები დარბაზული ეკლესია. ესბეკის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში ჩართული ნაგებობები, გარდა ბაზილიკისა, თავის დროზე შემოზღუდული ყოფილა ქვის მასიური გალავნით, რომლისგან დღეს უმნიშვნელო ფრაგმენტებია შემორჩენილი. ზემოჩამოთვლილ შენობათაგან რამდენიმე მეტრის მოშორებით დგას მცირე ზომის ქვის დარბაზული ეკლესია.
ა) სამნავიანი ბაზილიკა ესბეკის ხუროთმოძღვრული ანსამბლის მთავარ ნაგებობას წარმოადგენს, რომელმაც ჩვენამდე საგრძნობლად დაზიანებული სახით მოაღწია – შენობის კედლების ზედა ნაწილები საერთოს ჩანგრეულია და აღარც მისი გადამხურავი კამარები არსებობს. დაზიანების მიუხედავად ბაზილიკა დღესაც აღიქმება, როგორც დომინანტი ესბეკის კომპლექსისა და დიდ შთაბეჭდილებას ახდენს დახვეწილი ფორმებით, სიძველითა და იმპოზანტურობით.
ესბეკის სამნავიან ბაზილიკას ანალოგიური ტიპის ნაგებობებს შორის ერთ–ერთი გამორჩეული ადგილი უკავია საერთო არქიტექტურულ–კომპოზიციური გადაწყვეტის რიგი თავისებურებების გამო. ბაზილიკა ადგილობრივი ნაწილობრივ დამუშავებული მონაცრისფრო ქვებითაა აგებული. ყოველგვარ დეკორატიულ შემკულობას თუ წარწერებს მოკლებული ტაძრის ფასადების სადა ზედაპირი გაცოცხლებულია  დიდი კვადრებითა და პატარა ქვებით შექმნილი თარაზული რიგების რიტმული მონაცვლეობით.  ესბეკის ბაზილიკის ინტერიერი შედგება შუა განიერი და ორი გვერდითი მეტისმეტად ვიწრო და გრძელი ნავებისაგან, რომლებიც კორიდორებს უფრო მოგვაგონებს. გვერდითი ნავები ცენტრალურთან დაკავშირებულია ორ–ორი ფართო თაღით, რომლებიც მასიურ ბურჯებზეა გადაყვანილი.

Wrilebi

aRm. fasadi da gegma

ესბეკის ეკლესია გამოირჩევა სიგრძივი ღერძის მიმართულებით განთავსებული თაღების მალების სიდიდით, რომლებიც თითქმის ორჯერ აღემატება გვერდითი ნავების განივი თაღების სიგანეს. ბაზილიკის შუა ნავი აღმოსავლეთით დასრულებულია საკურთხევლის ნახევრწრიული აფსიდით, რომლის ღერძზე ერთი დიდი სარკმელია გაჭრილი. აფსიდის ორივე მხარეს მოთავსებულია პასტოფორიუმები (ცალკე გამოყოფილი სათავსოები – სადიაკვნე და სამკვეთლო) საკუთარი აფსიდიოლებითა და და თითო პატარა სარკმლით.  პასტოფორიუმები გვერდითი ვიწრო ნავების გაგრძელებას წარმოადგენენ და მათ ვიწრო გასასვლელებით უკავშირდებიან.
მეტად უცნაურია ბაზილიკის მაშენებლის მიერ სარკმლების უგულებელყოფა არა მხოლოდ დასავლეთ ფასადზე, არამედ ჩრდილოეთისა და სამხრეთის ნავების მთელ სიგრძეზე.
foto
esbekis eklesia
პროფესორ ვ. ჯობაძის აზრით ეს გარემოება მიუთითებს ეკლესიის მაქსიმალური დავდაცვით ფუნქციის გათვალისწინებაზე. ეკლესიას, სავარაუდოდ ანათებდა დღეს არარსებული, მეორე სართულის დონეზე მოწყობილი პატრონიკეს ზედა რიგის სარკმლები და ორი კარი დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ბაზილიკის ინტერიერი მთლიანად ყოფილა შელესილი და დაფარული კედლის მხატვრობით. ამ უკანასკნელისგან შემორჩა საკმაოდ დაზიანებული და ჩამორეცხილი უმნიშვნელო ფრაგმენტები. საკურთხევლის აფსიდაში ძლივს გაირჩევა „ზიარების“ კომპოზიცია, რომელიც აფსიდის დიდი სარკმლის ორივე მხარესაა წარმოდგენილი. მაცხოვრის და მოციქულთა სახეების რბილი დამუშავება, შუქ–ჰაეროვანი მოდელირების გამოყენება XI საუკუნის კედლის მხატრვობის ტრადიციებს შეესაბამება, ხოლო მათი სამოსის ხაზობრივი და მოუხეშავი ფორმები აშკარად ხელმეორედ მოხატვის შედეგი უნდა იყოს. ესბეკის ბაზილიკა თავის დროზე გადახურული იყო მოჭიქული ლორფინებით. ესბეკის სამნავიანი ბაზილიკა მკლევარების აზრით მიეკუთვნება IX საუკუნის დასასრულს ან X საუკუნის დასაწყისს.

ბ) ესბეკის ბაზილიკის სამხრეთ–დასვლეთით, რამდენიმე მეტრის დაშორებით, დგას კარგად დამუშავებული ნაცრისფერი ქვიშაქვის მოზრდილი კვადრებით ნაგები პატარა ცალნავიანი დარბაზული ეკლესია. ერთადერთი კარი გაჭრილია ჩრდილოეთის კედელში, რაც იშვიათობას წარმოადგენს ქართულ არქიტექტურაში და ადგილმდებარეობით არის განპირობებული. სამლოცველოს ინტერიერი წარმოდგენილია ერთიანი დაუნაწევრებელი პატარა სივრცის სახით. მკლევარების აზრით ეს იმის მაჩვენებელია, რომ ეს ნაგებობა ბაზილიკის თანადროული უნდა იყოს. ეკლესია აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევრადწრიული აფსიდით, რომელიც კედლის სწორკუთხედშია ჩაწერილი და რომლის ორივე მხარეს კვადრატული თითო პატარა თახჩა თუ სახატეა გამოკვეთილი. საკუთრივ აფსიდი შემოსაზღვრულია ოდნავ შეისრული მოხაზულობის სატრიუმფო თაღით, რომელიც აფსიდის მხრებთან ჩასმულ მარტივპროფილიან იმპოსტებს ეყრდნობა.  ესბეკის დარბაზული ეკლესიის შიდა სივრცე საკმარისად ნათდება აღმოსავლეთისა და დასვლეთის კედლებში გაჭრილი თითო არცთუ ისემცირე ზომის სარკმლებიდან და ჩრდილოეთის კარიდან შემოსული შუქით. მეტად საინტერესოთაა გადაწყვეტილი აღმოსავლეთის სარკმლის ღიობის ზედანი, სადაც წითელი და ლურჯი ფერის მცირე კენჭების რიტმული შენაცვლებით მიღებულ წრეში ჩასმულია ჯვარი. ასეთივე კენჭებით შექმნილი სარტყლები ვერტიკალურად მიუყვება სარკმლის წირთხლებს.  სამლოცველო თავდაპირველად ცილინდრული კამარით იყო დასრულებული, რომლისგან დღეს არაფერი შემორჩა. ეკლესია ამჟამად ხის ძელებითაა გადახურული.
გ) ესბეკის არქიტექტურულ ანსამბლში ასევე გაერთიანებულია XV-XVI საუკუნეებში აგებული აგურის დარბაზული ეკლესია და სათვალთვალო კოშკი, რომელთაც ირგვლივ შემოუყვება ქვის მასიური გალავანი კარიბჭით. გალავნის კედლის სიმაღლე ზოგ ადგილას 3–4 მეტრს აღწევს.


8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ესბეკის კომპლექსი თურქეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის დაყოფით სამცხე–ჯავახეთის და ტაო–კლარჯეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. ლოლა ციცხვაია -  "ესბეკის ხუროთმოძღვრული კომპლექსი", 2003წ.
2. ინტერნეტ ბმული – http://www.virtualtao-klarjeti.com

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://www.nplg.gov.ge

http://www.virtualtao-klarjeti.com

http://exhib.internet-academy.org.ge

 

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016