Sluyuris wm. giorgis
eklesia
(XIX s)
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
ეკლესია და სამრეკლო.
2. mniSvnelovani da saintereso informacia
არ მოგვეპოვება.
3. adgilmdebareoba
შლუყურის წმ. გიორგის ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ხაშურის მუნიციპალიტეტში, მისგან დასავლეთით 5 კმ–ში მდებარე სოფელ ხცისის სამხრეთ-დასავლეთით, 2 კმ-ზე, ნასოფლარ შლუყურის სამხრეთით, სასაფლაოზე.
4. ruka
5. istoriuili mimoxilva
შლუყურის წმ. გიორგის ეკლესია სტილისტური ნიშნებით თარიღდება XIX საუკუნით.
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება.
7. arqiteqturuli aRwera
|
gegma |
ა) შლუყურის წმ. გიორგის ეკლესია (11,5X 6,5 მ)დარბაზულია, ნაგებია ქვიშაქვით, ნატეხი ქვითა და ხით. შეკეთების დროს ხის კამარა და კონქი ორფერდა სახურავით შეუცვლიათ. ეკლესიის სამხრეთით და დასავლეთით ფართო და მაღალი თაღოვანი შესასვლელები აქვს. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ფართო თაღოვანი სარკმელია. ორ-ორი ასეთივე სარკმელი ჩრდილო და სამხრეთ კედლებშია. კარ-სარკმელს შიგნიდან აგურის, ხოლო გარედან ქვის სხივისებურად ნაწყობი თაღები აქვს. აფსიდში ჩრდილოეთით მცირე ზომის თაღივანი ნიშია. საკურთხევლის ბაქანი და ნახევარწრიული არდაბაგი ერთი საფეხურითაა ამაღლებული. აფსიდის სარკმლის ქვემოთ სატრაპეზო ქვა დგას. საკურთხევლის კედლები უშუალოდ ერწყმის დარბაზის გრძივ კედლებს. საკურთხეველი დარბაზისგან გამოყოფილი ყოფილა ხის კანკელით. გრძივ კედლებში შემორჩენილია ხის პატრონიკეს ძელების ბუდეები. პატრონიკე თაღოვანი გასასვლელით ეკლესიაზე დასავლეთიდან მიშენებული სამრეკლოს მეორე სართულს უკავშირდებოდა. ეკლესიის ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია. იატაკზე ქვიშაქვის თლილი კვადრებია მოგებული.
|
|
ganakveTi |
fasadi |
|
ბ) სამრეკლო (2,5X2,5მ) ორსართულიანია. ორივე სართული სამ მხარეს გახსნილია ნახევარწრიული თაღებით, რომლებიც ეკლესიის დასავლეთ კედლის ორ პილასტრს და ორ თავისუფლად მდგომ ბოძს ეყრდნობა. პირველი სართული ხის ბრტყელი სახურავითაა გადახურული. ანალოგიურია მეორე სართული. სამრეკლოს თუნუქის პირამიდული სახურავი აქვს.
ეკლესიის სამხრეთ შესასვლელის წინ სამ მხარეს თაღებით გახსნილი და კრამიტით გადახურული კარიბჭეა. კარიბჭის და სამრეკლოს თაღების ქუსლებთან მაღალი რთულპროფილიანი იმპოსტებია.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
შლუყურის წმ. გიორგის ეკლესია რუის-ურბნისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ5., 1990წ.
10. marSruti
დადგინდება;
11. bmulebi
http://www.urbnis-ruisi.ge
|