Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

ბაგინეთი
(არმაზციხე)
(ძვ.წ. IV-ა.წ. VIII)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

საფორტიფიკაციო (ზღუდე გალავანი, კოშკები, ბურჯები, კლდეკარი), სასახლის თუ ტაძრის ტიპის (სვეტებიანი დარბზი და მისი თანადროული შენობის ნაშთები), სამეურნეო (მარანი), სანიტარულ-ტექნიკური (აბანო, წყალსადენი) ნაგებობანი, სამარხები (მავზოლეუმის ტიპის აკლდამა, სარკოფაგი) და საკულტო ძეგლები (არმაზის კერპის სადგარი, სამსხვერპლო).

2. mniSvnelovani da saintereso informacia

ფარნავაზმა, იბერიის პირველმა მეფემ ((ძვ. წ. III ს.) შემოიღო ახალი კერპი: „ამანვე ფარნავაზ შექმნა კერპი დიდი სახელისა ზედა თვისისა. ესე არს არმაზი, რამეთუ ფარნავაზს სპარსულად არმაზ ერქვა“. ამის შემდეგ, არმაზი საერთო ქართული უზენაესი ღვთაება გახდა.
ლეონტი მროველის გადმოცემით ფარნავაზ მეფე არმაზის კერპის ქვეშ დაასაფლავეს: „მოკვდა ფარნავაზ და დაფლეს წინაშე არმაზის კერპისა.“

3. adgilmdebareoba

ამ ტერიტორიაზე მდებარეობს რამოდენიმე ისტორიული ძეგლი: არმაზციხე (ბაგინეთი), არმაზის ციხე, არმაზისხევი და არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია. ეს ერთნაირი დასახელებები ხშირად იწვევს ხალხში ამ ძეგლების სახელწოდებების ერთმანეთში არევას. ამ მიზეზის გამო აქვე მოვახდენთ ამ ძეგლების გამინჯვას:
მდინარე არმაზისხევის ხეობაში, მდებარეობს ორი ძეგლი: ღვთისმშობლის მონასტერი და არმაზის ციხე. ისინი ერთმანეთისაგან ერთი კილომეტრით არიან დაშორებული.
არმაზისხევი მდებარეობს მდინარეების არმაზისხევის და მტკვრის შესართავთან. ადრე აქ იყო პიტიახშთა რეზიდენცია. ახლა აქ საველე მუზეუმია შექმნილი.
ბაგინეთი იგივე არმაზციხე (არა არმაზის ციხე), მდებარეობს უფრო აღმოსავლეთით ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი ძეგლები. ამ ადგილას არმაზის კერპი იყო აღმართული.

ბაგინეთი (არმაზციხე) მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მცხეთის რკინიგზის სადგურის სამხრეთ–აღმოსავლეთით 2 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. ამ ადგილს მოსახლეობა ბაგინეთს უწოდებს.

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva

არმაზის ციხის აშენებას ძველი ქართული საისტორიო წყაროები ქართლოსს მიაწერენ. იმავე წყაროების მიხედვით მისი თავდაპირველი სახელი ქართლია. სახელწოდება `არმაზციხე~ (ბერძნული წყაროებით: ჰარმოზიკე, ჰარმაკტიკა, ჰერმასტუს და ა.შ., ხოლო  ქართული საისტორიო წყაროების შიდაციხე, დედაციხე, ციხის-ციხე) უკავშირდება წარმართულ ღვთაება არმაზს, რომელიც გადმოცემის თანახმად მეფე ფარნავაზმა (ძვ.წ IV საუკუნის ბოლო – III საუკუნის დასაწყისი) სამეფოს უზენაეს ღვთაებად გამოაცხადა და მთის მწვერვალზე მისი კერპი აღმართა. ამიერკავკასიამ და კერძოდ იბერიამ, ჩვენ წელთაღრიცხვამდე პირველი საუკუნის შუა ხანებში რომაელთა ძლიერი დარტყმა განიცადა. რომის სარდალმა პომპეუსმა, პონტოს მეფე მიტრიდატე VI ევპატორის დამარცხების შემდეგ, მრავალრიცხოვანი და კარგად აღჭურვილი ჯარით იბერიას შემოუტია. ქართველთა ძირითად საყრდენს სწორედ არმაზციხე წარმოადგენდა. იბერიის მეფე არტაგმა ვერ მოასწრო მომზადება მტრის დასახვედრად და გაცლა არჩია, მტერმა დაანგრია და გადაბუგა არმაზციხე. ეს მოხდა ძვ.წ. 65 წელს. მაგრამ ნაცარტუტად ქცეული ქალაქი მალევე აღდგა. მცხეთის დედაქალაქობის პერიოდში არმაზის ციხე შიდა ციხის მოვალეობას ასრულებდა. მას შემდეგ, რაც თბილისი დედაქალაქი გახდა, არმაზის ციხემ პოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა დაკარგა. 735-38 წლებში იგი არაბებმა დაარბიეს, არაბთა დაუნდობელმა სარდალმა მურვან-ყრუმ იგი საბოლოოდ დაანგრია. არმაზის ციხეზე არქეოლოგიური გათხრები დაიწყო XIX საუკუნის 90-იან წლებში ი. ჭავჭავაძისა და დ. ბაქრაძის თაოსნობით, ე. თაყაიშვილის ხელმძღვანელობითა და ი. ოქრომჭედლიშვილის სახსრებით. გაითხარა ერთ–ერთი ნაგებობის ნანგრევები. გათხრები 900-იანი წლების დასაწყისშიც გაგრძელდა (ხელმძღვანელი დ. ქუთათელაძე).
1937 წელს არმაზის ციხე ენის ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ა. კალანდაძე) დაზვერა, ხოლო 1943-48 წლებში ისტორიის, არქეოლოგიის და კულტურის ინსტიტუტის მაე-ის (ხელმძღვანელი ს. ჯანაშია) ბაგინეთის რაზმმა (ხელმძღვანელი ა. აფაქიძე) გათხარა. 1975 წელს გათხრები კვლავ განახლდა და ახლაც გრძელდება. გათხრილი ნაგებობების ნაწილი დაკონსერვებულია, ხოლო აღმოჩენილი ნივთები საქართველოს სახელმწიფო მუზეუში ინახება.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

ქართლის უზენაესი წარმართული ღვთაება. "ღმერთი ღმერთთა არმაზ..., ...ღმერთნი დიდნი, სოფლის მპყრობელნი, მზისა მომფენელნი, წჳიმისა მომცემელნი და ქუეყნისა ნაშობთა გამომზრდელნი..." (ლეონტი მროველი, ნინოს მიერ ქართლის მოქცევა, წიგნი: ქართლის ცხოვრება, ტ.1, 1955, გვ. 106).
არმაზის შესახებ ცნობები მხოლოდ ძველ ქართულ ხელნაწერებში და არმაზის ტოპონომშია შემორჩენილი. ტრადიციის მიხედვით, არმაზის კულტის შემოღება მეფე ფარნავაზს მიეწერება (ძვ. წ. III ს.), რომელსაც გარედან უსესხია იგი. არმაზის კერპი წარმოადგენდა მეომარს სპილენძის ჯავშნით და ოქროს მუზარადით, შუბით ხელში და ხელნაწერთა თანახმად, მცხეთაში იდგა მთაზე. არმაზი სინკრეტული ღვთაება იყო, რომელიც უზენაესი ღმერთის (ცის, ჭექა-ქუხილის, წვიმის და მცენარეთა მბრძანებელი) და მეომარი ღმერთის ფუნქციებს ითავსებდა. სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პერიოდში არმაზის კულტი ეწინააღმედგებოდა ადგილობრივ ტომობრივ ღვთაებათა კულტებს. არმაზის დღესასწაულის დღეებში, რომელიც ჩვეულებრივ ზაფხულში იმართებოდა, ფერადი ნაჭრებითა და ყვავილებით მორთულ მცხეთის ქუჩებში მრავალრიცხოვანი მსვლელობები იმართებოდა სამეფო ოჯახის მონაწილეობით. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (IV ს-ის 30-იანი წწ.) არმაზის კულტი გაუქმდა.

7. arqiteqturuli aRwera

gegma

არმაზზე მიკვლეულია სამი ერთი მეორის მომდევნო კულტურული ფენა: ქვედა ფენა, ე.წ. არმაზციხე I  (ძვ.წ. IV-III სს.), შუა ფენა, არმაზციხე II (ძვ.წ. III-I სს.), ზედა ფენა, არმაზციხე III (I საუკუნიდან მცხეთის დედაქალაქობის დასასრულამდე). გამოვლინდა მშენებლობის ორი ძირითადი პერიოდი. პირველ პერიოდში (ძვ.წ. IV-III სს.) უმთავრესი საშენი მასალა ქვათლილი და ალიზ-აგურია; ალიზ-აგურის კედლები ქვათლილთა საძირკველზეა ამოყვანილი; თვით ქვათლილები ჩასმულია კლდეში ამოკვეთლ ბუდეებში და ერთმანეთთან ე.წ. უწყვეტათაა გადაბმული; წყობა უდუღაბოა. მეორე პერიოდის (ძვ. წ. III საუკუნიდან) მშენებლობაში გამოყენებულია დუღაბი. არმაზის ციხე ორი ნაწილისაგან შედგება: კარსნის ხევსა და არმაზის მთას შორის, მტკვრის ტერასულ ბაქნებზე გაშლილი ნაქალაქარისა (ფართ. 30 ჰა) და მთის წვერზე მდგარი შიდა ციხისაგან. დანიშნულების მიხედვით განირჩევა: საფორტიფიკაციო (ზღუდე გალავანი, კოშკები, ბურჯები, კლდეკარი), სასახლის თუ ტაძრის ტიპის (სვეტებიანი დარბზი და მისი თანადროული შენობის ნაშთები), სამეურნეო (მარანი), სანიტარულ-ტექნიკური (აბანო, წყალსადენი) ნაგებობანი, სამარხები (მავზოლეუმის ტიპის აკლდამა, სარკოფაგი) და საკულტო ძეგლები (არმაზის კერპის სადგარი, სამსხვერპლო).
) შიდაციხესა და ნაქალაქარს შემოვლებული აქვს ბურჯებიანი ზღუდე-გალავანი (გამოვლენილია 3 კმ-ზე), რომელიც შეიცავს სხვადასხვა პერიოდის სამშენებლო ფენებს. გალავანში ჩართულია ოთხკუთხა კოშკები. უძველესი ფენა (მთავარი კოშკი) ნაგებია მშრალად, უხეშად დამუშავებული ქვის ლოდებით. მომდევნო პეროიდის (ძვ.წ IV-III საუკუნეების მიჯნა) კედელი (ზემოდან I ფენა), რომელიც მთავარი კოშკიდან იწყება და ქედის რელიეფს ქვედა ტერასებამდე მიჰყვება, ნაგებია საგანგებოდ გათლილ-გამოკოდილი ქვათლილებითა და გამომწვარი ან გამომშრალი ალიზით. უდუღაბოდ, ქვის ან ხის იწყვეტით გადაბმული ქვათლილები ციცაბო კლდეში ამოკვეთილ საგანგებო ბუდეებშია ჩასმული და საფეხურების შთაბეჭდილებას ქმნის. საძირკვლის ქვათლილთა რიგების რაოდენობა ქედის დაქანების შესაბამისად იცვლება. საგანგებოდ არის გამაგრებული ციხე-ქალაქის სამხრეთის მხარე. აქ ზღუდე ორმაგია (ზოგან მისი სიმაღლე 6 მ. აღწევს, სიგანე 2,8-3 მ). ქვათლილებზე ამოყვანილია თიხის ხსნარზე ნაწყობი, გარედან თიხის ხსნარით შელესილი და შემდეგ შერუჯული ალიზის კედელი, რომელიც ყოველ 10 მეტრზე გამაგრებულია კედლის მეორე მხარეს 3-3,5 მეტრით გამოწეული მძლავრი ბურჯებით (10X11 მ) და წყობაში დატანებულ ქვათლილთა გამჭოლი თარაზული წყობით. კედელი და ბურჯები ერთმანეთთან დაკავშირებულია მუხის დიდი (0,2X0,12 მ) ოთხკუთხა კოჭებით.
შემდგომი პერიოდის (I ს.) კედელი (სისქე 2,8-4 მ, შემორჩენილი სიმაღლე ზოგიერთ ადგილას 4-5 მ; III ფენა), რომელიც გარს აკრავს შიდაციხეს, უკავშირდება წინა კედელს და მიჰყვება მეორე წყალგამყოფს. ეს კედელიც კარგად გათლილი ქვათლილების საფუძველზე ამოყვანილი ალიზით არის ნაგები. ქვათლილები გადაბმულია მერცხლის კუდის ფორმის ხის უწყვეტებით. კედლის წინ ყრია ღორღის სქელი ფენა, რომელიც იცავდა კედელს დანგრევისა და დაზიანებისაგან.
II-III საუკუნეების (II ფენა) კედელი, რომლის ნაწილები აღმოჩნდა ნაქალაქარის სამხრეთ ნაწილში და პირველ წყალგამყოფზე, აგებულია წინა პერიოდის კედლების გასამაგრებლად. აქ უხვადაა გამოყენებული კირის დუღაბზე ნაწყობი ქვედა ფენების საშენი მასალა. უკანასკნელი ზედა ფენის (V-VI სს.) ნატეხი ქვის კედელიც წინა პერიოდის კედლების გასამაგრებლადაა აგებული.
ზღუდე ქედის თხემზე ოდნავ გარეთაა ამოყვანილი. ამის გამო კლდოვანი ქედი ზღუდე-გალავნის თავისებურ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, რაც მომხვდურთ ზღუდის საძირკვლის გამოთხრას უძნელებდა, ხოლო დამხვდურებს გალავნის დაცვას უადვილებდა.
) არმაზის ციხის ჩრდილოეთ კიდეზე, თითქმის მტკვრის პირას, გაჭრილია კლდეკარი. იგი საჭიროების დროს წარმოადგენდა შიდაციხეში მოხერხებულ შესასვლელს, როგორც `არმაზით კერპი~ ქალაქის მტკვრისპირა უბნებიდან, ისე მარცხენა ნაპირზე მდებარე ქალაქიდან.
) შიდაციხის ცენტრალურ ადგილას იდგა სვეტებიანი დარბაზი. იგი არმაზის ციხის I ხანისაა. წაგრძელებული ფორმის მართკუთხედის ფორმის დარბაზის (20,8X8,8 მ) კედლების ქვედა ნაწილი (შემორჩენილი სიმაღლე 1,7 მ, სისქე 1,45-1,7 მ) ქვათლილებით უდუღაბოდ არის ნაგები, ზედა ნაწილი კი ალიზით. ინტერიერი შელესილი და შეღებილი ყოფილა (მიკვლეულია ბათქაშის ნაწილი შესასვლელთან). დარბაზს ვარდისფერი ქვიშაქვის ფხვნილით მოტკეპნილი იატაკი ჰქონია. დარბაზის გრძივ ღერძზე აღმოჩნდა ერთმანეთისაგან თანაბარი მანძილით დაშორებული ექვსი მარტივპროფილიანი სვეტის ძირი, მათ შორიახლოს კი – ამდენივე სვეტისთავი და ხის სვეტების დანახშირებული ნაწილები. სვეტისძირები და სვეტითავები გამოკვეთილია ქვიშაქვისაგან. ბაზის ყელში ხის სვეტის ჩასადგმელი ფოსო აქვს ამოკვეთილი. დარბაზის დასავლეთის ფასადის დიდი ნაწილი იმთავითვე მიწით ყოფილა დაფარული, დანარჩენი ფასადები კარგად არის დამუშავებული. მათ ფართო ცოკოლი შემოუყვება, შესასვლელი გაჭრილია აღმოსავლეთ კედელში, ორ ანტისებრ შვერილს შორის. შენობაში ჩავდივართ ოთხსაფეხურიანი განიერი კიბით.
არმაზის ციხის სვეტებიანი დარბაზი ძლიერ ჰგავს თალ-ჰალაფის სასახლეს, რომლის მსგავსი ნაგებობა აღმოჩენილია კარმირ-ბლურზეც (სომხეთი).
სვეტებიანი დარბაზის აღმოსავლეთის ფასადთან გამოვლინდა მოგრძო მოყვანილობის წყობა, რომელსაც ცეცხლის ხანგრძლივი მოქმედების კვალი ეტყობა (სამსხვერპლო ან მუდმივი ცეცხლის ადგილი). დარბაზის ჩრდილოეთით მსგავსი სამშენებლო ხერხებითა და მასალით ნაგებ შენობათა ნანგრევები აღმოჩნდა. კედლები ამოყვანილია დეკორატიული წყობით.
) შიდაციხეში გათხრილი მარნისაგან შემორჩენილია ერთ დონეზე ჩამწკრიბვებული ქვევრები. ქვევრის ძირზე შემორჩენილია ნალექი (საფერავის ჯიშის ყურძნის ღვინისქვის მჟავა).
) სვეტებიანი დარბაზის ჩრდილო-დასავლეთით გამოვლინდა არმაზციხე III-ის ხანის ძლიერ დაზიანებული აბანო. აბანო პატარაა (7X4,7 მ). გათბობის იატაკქვეშა სისტემა ორ რიგად განლაგებული მრგვალი და ოთხკუთხა აგურებით ამოყვანილი სვეტებისაგან შედგება. მათ თავზე დაგებულია მოზრდილი კერამიკული ფილები. აღმოჩენილია კარგად შელესილი აბაზანა და წყალსაცავი აუზის ნანგრევები.
) არმაზის ციხეში გამოვლინდა ორი წყალსადენი: ღია, გათლილი ქვის ღარებისაგან შედგენილი (სამეურნეო წყლისათვის) და დახურული (სასმელი წყლისათვის). წყალი გამოყვანილია სოფელ კარსნის მიდამოებიდან.
) გაითხარა დამხრობილი მთლიანკვეთილი სამარხი – სარკოფაგი. სარკოფაგი შედგება ერთმანეთთან რკინის გამირებით გადაბმული საგანგებოდ გათლილ-გამოკოდილი ორფერდა სახურავისა და ყუთისაგან (1,85X0,6 მ). სარკოფაგის ყოველ გვერდზე ამოჭრილია ორი-სამი ფოსო, რომლებშიც გამირები ტყვიით ყოფილა ჩადუღებული. სარკოფაგი თარიღდება I ს-ით. სარკოფაგში აღმოჩნდა მრავალი ნივთი, ზოგიერთზე არმაზული წარწერებია.
) შიდაციხის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში, ციცაბო შვერილი კლდის თავზე, სარკოფაგსა და აბანოს ნანგრევებს შორის გაითხარა მავზოლეუმის ტიპის აკლდამა, რომელიც თარიღდება I-II საუკუნეებით. აკლდამისაგან შემორჩენილია საფუძველი და კედლის მცირე ნაწილი. იგი შედგებოდა წინა ნაწილისა და მიცვალებულის დასაკრძალი კვადრატული სენაკისაგან, რომელსაც 0,4 მ სისქის კარგად დატკეპნილი იატაკი აქვს (აგურის ფხვნილგარეული კირი, ქვიშაქვა და კირის ხსნარი). აკლდამის საფუძველი ნაგებია კარგად დამუშავებული სხვადასხვა ზომის თლილი ქვით. კუთხეებში გათლილი კუთხური ქვებია ჩასმული. ქვათლილების კიდეებზე ამოკვეთილია ფოსოები, რაც ადასტურებს რომ ისინი ერთმანეთთან ლითონის ორ-ორი სამაგრით იყო გადაბმული. სამაგრები ფოსოებში ტყვიით იყო ჩადუღებული. ქვათლილები ნაგებობის პერანგს წარმოადგენს. არე კლდესა და პერანგს შორის ამოვსებული იყო ნატეხი ქვითა და კირის ხსნარით.
) ციხე-გალავნის უმაღლეს ადგილზე, საიდანაც კარგად ჩანს მდინარეების მტკვრისა და არაგვის ხეობები, აღმოაჩინეს მრავალწახნაგოვანი შენობის ფრაგმენტი. სავარაუდოა, რომ იგი იმ ნაგებობის ნაშთია, რომელზედაც ფარნავაზმა `ამართა კერპი იგი არმაზი თავსა ზედა ქართლისასა~.
სამივე ფენის ნაგებობებს უმეტესად წითლად შეღებილი კრამიტის სახურავი ჰქონდა. კრამიტი ორი ტიპისაა: ბრტყელი და ღარისებრი. სახურავს ბრტყელი კრამიტი ჰფარავდა, ხოლო მათი შეერთების ადგილს – ღარიანი. კრამიტი დამზადებულია ბრტყელ დაზგაზე, უყალიბოდ. კრამიტებზე თვალსაჩინო ადგილას დატანილია სათვალავი ან ხელოსნის თუ სახელოსნოს მარტივი, ჩაჭდეული ნიშანი.
არმაზის ციხე მსგავსია ურარტუსა და აქემენიდთა ირანის სუსის, პერსეპოლისის, პასარგადის, თუშფის ციტადელისა, თოპრაქყალასა და წოვინარის სათავდაცვო ნაგებობებისა.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

არ მოგვეპოვება.

9. gamoyenebuli masalebi

1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ5, 1990წ.
2. პ.ზაქარაია – “საქართველოს ძველი ციხეები”, 1988წ.
3. ინტერნეტ ბმული – http://ka.wikipedia.org

 

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge

 


megobari saitebi

   

08.05.2016