Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

ხეშკილის წმინდა გიორგის ეკლესია
(ჯგრაგ)
(X – XVI სს)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება;

3. adgilmdebareoba

ხეშკილის ეკლესია მდებარეობს საქართველოში, სამეგრელო–ზემო სვანეთის მხარეში, ისტორიულ ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთ–დასავლეთით 10 კმ–ის მოშორებით,  მდინარეების _ ენგურისა და მულხურას წყალგამყოფ ქედის სამხრეთ კალთაზე, ნასოფლარ ხეშკილის ტერიტორიიის ჩრდილოეთ ნაწილში.

 

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva

არქეოლოგიური კვლევის ცენტრის სვანეთის ექსპედიციამ (ხელმ. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი შ. ჩართოლანი), ნასოფლარ ხეშკილში წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის რესტავრაციის საპროექტო სამუშაოებისათვის არქეოლოგიური კვლევა-ძიება 1997-98 წლებში აწარმოა. ნაწილობრივ შესწავლილ იქნა ეკლესიასთან დაკავშირებული სამაროვანი, აიზომა და დაფიქსირდა ნასოფლარის ტერიტორიაზე ზედაპირულად შემორჩენილი შუასაუკუნეების ძეგლები.
ნასოფლარში ზედაპირულად ოთხი ეკლესიის (წმ. გიორგი, ელია, მაცხოვარი, წმ. ბარბარე) ნაშთია შემორჩენილი.
ხეშკილის არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი მასალების საერთო რაოდენობა (საველე ნუმერაციით) ასორმოცდაათს აღემატება. მასალები დაცულია სვანეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ბაზა-ფონდსაცავში (დაბა მესტია).
არქეოლოგიურ მასალაში განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი ეკლესიისათვის სხვადასხვა დროს შეწირული, დარბაზისა და აბსიდის იატაკზე დაფიქსირებული, რკინის იარაღი _ ისრისპირები.
ეკლესიის აბსიდის იატაკზე დაფიქსირებულ ნივთებს შორისაა რკინის მომცრო ჯვარი, სპილენძის ზარაკები, ჟღარუნები და ვარდულის ფორმის სასანთლე. ხეშკილის ელიფსური მოყვანილობის ზარაკისა და სფერული ფორმის მქონე ჟღარუნის ანალოგიური ზარაკი და ჟღარუნა უღვალის (სვანეთი) ეკლესიაშია
ძეგლის სტრატიგრაფია, არქიტექტურული სტილის ანალიზი, არქეოლოგიური მასალის შესწავლა და არსებული პარალელები საფუძველს იძლევა ხეშკილის წმიდა გიორგის პირველი სამშენებლო პერიოდის ნაგებობის (ცენტრალური სათავსოს) აშენების თარიღად X-XI საუკუნეების მიჯნა ჩაითვალოს, მეორე სამშენებლო პერიოდის ნაგებობისა (დასავლეთისა და სამხრეთის სათავსოები) კი XVI საუკუნის ბოლო. XVII საუკუნის ბოლოს ეკლესია წყვეტს ფუნქციონირებას.


6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება;

7. arqiteqturuli aRwera

eklesia dasavleTi da samxreTi minaSenebiT

წმ. გიორგის სახელობის ეკლესია (ჯგრაგ) მდებარეობს ნასოფლარის ჩრდილო ნაწილში, დამრეცი ფერდის მცირე გავაკებაზე. ძეგლზე მცენარეული საფარისა და ნაყარის მოხსნის შედეგად გამოჩნდა სამნაწილიანი ნაგებობის მიწის ქვეშ მოქცეული სხვადასხვა სიმაღლის კედლები. იგი წარმოადგენს აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე დამხრობილ (მცირეოდენი დამხრობით) ერთნავიან დარბაზულ ეკლესიას (6,5X4,5 მ) დასავლეთი (2,5X მ) და სამხრეთი (6,5X3,5 მ) ოთხკუთხა მინაშენებით.
ცენტრალური სათავსოს (დარბაზის) კედლების შემორჩენილი სიმაღლე 1,5 მ-დან 2 მ-მდეა, დასავლეთის სათავსოსი 10 სმ-დან 50 სმ-მდე, სამხრეთის სათავსოდან მარტო საძირკველია შემორჩენილი. დარბაზის დონესთან შედარებით ერთი საფეხურით ამაღლებული (სიმაღლე 0,6 მ), აღმოსავლეთისაკენ მიმართული საკურთხევლის აბსიდი გეგმით ნახევარწრიულია (გაშლილი ნახევარწრე). იგი დარბაზს ცენტრალურ ნაწილში მოწყობილ, შირიმის კვადრების ორი საფეხურისაგან შემდგარი აღსავლით (კიბით) უკავშირდება. აღსავლის ორივე მხარეზე შემორჩენილია შირიმის კვადრების ორი საფეხურისგან შემდგარი საკურთხევლის წინ აღსამართავი ჯვრების ბაზები (სიმაღლე 20 სმ, სიგანე _ 35 სმ). აბსიდის მოედნის (არდაბაგის) კიდეზე გაყოლებულია შირიმის კვადრებისაგან გამოყვანილი 20 სმ სიმაღლისა და 40 სმ სიგანის შელესილი კანკელის (ზღუდარის) ქვედა ნაწილი, რომელზეც მოხატულობის კვალია შემორჩენილი. აბსიდის აღმოსავლეთ კედლის ცენტრში მოწყობილია კედელზე მიდგმული, კირის ხსნარზე შირიმით გამოყვანილი შელესილი ტრაპეზი (შემორჩენილი სიმაღლე _ 42 სმ, სიგანე _ 60 სმ, სისქე _ 45 სმ), რომლის მარჯვნივ შემორჩენილია კედელში დატანებული პატარა, ოთხკუთხა ნიში.
ინტერიერში, ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლების ძირში, დარბაზს 35 სმ სიგანისა და 20 სმ სიმაღლის შირიმის კვადრებისაგან შედგენილი შელესილი ხარიხა (ჩამოსაჯდომი) შემოუყვება. ანალოგიური ზომის ერთსაფეხურიანი ცოკოლი ნავს საფასადო მხრიდანაც ჰქონდა შემოვლებული, მომცრო კარი (სიგანე 1 მ) დარბაზსა და დასავლეთის მინაშენსაც დასავლეთ კედელში აქვს დატანებული. აბსიდის მოედნისა და დარბაზის იატაკი კირის ხსნარის სქელი ფენითაა მოსწორებული.
ეკლესიის ცენტრალური სათავსოს კედლის (სისქე 80 სმ) წყობა პერანგულია, საშენად გამოყენებულია შირიმის კვადრები. საშუალო ზომის კვადრების ორ პარალელურ რიგს შორის სივრცე ამოვსებულია წვრილი ქვითა და კირის ხსნარით. თითოეული რიგის სიმაღლე მერყეობს 35-40 სმ-ს შორის. მოსაპირკეთებელი კვადრების სისქე 15-20 სმ-ია. კედლებში სიმძიმის მასის ძირითად დატვირთვას არა გარეთა კვადრები, არამედ მათ შორის სივრცის შემვსები დუღაბი ღებულობს. ნაკერის სისქე მინიმუმამდეა დაყვანილი. კვადრებს შორის წარმოქმნილი ღრიჭოები კირის ხსნარითაა ამოვსებული. კვადრები საგულდაგულოდ ერთმანეთზე ისეა მორგებული, რომ ხსნარი გარეთ არ დაღვრილიყო.
დასავლეთისა და სამხრეთის მინაშენების კედლის (სისქე _ 80 სმ) წყობაში გამოყენებულია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვა, შემკრავად _ კირის ხსნარი, ორივე სათავსოს იატაკი თიხატკეპნილია.
ეკლესიის აღმოსავლეთ კედლის ძირში, სადაც ზედაპირულად მოჩანდა რამდენიმე საფლავის ქვა, გაითხარა ქვების შესაბამისი ორი სამარხი, რომლებშიც აღმოჩნდა ქრისტიანული წესით დაკრძალული თითო მიცვალებულის ჩონჩხი. ჩონჩხები კარგად იყო
დაცული, ინვენტარი სამარხებში არ აღმოჩენილა.
როგორც შემორჩენილ ნიმბისა და რეგისტრის გამყოფი ორნამენტის ფრაგმენტებით ირკვევა, ხეშკილში კანკელი წმინდანებით ყოფილა მოხატული.
ეკლესიის აღმოსავლეთ კედლის ძირში აღმოჩნდა სარკმლის სათაური ქვები, რომლებზეც „აყვავებული“ (განედლებული) ჯვრის ფრესკული გამოსახულებაა და შირიმის ქვაში გამოკვეთილი ცხვრის თავ-კისერი, რომელიც ალბათ ფასადს ამკობდა.
ხეშკილის არქეოლოგიურმა გათხრებმა საშუალება მისცა მკვლევარებს დაედგინათ ეკლესიის ორი სამშენებლო პერიოდი: ზედა ჰორიზონტი წარმოდგენილია დასავლეთისა და სამხრეთის ოთხკუთხა სათავსოებით, ქვედა ჰორიზონტის ნაგებობა კი დარბაზული ტიპის მცირე ეკლესიით.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

ანანურის ღვთისმშობლის, ღვთაების და ”მკურნალის” ეკლესიები წილკნისა და დუშეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. ღვთისმშობლის ეკლესია მოქმედია, ღვთაების ეკლესიაში მიმდინარეობს სარესტავრაციო სამუშაოები.

9. gamoyenebuli masalebi

რეზო ხვისტანი – `მასალები საქართველოს ქრისტიანული არქეოლოგიისათვის~, თბილისი, 2009წ.

 

10. marSruti

დადგინდება.

11. bmulebi

http://www.nplg.gov.ge

 

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016