Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

ubisa
(1141 w.)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია რამოდენიმე მინაშენით, კოშკი, შესასვლელი კარიბჭე და ახალი გალავანი;

2. mniSvnelovani da saintereso informacia

უბისის ტაძრის მხატვრობამ ქართული ფერწერული სკოლის უნიკალური ნიმუშები შემოგვინახა. ის XIV საუკუნეშია შესრულებული და შ. ამირანაშვილის გამოკვლევებით, მხატვარ დამიანეს ეკუთვნის, ამაზე მეტყველებს ერთ ერთი კომპოზიციის ”საიდუმლო სერობის” ქვედა ნაწილში შემორჩენილი წარწერა. დამიანე თავისი დროის დიდი მხატვარი იყო. მის ხელწერას ეკუთვნის ხობის ბაზილიკის სამხრეთდასავლეთ ნავის კედლებისა და სორის მონასტრის (რაჭა) მოხატულობაც. აკადემიკოს ვ. ბერიძის აზრით კი, ტაძარი დამიანეს მოსწავლეს გერასიმეს მოუხატავს, ხოლო მასწავლებელი იყო შემკვეთი თუ როგორ უნდა მოეხატათ ტაძარი.
უბისის მონასტრის ფრესკულ მხატვრობაში გამოვლინდა ახალი სტილი, მიმართულება, იგი უფრო რეალისტურია, მეტ ემოციურობასა და ჰუმანურობას ავლენს. უბისის ფრესკებში, წმინდანთა სახის გადაწყვეტაში იკონოგრაფიული მეთოდი ადგილს უთმობს უფრო ცხოვრებისეულ მანერას. პეიზაჟი უფრო მეტად ემსგავსება ნამდვილს. ტაძარში წარმოდგენილია ყველა საუფლო დღესასწაულის ბრწყინვალე კომპოზიცია: ხარება, ბზობა, ჯვარცმა, აღდგომა, ნათლისღება და სხვა. ფრესკებს შორის გამოირჩევა «უბისის წმინდა გიორგის ფრესკა» და «საიდუმლო სერობა».

უბისის მონასტერი კულტურის მნიშვნელოვანი კერა იყო. საუკუნეების განმავლობაში აქ ხდებოდა წიგნების გადაწერა, არსებობდა ჭედურობის და ხატწერის სკოლები.

3. adgilmdebareoba

უბისას სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, იმერეთში, ხარაგაულის რაიონში, ზესტაფონის აღმოსავლეთით 15 კმ-ის მოშორებით, სოფელ უბისას ჩრდილო-აღმოსავლეთით.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

უბისის ისტორია IX საუკუნიდან იწყება და იგი გრიგოლ ხანძთელის სახელთანაა დაკავშირებული. მამა გრიგოლი აფხაზთა მეფის დიდი მოწადინებით, ეკლესიის ასაგებად საგანგებო ადგილს არჩევს “და მოვლენ ქვეყანანი, საგონებელნი სამონასტრედ”. გიორგი მერჩულე უბისის დაარსების შესახებ შემდეგს მოგვითხრობს: “მაშინ მამამან გრიგოლ სარწმუნოებისა მეფისა აღაშენა მონასტერი და უწოდა სახელი მისი უბეი”. სწორედ გრიგოლ ხანძთელის დროს აგებულად მიიჩნევს უბისის მთავარ ტაძარს რ. შმერლინგი.
მონასტრის შემდგომი ისტორია დაკაშირებულია XII საუკუნესთან. ეკლესიის აღმოსავლეთით მდებარე კოშკ-გოდოლზე არსებული წარწერა გვაუწყებს: “მე საწყალობელსა სულითა სიმონ ჭყონდიდელსა მომემადლა ღვთისაგან აღშენებად მონასტერი ესე და სუეტიცა ესე მეფობასა ღვთისა მიერ გვირგვინოსნისა დიმიტრი მეფეთა მეფისა ძისა დიდისა მეფისა დავითისა ქორონიკონი იყო 361 ზედა წელი სარკინოზთა 535” ამ წარწერის მიხედვით ტაძრის მშენებლობა 1141 წლით განისაზღვრება. აღსანიშნავია რომ შ. ამირანაშვილი უბისის ფრესკებისადმი მიძღვნილ ამავე გამოცემაში (იხ.სქ.4) თავად ტაძარზე არსებულ წარწერას სადაც მავრიკ მაშენებლი მოიხსენიება და ზემოთ მოხსენებულ სვეტის წარწერას შორის პალეოგრფიულ სხვაობას აღნიშნავს, მაგრამ მიუხედავად ამისა, სვეტისა და ტაძრის თანადროულობას ეჭქვეშ არ აყენებს.
სიტყვა “შენების” ორმაგი მნიშვნელობიდან გამომდინარე, რაც ძველ ქართულში განახლებასაც ნიშნავს, სიმონ ჭყონდიდელის “აღშენება მონასტრისა ესე და სვეტისა” სამეცნიერო ლიტერატურაში უბისის სამონასტრო ცხოვრების შემდგომ ეტაპად არის მიჩნეული.
მონასტრის აქტიური ცხოვრება არ შეფერხებულა საქართველოს ისტორიის ისეთ მძიმე პერიოდში, როგორიც გვიანი შუა საუკუნეებია. XIV საუკუნეში წმ. გიორგის სახელობის მთავარი ტაძარი უნიკალური ფრესკებით იმკობა, ხოლო ბაბლიკ ლაშხიშვილი ტაძარს კანკელისთვის განკუთვნილ ხატებს სწირავს. ეს მოვლენა ეკლესიის განახლებასთან ერთად უთუოდ მისი სულიერი აღმავლობისა და სიძლიერის ნიშანი უნდა ყოფილიყო.
უბისის მონასტრის კიდევ ერთი განახლების ეტაპი იმერეთის მთავართა გვარის – აბაშიძეების მოღვაწეობასთან არის დაკავშირებული. ტაძრის კედლებსა და მონასტრისათვის შეწირულ საეკლესიო ნივთებზე შესრულებული წარწერების მიხედვით, ჩვენთვის ცნობილი ხდება ამ გვარის შესახებ, რომელბიც XVI_XIX საუკუნეებში მონასტრის მზრუნველებად და მფლობელებად გვევლინებიან. მათ სახელთანაა დაკავშირებული ეკლესიის დასავლეთ მინაშენისა და მასში საგვარეულო სამარხის მოწყობა და ასევე, მრავალი ძვირფასი ნივთის ეკლესიისთვის შეწირვა.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

foto
koSki

უბისის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია დარბაზული ტიპის ნაგებობაა, სამივე მხრიდან მინაშენებით. ტაძრის გეგმა ერთ სწორკუთა მოხაზულობაში იჭრება თუ არ ჩავთვლით სამხრეთის კარიბჭეს, რომელიც ფასადის ცენტრშია განთავსებული და დასავლეთით კედელზე მიდგმულ აბაშიძეთა საგვარეულო საძვალეს, რომელიც უკიდურეს სამხრეთით არის მოქცეული (ორივე მათგანი მოგვიანებითი გადაკეთებათა შედეგია). უშუალოდ ტაძრის დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთით შემოყოლებული ეკვდერები მთლიანობაში გეგმაზე სამეკლესიანი ბაზილიკის ტიპს მოგვაგონებს. აღსანიშნავია, რომ ეკვდერები, რომლებიც გარედან მართლაც გვერდით ნავებად და ნართექსად აღიქმება, შიგნიდან ტაძრის მთავარ სივრცეს არ ერწყმის, და გარშემოსავლელივით (დას. ნაწილი) აღიქმება. თავად მინაშენები პილასტრებისა და კედლების მეშვეობით ცალ-ცალკე სადგომებად ნაწევრდება.
ტაძრის აღმოსავლეთ მონაკვეთს ეკვდერები წაგრძელებული მართკუთხედის, ფორმისა არიან. ჩრდილოეთ ეკვდერი თავისი შესასვლელით უშუალოდ ეკლესიასთან არის დაკავშირებული, ხოლო სამხრეთ ეკვდერში დამოუკიდებელი კარით შეიძლება მოხვედრა.
სამხრეთით, ზემოთ აღნიშნულ კარიბჭესა და ეკლესიის შესასვლელთან მაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს გეგმაზე კვადრატული, ჯვრული კამარით გადახურული სადგომი, რომელიც ფართოდ გახსნილი თაღით სამხრეთ-დასავლეთ ეკვდერს უკავშირდება. ასეთივე ეკვდერია ჩრდილო-დასავლეთითაც, თუმცა ჩრდილო-აღმოსავლეთი ეკვდერისგან ყრუ კედლით გამოყოფილი. ეს უკანასკნელნი (ჩრდილო-დასავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი) გახსნილი თაღით უკავშირდებიან ნართექსს, რომელიც თავის მხრივ კვადრატულ არეებად არის დაყოფილი.

foto
reliefi reliefi

თავად ტაძარი მაღალია, მინაშენები კი მასზე ბევრად დაბალი. ტაძრის შიდა სივრცე, “მოხდენილი და ფართო”, შემდეგნაირად გამოიყურება: ჩრდილოეთ და სამხრეთ კედელი სამი დეკორატიული თაღით ნაწევრდება. პილასტრებზე დაყრდნობილი ორი თაღი კი კამარას სამ ნაწილად ყოფს. ნახევარწრიული საკურთხევლის სინათლის წყაროს ერთი, საკმაოდ განიერი სარკმელი წარმოადგენს. ერთი სარკმელია გაჭრილი დასავლეთითაც, ხოლო სამხრეთის მხარეს ორი სარკმელია. ერთი აღმოსავლეთ მალში, თაღის თავზე, ხოლო მეორე _ ცენტრალურ მალში, ასევე თაღს ზემოთ, თუმცა სარკმელები სხვადასხვა ზომისაა და ერთ სიმაღლეზეც არ არის განთავსებული:L აღმოსავლეთ მალში გაჭრილი სარკმელი უფრო მცირე ზომისაა და ოდნავ მაღლაა მოთავსებული. მათი არათანაბარი ზომა კედლის ყურებისას გამორჩეულად უზუსტობისა და დარღვეული სიმეტრიის შთაბეჭდილებას არ ტოვებს. აღსანიშნავია, რომ კედლის დეკორატიული თაღედი სიგანეშიც და სიმაღლეშიც დასავლეთიდან აღმოსავლეთით უფრო იზრდება. შესაბამისად იზრდება პილასტრებზე დაყრდნობილი თაღედით დანაწევრებული სივრცეც. ეკლესიის ფასადები, შირიმის ქვით ნაგები, ძალზე სადადაა გადაწყვეტილი - რაც ეპოქის დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს. კარგად თლილი, თბილი მოყვითალო ქვათა წყობა ზუსტი და სიმეტრიულია. აღმოსავლეთ ფასადზე სამი სარკმელია. შუა თავად ტაძრის, ხოლო გვერდითა, მომცრო ზომის, ეკვდერთა კუთვნილი. შუა სარკმელი, ტაძრის ქვედა არეში მოქცეული, მძლავრი, რელიეფურად გამოყვანილი სამკუთხა, გადანაკეცებიანი თავსართით იმკობა. მარცხენა გადანაკეცის ქვემოთ ჩადგმული ფილა, რომელსაც ჩაკვეთილი ორნამენტული წნული შემოუყვება, ლომის ბრტყელი რელიეფური გამოსახულებთ არის შემკული. მეორე გადანაკეცის ქვევითა არე კი ცარიელია. თვითონ სარკმლის თაღის გარშემო არსებული ფილაც ორნამენტული წნულით არის შემოსაზღვრული. ასევე, მხოლოდ სამხრეთ ეკვდერის სარკმლის თავსართია გამშვენებული _ სადა, ქვაზე ამოტვიფრულ, ბადისებური ნაქარგობის მსგავსი ჩუქურთმით. შუა სარკმლის მძლავრად გამოწეული თავსართი თავისი ფორმით ეხმიანება ტაძრის ორქანობა გადახურვას. იგი სარკმელზე შეჩერებული მნახველის თვალს ბუნებრივად მიმართავს ეკლესიის ზედა, აბსოლუტურად სადა და საკმაოდ დიდი ნაწილისკენ. ეს ატყორცნილი ცარიელი სიბრტყე თითქოს მლოცველისათვის მრავლისმთქმელად მეტყველდება _ მასზე შეჩერებული თვალი ბუნებრივად ზეცისკენ მიემართება... ამ ძალზე სადა ფასადის კიდევ ერთი მნიშვნელოვან მახვილს უშუალოდ ტაძრის კუთვნილი, სამხრეთით ჩადგმული ფილა წარმოადგენს, სადაც ხუროთმოძღვრის სახელი _ “მავრიკ მაშენებელი”-ა ამოტვიფრული. სამკუთხა გადანაკეცებიანი თავსართითაა შემკული დასავლეთი ფასადის სარკმელი, ოღონდ იგი უფრო ვიწროა და კედლის ზედა ნაწილში ექცევა, სარკმლის მდებარეობიდან გამომდინარე. სამხრეთ სარკმელების (ტაძრის კუთვნილ და არა ეკვდერების) თავსართს ერთი მარტივი ჰორიზონტალური ფილა წარმოადგენს. ზემოთ აღწერილი, ტაძრის პირვანდელი სახეა, ხოლო სამხრეთ-დასავლეთი და ჩრდილოეთ-დასავლეთი ფასადები, როგორც უკვე იქნა აღნიშნული, მოგვიანო გადაკეთებათა შედეგია და მათი კედლის წყობაც მკვეთრად განსხვავებულია.

foto
moxatva moxatva

ტაძარი მოხატულია. Mმოხატულობა პალეოლოგოსური სტილის მხატვრობას განეკუთვნება. ერთიანი, ხალიჩისებურად დაფარული მოხატულობა.

foto
moxatva

მრავალფიგურიანი კომპოზიციები, პილასტრების ერთიანი შევსება, სარკმლის წირთხლებისა თუ თაღის კუთხეებში ორნამენტული დეკორი, ბოლო რეგისტრის ფარდისებური მოტივი, რომელიც მთლიანად გასდევს კედლებს, ის დამახასიათებელი ნიშნებია, რომელიც უბისის კედლის მხატვრობაში გვხვდება. მთელს ეკლესიაზე გაბატონებულია კონქში გამოსახული ვედრების კომპოზიცია. ის თავისი მაშტაბურობით ტაძრის იდეურ და კომპოზიციურ ცენტრს წარმოადგენს. Eეს შთაბეჭდილება მიღწეულია საკონქო კომპოზიციის ვიზუალური გადიდებით. ვედრების სცენა მხოლოდ კონქს არ მოიცავს, ის მის ქუსლს ქვემოთაც საკმაოდ ჩამოდის. Aაქ დეისუსის გავრცობილი სახეა წარმოდგენილი. ტახტზე მჯდომი მაცხოვრის თავზე პირი ღვთისა გამოსახება. საკურთხევლის მომდევნო რეგისტრი სერობის კომპოზიციას ეთმობა_ ცენტრლური სცენა ტაბლასთან მსხდომ მაცხოვარსა და მის მოწაფეებს, ხოლო აქეთ-იქით პურითა და ღვინით ზიარებას. Mმესამე რეგისტრი წმ. Mმამათა რეგისტრია. რომელნიც გაშლილი გრაგნილებით ხელში ცენტრისაკენ (სარკმლისაკენ) მიემართებიან. სარკმლის წირთხლებში (რომელიც მამათა რეგისტრს ემთხვევა) გამოსახული ანგელოზნი სამწერობლებით ხელში კი უშუალოდ ამ საპროცესიო მსველობის წინამძღვრებად წარმოჩინდებიან.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

უბისას სამონასტრო კომპლექსი მარგვეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია და მოქმედია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

ნინო კოპაძის სადიპლომო ნაშრომი - ”უბისის სამხრეთ კედლის მოხატულობა”

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge

http://123.ucoz.de

http://tamonino.blogspot.com

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016