Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

foto

ბოჭორმას ციხე
(X s.)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

გალავანი, კოშკები, ეკლესიები, სამრეკლო, სასახლე, რამდენიმე ნაგებობა.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

ბოჭორმის ციხე მდებარეობს საქართველოში, მცხეთა–მთიანეთის მხარეში, თიანეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე კახეთში, სიონის სამხრეთ–აღმოსავლეთით 14 კმ–ში, მთაზე.

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva

ბოჭორმის ციხე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი იყო X საუკუნეში უჯარმის შემდეგ, იგი აგრეთვე კახეთის პოლიტიკური ცენტრიც  იყო. ვახუშტი ბაგრატიონის გადმოცემით, ციხესიმაგრე უძველეს ციხეთა რიცხვს განეკუთვნება. მას თავდაპირველად დედაციხე ერქვა, შემდგომ ვეჭორმა დაერქვა, ბოლოს კი – ბოჭორმა.  ცნობილი არაა ციხის აგების თარიღი. პირველად ციხე იხსენიება X საუკუნის დასაწყისში.
914 წელს, არაბების მიერ უჯარმის აღების შემდეგ, ბოჭორმელებმა ციხე უბრძოლველად დატოვეს და იგი დროებით არაბებმა დაიკავეს.
X საუკუნეში აფხაზთა მეფეები ცდილობდნენ კახეთის ხელში ჩაგდებას. კახეთის მთავარს კვირიკე ქორეპისკოპოსს (929–976 წწ.) ძმამ (შტორამ) უღალატა. მისი დახმარებით აფხაზთა მეფემ გიორგიმ ხელთ იგდო უჯარმა და სხვა მნიშვნელოვანი ციხეები. კვირიკე ბედს შეურიგდა და კახეთი გიორგის დაულოცა, მხოლოდ ითხოვა ბოჭორმის ციხე გაზაფხულამდე მისთვის დაეტოვებინათ. ქართლის აზნაურების დახმარებით კვირიკე მალე კვლავ დაეუფლა კახეთს. 1010 წელს, კახეთ–ჰერეთის დაპყრობის შემდეგ, ბაგრატ III–მ (975–1014 წწ) ბოჭორმის ციხეც აიღო და შიგ გამაგრებული კახეთის მთავარი კვირიკე დაატყვევა. გარკვეული დროის მანძილზე ამ ციხეს, კახეთის სხვა მნიშვნელოვან ციხეებთან ერთად, ბაგრატ IV (1027–1072 წწ) ფლობდა, მაგრამ მალე იძულებული გახდა იგი უჯარმასთან ერთად განძის ამირა ფადლონის საფასურად კახეთ–ჰერეთის მეფე აღსართანისათვის (1058–1084 წწ) დაეთმო.
XVIII საუკუნეში ერეკლე II–მციხე  მნიშვნელოვანი ნაწილი აღადგინა და ზარბაზნები ჩააყენა.
1747 წელს ერეკლე II–სა და ტახტის მაძიებელ აბდულ–ბეგს შორის ბრძოლა გამწვავდა.  მეფე ბოჭორმის ციხეში გამაგრდა. 1749 წელს მემატიანე პაპუნა ორბელიანი წერს “მარად ცდილობდნენ მეფენი (თეიმურაზი და ერეკლე) ქვეყნის შემატებასა და აშენებასა, ვითაც ლეკისგან ქართლისა და კახეთისა ქვეყანა დიდად შეწუხებული იყო... წაბრძანდა მეფე ერეკლე კახეთს. აღაშენა ციხე ჭოეთისა და გაამაგრა ფრიად, მაშინ განასრულა ციხე ბოჭორმისა“.
ბოჭორმის ციხე XVIII საუკუნემდე მოქმედი იყო.
სამწუხაროდ ისტორიამ მხოლოდ ეს დეტალები შემოგვინახა ამ ციხეზე.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

gengegma

ა) ციხე – ბოჭორმის ციხის მნიშვნელოვანი ნაწილი მთლიანად დანგრეულია. ციხის ჩრდილოეთ კუთხეში, თითქმის არასწორ ზედაპირზე, გამოყოფილია შიდა ციხე. იგი შემოსაზღვრული იყო მაღალი გალავნით, რომელშიც რამდენიმე კოშკი იყო ჩართული. ამჟამად გალავნის კედლებიდან მხოლოდ დასავლეთისა და ჩრდილოეთისაა შემორჩენილი. შიდა ციხის ფარგლებში მოქცეულია წმ. გიორგის გუმბათოვანი ეკლესია, სასახლე, პატარა დარბაზული ეკლესია, ცილინდრული კოშკი და გვიანდელი შუა საუკუნეების (ერეკლე II ეპოქის) რამდენიმე ნაგებობა. ამ დროს მოხდა ციხის მნიშვნელოვანი ნაწილის აღდგენა და მისი მისადაგება თავდაცვის ახლებურ ხერხებთან. შიდა ციხის სამხრეთ–დასავლეთით, ჩრდილო–დასავლეთით და ჩრდილო–აღმოსავლეთ კუთხეებში სწორკუთხა კოშკებია ჩადგმული. მათგან ჩრდილო–აღმოსავლეთ კოშკში მოწყობილია გასასვლელი, რომლითაც შიდა ციხე უერთდება დიდი ციხის ვიწრო და გრძელ ნაწილს. ციხის ეს ნაწილი აღმოსავლეთ და დასავლეთ მხრიდან შემოზღუდულია კონტრფორსებით გამაგრებული და ქონგურებით დასრულებული კედლით, რომელშიც ცალმაგი და შეწყვილებული სათოფურებია გაჭრილი, ხოლო ჩრდილოეთით მთავრდება მოქრდილი სწორკუთხა კოშკით – „მეფის დარბაზით“. შიდა ციხის ჩრდილოეთ კედელში ორი კოშკი იყო ჩართული. მათგან ერთი (დასავლეთით მდგარი) ორი სართულის სიმაღლეზეა შემორჩენილი, ხოლო მეორე, ოვალური, მთლიანად დანგრეულია. შიდა ციხის კედლები სამხრეთ–აღმოსავლეთ და სამხრეთ–დასავლეთ კუთხეებთან შეერთებულია ციხის სამხრეთ ნაწილის ზღუდესთან, რომლის მონაკვეთი XVIII საუკუნეში უნდა იყოს განახლებული.

Sida cixis galavani

ციხის სამხრეთ ნაწილის (ქვედა ციხის) შესასვლელი აღმოსავლეთითაა. ესაა შირიმის ქვით ნაგები განიერი თაღოვანი გასასვლელი. მას დასავლეთიდან მაღალი შვეული კლდე ესაზღვრება, ხოლო აღმოსავლეთიდან გალავნის კედელი უერთდება, რომლისგანაც მცირე ნაწილია შემორჩენილი. ამ კედელში, ისევე როგორც გასასვლელის ზედა ნაწილში, რამდენიმე სათოფურია. ქვედა ციხის სამხრეთ–აღმოსავლეთ კუთხეში, ფრიალო კლდის თავზე, შემორჩენილია სწორკუთხა კოშკის მცირე ნაწილი. კარი მას ჩრდილოეთით ჰქონდა (ეზოს მხრიდან). კოშკის სამხრეთ–დასავლეთ კუთხეზე გალავნის კედელია მიბჯენილი (შემორჩენილია მცირე ნაწილი). ქვედა ციხის დასავლეთ კედლის შემორჩენილ ნაწილში ორი სწორკუთხა კოშკია ჩართული. ორივე სამ–სამი სართულის სიმაღლეზე დგას. მათი ზემოთა სართულის კედლებში, რომლებსაც გვიანი გადაკეთების კვალი ემჩნევა, ცალმაგი სათოფურებია.

ბ) შიდა ციხის სამხრეთ–დასავლეთის კოშკი გეგმით კვადრატული (8X8 მ) სამსართულიანი შენობაა. ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვების შერეული წყობით. დაზიანებულია. ჩამოშლილია ხის სართულშუა გადახურვა, მონგრეულია III სართულის კედლების დიდი ნაწილი. კოშკის I სართულის შესასვლელი აღმოსავლეთ კედლის შუა ნაწილშია. კარის თავზე პარალელურწირთხლებიანი, თითქმის კვადრატული ფორმის სარკმელია, რომელიც სიგანით შესასვლელის ტოლია. სართულის სანხრეთ კედლის შუაში აგურით ნაწყობი შეისრულთაღიანი ბუხარია. მის მარჯნივ, კედლის დასავლეთ კიდესთან – მცირე სწორკუთხა ნიში. II სართულს სამხრეთით ორი ფართო შესასვლელი აქვს.მათ წინ, სამხრეთ კედლის მთელ სიგრძეზე, დაახლოებით, 1.5–1.8 მ სიგანის ბაქანია, რომელსაც აღმოსავლეთიდან კიბე აქვს. აღმოსავლეთ კედელში ორი ფართო და მაღალი სარკმელია. სამხრეთ სარკმელი მოგვიანებით ამოუშენებიათ და ნიშად უქცევიათ. სარკმლებს შორის ერთი მცირე ნიშია. ასეთივე ნიშია სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ კიდესთან. დსავლეტის კედელი სამი მაღალი ნიშითაა დანაწევრებული. მათგან შუა ნიშში პატარა ნახევარწრიული ბუხარია. ჩრდილოეთ კედლის შუა ნაწილში III სართულზე ასასვლელი კიბის შესასვლელია, რომლის ორივე მხარეს თითო ნიშია.  III სართულის აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლები თითქმის მთლიანად დანგრეულია. დასავლეთ კედელში ორი სწორკუთხა სარკმელია, ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილში კი II სართულთან დამაკავშირებელი კიბის შესასვლელის წირთხლების ნაწილებია შემორჩენილი.

Crdilo-dasavleTis koSki

გ) შიდა ციხის ჩრდილო–დასავლეთის კოშკი გეგმით სწორკუთხაა (7X6,7 მ), შემორჩენილია მხოლოდ სამი სართულის სიმაღლეზე. კოშკის I სართული ამოვსებულია ნანგრევებით. შეიმჩნევა მხოლოდ რამდენიმე ნიში და ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი მოზრდილი სარკმელი. კოშკის IIსართულს ერთადერთი შესასვლელი აღმოსავლეთიდან, გალავნის ჩრდილოეთ კედლის საბრძოლო ბილიკიდან აქვს. კარის ღიობი გარედან სწორკუთხა შეღრმავებაშია ჩასმული და გადახურულია შეისრული თაღით. სართულის კედლებში ორ იარუსად კედლის ნიშებია განლაგებული. ჩრდილოეთ კედელში ბუხარია, რომლის აქეთ–იქით თითო განიერი სარკმელია. ბუხარი ჩასხმულია კედლის სწორკუთხა შეღრმავებაში და აგურით ნაწყობი შეისრული თაღი აქვს. სართულის დასავლეთი კედლის სისქეში კიბეა, რომლითაც  II სართული III–ს სართულს უკავშირდებოდა. III სართულის კედლის უმეტესი ნაწილი დანგრეულია. სართულის აღმოსავლეთ კედლის ჩრდილო ნაწილში წრიული გეგმის საპირფარეშო იყო.

დ) შიდა ციხის ჩრდილო–აღმოსავლეთ კუთხეში ჩართულია კუთხეებმომრგვალებული კოშკი (7,3X6,1). იგი ორი სართულის სიმაღლეზეა შემორჩენილი. I სართულის სამხრეთ კედელში აგურის ნახევარწრიული თაღით გადახურული შესასვლელია. მას შიდა ციხის მხრიდან მიდგმული აქვს ოთხიოდე მეტრის სიმაღლის ქვის კიბე. მეორე კარიჩრდილოეთ კედელშია, იგი სართულს და, შესაბამისად, შიდა ციხეს აკავშირებს ციხის ვიწრო (ჩრდილოეთის) ნაწილთან. სართულის აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში სათოფურით აღჭურვილი რამდენიმე ნიშია. გარდა ამისა, აღმოსავლეთ კედელში არის კიბე, რომელიც II სართულზე ადის. ამჟამად კოშკის II სართულის კედლების უმეტესი ნაწილი დანგრეულია.
ე) სწორკუთხა კოშკი – „მეფის დარბაზი“, დგას ციხის ყველაზე მაღალ ადგილას, ჩრდილო–აღმოსავლეთ კუთხეში. კოშკი სწორკუთხაა (9,3X4,8 მ), შემორჩენილია სამი სართულის სიმაღლეზე. ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. მოგვიანებით განახლებულ ნაწილებში ნატეხ ქვასთან ერთად აგურიცაა გამოყენებული. ძლიერ დაზიანებულია. ჩამონგრეულია ხის სართულშუა გადახურვა, მონგრეულია კედლების ზედა ნაწილები.

sworkuTxa koSki

კოშკის ერთადერთი შესასვლელი I სართულის სამხრეთ კედელშია. კარი შეისრული თაღითაა გადახურული და ორივე მხრიდან კედლის სწორკუთხა შეღრმავებაში ზის. კოშკის I სართულის იატაკის დონე ციხის ეზოს მიმართ რამდენადმე (დაახლოებით 2 მ–ით)შემაღლებულია, რის გამოც შესასვლელს წინიდან ქვის კიბე აქვს მიშენებული. სართულის დანარჩენი კედლები ყრუა. II სართულში სამი სათოფურია (ერთი – აღმოსავლეთით, ორი – დასავლეთით). მოგვიანებით (როგორც ჩანს, XVIII ს–ში), ციხის საფუძვლიანი შეკეთების დროს კოშკის აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებისათვის გარედან (მთელ სიმაღლეზე) ახალი კედელი მიუშენეს, რომელთაგან დასავლეთისა ციხის დასავლეთ კედელთანაა შერწყმული.მათგან დასავლეთ კედელს კოშკის დასავლეთ კედელში არსებული ორი სათოფურიდან ერთი დაუფარავს მთლიანად, ხოლო მეორე (სამხრეთით მდებარე) – ნაწილობრივ. აღმოსავლეთით მდებარე სათოფური კი მიშენებულ კედელში გრძელდება. სართულის სამხრეთ კედლის შუაში სწორკუთხა სარკმელია, რომელიც რემონტის დროს ამოუშენებიათ. III სართულზე ასასვლელი ქვის კიბე მიშენებულია II სართულის ჩრდილოეთ კედელზე. კოშკის III სართული სიგანით ქვედა ორს რამდენადმე აღემატება, რადგან იგი აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან კოშკზე მოგვიანებით მიშენებული კედლებითაა შემოზღუდული. კედლებში განლაგებულია საზარბაზნეები, ნისკარტა სალოდეები და სათოფურეები.

wm. giorgis eklesia

ვ) წმ. გიორგის ეკლესია დგას შიდა ციხის შუა ნაწილში, თარიღდება X საუკუნით. ეკლესიის გეგმით ექვსაფსიდიანი, ცენტრალურგუმბათოვანი ნაგებობაა. ნაგებია შირიმითა და მომწვანო ფერის ქვიშაქვით. კედლები შიგნით მოპირკეთებულია შირიმის სწორკუთხა, სწორხაზოვან რიგებად დაწყობილი ფილებით. კედლების ქვედა ნაწილები (იატაკიდან დაახლოებით 0,8 მ სიმაღლეზე) ქვიშაქვითაა ნაწყობი. შენობის გარე მოპირკეთებისათვის თავდაპირველად გამოყენებული ყოფილა მომწვანო ფერის ქვიშაქვების ფილები; მოგვიანებით განახლებული და შეკეთებული ნაწილები შირიმისა და აგურისაა. ეკლესიაში შექმნილია გუმბათით დასრულებული ცენტრალური სივრცე.

wm. giorgis eklesia. gegma
ამ ცენტრიდან სხივისებურად იშლება აფსიდით დასრულებული ექვსი მკლავი. თითეული აფსიდის წინ ბემაა. მათგან ხუთი მკლავის ბემა თანაბარი სიღრმისაა, საკურთხევლის აფსიდის წინ მდებარე ბემა კი გაცილებით ღრმაა, რის  გამოც საკურთხევლის აფსიდი შენობის კორპუსიდან ნაწილობრივ წინაა წამოწეული და გარედან სამწახნაგოვანი შვერილით იფარგლება. თითეული მკლვაის სივრცე გუმბათქვეშა სივრცისგან გამიჯნულია ორი მარტივი პილასტრითა და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღით. საბჯენი თაღის ქუსლებთან გამოყოფილია მარტივი პროფილის (თარო და დახრილი სიბრტყე) იმპოსტები. მსგავსი პროფილის იმპოსტებზეა დაყრდნობილი თითეული აფსიდის თაღიც. მკლავების შეერთების ადგილას ნახევარსვეტებია. გუმბათქვეშა თაღებს შორის არსებული მონაკვეთები შევსებულია ბრტყელი აფსიდით, რომელიც ტრომპების მსგავსად, ბრტყელი თაღითაა დასრულებული. ამრიგად, მკლავების ექვსი თაღი და ექვსი დამატებითი პატარა თაღი ქმნიან გუმბათის წრიულ საფუძველს. შესასვლელები მოწყობილია სამხრეთ–დასავლეთის და ჩრდილო–დასავლეთის აფსიდებში. ორივე შესასვლელი შიგნიდან დასრულებულია თაღით, ხოლო გარედან – მოზრდილი ტიმპანით.  ჩრდილო–დასავლეთის კარი ამოშენებულია. საკურთხევლის აფსიდში, სამხრეთ–აღმოსავლეთით, ჩრდილო–აღმოსავლეთით და დასავლეთ აფსიდებში თითო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სარკმლები შედარებით მაღლაა, ისე რომ მათი გადამხურავი თაღის ნაწილი შეჭრილია კონქის არეში. საკურთხეველი ეკლესიის იატაკზე 0,8 მ–ით მაღალია. საკურთხევლის ცენტრში დგას მაღალი ტრაპეზი. საკურთხევლის ბემის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო მცირე ზომის ნიშია. ჩდრილო ნიშის გვერდით მოგვიანებით მოუწყვიათ ვიწრო გასასვლელი, რომელიც ჩრდილო–აღმოსავლეთის მკლავში გადის. ეს მკლავი ამის შემდეგ, როგორც ჩანს, სამკვეთლოდ გამოიყენებოდა. საკურთხეველი ტაძრის დანარჩენი სივრცისგან გამოიყოფა აგურით ნაწყობი, XVIII საუკუნის კანკელით.
samxreT-aRmosavleTi fasadi ganakveTi Crdilo-dasavleTisaken ganakveTi aRmosavleTisaken
ეკლესია მთლიანად არის მ ო ხ ა ტ უ ლ ი. დაზიანების მიუხედავად, თითქმის ყველა კომპოზიცია გაირჩევა და დეკორის საერთო პროგრამის აღდგენა მაინც შესაძლებელია. მხატვრობა სამ რეგისტრად იყოფა. თითეული აფსიდის კონქში წარმოდგენილია თითო სცენა, დანარჩენ რეგისტრებში – ორ–ორი.
საკურთხევლის აფსიდის კონქში გამოსახულია ქრისტეს დიდების კომპოზიცია, II და III რეგისტრებში კი – ეკლესიის 12 მამაა. ბემის კამარაში განლაგებულია წინასწარმეტყველთა ფიგურები, ხოლო ბემის კედლების ზედა რეგისტრებში, ჩრდილოეთით – ფერისცვალება, სამხრეთით – ლაზარეს აღდგინება. სადღესასწაულო ციკლის სცენები გამოსახულია ჩრდილო–აღმოსავლეთის და სამხრეთ–აღმოსავლეთის აფსიდებშიც. კერძოდ, ჩრდილო–აღმოსავლეთის აფსიდის კონქში, III რეგისტრში გამოსახულია ქრისტეს ნახევარფიგურისკენ ვედრებით მიმართული ისტორიული პირის გამოსახულება (სავარაუდოდ დავით აღმამშენებელი). ჩრდილო–დასავლეთის აფსიდი ეთმობა ქრისტეს სასწაულთა ამსახველ სცენებს, ხოლო  დასავლეთის აფსიდში წმ. გიორგის სცენებია გამოსახული, სამხრეთ–დასავლეთის აფსიდში – განკითხვის დღის ვრცელი კომპოზიცია – ძველი დღეთაი.

afsidis konqis freskebi afsidis konqis freskebi afsidis konqis freskebi
მხატვრობა ორნამენტული ზოლებით არის დაყოფილი რეგისტრებად, ორნამენტით არის ხაზგასმული არქიტექტურული დეტალებიც, მიუხედავად ამისა, აშკარად იგრძნობა მკაფიო არქიტექტონიკული კომპოზიციური სისტემის დარღვევა, მონუმენტების შესუსტება, რაც მოხატულობას XII საუკუნის დასაწყისის ძეგლებთან აახლოებს. ამავე პერიოდის ნიშანია მოძრავი, მოქნილი ნახატის ხასიათში გამოხატული დეკორატიული ტენდეციის გაძლიერება. წინა XI საუკუნის, მხატვრობისგან განსხვავებით, ბოჭორმის ფერადოვანი გამა უფრო მდიდარი და მრავალფეროვანია. მოხატულობა შთაბეჭდილებას ახდენს კაშკაშა, ღია კოლორიტით, რაც იქმნება ცისფრის, ყვითლის, ღია მწვანის, მოწითალო ყავისფრის და ინტესიური სინგურის შეხამებით.
ეკლესიის სამხრეთ–დასავლეთის და ჩრდილო–დსავლეთის მკლავებს, გარედან, გემით სწორკუთხა კარიბჭეები ეკვროდა. შემორჩენილია მხოლოდ სამხრეთ–დსავლეთის კარიბჭე (4,6X4 მ). იგი ნაწყობია მომწვანო ფერის ქვიშაქვის სუფთად გათლილი კვადრებით. კარიბჭე სამხრეთითაა და დასავლეთით, თითქმის მთელ სიგანეზე, თითო ფართო თაღოვანი მალითაა გახსნილი (მოგვიანებით დასავლეთი მალი ამოაშენეს). აღმოსავლეთი კედლის შუაში მოწყობილია პატარა, გეგმით ნახევარწრიული თაღოვანი ნიში. თავდაპირველად კარიბჭე შიგნიდან ჯვრული კამარით ყოფილა გადახურული. ამჟამინდელი რიყის ქვით ნაწყობი კამარა კარიბჭის რემონტსა და მასზე XVII საუკუნეში სამრეკლოს დაშენების თანადროულია.

ზ) სამრეკლო ძირითადად რიყისა და ნატეხი ქვის წყობითაა ნაგები (საკმაოდ ტლანქად). იგი ვიწრო და მაღალი თაღებით გახსნილი ფანჩატურია. შიგნით სამრეკლო გუმბათოვანი კამარითაა გადახურული, ხოლო გარედან პირამიდული ფორმის სახურავი ჰქონდა, რომლის უმეტესი ნაწილი ამჟამად ჩამოშლილია. ეკლესია გარედან თორმეტწახნაგოვანია. წახნაგები მონაცვლეობენ. ერთი, რომელიც აფსიდს ესაზღვრება, ბრტყელი კედელია, ხოლო მეორე სამკუთხა ნიშითაა აღჭურვილი. თითეული წახნაგი დაგვირგვინებულია ორკალთა სახურავით, რომლის ქვეშ სადა თაღია. ამრიგად, წახნაგების ორკალთა სახურავები ქმნიდნენ შენობის ქვედა ნაწილის ერთიან ქოლგისებრი ფორმის გადახურვას. შენობის ქვედა ნაწილის ერთიან ქოგისებრი ფორმის გადახურვას. შენობის ქვედა ნაწილს (მიწის დონიდან 0,6 მ სიმაღლეზე) გარს უვლის სადა სარტყელი. გუმბათის ყელი გარედანაც მრგვალია. იგი გაფორმებულია შეწყვილებულ ნახევარსვეტებზე დაყრდნობილი თორმეტი ბოლოებგადაბმული თაღით. ამჟამად გუმბათის უმეტესი ნაწილი დანგრეულია. მნიშვნელოვნადაა დაზიანებული ქვედა ნაწილიც, განსაკუთრებით მისი სამხრეთ–დასავლეთი და ჩრდილო–დასავლეთი წახნაგები. ბევრი წახნაგი ხელახლაა მოპირკეთებული. ამოშენებულია ნიშები, ჩრდილო–დასავლეთის შესასვლელი, სამხრეთ–აღმოსავლეთის და ჩრდილო–აღმოსავლეთის აფსიდების სარკმლები.
თ) მცირე ეკლესია საშუალო დონის ნაგებობაა, დგას გუმბათოვანი ეკლესიიდან აღმოსავლეთით, დაახლოებით 30 მ–ზე. განეკუთვნება გვიანდელი, შუა საუკუნეებს. დარბაზულია (4,7X3,7 მ), ნაგებია რიყისა და კლდის ნატეხი ქვით. დაზიანებულია: ჩამოშლილია სახურავი, მონგრეულია კედლის ზედა ნაწილები. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი ორივე მხრიდან ხის ძელებით ბრტყლად ყოფილა გადახურული. ეკლესიის მცირე ფართობიანი დარბაზი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდითაა დასრულებული. ეკლესისი მცირე ფართობიანი დარბაზი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდითაა დასრულებული. აფსიდის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო კვადრული ნიშია. აფსიდი გადახურულია წესიერი ფორმის კონქით. კონქის თაღი ნახევარწრიულია და წვრილი ნატეხი ქვითაა ნაწყობი. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, მიდგმულია ოთხწახნაგა ტრაპეზი. დარბაზი გადახურულია ბრტყელი კამარით. ინტერიერი შელესილია.

sasaxlis gegma

ი) სასახლე, დგას შიდა ციხის სამხრეთ კედლის ხაზზე, წმ. გიორგის ეკლესიიდან სამხრეთ–დასავლეთით ოციოდე მეტრის მანძილზე. იგი გეგმით სწორკუთხაა (23X8 მ) და ნაწილობრივ ფერდობშია შეჭრილი.  ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია მხოლოდ ერთი (როგორც ჩანს, ერთადერთი) სართული. იგი შედგება სხვადასხვა ფართობის ორი ოთახახისაგან, რომლებიც ერთმანეთთან კარითაა დაკავშირებული. მათგან აღმოსავლეთით მდებარე ოთახი ფართობით დასავლეთისას თითქმის ორნახევარჯერ აღემატება. სამხრეთიდან მას ორი ფართო შსასვლელი აქვს.

sasaxlis kedlebi

აღმოსავლეთით მდებარე შესასვლელი თაღოვანია, ხოლო მეორე ბრტყლად ყოფილა გადახურული. ოთახის სამხრეთ კედლის შუაში ფართო და ღრმა ბუხარია, რომლის ზურგის კედელი ფასადზე კონტრფორსისმაგვარ ნახევარწრიულ შვერილს ქმნის. ბუხრის ორივე მხარეს თითო თაღოვანი სარკმელია. დასავლეთით მდებარე ოთახი გეგმით კვადრატს უახლოვდება. შესასვლელები მას სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს. სამხრეთ კედლის შუაში აქაც დიდი ოთახის მსგავსი ბუხარია, რომლის მარჯნივ (დასავლეთით) თაღოვანი სარკმელია გაჭრილი.

cilindruli koSki. I da II sarTulebis gegmebi
კ) ცილინდრული კოშკი, დგას გუმბათოვანი ეკლესიიდან სამხრეთ–აღმოსავლეთით (დაახლოებით 20 მ მანძილზე), პატარა გორაკზე. თარიღდება X საუკუნით. ნაგებია რიყისა და კლდის ნატეხი ქვებით. კოშკი წრიულია (გარე დიამეტრი 8 მ), სამსართულიანი. რდილოეთიდან მიდგმული აქვს კონტრფორსის მსგავსი ნახევარწრიული ნაწილი, რომელიც ძირითად ნაწილს წყობის გადაბმით უკავშირდება. ამ ნაწილში კიბის უჯრედია მოქცეული. მინაშენში შესასვლელი აღმოსავლეთის მხრიდანაა, I  სართულის დონეზე. ეს სართული პატარა კამაროვანი სადგომია, რომლის დასავლეთ კედელში (შესასვლელის მოპირდაპირედ) კოშკის III სართულზე ასასვლელი კიბის უჯრედის სწორკუთხა შსასვლელია. სადგომის ჩრდილოეთ კედელში ფართო და ღრმა ნიშია, რომელშიც ერთი პატარა ნიში და სარკმელია. ნიშის მოპირდაპირედ კოშკის I სართულში შესასვლელი სწორკუთხა კარია. II სართულზე ერთი კარი და ერთი თაღოვანი სარკმელია. ამ სართულზე კიბე III  სართულიდან ჩამოდის. კიბის ამ ნაწილს პატარა სარკმელი აშუქებს, რომელიც II სართულის შესასვლელის მოპირდაპირედაა გაჭრილი. კოშკის III სართულიდან კედლის მცირე ნაწილიღაა შემორჩენილი.სართულს შესასვლელი ჩრდილოეთიდან ჰქონდა. კოშკის სართულშუა გადახურვა ხის ძელებზე ყოფილა გამართული.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

ბოჭორმის ციხის წმ. გიორგის ეკლესია წილკნისა და დუშეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი არ არის მოქმედი.

9. gamoyenebuli masalebi

1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ2. 2004წ.
2. პარმენ ზაქარაია – „საქართველოს ციხესიმაგრეები“ 2004წ.
3. ფოტოების ავტორი - რევაზ ჟღენტი, ნინო ნაროზაული.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org/ციხე–სიმაგრე

http://ka.wikipedia.org/ეკლესია

http://www.nplg.gov.ge

http://saunje.ge

http://novators.ge

http://dzeglebi.com

http://forum.gol.ge

 


megobari saitebi

   

08.05.2016