საკრამულოს ეკლესია მდებარეობს საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთით 10 კმ-ში მდებარე სოფელ საკრამულოში. GPS კოორდინატებია - 42°00'.43"N; 44°42'21"E;
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
არ მოგვეპოვება;
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება;
7. arqiteqturuli aRwera
გეგმა
საკრამულოს ეკლესია წარმოადგენს ე.წ. „კუპელჰალეს“ ტიპის ნაგებობას (12X7.5 მ). ნაგებია აგურით. აღდგენამდე იყო დაზიანებული: ჩამოშლილი ჰქონდა გადახურვის და ლავგარდნის ნაწილი, დანგრეული იყო დასავლეთ კედელზე მდგარი სამრეკლო, რომლის მხოლოდ კვადრატული საფუძველია შემორჩენილი. სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო სწორკუთხა შესასვლელია. აღმოსავლეთით, ღრმა ნახევარელიფსის ფორმის აფსიდის ღერძზე გაჭრილი, მაღალი და ფართო თაღოვანი სარკმლის ორივე მხარეს, თითო თაღოვანი ნიშია. აფსიდის გვერდებზე, კედლის სისქეში, თითო ვიწრო (სიგ. 0,7 მ) და გრძელი სადგომი სამკვეთლო და სადიაკვნეა, ორივე სადგომის აღმოსავლეთ კედელში თითო თაღოვანი სარკმელია. სარკმელებთან, აფსიდის მხარეს, შესაბამისი კედლის აღმოსავლეთ კიდეში მოწყობილია სადგომებისა და კონქის თავზე არსებულ სამალავში ასასვლელი კიბე. სამკვეთლოს და სადიაკვნეს შესასვლელი დასავლეთიდან, დარბაზიდან აქვს -
შესასვლელი სამხრეთით
გუმბათქვეშა სივრცის სამხრეთ და ჩრდილოეთის კედლების აღმოსავლეთ კიდეში. გრძივი კედლებიდან მკვეთრად გამოშვერილი თითო განიერი პილასტრითა და მათზე დაყრდნობილი შეისრული საბჯენი თაღით, დარბაზის სივრცე ორ არათანაბარ ნაწილადაა გაყოფილი, რომელთაგანაც აღმოსავლეთისა ერთ-ნახევარჯერ აღემატება დასავლეთისას. აღმოსავლეთ ნაწილზე გუმბათია აღმართული. იგი ეყრდნობა აფსიდის თაღს, პილასტრებზე გადაყვანილ საბჯენ თაღს და გრძივი კედლების მიმდებარე ორ საბჯენ თაღს. ყველა თაღი ისტორიული ფორმისაა. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელის წრიულ საფუძველზე გადასასვლელად გამოყენებულია აფრები. აფსიდის სარკმლის გარდა ეკლესიის სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთ კედლებში თითო ფართო და მაღალი თაღოვანი სარკმელია. ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია.
განივი განაკვეთი აღმოსავლეთისაკენ
სამხრეთი ფასადი
ფასადები სადაა, აღმოსავლეთ და დასავლეეთ ფასადებზე თითო შეღრმავებული ჯვარია გამოსახული. კედლები აგურის ოთხი მწკრივით შედგენილი ლავგარდნითაა დასრულებული. გუმბათის ყელი რვა წახნაგოვანია. თითეულ წახნაგზე თითო ფართო და მაღალი შეისრულთაღოვანი შეღრმავებაა, რომლებშიც თითო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. გუმბათის ყელის ყველა წიბოს, სიმაღლის ორ მესამედზე, თითო ნახევარწრიული ლილვი აუყვება. ლილვებს ეყრდნობა ბოლოებით ერთმანეთზე გადაბმული რვა შეისრული თაღი. თაღებს ზემოთ ლილვისებრი სარტყელია. ასეთივე სარტყელია სარკმლების ძირის დონეზე. გუმბათს აგურით ნაწყობი პირამიდული სახურავი აქვს.
აღმოსავლეთი ფასადი
დასავლეთი ფასადი
ჩრდილოეთი ფასადი
სამხრეთი ფასადი
რესტავრაციის შედეგად, სახურავის გადახურვა მოხდა თუნუქით.
ბ) გალავანი, რომელიც რამდენიმე წლის წინ მიუშენა ერთ-ერთმა ადგილობრივმა თავისი სახსრებით, წარმოადგენს ბლოკებით ნაგებ კედელს. გალავნის ზედა ნაწილი კრამიტით არის გადახურული.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi:
საკრამულოს ეკლესია მცხეთა-თბილისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი მოქმედია. წირვა ტარდება შაბათ დღეს.
9. gamoyenebuli masalebi
1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, 2ტ, 2004წ. 2. ფოტოების ავტორი - ლიდა კაპანაძე;