Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

bana bana

გელათის სამონასტრო კომპლექსი
(XII s)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარი ტაძარი, წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, სამრეკლო, აკადემია, გალავანი.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

სიტყვა “გელათი” უშუალოდ უკავშირდება ბერძნულ სიტყვას „ღენიჰი“ - ანუ „გენა“, რაც ნიშნავს შობას. აქედან გადმოვიდა ქართულში სახეცვლილებით - „გენეტოს“, შემდეგ კი იცვალა სახე ამგვარად - „გაენატოს“. და ვიცით, რომ დღეს ქუთათური მღვდელმთავარი ატარებს გაენათელის ტიტულს - ქუთათელ-გაენათელი. „გაენათი“ წამოსულია „გენა“-დან და პირდაპირ უკავშირდება ღვთისმშობლის შობას.
დეკანოზი იოსებ გოგოლაძე
(თბილისის წმ. ნინოს სახელობის ტაძრის (ვაჟა-ფშაველას გამზ. № 53) წინამძღვარი)

გელათის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარის შესასვლელში, ანდერძის თანახმად („გალობანი სინანულისანი“) დასაფლავებულია მეფე დავით აღმამშენებელი.
აგრეთვე, აქ არის დასაფლავებული სრულიად საქართველოს თითქმის ყველა მეფე: დემეტრე პირველი, გიორგი მესამე, იმერეთის მეფეები ბაგრატ III, გიორგი II, გიორგი III, გიორგი VI, ალექსანდრე V, სოლომონ I და სხვა.

bana

daviT aRmaSeneblis freska CrdiloeT kedelze

ამავე ტაძარში, შემონახულია დავით აღმამშენებლის ერთადერთი ფრესკა, რომელსაც ერთ ხელში ეკლესიის მოდელი უჭირავს, ხოლო მეორეში – გრაგნილი.

1106 წელს, დავით აღმამშენებელმა დაარსა გელათის აკადემია, რის წყალობითაც იგი გახდა არა მარტო საეკლესიო ცხოვრების სავანე, არამედ საერთო განათლების ცენტრი და ფილოსოფიური აზროვნების კერა. დავით მეფემ აქ თავი მოუყარა საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე ქართველ მოღვაწეებს და მეცნიერებს, როგორიც იყო მაგალითად იოანე პეტრიწი. შემდეგ წლებში აკადემიაში მოღვაწეობდნენ არსენ იყალთოელი, არსენ ბულმაისიმისძე, პეტრე გელათელი, ევდემონ ჩხეტიძე (1557-1578 წწ), ექვთიმე საყვარელიძე (1578-1616 წწ), გედეონ ლორთქიფანიძე (XVII ს.), ანტონ I, ზაქარია გაბაშვილი და სხვა.

გელათის კომპლექსი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში



3. adgilmdebareoba

გელათის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, იმერეთის მხარეში, ქ. ქუთაისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში.

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva

ცნობას გელათში სამონასტრო კომპლექსის შექმნისა და იქ ტაძრის აგების შესახებ ვხვდებით დავით აღმაშენებლის ანდერძში: `დარჩა მონასტერი სამარხავი ჩემი და საძვალე შვილთა ჩემთა უსრულად და წამყვა მისთვსაც ტკივილი სამარადისო, აწ შვლმან ჩემმან დიმიტრი სრულ ჰყოს ყოვლითურთ~. სხვა წყაროებიდან კი ვიგებთ, რომ დავითმა 1106 წელს წამოიწყო მშენებლობა. ეს კარგად აქვს გადმოცემული დავით აღმაშენებლის ისტორიკოსსაც. იგი წერს: `მოიგონა აღშენება მონასტრისადა დაამტკიცა რომელიცა გამოირჩია მადლმან საღმრთომან ადგილსა ტოვლად შუენიერსა და ყოვლითურთ უნაკლულოსა, რომელსა შინა ვითარცა მეორე ცა გარდაართხა ტაძარი ყოვლად წმიდისა და უფროსად კურთხეულისა დედისა ღმრთისა~. შემდეგ მემატიანე წერს, თუ როგორ ააყვავა ეს სამოთხის დარი ადგილი მეფემ, და აღმოსავლეთის `მეორე იერუსალიმში~ როგორ მოუყარეს თავი საქართველოსა და უცხოეთში მყოფ ქართველ მოღვაწეებს, მეცნიერებს, სხვადასხვა დარგის მოაზროვნეებს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მათ შორის იყო ბრწყინვალე ფილოსოფოსი იოანე პეტრიწი. ასევე სხვადასხვა დროს აქ მოღვაწეობდნენ არსენ იყალთოელი, არსენ ბულმაისიმისძე, პეტრე გელათელი, ევდემონ ჩხეტიძე (1557-1578 წწ), ექვთიმე საყვარელიძე (1578-1616 წწ) , გედეონ ლორთქიფანიძე (XVII ს.), ანტონ I, ზაქარია გაბაშვილი და სხვა. ყველა ეს პიროვნება მოღვაწეობდა სწორედ გელათის აკადემიაში. გელათის აკადემიის არსებობის შეწყვეტიდან თითქმის ოთხასი წლის შემდეგ დაისვა უნივერსიტეტის დაარსების საკითხი, ივანე ჯავახიშვილმა ამ ახალი ტაძრის გახსნის დღედ 26 იანვარი (ახალი სტილით 8 თებერვალი) დაასახელა. ეს დავით აღმაშენებლის მოხსენიების დღეა. ამით ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ თბილისის უნივერსიტეტი მემკვიდრეა ძველი ქართული განათლებისა და კულტურული ტრადიციებისა, მემკვიდრეა გელათის აკადემიისა.
გელათის აკადემიის სიცოცხლე განახლდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის თაოსნობით 1995 წლის 25 მაისს, როცა შეიქმნა გელათის სამეცნიერო აკადემია.
იმავე ისტორიკოსის ცნობით, გელათი ხდება მეფეთა სამარხად. აქ მიაბარეს მიწას დიდი დავითი, გელათის მონასტრის გალავნის სამხრეთით მთავარ შესასვლელში მისი საფლავია, წარწერით: "ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნით უკუნისამდე, რამეთუ მთნავს ამას დავემკვიდრო მე". საფლავის ქვა ისეა განლაგებული, რომ მონასტერში შემსვლელები, თვით მეფის ანდერძის თანახმად, ფეხს ადგამენ და ისე შედიან შიგნით. შემდგომშიც გელათის მონასტერი სამეფო სახლის საკუთრება და საძვალე იყო, აქ არის დასაფლავებული სრულიად საქართველოს თითქმის ყველა მეფე: დემეტრე პირველი, გიორგი მესამე, იმერეთის მეფეები ბაგრატ III, გიორგი II, გიორგი III, გიორგი VI, ალექსანდრე V, სოლომონ I და სხვა
როგორც ამონაწერებიდან ჩანს, დავითმა 1106 წელს წამოწყებული მშენებლობის დამთავრება თავის სიცოცხლეში ვერ მოასწრო, სიკვდილის შემდეგ (1125 წელი) კი საქმიანობა მისმა შვილმა დემეტრემ გააგრძელა. რა და რა ააგო კონკრეტულად დავითმა ან დიდი ტაძარი სანამდე მიიყვანა, წერილობითი წყაროებით ზუსტად არ იმიჯნება, მაგრამ ძირითადად ცნობილია, დემეტრეს ტაძრის კონქი მოზაიკით მოურთავს.
XII-XV საუკუნეებში გელათის მონასტერს მინიჭებული ჰქონდა სრული ავტონომია, აღიარებდა მხოლოდ მეფის უმაღლეს უფლებას. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსაც კი არ ჰქონდა არავითარი სახელისუფლო ძალა (გარდა მღვდლების კურთხევისა). გელათის მონასტერში მეფეს ჰყავდა თავისი პირადი წარმომადგენელი. მონასტრის უფროსი მონაზვნები და მოძღვართმოძღვარი სამეფო დარბაზის წევრებად ითვლებოდნენ. XII-XIII ს-ში გელათის მონასტრის მფლობელობაში ითვლებოდა ვრცელი მიწა წყალი, მეურნეობაში წამყვანი იყო მიწათმოქმედება, განვითარებული მევენახეობა, ღვინის, თაფლისა და სანთლის სასაქონლო-საბაზრო წარმოება მონასტერს დიდ ფულად შემოსავალს აძლევდა.
XIII საუკუნის II ნახევარსა - XV საუკუნეში ქვეყნის პოლიტიკური-ეკონომიური დაკნინების გამო (მონღოლების, თემურლენგის შემოსევები, გამწვავებული შინაფეოდალური საადგილმამულო ბრძოლები) გელათის მონასტრის ეკონომიური და კულტურული ცხოვრება შეფერხდა. მისი ძველი მდგომარეობა ნაწილობრივ აღადგინა გიორგი ბრწყინვალემ.
საქართველოს პოლიტიკური დაშლის (XV საუკუნის II ნახევარი) შემდეგ გელათის მონასტერი დასავლეთ საქართველოს მეფეების ხელში გადავიდა. 1510 წლის 23 ნოემბერს იგი გადაწვა იმერეთში შემოჭრილმა ოსმალთა ჯარმა. იმერეთის მეფეებმა ბაგრატ III-მ და გიორგი II-მ გელათის მონასტერში დიდი მასშტაბის სამეურნეო და საამშენებლო სამუშაოები ჩაატარეს - კაპიტალურად შეაკეთეს და მოხატეს ტაძრები, განაახლეს გაუქმებული და მიტოვებული ეკლესია-ეკვდერები, შესწირეს მონასტერს ახალი მამულები. ბაგრატ III-ს თანამედროვენი გელათის "მეორედ აღმშენებელს" უწოდებდნენ. მას მხარში ედგნენ გელათის ეპისკოპოსი მელქისედეკ საყვარელიძე და დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ევდემონ ჩხეტიძე. XVI საუკუნის 20-იან წლებში ბაგრატ III-მ გელათის მონასტერში საეპისკოპოსო კათედრა დააარსა, რამაც გარკვეულად აამაღლა მონასტრის პოლიტიკური-მორალური და ეკონომიური მდგომარეობა. XVI საუკუნის II ნახევარში დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენცია ბიჭვინთიდან გელათში გადმოიტანეს.
XVIII საუკუნიდან გელათის მონასტერში დიდი მასშტაბის აღდგენითი სამუშაოები გასწიეს გიორგი VI-მ, ალექსანდრე V-მ, სოლომონ I-მა, სოლომონ II-მ და გელათის ეპისკოპოსებმა. XVIII საუკუნის დამლევს მონასტერი ფლობდა 42 სოფელს.
იმერეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების (1810 წ) შემდეგ გელათის მონასტერი საეკლესიო სენიორიიდან სახელმწიფო დაწესებულებად - შტატის მონასტრად იქცა.
საქართველოს პოლიტიკური დაშლის (XV საუკუნის II ნახ) შემდეგ, გელათის მონასტერი საქართველოს მეფეების ხელში გადავიდა, 1510 წ. 23 ნოემბერს იგი გადაწვა იმერეთში შემოჭრილმა ოსმალეთის ჯარმა, იმერეთის მეფეებმა ბაგრატ III-მ და გიორგი II-მ. გელათის მონასტერში დიდი მასშტაბის სამეურნეო საამშენებლო სამუშაოები ჩაატარეს, კაპიტალურად შეაკეთეს და მოხატეს ტაძრები, განაახლეს გაუქმებული და მიტოვებული ეკლესია-ეკვდერები, შესწირეს მონასტერს ახალი მამულები, ბაგრატ III თანამედროვენი გელათის “მეორედ აღმაშენებელს” უწოდებენ. მას მხარში ედგნენ გელათის ეპისკოპოსი მელქისედეკ საყვარელიძე და დასავლეთ საქართველოს პატრიარქი ევდემოზ ჩხეიძე. XVII 20-იან წლებში ბაგრატ III-მ მონასტერში საეპისკოპოსო კათედრა დაარსა, რამაც გარკვეულად აამაღლა მონასტრის პოლიტიკურ ეკონომიკური, მორალური მდგომარეობა XVI ს II ნახ. დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის რეზიდენცია ბიჭვინთიდან გელათში გადმოიტანეს.
XVIII ს-დან გელათის მონასტერში დიდი მასშტაბის აღდგენითი სამიშაოები გასწიეს გიორგი VI-მ, ალექსანდრე V, სოლომონ I, სოლომონ II და გელათის ეპისკიპოსებმა. XVIII დამლევს მონასტერს ფლობდა 42 სოფელს. იმერეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების (1810 წ) შემდეგ მონასტერი საეკლესიო სემინარიიდან სახელმწიფო დაწესებულებად იქცა.
მონასტერში ინახებოდა მდიდრულად მორთული და მინიატურებით შემკული ქართული ხელნაწერი, რომელთა დიდი ფონდი აქ ძველთაგანვე არსებობდა, აგრეთვე ქართული ჭედური ხელოვნების ნიმუში (მაგ. ხახულის ღვთისმშობლის ხატი). გელათის ხელნაწერები და სხვა გადარჩენილი ძეგლები ამჟამად ინახება ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ - ეთნოგრაფიულ მუზეუმსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში.
გელათის კომპლექსი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში .

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც დავით აღმაშენებელი თვითონაც მუშაობდა გელათის მშენებლობაზე. ორი უზარმაზარი ქვა მდინარის ხეობიდან ტაძრამდე მას მარტო ამოუტანია.
ხალხური გადმოცემა ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთ მინაშენს უკავშირებს თამარ მეფის სახელს. აქ წელიწადში ერთხელ იმართებოდა თამარ მეფის მოსახსენებელი პარალკისი. მემატიანის აზრით, თამარი დაკრძალულია გელათის მონასტერში. თამარის თანამედროვე ისტორიკოსები აღნიშნავენ: ,,თამარი ახალს მონასტერსა გელათს დამარხესო“.

7. arqiteqturuli aRwera

foto
samxreTi fasadi aRmosavleTi fasadi

გელათის არქიტექტურული ანსამბლი რთულია და მრავალფეროვანი. გელათის ტერიტორია ქვის გალავნითაა შემოზღუდული. გალავნის შუაგულში აღმართულია მთავარი ტაძარი. მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით, XII საუკუნის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაა. გეგმითა და ფორმებით იგი მთავარ ტაძარს იმეორებს, მაგრამ უფრო მცირე ზომისაა. შიგნიდან კედლები დაფარულია XVI საუკუნის მოხატულობით. მთავარი ტაძრიდან 9 მ-ზე აღმართულია XIII-XIV საუკუნეების წმ. ნიკოლოზის სახელობის ორსართულიანი ეკლესია. გეგმით სწორკუთხა ქვედა სართული ოთხივე მხარეს თაღებითაა გახსნილი, ხოლო მეორე სართული ჯვარისებრი მოხაზულობის პატარა ეკლესიაა. მთავარი ტაძრის ჩრდილოეთ-დასავლეთით XIII საუკუნის სამრეკლოა, რომლის ქვედა ნაწილი - თაღებით გახსნილი ქვის ფანჩატური - წყაროზეა დაშენებული. მის თავზე პატარა სათავსია, ხოლო სულ ზემოთ - სამრეკლო. გალავნის გასწვრივ განლაგებულია ბერთა საცხოვრებელი, სატრაპეზო და სხვა შენობები, რომლებშიაც, ისტორიული ცნობების მიხედვით, შეყვანილი ყოფილა წყალი. გელათის ანსამბლში შედის აგრეთვე აკადემია, რომელმაც ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია. გეგმით სწორკუთხა შენობას (ფართობი დაახლოებით 300 მ²) აღმოსავლეთით სამი შესასვლელი ჰქონია. მოგვიანებით შუა შესასვლელისათვის მდიდრულად მორთული კარიბჭე მიუშენებიათ. კედლების გასწვრივ ქვის დასაჯდომები იყო გაყოლებული. შენობას დიდი სარკმლები ანათებდა, კედლები მოხატული ჰქონდა.

gelaTii
gegma

ა) ღვთისმშობლის მიძინების მთავარი ტაძარი ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა. მისი შინაგანი სივრცე მეტად შთამბეჭდავია. ცენტრში აღმართული განიერი და მაღალი გუმბათი ოთხ მკლავზე გარდამავალ თაღებს ეყრდნობა. თაღები კი აფსიდის კუთხეებისა და დასავლეთის პილონის მაერთებელია. გუმბათის საყრდენების ოთხივე კუთხე ორ-ორი საფეხურით ერთნაირადაა დამუშავებული. ცენტრალური სივრცის შემქმნელი ჯვრის მკლავები განსხვავებულადაა გადაწყვეტილი. მთავარ, აღმოსავლეთის მკლავს საკურთხევლის როლი აქვს დაკისრებული. იგი ღრმა ბემისა და ნახევარწრიული აფსიდისაგან შედგება. აფსიდს გარს უვლის ოთხი საფეხური, ცენტრში კი მცირე შემაღლებული ნაწილია გამოყოფილი. საკურთხეველი სამნაწილიანია. აფსიდის მარჯვნივ სადიაკვნეა, მარცხნივ – სამკვეთლო. სათავსები ორ-ორი სარკმელით ნათდება, მარცხენა კუთხეებში განლაგებულია კიბეები, რომლებიც მეორე სართულის სათავსებში ადის. ცენტრალური სივრცის შემქმნელი სამი მკლავი, Bბემის მსგავსათ კამარითაა გადახურული. კამარები ოდნავ შეისრული ფორმისაა. ტაძრის დასავლეთი მონაკვეთი საკმაოდ რთულია, ეს შეეხება განსაკუთრებით გვერდით ნაწილებს. აქ ორ-ორ სართულთან გვაქვს საქმე. ქვედა სართული ჯვრის მკლავებთან თაღებითაა შეერთებული. დასავლეთ კედლის კუთხეებში კიბეები იწყება, რომლებიც მეორე სართულისკენ მიემართება. მეორე სართულზე პატრონიკეა მოწყობილი. პატრონიკეს ორივე ნაწილი ერთნაირია. პატრონიკე გვერდებიდან ნათდებოდა ორ-ორი სარკმლით, რომლებიც ამჟამად ამოქოლილია გვიანდელი მინაშენების გაჩენის გამო. ასევე დახშულია ის სამი კარი, რომლებსაც პატრონიკე უნდა დაეკავშირებინათ სტოასთან. პატრონიკეს დონეზე საკურთხეველსაც აქვს მეორე სართული. მათი ფუნქცია სხვადასხვაა და ამიტომ გადაწყვეტაც სხვადასხვაა. თუ პატრონიკე ეკლესიის ტრიუმფალურ ნაწილს წარმოადგენს, ამ უკანასკნელში სამალავები იყო. ტაძრის ცენტრის დამაგვირგვინებელ, განიერსა და მაღალ გუმბათზე თექვსმეტი სარკმელი თანაბარი ინტერვალითაა განლაგებული. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წრეზე გადასვლა აფრული სისტემითაა შესრულებული. ტაძარში შესვლა სამი მხრიდანაა შესაძლებელი. თითო კარი სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავების არეშია მოთავსებული, ხოლო სამი კარი – დასავლეთის მკლავის არეში. გვერდის კარები ერთ ღერძზეა განლაგებული და ერთნაირი ზომები და ფორმა აქვს. დასავლეთის კარებიდან გვერდითები ტოლებია, შუა კი მათზე შესამჩნევად განიერი. ტაძრის შიდა სივრცე კარგადაა განათებული, სინათლის წყაროს დიდი კონცენტრაცია ცენტრშია – გუმბათის ყელის სარკმელს ემატება ჯვრის მკლავებში მოთავსებული სამ-სამი სარკმლის შუქი. ტაძრის თავდაპირველი სახურავი ლორფინისა ყოფილა, ამჟამად კი თუნუქითაა გადახურული. ტაძრის მინაშენები მისი თანადროული არაა, არც მისი ორგანული ნაწილია. ტაძარს მინაშენები სამი მხრიდან აკრავს. დასავლეთით მდებარე სტოას ტაძრის ფასადის მთელი სიგანე აქვს მოკავებული. მის შიდა სივრცეს კამაროვანი გადახურვა ქმნის. მას სამი კარი აქვს – თითო სამივე მხრიდან, მათში მთავარს დასავლეთის მაღალი და განიერი კარი წარმოადგენს. განათებისათვის კი ორი სარკმელია მოწყობილი. ფასადები მარტივადაა მორთული: მხოლოდ კარ-ფანჯრებია გაფორმებული. სტოა უშუალოდ ტაძრის მომდევნო პერიოდშია აგებული. სამხრეთის მინაშენები ერთ სიგრძეზე განლაგებულ სამ სათავსს წარმოადგენენ. ცენტრალური მინაშენი კარიბჭის როლს ასრულებს, აღმოსავლეთით ეგვტერია, ხოლო დასავლეთის მონაკვეთი, შესაძლოა ეგვტერი იყო. აღმოსავლეთ მდებარე ეგვტერი აფსიდით მთავრდება, გადახურულია კამარით. გელათის მინაშენების ფასადებიდან გამოირჩევა სამხრეთის. მას საზეიმო იერი აქვს. განსაკუთრებით კარგადაა დამუშავებული უშუალოდ კარიბჭის და ეგვტერის ფასადები. ჩრდილოეთის მინაშენი ყველაზე რთული ნაწილია შენობის რთული ორგანიზმისა. აქ, სულ მცირე, ოთხი პერიოდის სამშენებლო ფენაა. შედარებით ადრინდელია ეგვტერიანი კარიბჭე. კარიბჭე კვადრატული სათავსია, გადახურულია დეფორმირებული ზედაპირის მქონე ცილინდრული კამარით. ეგვტერი მცირე ზომის სამლოცველოა, კამაროვანი დარბაზით და ნახევარწრიული აფსიდით. მეორე ეგვტერი კარიბჭისთვის დასავლეთით მიუდგამთ. იგი პირველზე უფრო დიდია და უკეთესი პროპორციები აქვს. ეგვტერის აფსიდი განსაკუთრებული ფორმისაა, ადგილთან შეხამების გამო.

gelaTii
ganakveTi aRmosavleTiT ganakveTi samxreTiT

გელათის ტაძრის გარე მასები, ძირითადი კორპუსის ფარგლებში, მწყობრია და ერთიანი, მაგრამ მას ერთგვარად ამძიმებს გვიანი დროის მინაშენები. მხოლოდ აღმოსავლეთის ფასადს მოუღწევია თავდაპირველი სახით. ფასადზე ყველაფერი კონტრასტებზეა აგებული, მაგრამ მასათა თუ ფორმათა შეხამება კარგადაა შესრულებული. ტაძრის ოთხივე ფასადის მორთულობას ერთი ელემენტი განსაზღვრავს, ესაა თაღი, ფასადები დამუშავებულია რთული რიტმის დეკორატიული თაღედებით. გარედან ტაძარი მოპირკეთებულია ეკლარის თლილი ქვით. თვალში გვხვდება ტაძრის მორთულობის სისადავე, მისი მოურთველობა. მაგრამ გელათის ტაძრის ეს მხარე შესამჩნევია მხოლოდ ახლოს დათვალიერების დროს. საკმარისია, ცოტათი მოშორდეთ კედლებს, რომ ძეგლი მაშინვე სრულყოფილად წარმოგიდგებათ, მისი სიდიადე ყველაფერს ჩრდილავს.

bana

mozaika: RvTismSobeli yrmiT

აქ ასევე ქართული მონუმენტური მხატვრობის შესანიშნავი ნიმუშებია. საკურთხევლის ნახევარსფეროზე, ბრწყინვალედ შესრულებულ XII საუკუნის განთქმულ მოზაიკაზე გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით და მთავარანგელოზები მიქელი და გაბრიელი. ოქროსფერ ფონზე გამოსახული ეს მოზაიკა მსოფლიო მნიშვნელობის ნაწარმოებია. ფრესკები ძირითადად გვიანი პერიოდისაა. დასავლეთ სტოაში - XII საუკუნის ფრესკები, მხატვრობის ძირითადი თემაა მსოფლიოს შვიდი საეკლესიო კრება, რაც უნიკალურია XII საუკუნის ხელოვნებაში. ბიბლიურ სცენებთან ერთად აქ გამოსახულია ისტორიული პიროვნებებიც. განსაკუთრებით საყურადღებოა ისტორიულ პირთა პორტრეტები (XVI ს.): ჩრდილოეთ კედელზე გამოსახული არიან იმერეთის სამეფო ოჯახის წევრები. აქვეა დავით აღმაშენებლის ფრესკული გამოსახულება, რომელიც, როგორც ჩანს, ადრინდელ მხატვრობას მიეკუთვნება, მაგრამ XVI საუკუნეში აღუდგენიათ ძველი ნახატის მიხედვით. ხოლო სამხრეთ ეკვდერში - დავით ნარინის ორი, XIII საუკუნეში შესრულებული პორტრეტი. მოხატულობა არაერთხელ განუახლებიათ. არის ჭედურობისა და მინანქრული ხელოვნების მრავალი ნიმუში.

bana

wm. giorgis eklesia

ბ) მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით დგას XIV საუკუნის დასაწყისში აგებული წმ. გიორგის ეკლესია. ტაძრის გეგმა და შიდა გაფორმება შეესატყვისება ეპოქის ტრადიციებს. ყურადღებას იპყრობს გუმბათქვეშა საყრდენების ორიგინალური გადაწყვეტა - მრგვალი სვეტები, რომელთა ბაზები შემკულია ფესტონების ორი რიგით. ტაძარში დაცულია სამმალიანი დაბალი ტიხარი, რომელიც დანარჩენი ნაწილისაგან ყოფს საკურთხეველს. იგი ტაძრის თანადროულია. დასავლეთის თაღის ქვეშ შესრულებული წარწერა გვამცნობს, რომ, წმინდა გიორგის ეკლესიის კედლები მოუხატვინებია დასავლეთ საქართველოს ეპისკოპოსს ევდემონ ჩხეტიძეს (XVI ს.) იგი გამოსახულია სამხრეთის კედელზე, მის გვერდითაა იმერეთის მეფე ბაგრატ III მეუღლითურთ. გარდა ამისა, ეკლესიაში გამოსახულია სხვა ისტორიული პირებიც. ძირითადი ნაწილი კი უკავია საეკლესიო შინაარსის ფრესკებს. ეკლესიის ფასადს არა აქვს დეკორი, მაგრამ შესასვლელი მოჩარჩოებულია ლამაზი რელიეფური ორნამენტით. დასავლეთის კარიბჭის სამხრეთ ნაწილში შემორჩენილია მაღალი ოსტატობით შესრულებული მხატვრობის ნაშთი.

გ) მთავარი ტაძრის დასავლეთით დგას წმ. ნიკოლოზის ორსართულიანი ეკლესია და აკადემიის შენობა. შენობის პირველ სართულზე თაღიანი გასასვლელია. აღმოსავლეთისა და დასავლეთის თაღები მაღალია, ჩრდილოეთისა და სამხრეთის - შედარებით დაბალი. ეს ნაგებობა წარმოადგენს პოსტამენტს, რომელზედაც აღმართულია ჯვრის ტიპის პატარა ეკლესია. ფანჯრისა და კარის ჩარჩოები მოკლებულია ორნამენტულ მორთულობას. პირველი სართული მეორეს უერთდება ქვის კიბით.

wm. nikolozis eklesia samreklo

დ) გელათის სამრეკლოს შენობა სამსართულიანია. მათგან პირველი ორი მონასტრის დროინდელია, ხოლო მესამე-ღიასარკმლიანი გუმბათი - შედარებით გვიანდელი (XIV). პირველ სართულზე გამოყვანილია წყალი. ისტორიული წყაროები გვამცნობენ, რომ წინათ წყალი მილებით შედიოდა ყველა პალატსა და სადგომში.
ე) გელათის აკადემიის შენობა მონასტრის დასავლეთით, ციცაბო ფლატეზე დგას. შესასვლელს მდიდრულად გაფორმებული ოთხსვეტიანი კარიბჭე აქვს, რომელიც ლამაზად მოჩუქურთმებული თაღებით ეყრდნობა სხვადასხვა ფორმის ოთხ ბოძს; ერთ-ერთი ბოძის კაპიტელზე ამოკვეთილია ლომი. კარიბჭე უკავშირდება უზარმაზარ დარბაზს. ნაგებობა ოთკუთხედი ფორმისაა, რომლის სიგრძე 25 მეტრია, სიგანე - 10. თავის დროზე იგი დახურული ყოფილა. კედლების გასწვრივ ქვის დასაჯდომებია, რომლებიც აკადემიის მსმენელთათვის იყო გათვალისწინებული. დარბაზის ჩრდილო-დასავლეთით შუა კედელთანდგას თაღებიანი ოთკუთხა მაგიდა. წყალწითელას ხეობისაკენ მიმართული მრავალი თაღოვანი სარკმელი უზრუნველყოფს შენობის კარგ განათებას.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

გელათის სამონასტრო კომპლექსი ქუთაის–გაენათის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი მოქმედია.

9. gamoyenebuli masalebi

1. პარმენ ზაქარაია – „ქართული ხუროთმოძღვრება XI-XVIII სს.“ 1990წ.
2. ინტენეტ ბმული – http://kutaisi.gov.ge

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge

http://kutaisi.gov.ge

http://lemill.net

http://informsoc.org

http://www.open.ge

დამატებითი ფოტო მასალა: http://www.dzeglebi.ge/galerea/gelati

 


megobari saitebi

   

08.05.2016