Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

აბანოსხევის ჯვარპატიოსნის
ეკლესია და სამაროვანი
(VIII-XI ss.)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია, ნაგებობა.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

აბანოსხევის ჯვარპატიოსნის  ეკლესია მდებარეობს საქართველოში, მცხეთა–მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, დუშეთის სამხრეთ–აღმოსავლეთით 10 კმ–ში მდებარე  სოფელ აბანოსხევის ჩრდილო–დასავლეთით 2 კმ–ზე, მდ. არაგვის მარცხენა ნაპირზე.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

აბანოსხევის ჯვარპატიოსნის  ეკლესია 1981–83 წლებში გათხარა ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი რ. რამიშვილი).

 

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

ა) ეკლესია დარბაზულია (8X5 მ) სამხრეთიდან მთელს სიგრძეზე გვიანადელი მინაშენი ეკვრის. თარიღდება VIII-IX საუკუნეებით. დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარა და კონქი, დანგრეულია მინაშენის დიდი ნაწილი. ეკლესია ნაგებია რიყის ქვით, კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია თლილი შირმი. შესასვლელი სამხრეთიდან მინაშენადაა. კარის ღიობი ტიმპანითაა დასრულებული და ორივე მხრიდან ნახევარწრიული თაღი აქვს. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, გარეთკენ შევიწროებული თაღოვანი სარკმელია. აფსიდის ჩრდილოეთ გვერდში სწორკუთხა ნიშია. დარბაზის სამხრეთი კედლის სარკმელი ამჟამად ამოშენებულია. შემორჩენილია კონქის თაღის ორივე ქუსლის ნაწილი და იმპოსტი. იმპოსტების პროფილს შეადგენს თარო და ცერად ჩამოკვეთილი სიბრტყე. აფსიდის ბაქანი დარბაზის იატაკის მიმართ საფეხურითაა შემაღლებული და დარბაზის სივრცეშია შეჭრილი. დარბაზის ჩრდილო და დასავლეთ კედლებზე თითო ფართო და მაღალი ნახევარწრიული თაღია. სამხრეთ კედელი თაღის გარეშეა, მას მთელს სიგრძეზე საფეხური გასდევს. ეკლესია შიგნიდან და გარედან შელესილია. მინაშენს შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, სარკმლის წირთხლების ნაწილებია შემორჩენილი. აფსიდში დგას ტრაპეზი. შენობა ბრტყელი და ღარიანი კრამიტით ყოფილა გადახურული.

eklesiis fasadi eklesiis ganakveTebi


ბ) ეკლესიის შეგნით და გარშემო დადასტურდა სამარხები. აღმოსავლეთის ფასადის წინ აღმოჩნდა სამ სართულად, მჭიდროდ განლაგებული სამარხები. დაკრძალვის წესი ქრისტიანულია. ქვედა სართულის ოვალური ფორმის სამარხები ფუძეგანიერია და ქვის ფილებითაა გადახურული. კამარა ამოჭრილია თიხნარში 1,5–2მ სიღრმეზე. გვხვდება საოჯახო და ინდივიდუალური სამარხები სტრატიგრაფიითა და ინვენტარით (მინის სამაჯურები, მძივები, ბრინჯაოს ბეჭდები, ჯვრები და სხვა). ისინი XI-XIII საუკუნეს განეკუთვნება.
მეორე სართულის ორმოსამარხები კლდისა და რიყის ქვით ნაშენი ქვისსამარხები (XIII-XIV სს.) მდებარეობს 0,8–1,4მ სიღრმეზე და მოიცავს მცირერიცხოვან ინვენტარს (ბრინჯაოს ღილები). ამავე დონეზე გამოვლენილია ხის გათლილი ფიცრებით ნაგები სამარხები.
მესამე სართულის ქვის სამარხები მცირე სიღრმეზეა, ძირითადად ბავშვებისაა, უინვენტაროა და განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
ეკლესიის ტერიტორიაზე გათხრებისას აღმოჩნდა  მოჭიქული და მოუჭიქავი თიხის ჭურჭლის, ხელადების, ჩაფების, სასმისების, ჯამების ნატეხები, მინის სააფთიაქო ჭურჭელი, სპილენძის თასი და სხვა, რომლებიც განვითარებულ და გვიან შუასაუკუნეებს განეკუთვნება.
ეკლესიისა და სამაროვნის შემომზღუდავი გალავნის მხოლოდ საძირკველია შემორჩენილი.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

აბანოსხევის ჯვარპატიოსნის  ეკლესია წილკნისა და დუშეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერა, ტ2, 2004წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://publishers/monument/

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016