|
ბაგრატის ტაძარი
(X-XI ss)
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, გალავანი, სამსართულიანი კოშკი, დასავლეთისა და აღმოსავლეთის კარიბჭეები და ეზოში მოთავსებულ ტაძრის ფასადებისა და შიდა კედლების ორნამენტით შემკული შემორჩენილი დეტალები და ფრაგმენტები.
2. mniSvnelovani da saintereso informacia
ბაგრატის ტაძარს თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული არქიტექტურის ისტორიაში, როგორც განვითარებული შუა საუკუნეების დროინდელი სტილის საბოლოოდ დამამკვიდრებელ ნაწარმოებს. ისტორიულად კი იგი გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოა.
ტაძრის აღმოსავლეთი მკალავის ჩრდილოეთის სარკმლიდან ქვევით მოთავსებულ წარწერაში, სადაც იატაკის დაგების თარიღია მითითებული, საქართველოში არაბული ციფრების ხმარების უძველესი ნიმუშია წარმოდგენილი: ”ქ. ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი იყო 223”.
2009 წლის აგვისტოში ქუთაისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ბაგრატის ტაძარში, დასავლეთ კარიბჭის შიგნით, სამარხი აღმოაჩინა, რომელშიც დიდი რაოდენობით ოქროს საყურეები, ბეჭდები და სხვა აქსესუარები იყო ჩატანებული.
სამარხი ჩვ.წელთაღრიცხვით VIII-IX საუკუნით თარიღდება. ის, სავარაუდოდ, საქართველოს რომელიმე დედოფალს ან მეფის კარზე მყოფ დიდგვაროვან ქალბატონს ეკუთვნოდა.
ბაგრატის ტაძარი 1994 წლიდან იუნესკოს, მსოფლიოს კულტურული საგანძურის სიაშია.
|
Crdilo-aRmosavleT kuTxeSi CaSenebuli koSki |
2009 წელს საქართველოს მთავრობამ დაიწყო ძეგლის რესტავრაცია, რაც მასზე გუმბათის დადგმით უნდა დასრულდეს. პროექტმა, რომლის ავტორია ივანე გრემელაშვილი, მიმდინარეობამ საზოგადოების არაერთგვაროვანი და მძაფრი რეაქცია გამოიწვია. განგაში მას შემდეგ ატყდა, რაც იტალიელმა ინჟინერმა და არქიტექტორმა სილვიო კალვიმ თავის სტატიაში ბაგრატის ტაძრის მდგომარეობა აღწერა. მისი თქმით, ძეგლზე სარეკუნსტრუქციო სამუშაოები იუნესკოსთან პროექტის შეუთანხმებლად დაიწყო და უშუალოდ ამ სამუშაოებს წინ არ უძღოდა ფართომასშტაბიანი კვლევა. სპეციალისტთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ძეგლი იუნესკოს სიიდან ამოიღონ, რადგან მათი აზრით, ტაძარზე ამჟამად მიმდინარე სამუშაოები ძეგლის ავთენტურობას ვნებს, შენდება სრულიად არატრადიციული, რკინა-ბეტონის შენობა.
სპეციალისტთა ნაწილი კი არ ეთანხმებოდა ამ მოსაზრებას. ისინი ფიქრობდნენ, რომ ტაძრის გამაგრება და მასზე გუმბათის დადგმა ამგვარი კონსტრუქციების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.
2012 წელს რესტავრაცია დასრულდა. საზოგადოებაში არ წყდება პოლემიკა რესტავრაციის ავ-კარგიანობაზე.
3. adgilmdebareoba
ბაგრატის ტაძარი მდებარეობს საქართველოში, იმერეთის მხარეში, ქალაქ ქუთაისში, უქიმერიონის გორაზე.
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
ბაგრატის ტაძარი აგებულია X-XI საუკუნეების მიჯნაზე, ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში. ჩრდილოეთ კედლის წარწერის თანახმად, ”ქ. ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი იყო 223” (1003წ.).
იგი ქვეყნის ერთიანობისა და ძლიერების სიმბოლოა. მატიანე ქართლისაი მოგვითხრობს, რომ მისი კურთხევის ზეიმისთვის მეფემ ’’შემოიკრიბნა მახლობელნი ყოველნი ხელმწიფენი, კათალიკოსნი, მღვდელმოძღვარნი და ყოველთა მონასტერთა წინამძღვარნი და ყოველნი დიდებულნი ზემონი და ქვემონი მამულისა სამეფოსა მისსა მყოფნი და სხუათა ყოველნი სახელმწიფონი”.
ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისა იყო.
XVII საუკუნის დასასრულამდე ძეგლი უვნებლად იდგა. ბაგრატის ტაძრის შესახებ მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის 1650-52 წლებში იმერეთში ჩამოსული რუსი ელჩების ტოლჩანოვისა და იევლევის ჩანაწერები. მათ მიერ მოხსენიებულია ტაძრის ახლომდებარე ნაგებობები, სამრეკლო კოშკი, რომელიც თითქმის დაუზიანებლად დღემდეა შემორჩენილი და სასახლეები. მათივე ცნობით, ტაძარი დამშვენებული ყოფილა ოქრო-ვერცხლის, იაგუნდისა და სხვა ძვირფასი სამკაულებით მოჭედილი მრავალი უძვირფასესი ხატით. რუსი ელჩები საგანგებოდ აღნიშნავენ, რომ დღესასწაულების დროს მეფე-დედოფალი ამალითურთ დასავლეთის პატრონიკეზე, ე.ი. მეორე სართულზე იმყოფებოდნენ და წირვას ისმენდნენ. ისინი ეკლესიაში მყოფებს ხედავდნენ, ამ უკანასკნელთათვის კი დაფარულნი იყვნენ.
ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, 1692 წელს ახალციხიდან შემოსულმა ოსმალებმა ხელში ჩაიგდეს ქუთაისის ციხე და გააფთრებული ბრძოლის დროს მასთან ერთად ააფეთქეს ბაგრატის ტაძარი. მათვე მიიტაცეს მისი სიმდიდრეც. 1740 წლიდან ოსმალებმა, რაც ტაძრისგან გადარჩა, იარაღის საწყობად აქციეს. 1770 წელს იმერეთის მეფემ სოლომონ პირველმა ციხე დაიბრუნა და ბაგრატის ტაძარი ოსმალებისგან გაათავისუფლა, მაგრამ ბრძოლების დროს ძველ დაზიანებებს ახალიც დაემატა. ხოლო მისი აღდგენა დღემდე ვერ მოხერხდა.
XIX საუკუნის 30-იან წლებამდე ტაძრის სამხრეთისა და დასავლეთის კარიბჭე უვნებლად მდგარა. ამას მოწმობს მხატვარ ნ. ჩერნეცოვის ჩანახატები. დღეს კი ისიც ნანგრევების სახითაა შემორჩენილი.
1952 წლიდან ვახტანგ ცინცაძის მიერ ტაძრის თავდაპირველი სახის გრაფიკული რესტავრაციის პროექტის მიხედვით წარმოებს მისი აღდგენა-კონსერვაციის სამუშაოები. პარალელურად მიმდინარეობს ძეგლის მეცნიერული შესწავლა და გამოკვლევა.
1994 წლიდან ბაგრატის ტაძარი იუნესკოს, მსოფლიოს კულტურული საგანძურის სიაშია.
2009 წლის აგვისტოში ქუთაისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ბაგრატის ტაძარში, დასავლეთ კარიბჭის შიგნით, სამარხი აღმოაჩინა, რომელშიც დიდი რაოდენობით ოქროს საყურეები, ბეჭდები და სხვა აქსესუარები იყო ჩატანებული.
სამარხი ჩვ.წელთაღრიცხვით VIII-IX საუკუნით თარიღდება. ის, სავარაუდოდ, საქართველოს რომელიმე დედოფალს ან მეფის კარზე მყოფ დიდგვაროვან ქალბატონს ეკუთვნოდა.
2009 წელს საქართველოს მთავრობამ ძეგლის რესტავრაცია დაიწყო, რაც მასზე გუმბათის დადგმით უნდა დასრულდეს. პროექტმა, რომლის ავტორია ივანე გრემელაშვილი, საზოგადოების არაერთგვაროვანი და მძაფრი რეაქცია გამოიწვია. განგაში მას შემდეგ ატყდა, რაც იტალიელმა ინჟინერმა და არქიტექტორმა სილვიო კალვიმ თავის სტატიაში ბაგრატის ტაძრის მდგომარეობა აღწერა. მისი თქმით, ძეგლზე სარეკუნსტრუქციო სამუშაოები იუნესკოსთან პროექტის შეუთანხმებლად დაიწყო და უშუალოდ ამ სამუშაოებს წინ არ უძღოდა ფართომასშტაბიანი კვლევა. სპეციალისტთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ძეგლი იუნესკოს სიიდან ამოიღონ, რადგან მათი აზრით, ტაძარზე ამჟამად მიმდინარე სამუშაოები ძეგლის ავთენტურობას ვნებს, შენდება სრულიად არატრადიციული, რკინა-ბეტონის შენობა.
სპეციალისტთა ნაწილი კი არ ეთანხმებოდა ამ მოსაზრებას. ისინი ფიქრობდნენ, რომ ტაძრის გამაგრება და მასზე გუმბათის დადგმა ამგვარი კონსტრუქციების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.
2012 წელს რესტავრაცია დასრულდა.
საზოგადოებაში არ წყდება პოლემიკა რესტავრაციის ავ-კარგიანობაზე.
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება.
7. arqiteqturuli aRwera
|
gegma |
ა) ტაძარი ტრიკონქის ტიპის ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა, ჯვრის გვერდითი შვერილი მკლავებითა და ოთხი თავისუფლად მდგარი გუმბათქვეშა ბურჯით. ეს ფორმა ქმნის ფართო შიდა სივრცეს და აზოგადებს შენობის ყველა ნაწილს კომპოზიციის ძირითად სივრცესთან დაქვემდებარებით. ცილინდრული თაღით გადახურული ტაძრის შინაგანი სივრცე აღმოსავლეთით, სამხრეთითა და ჩრდილოეთით კონქით დახურული ნახევრადწრიული აფსიდით მთავრდებოდა. საგრძნობლად გაფართოებული დასავლეთის სამნავიანი მკლავის გვერდითა ნავები ორ-ორ სართულიან მოცულობებს - პატრონიკეებს ქმნიდა. მეორე სართულის სათავსოები ერთმანეთთან დაკავშირებული იყო მკლავის დასავლეთ ნაწილში შექმნილი ფართო გასასავლელით. აქ ჩრდილოეთის მონაკვეთში მოთავსებული კიბით ადიოდნენ. ორ სართულად იყო განთავსებული აგრეთვე აღმოსავლეთის საკუთხევლის გვერდითა სათავსოები. სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავები გუმბათქვეშა კვადრატის მიმართაა მთელ სიგანესა და სიმაღლეში განვითარებული. შინაგანი სივრცის ეს გადაწყვეტა მკვეთრად არის გამოვლენილი გარეთა მასებში. სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავი გამოსულია ნაწილების შემაერთებელი ხაზებიდან. ეს ხაზს უსვამს ჯვარგუმბათიანი გეგმის კონცეპციას. ხუროთმოძღვარი მკლავების გამოწევით შექმნილ უბეებს გონებამახვილურად იყენებს: ქმნის მასათა განლაგებაში დამატებით საფეხურს, დასავლეთ ნაწილში სამივე ფასადზე გარშემოსავლელის მოთავსებით.
ბაგრატის ტაძრის ხუროთმოძღვარმა, როგორც ვთქვით, გუმბათი მაღალ ბოძებს დააყრდნო, ხოლო ფასადებზე სიბრტყიდან სიბრტყეზე, ფასადიდან ფასადზე გადავლებული არმატურის ერთიანი სისტემა იხმარა. ეს სიახლე იყო მშენებლობის ხელოვნებაში.
|
fasadi |
განსხვავებული მიდგომა შესამჩნევია ფასადების დამუშავებაშიც: ასე მაგალითად, თუ ნაგებობის დასავლეთ ფასადზე პილასტრები სწორკუთხედის განივკვეთის მქონე ძლიერ სიბრტყეებს წარმოადგენს, აღმოსავლეთ ნაწილში პილასტრების დანიშნულებას რამდენადმე თხელი და დაბალი რელიეფის მქონე სამი ლილვი ასრულებს. აღმოსავლეთი ფასადი განსაკუთრებით შთამბეჭდავია - ხუთი დეკორატიული თაღითა და ორი ღრმა ნიშით.
ასეთივე განსხვავებაა კაპიტელისა და ბაზების გაფორმებაში. თუ პირველი ოსტატის მიერ ბაზებად გამოყენებულია ჭურჭლის მაგვარი, პლასტიკურად მოდელირებული ძლიერი ფორმა, საიდანაც ლილვის სახით ამოდის ქვაში გაცხოველებული რტო, რომელიც მიჰყვება ძლიერ პილასტრს და ხაზს უსვამს არქიტექტურას, მეორე ოსტატი მშრალი კვეთით შესრულებული ბრტყელი ლილვებით შედგენილი პილასტრებით მოხაზავს ჩამოყალიბებულ კომპოზიციას.
კედელ-კამარებსა და იატაკს მოზაიკა ამკობდა (იატაკზე დღესაც მოჩანს მისი ფრაგმენტები).
ტაძრის ინტერიერსა და ეზოში აწყვია ქვაზე ნაკვეთი, რელიეფებითა და ორნამენტით შემკული დეტალები და ფრაგმენტები, რომლებიც ტაძრის შიდა კედლებსა და ფასადებს ამშევენებდა.
|
|
karibWeze gamosaxuli CuqurTmebi |
Crdilo-aRmosavleTis xedi |
ბ) ტაძარს უკეთესი დაცვის მიზნით შემოვლებული ჰქონდა ქვის გალავანი. გალავნის შიგნით აგებული იყო დამხმარე ნაგებობანი (პალატები) და არქიტექტურულად გაფორმებული ქვის სამრეკლო.
გ) სამსართულიანი კოშკი ტაძრის მშენებლობის დასრულებამდეა აგებული. ის მის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში მდებარეობს და დღემდე შედარებით უკეთაა შემონახული. სამივე სართულში თითო ოთახია, ბუხრებითა და თახჩებით. ამ კოშკში, სავარაუდოდ, ქუთაისში მჯდარი ეპისკოპოსი ცხოვრობდა.
დ) შენობის დასავლეთისა და სამხრეთ მკლავებს ტაძრის აშენებიდან ორიოდე ათეული წლის შემდეგ მიაშენეს მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭეები. ამათში უკეთ შემონახული სამხრეთის კარიბჭე იხსნება ორ მრავალწახნაგა და სვეტზე დაყრდნობილი სამმაგი თაღით და დახურულია ვარსკვლავებრი, მოჩუქურთმებული კამარით. ამავე კარიბჭეში შემორჩენილია ფრესკის კვალი - ღვთისმშობლის გამოსახულება. სვეტისთავებისთვის ფართოდაა გამოყენებული სკულპტურული კომპოზიცია ფანტასტიკური ცხოველების, ფრინველებისა და მცენარეულ მოტივებზე.
|
|
moxatuloba |
karibWe |
8. Zeglis daqvemdebareba da statusi:
ბაგრატის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ქუთაის-გაენათის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი მოქმედია.
9. gamoyenebuli masalebi
1. ვ. ბერიძე - "ბაგრატის ტაძარი"". დროშა 1987წ, #4
2. ვ. ცინცაძე - "ბაგრატის ტაძარი", თბილისი 1964წ
3. ირ. ციციშვილი - "ქართული არქიტექტურის ისტორია". თბილისი 1955წ
4. დ. ჩაკვეტაძე -""ძეგლი უქიმერიონზ" ე. თბილისი 1964წ
5. გ. ჩუბინაშვილი - ქართული ხუროთმოძღვრება საშუალო საუკუნეებში და მისი სამი მთავარი კათედრალი". არილი კრ. 1925წ
6. ფოტოების ავტორი - გიორგი კიღურაძე, ლიდა კაპანაძე.
10. marSruti
დადგინდება;
11. bmulebi
http://ka.wikipedia.org
http://www.nplg.gov.ge
http://forum.gol.ge
http://www.regions.ge
http://istoria.ge
http://www.karavi.ge
http://skola.edu.ge
http://www.monument.ge/
http://kirieeleison.vipik.ru
დამატებითი ფოტო მასალა: http://www.dzeglebi.ge/galerea/bagrati
|