Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

foto foto

jumaTis monasteri

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია (მთავარი ტაძარი), ხარების ეკლესია, მირქმის ეკლესია, სამრეკლო, გალავანი.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

ჯუმათის მონასტერი ცნობილია სიძველეებით: აქ იყო მრავალი ძვირფასი ხატი, ისტორიული პირებისა და თარიღების შემცველი წარწერები. მათ შორის: მამია გურიელისა და დედოფალ თინათინი8ს მიერ შეწირული Gაბრიელ და მიქაელ მთავარანგელოზების ოქროს ხატი, გიორგი გურიელისა და დედოფალ ელენეს მიერ შეწირული მიქაელ მთავარანგელოზის ოქროს ხატი უამრავი ძვირფასი თვალით შემკული, მათივე შეწირული მიქაელ მთავარანგელოზის ოქროს ხატი, რომელსაც შარავანდედის ირგვლივ 7 ძვირფასი თვალი და 12 მარგალიტი ჰქონდა. ხატის კარედზე მიქაელ და Gაბრიელ მთავარანგელოზთა მოღვაწეობის სცენები იყო გამოხატული, მარეხ ანთიძის მიერ შეწირული მაცხოვრის მოოქვრილი ვერცხლის ხატი, მიქაელ და გაბრიელმთავარანგელოზთა რელიეფური გამოსახულებით, გიორგი გურიელის, მისი ძმის ლომასა და მეუღლის ადასუჯანის მიერ შემკული მიქაელ მთავარანგელოზის ოქროს ხატი, კახაბერ გურიელის მიერ შეწირული Gაბრიელ მთავარანგელოზის ხატი, ეს ორი ხატი განსაკუთრებული მნიშვნელობისა იყო.
ჯუმათის მონასტრის საგანძურში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ვეებერთელა საწინამძღვრო ჯვარს, ბაჯაღლო ოქროს ბურთულით, რომელსაც გუმბათიანი ეკლესიის ფორმა ჰქონდა. ჯვრის მკლავებზე წმინდანები იყვნენ გამოსახულნი, ჯვარი ძვირფასი თვლებით იყო შემკული. იგი მონასტრისათვის გიორგი გურიელსა და დედოფალ ხვარამზეს შეუწირავთ.

2000 წლიდან მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარეობს სამსართულიანი კომპლექსის მშენებლობა, რომლის პირველ სართულზე სატრაპეზო მოეწყობა, მეორეზე – ბერების სენაკები, ხოლო მესამე სართული სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისათვის განკუთვნილ რეზიდენციას დაეთმობა. მშენებლობის ძირითადი დამფინანსებელი არის რომან მელია.

 

3. adgilmdebareoba

ჯუმათის მონასტერი მდებარეობს საქართველოში, გურიის მხარეში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მის ჩრდილოეთით 10 კმ-ის მოშორებით.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

ჯუმათის მონასტერი საეკლესიო და საგანმანათლებლო ცხოვრების მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა. მონასტრის მამასახლისს ნიკოლზს (XV-XVI სს.) უმოგზაურია კლარჯეთში და იქიდან ხუთი ძველი ხელნაწერი გადმოუტანია: სახარება (დღეს ადიშის სახარების სახელით ცნობილი), მრავალთავი, ხელთკანონი მამათა წიგნი და კითხვა-მიგება. ამათგან სახარება, ხელთ-კანონი და მამათა წიგნი შატბერდის მონასტრიდან წამოუღია.
ჯუმათის მონასტერში გადაუწერიათ ჯუმათის გულანი, რომელიც ჩვენამდე მოღწეული არ არის.
1827 წელს მიიცვალა უკანასკნელი ჯუმათელი ეპისკოპოსი ნიკოლოზი, რის შემდეგაც მონასტრის ძმობამ კლება დაიწყო. 1844 წელს ექზარხოზის გადაწყვეტილებით ჯუმათის საეპისკოპოსო კათედრა დახურეს. ამავე წელს შეიქმნა გურიის ეპარქია. ეგზარხოსის 1 აპრილის ბრძანებით გურიის საეპისკოპოსოს კათედრად დადგენილი იქნა ჯუმათის მონასტერი. გურიის მწყემსთმთავარი 1886 წლამდე იჯდა ჯუმათში.
კომუნისტური რეჟიმის დროს ჯუმათის მონასტერში მხოლოდ ერთი ბერი – მღვდელმონაზონი იოანე (გოგუა) ცხოვრობდა. მამა იოანე ათეისტებისგან მრავალ შეურაცხყოფას იტანდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი დადიოდა და ჩუმად ნათლავდა ხალხს. მას მორწმუნე ვერიჩკა ჩხარტიშვილი უვლიდა, რომელსაც თავის დროზე მამა იოანემ ავადმყოფი შვილი მოუნათლა და ამით ბავშვი სიკვდილს გადაარჩინა. დევნილი ბერი 1959 წელს გარდაიცვალა.
ამის შემდეგ მონასტრის ტერიტორიაზე რამდენიმე წელი სამხედრო ნაწილი იყო განთავსებული. ქვემეხიდან გასროლით სამხედროებმა დაანგრიეს მონასტრის სამრეკლო, რომელიც განთქმული იყო თავისი ჟღერადობით. გადმოცემის თანახმად, მისი ზარების ხმა ზუგდიდში, ოზურგეთსა და ქუთაისშიც კი ისმოდა. მომდევნო წლებში აქ პიონერთა ბანაკი დამკვიდრდა. იგი XX ს-ის 80-ან წლებში გაუქმდა. მას შემდეგ, რაც უეცრად ამოვარდნილმა ქარმა მთის წვერზე მდგომ მთავარანგელოზთა ტაძარს სახურავი მოხადა და ბანაკზე გადმოიტანა.
XX საუკუნის დასაწყისში მონასტერი არაერთგზის გაუძარცვავთ. დაიკარგა უამრავი სიწმინდე. 1924 წლისათვის ჯუმათის მონასტრის სიძველეთაგან თითქმის არაფერია დარჩენილი. სამონასტრო ცხოვრება ჯუმათში 1990 წლის 21 ნოემბერს აღდგა.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

ჯუმათის მონასტერს გარს ქვის გალავანი არტყია. ეზოში შესასვლელი სამრეკლოდანაა. თავად სამრეკლოს ზედა ნაწილი დანგრეულია. იგი ექვს სარკმელდატანებული, გუმბათიანი, ქვით ნაშენი ნაგებობა ყოფილა. დღეისათვის მონასტრის ტერიტორიაზე სამი მოქმედი ტაძარია: მთავარანგელოზთა ტაძარი, მასზე მიდგმული ხარების შედარებით მცირე ზომის ეკლესია და მირქმის ტაძარი, აგებული 1998 წელს.
მთავარი ტაძარი ერთნავიანი ბაზილიკაა. 1847 წელს იგი რუხი პორფირის ქვებით მოუპირკეთებიათ. სამხრეთის მხრიდან კი მიუშენებიათ ღვთისმშობლის სახელობის ეკვდერი. ამავე ტაძარს დასავლეთ ფასადზე მიშენებული აქვს სამრეკლო (1904 წლის ნაგებობა). ტაძრის აგების თარიღი უცნობია. დ. ბაქრაძე მას შემოქმედის მონასტერზე ადრინდელად მიიჩნევს.
ეკლესია მოხატულია. ფრესკები XVI-XVII სს თარიღდება.

moxatuloba


მირქმის ტაძარი ცილინდრული ფორმისაა, მოხატულია 1999 წელს დავით ჯიბლაძის მიერ.

 

 

 

 

 

8. Zeglis statusi da mdgomareoba:

ჯუმათის მონასტერი შემოქმედის ეპარქიის დაქვემდებარებაშია და მოქმედია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ5, 1990წ.

10. marSruti

დადგინდება.

11. bmulebi

არ მოგვეპოვება.

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016