Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

Jinvalis (nasoflari) eklesia
(gviand. Sua ss.)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია და სამაროვანი.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

ნასოფლარ ჟინვალის  ეკლესია და სამაროვანი ნასოფლარ ჟინვალის ეკლესია მდებარეობს მდებარეობდა საქართველოში, მცხეთა–მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოეთით 11 კმ–ში, წყალსაცავით დატბორილ ტერიტორიაზე მდებარე ნასოფლარ ჟინვალის სამხრეთ ნაწილში. ამჟამად დაფარულია წყლით.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

1973–76 წელს გათხარა აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი რ. რამიშვილი).

ძეგლი, 1985 წლიდან მოქცეულია ჟინვალჰესის წყალსაცავით დატბორილ ზონაში.


6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

ა) ეკლესია (6,7X4,8 მ) ნაგები იყო ნატეხი ქვით, აგურითა და რიყის ქვით. განეკუთვნებოდა გვიანდელ შუასაუკუნეებს. შემორჩენილი იყო ნახევარწრიული აფსიდის სამხრეთ გვერდისა და სამხრეთ კედლის ნაწილი. (სიმაღლე 0,7მ). ეკლესიაში გამოვლინდა მოგვიანებით მოწყობილი კერის კვალი, სამშენებლო იარაღის, საოჯახო და სამეურნეო თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. ეკლესიაში და მის გარშემო გათხრილია რამდენიმე უინვენტარო ორმოსამარხი.

ბ) სამაროვანზე გათხარეს I-III საუკუნეების ორი სამარხი. აღმოჩენილია არქეოლოგიური მასალა (სამტუჩა, ხორკლიანზედაპირიანი, მუცლიანი ხელადა, რკინისა და ბრინჯაოს რგოლები, საკინძი, შუბისპირი, დანა, მინისა და გიშრის მძივები, ბრინჯაოს აბზინდა და სხვა.) აღმოჩენილი მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.


8. Zeglis daqvemdebareba da statusi
ნასოფლარ ჟინვალის ეკლესია, თავისი ადგილმდებარეობის მიხედვით წილკნისა და დუშეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა - ტ2. 2004წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

არ მოგვეპოვება.

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016