Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

ჭულეს (ჭულევი) მონასტერი
(XI, XIV სს)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

წმ. გიორგის ეკლესია, სამრეკლო (აღარ არსებობს), ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია.

 

2. mniSvnelovani da saintereso informacia

XI საუკუნეში ჭულევის მონასტერი ქართული სასულიერო კულტურის მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა და მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარე ქრისტიანული სულიერებისა და კულტურის ცენტრებთან. ჭულევის მონასტერში მოღვაწეობდა სტეფანე ჭულეველი (XI ს.), რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა შავი მთის (სირია) მწიგნობართა შორის.

 

3. adgilmdebareoba

ჭულეს (ჭულევის) მამათა მონასტერი მდებარეობს საქართველოში, სამცხე–ჯავახეთის მხარეში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე სამცხეში, ადიგენიდან ჩრდილოეთით 5 კმ-ის დაშორებით, მდინარე ქვაბლიანის მარცხენა ნაპირზე, კლდეების ძირში.

 

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

სახელწოდება „ჭულევი“ მომდინარეობს სიტყვიდან „ჭური“, რომელიც ძველ ქართულში ჩავარდნილ, ჩაფარებულ ადგილს ნიშნავდა. მონასტრის ადგილმდებარეობა სავსებით შეესაბამება ამ სახელწოდებას. მისი სახელი სამი ვარიაციული ფორმით იხმარება: „ჭულე“, „ჭულევი“ და „ჭულები“.
ვახუშტი ბატონიშვილი ჭულევის მონასტრის შესახებ არანაირ ცნობებს არ იძლევა. ექვთიმე თაყაიშვილის აზრით, წმ. გიორგის ეკლესია 1301 წლამდე უნდა ყოფილიყო აშენებული, ხოლო ვახტან ბერიძის მოსაზრებით კი ტაძრის აგებაც და მოხატვაც არსენის მიერ 1381 წელს მომხდარიყო, თუმცა თავად სამონასტრო ცხოვრება აქ ადრინდელი დროიდან გაჩაღებულა. ტაძრის ადგილას უწინ არსებობდა წმ. გიორგის სალოცავი, რაზეც მიგვანიშნებს ტაძრის ჩრდილოეთ კედლის საფეხურში ჩატანებული ადრე შუა საუკუნეებით დათარიღებული მეორადი გამოყენების ჩუქურთმიანი ქვები და ასომთავრულით შესრულებული ფრესკული წარწერა, რომელიც მხატვარ არსენის ეკუთვნის. წარწერის მიხედვით, ეკლესიის აშენება-მოხატვა ჭულევის წმ. გიორგის უკვე არსებული ხატის შეწევნად მიიჩნევა: „შეწევნითა ღვთისაითა და წმიდის გიორგი ჭულისაითა, სრულ იქმნა ეკლესია ესე ჭულისაი ხატებითა ხელითა მხატვრისა არსენი თ---თა--- შეუნდნეს ღმერთმან--- ქკს ითა (1381 წ.)“.

XI საუკუნეში ჭულევის მამათა მონასტერი ქართული სასულიერო კულტურის მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა და მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარე ქრისტიანული სულიერებისა და კულტურის ცენტრებთან. აქ, ჭულევის მონასტერში მოღვაწეობდა სტეფანე ჭულეველი (XI ს.), რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა შავი მთის (სირია) მწიგნობართა შორის. სტეფანე იყო ქართველი მწიგნობრის, ეფრემ მცირის თანამოღვაწე და მოიხსენიება XI საუკუნეში გადაწერილ მრავალ ხელნაწერში.
შემდგომ ხანებში, სამცხის მმართველის, ათაბაგ აღბუღა შალვას ძე ჯაყელის (1374-1391 წწ) მიერ ჭულევის ეკლესია-მონასტრის აღდგენა-განახლების მერე, მონასტერს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა სამცხის კულტურულ-იდეოლოგიური ცხოვრებაში. აქ შეუმუშავებია ათაბაგს სამოქალაქო ხასიათის კანონები, რომელშიც ეკლესიისა და მის მსახურთა შესახებაცაა საუბარი, აქვე, ჭულევის მონასტერში მოიწვია აღბუღამ ცნობილი საკანონმდებლო კრებაც.

ქვეყნის მძიმე პოლიტიკური ვითარების გამო, ჭულეში თანდათანობით მიცხრა სამონასტრო საქმიანობა, ხოლო 1595 წელს, ოსმალური აღწერის დროისათვის, კი სრულიად შეყწდა.

ამის შემდეგ იგი წყაროებშიც აღარ მოიხსენიება. XV-XVI საუკუნეებში ადგილობრივ მცხოვრებთ, გადარჩენის მიზნით, ჩამოუხსნიათ ეკლესიის ზარები და, ღვთისმსახურებისთვის საჭირო სხვა ინვენტართან ერთად, ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით ტყეში მიწაში ჩაუფლავთ. ეს ზარები და ვერცხლის ბარძიმის ფრაგმენტი XX საუკუნის 80-იან წლებში შემთხვევით, ხის მოჭრისას უპოვია ზანაველ მეტყევეს კაკო ხოზრევანიძეს, რომელსაც ისინი ახალციხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმისთვის ჩაუბარებია. ამჟამად ზარები ეკლესიაშია დაბრუნებული, ერთი ტაძართან ჰკიდია, მეორე კი - სატრაპეზოს შესასვლელში.

შემდგომ საუკუნეებში ტაძარი იძარცვებოდა გამაჰმადიანებული მოსახლეობის მიერ.

XIX საუკუნეში, ჭულეს ეკლესია ადგილობრივმა მოასახლეობამ უფასო ქვის სამტეხლოდ გადააქცია.
1849 წელს, ეს ტაძარი მოინახულა მარი ბროსემ. მან აღნიშნა ძეგლის დაბალი მხატვრული ღირსებები და აგრეთვე წაიკითხა ფრესკული თარიღიანი და დღეისთვის დაკარგული ლაპიდარული წარწერები. ამის შემდგომ, არაერთმა მეცნიერმა ინახულა ჭულევის ეკლესია. მათ შორის იყვნენ დიმიტრი ბაქრაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ბოჭორიძე (1932-33 წლებში), ვახტანგ ბერიძე და სხვა.

მონასტრის შეკეთება 1935-36 წლებში უცდიათ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ძეგლთა დაცვის განყოფილებას (არქიტექტორი ხმელევსკი), რაც ძეგლის ძლიერი დამახინჯებით დასრულდა. ამ „რესტავრაციის“ დროს უკვალოდ გაქრა მაშინ ჯერ კიდევ შემორჩენილი სამრეკლო, ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით პატარა ეკლესია, სამხრეთის მხარეს სხვა ნაგებობანი.

1977 წელს დაიწყო ხელახალი აღდგენითი სამუშაოები (არქიტექტორი ქ. ჩიხაძე), რომელიც შეწყდა 1988-89 წლებში თანხების უქონლობის გამო.

1999 წელს აღსდგა სამონასტრო ცხოვრება. ამავე დროს დაიწყო სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო სამუშაოები (არქიტექტორი ქ. ჩიხაძე): მთავარი ტაძრის უკან, ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან, აშენდა საცხოვრებელი ბერებისათვის; მონასტრის კარიბჭესთან დაიდგა მონუმენტური ქვაჯვარი „ჭულევის ჯვართამაღლება“ (მოქანდაკე რ. კორშია).

აღდგენით სამუშაოებში მონასტერს მხარში ამოუდგა თსუ მესხეთის ფილიალის (დირექტორი მ. ბერიძე), გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი (დეკანი რ. კორშია). მათი დახმარებით ტაძარს შეება კარი, დამზადდა ღვთისმსახურებისთვის საჭირო ინვენტარი, დაიწერა ხატები, გაკეთდა კანკელი (ავტორი - გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტის პედაგოგი ს. ჯვარიძე). ჭულევის სარესტავრაციო სამუშაოებს აფინანსებს გერმანიის საელჩო (ელჩი უვე შრამი). რესტავრაცია დღესაც გრძელდება. მესხეთის ფილიალის გარდა, სამუშაოებში 2003 წლიდან მონაწილეობენ თსუ (კახეთის მხარის) სიღნაღის ფილიალის სტუდენტებიც (ხელმძღვანელი გ. ჩერქეზიშვილი), რომელთა ექსპედიციაც 2005 წლის ზაფხულში დააფინანსა თეოლოგიის პროფესორმა ბერნარდ სუინ დე ბუტემარდმა (გერმანია). ბატონი სუინ დე ბუტემარდი და ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის უნივერსიტეტის მოწვეული მასწავლებელი ქალბატონი მარგარეტ ვეგმანი (გერმანია) სარესტავრაციო სამუშაოებისთვის თანხების მოძიებას ახლო მომავალშიც გეგმავენ.

 

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

samonastro kompleqsis gen-gegma

ა) ჭულევის წმ. გიორგის ეკლესია თლილი ქვით ნაშენი გუმბათიანი ეკლესიაა. აგებულია 1381 წელს, ათაბაგ აღბუღა შალვას ძე ჯაყელის მიერ. თავისი არქიტექტურით მიეკუთვნება საფარისა და ზარზმის ჯგუფს. საშენ მასალად ტაძრის კედლების შიგა პირისთვის მეტ-ნაკლებად წესიერი ფორმის, წინაპირჩამოთლილი, ლოდებია გამოყენებული. ბურჯები, პილასტრები, საბჯენი თაღები, გუმბათი, საკურთხევლის კედელ-კამარები თლილი ქვითაა ნაშენი. ტაძრის გეგმა და შიგა სივრცე ტიპურია - იგი ოდნავ წაგრძელებული, გეგმით სწორკუთხა ნაგებობაა შვერილების გარეშე. გუმბათი დაყრდნობილია საკურთხევლის კედლებსა და ორ ჯვარისებრ გუმბათქვეშა ბურჯზე. საკურთხევლის აფსიდში 2 ნიშია. სამკვეთლოსა და სადიაკვნეს აღმოსავლეთით აფსიდები აქვთ. შესასვლელი ორია - დასავლეთით და სამხრეთით. აფსიდებში დატანებულია თითო სარკმელი, დასავლეთის კედელზე - სამი, ხოლო გუმბათის ყელში - ექვსი. კონქის ქუსლის სიმაღლეზე პროფილირებული სარტყელი გარს უვლის მთავარ ჯვაროვან სივრცეს. თვალში მოსახვედრია ცრუპატრონიკეები, როგორც ზარზმაში.
გუმბათქვეშა ბურჯები ორ მასიურ საფეხურზე დგას. ბურჯების პროფილში, ისევე როგორც ზარზმაში, გამოყოფილია კუთხის ლილვები, რომლებიც მთელ სიმაღლეს მიყვება შეუწყვეტლად.
სვეტისთავები აქ თავისებურია. მისი ფორმა წარმოადგენს გადმოშვერილ თაროს, რომელიც წრეთარგით ერთვის ბურჯის სიბრტყეებს. დეტალებით ეს სვეტისთავები განსხვავდება ერთმანეთისაგან: სხვებზე უფრო რთული და საინტერესოა ჩრდილო-დასავლეთისა, რომლის კუთხეებში თითქოს სტალაქტიტის ფორმა ისახება. კვარცხლბეკზე იგივე ფორმა (სარკისებრი შებრუნებით) სრულიად გარკვევით ჩანს.
სვეტისთავების ზემოთ, პანდატივების ქვემო კუთხეში, ძლიერი შვერილი დიდი ბურთულებია ჩასმული.

taZris gegma

დეკორატიული ხასიათი აქვს პატრონიკეთა თაღების დასაყრდენ ბურჯებსაც, რომელთა ვიწრო მხარეები (ჩრდილოეთისა და სამხრეთისა) შეწყვილებული სვეტების სახითაა დამუშავებული. ძველ ფოტო-სურათებზე ჩანს, რომ ეს ბურჯები მთლიანად მოხატული ყოფილა. ბურჯების კვარცხლბეკები ქვემო კედლის მასივშია ჩამჯდარი.
ოსტატობის დაქვეითბის აშკარა მაჩვენებელია ჩრდილოეთისა და სამხრეთის მკლავთა გარე კედლების დამუშავება (შიგნიდან). ორსავ კედლის მთელ სიგანეზე თაღოვანი მოხაზულობის მქონე მცირე ჩაღრმავებაა გაკეთბული; ამგვარად კედელი ორ არედ იყოფა. სამხრეთით სარკმელი ზედ თაღზეა დამჯდარი. ამ თაღის ქვეშაა მარჯვენა კუთხეში, ტაძარში შესასავლელიც.
სადიაკვანესა და სამკვეთლოში, რომლებიც სწორკუთხა, შედარებით დაბალი, შესასვლელებით უკავშირდება მთავარ სივრცეს, რაიმე საინტერესო ხუროთმოძღვრული დეტალი არ გააჩნია.

ფასადთა დამუშავება პრინციპულად იგივეა, როგორც საფარასა და ზარზმაში:
უმარტივესი ფასადი ჩრდილოეთისაა. აქ მხოლოდ ერთი სარკმელია (შუაში) და მედალიონი მის ზემოთ. ეს ფასადი სხვებზე უკეთ არის შენახული.

varsklavisebri kamaris
Sua qva
rozeti samreklodan

სამხრეთ ფასადში ყურადღებას იქცევს დიდი შესასვლელი. იგი ცენტრალური ღერძის ოდნავ მარცხნივაა, მაგრამ მაინც შუა არეში. თაღოვანი სარკმელი და მისი „თანმხლები“ ორი მედალიონი (მარცხნივ და მარჯვნივ) აქაც ფასადის შუა ღერძს აღნიშნავს. ამ ფასადის ყველა დეტალი, სარკმლის ჩათვლით, ახალი წყობითაა შევსებული. ახალ წყობაში ორი ძველი ფრაგმენტი ჩაუტანებიათ: შესასვლელის თავზე - დანგრეული სამრეკლოს I სართულის ვარსკლავისებრი კამარის შუა ქვა და სარკმლის მარცხნივ ორნამენტული როზეტი, სავარაუდოდ ესეც სამრეკლოდან.

sigrZivi ganakveTi ganivi ganakveTi, xedi
aRmosavleTidan

დასავლეთის ფასადი სიმეტრიულია. სარკმელთან დაკავშირებული მაღალი ჯვრის მოტივი, დასავლეთით არის გამოყენებული. იგი ისევე უშუალოდ ებმის სარკმლის საპირეს, როგორც ზარზმაში.
ყველაზე მეტ ინტერესს ჭულეში აღმოსავლეთის ფასადი იწვევს, არა თავისი მხატვრული ღირებულებით, არამედ გამოყენებული მოტივებით. შუაში მოთავსებულ დიდ სწორკუთხა მთავარი სარკმლის მარცხნივ და მარჯნივ გაკეთებულია სამკუთხა ნიშები. ნიშები პატარაა, მცირე სიღრმისა.

ტაძარი შიგნით მოხატულია არსენის მიერ 1381 წელს. შემორჩენილია მის მიერ გაკეთებული ფრესკული წარწერა, რომელიც გვამცნობს: „შეწევნით ღვთისაითა და წმიდისა გიორგი ჭულისაითა, სრულ იქმნა ეკლესია ესე ჭულისაი ხატებითა ხელითა მხატვრისა არსენიც თ--- თა---- ... შეუნდვეს ღმერთმან ქკს ითა." ანუ ტაძარი მოიხატა 1381 წელს თავად არსენის მიერ. სამხრეთ კედელზე, შესასვლელის ზემოთ, ძლივს ირჩევა ამ ტაძრის ქტიტორები: სარგის-საბა, ბექა I მანდატურთუხუცესი, სარგის II სამცხის სპასალარი და მანდატურთუხუცესი, ყუარყუარე I ამირსპასალარი და ბექას უმცროსი ვაჟი შალვა სამცხის სპასალარი და ათაბაგი. ბექა ჯაყელი, საფარისა და ზარზმის მსგავსად, აქაც ეკლესიის მოდელით ხელშია, ანუ ეკლესიის უშუალო მაშენებლადაა წარმოდგენილი. მხატვრობის სხვა ნაწილებში საღვთო წერილების სიუჟეტებია გადმოცემული.
ბ) ჭულევის სამონატრო კომპლექსის ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობდა სამრეკლო, რომლისგანაც მხოლოდ ფოტოებია შემორჩენილი. ეს ნაგებობა მოინახულა ექვთიმე თაყაიშვილმა, რომელმაც დაახასიათა ეს ძეგლი მაღალი მხატვრული ღირსებებით.
მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების დროს გამოჩნდა სამრეკლოს საძირკველი ჩაშენებული აკლდამით და მრავალი ჩუქურთმიანი დეტალით.

samreklo

ფოტოებიდან გამომდინარე ხუროთმოძღვრულ-სტილისტური ანალიზით, სამრეკლოს საერთო აღნაგობა - ტრადიციულია. II სართულში, თაღებს შორის კედლის მასიური მონაკვეთებია. მორთულობა მთლიანობას მოკლებულია. II სართულის ორნამენტაცია - რეპერტუარის მხრივ სრულიად უინტერესო - შესრულებითაც მდარეა. ლილვები მოთავსებულია არა მარტო ფასადის სიბრტყეზე, არამედ წირთლებზეც, თაღების შიგა ზედაპირი - მალის შემომფარგვლელი - მოჩუქურთმებულია ისე, როგორც საფარის კარიბჭეში. ქვემო სართულის სამკაული, თუმცა მოტივების მხრივ აგრეთვე ერთფეროვანია, საგრძნობლად უკეთესადაა შესრულებული. ყურადღებას იპყრობს სამხრეთის არქივოლტის ორნამენტული მოტივი - კლაკნილი ლენტი ფოთლებით, საკმაოდ გავრცელებული წინა საუკუნეებში. ფოთლოვანი მოტივებია ბურთულებშიაც.
ფოტო სურათებიდან გამომდინარე, ქვემო სართულში თავდაპირველად ღია თაღები უნდა ყოფილიყო. ყოველშემთხვევაში, სამხრეთის თაღის შიგა კედელი შემდეგ ჩაშენებული ჩანს: იგი მოჩუქურთმებულ ზედაპირს ფარავს. ამგვარად, ჭულეს სამრეკლო საკმაოდ რთული ნაგებობა იყო. განსაკუთრებით საინტერესო ისაა, რომ თვით ეკლესიის მორთულობასთან სიახლოვეს სამრეკლოს მხოლოდ II სართულის ჩუქურთმა ამჟღავნებს; პირველი სართულისა კი, ეჭვს გარეშეა, ყოველმხრივ უფრო მაღალ დონეზე მდგარა და ხარისხით უფრო მეტად უახლოვდებოდა საფარასა და ზარზმას. ფანჩატურის გუმბათის წყობა მოწმობს, რომ მშენებლობის ტექნიკა აქ ჯერ კიდევ პროფესიულ დონეზე იდგა.

RvTismSoblis samlocvelo

გ) ჭულევის წმ. გიორგის ტაძრის სამხრეთით მდებარეობდა ღვთისმშობლის სახელობის პატარა სამლოცველო, რომელსაც ამშვენებდა ხელოსნის რელიეფური გამოსახულება პატარა ზედწერილით. 1984 წლის სამუშაოებისას აღმოჩენილი ეს რელიეფი დაიკარგა. 2011 წელს აღდგენითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ, სამლოცველო მთლიანად აღდგენილ იქნა.


 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ჭულევის (ჭულეს) მამათა მონასტერი ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი მოქმედია..

 

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. გურამ კუტალაძე, ო. მაისურაძე - „ჭულე“, გამომცემლობა „უნივერსალი“, თბილისი, 2008 წ.
2. ვ. ბერიძე - „სამცხის ხუროთმოძღვრება“, თბილისი, 1955 წ, გვ. 139-151;
3. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.11, თბილისი, 1987 წ.
4. ინტერნეტ ბმული -

http://www.orthodoxy.ge

5. ფოტოების ავტორი – ნინო ნაროზაული და ზაზა ქარდავა.

 

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

www.orthodoxy.ge

http://saunje.ge

http://www.akhaltsikhe.ge

http://dzeglebi.com

http://novators.comoj.com

http://www.myvideo.ge

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016