saorbisis wm. giorgis
eklesia
(XI-XII ss)
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
ეკლესია გალავნითურთ.
2. mniSvnelovani da saintereso informacia
არ მოგვეპოვება.
3. adgilmdebareoba
საორბისის წმ. გიორგის ეკლესიამდებარეობს შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთ–დასავლეთით 25 კმ–ში, მდინარე თეძმის ხეობაში მდებარე სოფელ ფიცესის სამხრეთ გარეუბანში, მაღალ კლდოვან ბორცვზე.
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
საორბისის წმ. გიორგის ეკლესია ლიტერატურაში დათარიღებულია 1152 წლით. 1962 წელს სპეციალურმა სამეცნიერო-სარესტავრაციო სახელოსნომ ნაგებობა ნაწილობრივ აღადგინა, გადახურა და შეაკეთა ფასადები.
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება.
7. arqiteqturuli aRwera
|
fasadebi, grZivi ganakveTi da gegma |
საორბისის წმ. გიორგის ეკლესია დარბაზულია (17X12,5 მ), ნაგებია ქვიშაქვის კარგად გათლილ კვადრებით (შენობა დაზიანებულია). ეკლესიას შესასვლელი სამხრეთით, სამხრეთ-დასავლეთის მინაშენიდან აქვს. შენობის ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელი და ორი ნიშია. თითო სარკმელი ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებშია. ძლიერ დაზიანებული, ოსტატურდ ნაკეთი კანკელი საკურთხეველს დარბაზიდან ყოფს. შენობის თანადროულია მის შიგნით კედლებზე შემოჩენილი მოხატულობის ფრაგმენტები. საკურთხევლის კონქში ვედრების კომპოზიციაა. ჩანს მაცხოვრის მარჯვენა ტერფი, რომელზეც შერჩენილია ოქროსფერი ოქრას სარჩული და ყავისფერი კონტურის ნაშთი, მოწითალო-ყავისფერი ქიტონის ფრაგმენტი და კვადრატული ფორმის, სწორკუთხედებად დაყოფილი ტახტის ფეხი. იქვე ჩრდილოეთის მხარეს ექვსფრთედის ფრაგმენტია. საკურთხევლის მეორე რეგისტრში ეკლესიის მამათა ექვსი ფიგურაა. გამოსახულებები ფრონტალურია. შედარებით უკეთაა შემონახული სარკმლის წირთხლების მოხატულობა. ასომთავრული წარწერის მოხედვით აქ ორი დიაკონია წარმოდგენილი: წმ. სტეფანე და წმ. გერმანოზი. წმინდანების შარავანდები სხვადასხვა ფერისაა: ეკლესიის მამებისა ყვითელია, დიაკვნებისა - მონაცრისფერო-იისფერი. ჩრდილოეთის კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში წარმოდგენილია იერუსალიმს შესვლა (შემორჩენილია მხოლოდ ცხენისა და მაცხოვრისკენ მიმართული ბავშვის გამოსახულების ფრაგმენტი). ამავე კედლის დასავლეთ ნაწილში ორი მოწამის წელზედა გამოსახულება გაირჩევა (ერთი მათგანი მეომარია). სამხრეთის კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში შემორჩენილია წმ. გიორგის ბრძოლა გველეშაპთან (დაზიანებულია). ცხენი წითური ფერისაა. შემოსასვლელის ტიმპანში გამოსახულია მაცხოვრის თავი. შემოსასვლელის თავზე, მისგან მარჯვნივ და დასავლეთის კედელზეც ცალკეულ სცენათა ნაშთებია შემორჩენილი, რომელთა გარჩევა არ ხერხდება. სამხრეთის კედლის სარკმლის წირთხლები მოხატულია მცენარეული ორნამენტით - სამფურცლიანი ყვავილებით, ყვითელი ყლორტებითა და შავ ფონზე მტვრიანებით, რაც დამახასიათებელია XI-XII საუკუნეების ქართულ მონუმენტურ მხატვრობისათვის. მხატვრობის კოლორიტი თავშეკავებულია. უმთავრესად გამოყენებულია მოწითალო-აგურისფერი, ოქროსფერი ოქრა, ცისფერი, მოწითალო-ყავისფერი და ნაცრისფერი. ფიგურები სტატიკურია, გამოირჩევა სიმკაცრით.
შენობა მაღალ ცოკოლზე დგას. ეკლესიის დასავლეთ ფასადი კლდოვან ფერდს გადაჰყურებს. აღმოსავეთისა და სამხრეთის სარკმლების განიერი საპირეები შემკულია კარგად ნაკვეთი მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტით. აღმოსავლეთ ფასადზე, ფრონტონის წვერში, ამოკვეთილია თანაბარმკლავიანი ჯვარი. ამავე ფასადზე, სარკმლის თავზე, კედელში ჩასმულ ფილაზე ასომთავრული წარწერაა, რომელიც გვამცნობს ეკლესიის ამშენებლის ვინაობას (კახა ერისთავთ-ერისთავი) და აგების თარიღს. ეკლესიის ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებზე მიდგმულია გალავანი, რომელშიც სამხრეთ-დასავლეთით გაჭრილია კარი.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
საორბისის წმ. გიორგის ეკლესია სამთავისისა და გორის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ5, 1990წ.
10. marSruti
დადგინდება;
11. bmulebi
http://ka.wikipedia.orge
http://www.nplg.gov.ge
http://dzeglebi.com
|