fetvisxevis mariamwmindis
eklesia
(IX-X ss)
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
ეკლესია და მისი მინაშენი.
2. mniSvnelovani da saintereso informacia
არ მოგვეპოვება.
3. adgilmdebareoba
ფეტვისხევის მარიამწმინდის ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთ–დასავლეთით მდებარე სოფელ ფეტვისხევიდან ჩრდილო-დასავლეთით, 3 კმ-ზე, ე.წ. „შავტყეში“, მდ. ტანის ხეობაში.
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
ფეტვისხევის მარიამწმინდის ეკლესია თარიღდება IX-X საუკუნეებით. ზოგიერთი დეტალი კი უფრო გვიანდელი პერიოდისაა: მოხატულობა-XII-XIII საუკუნეების; კანკელი- XV-XVI საუკუნეებისა.
ეკლესიის კანკელის არქიტრავის ასომთავრულ წარწერაში მოხსენიებულია ზაქარია ფანასკერტელი, რაც მოწმობს, რომ გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ეკლესია და მისი მიდამოები ამ გვარის ფეოდალთა საუფლო იყო.
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება.
7. arqiteqturuli aRwera
|
gegma |
ა) ფეტვისხევის მარიამწმინდის ეკლესია დარბაზულია (12,25X11,1მ.), ნაგებია ძირითადად ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთითაა. აღმოსავლეთით და დასავლეთით თითო სარკმელია. სამხრეთით - ორ-ორი. ღრმა ნახევარწრიულ აფსიდს მაღალი დასაჯდომი გასდევს. აფსიდის ცენტრში დგას ქვით ნაშენი სატრაპეზო. დარბაზი გადახურულია ნახევარწრიული კამარით, რომელიც მძლავრად გამოშვერილ ერთსაფეხურიან პილასტრებსა და თლილი ქვის საბჯენ თაღებს ეყრდნობა. აფსიდის სამხრეთ კედელზე შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები, რომელიც სტილისტური ნიშნებით XII - XIII საუკუნეებს განეკუთვნება. საკურთხეველი დარბაზის იატაკიდან ორი საფეხურით არის ამაღლებული, აქ იდგა XV – XVI საუკუნეების ხის კანკელი (ამჟამად ინახება საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში). ჩრდილოეთისა და სამხრეთ კედლების მთელ სიგრძეზე.
|
|
aRmosavleTi fasadi |
ganakveTi samxreTisaken |
ბ) ეკლესიის თანადროული ორი მინაშენია. ორივე მინაშენი აღმოსავლეთით ეკლესიის აფსიდის კედლებში ღრმა ნიშით არის შეჭრილი. ეკლესიის აღმოსავლეთ კედლის ჩრდილოეთ კუთხეში გვიანდელი ფეოდალურ ხანაში მიუშენებიათ დარბაზული ეკლესია, რომელსაც კარი სამხრეთითა აქვს, სარკმლები აღმოსავლეთითა და სამხრეთით.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
ფეტვისხევის მარიამწმინდის ეკლესია სამთავისისა და გორის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ5, 1990წ.
10. marSruti
დადგინდება;
11. bmulebi
http://ka.wikipedia.org
http://www.nplg.gov.ge
http://www.saunje.ge
http://dzeglebi.com
|