Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

cxvariWamiis RvTismSoblis
didi saydari
(VII-IX ss
)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

სამეკლესიანი ბაზილიკა

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

ცხვარიჭამიის დიდი საყდარი მდებარეობს საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილო–აღმოსავლეთით მდებარე დაბა ცხვარიჭამიის განაპირას სამხრეთით, სასაფლაოსთან ხელოვნურ ტერასაზე.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

არ მოგვეპოვება.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

ganakveTi, fasadi, gegma

ცხვარიჭამიის დიდი საყდარი სამეკლესიიანი ბაზილიკაა (9,2X7,3), ნაგებია რიყის ქვით. კონსტრუქციულ ადგილებში გათლილი შირიმის ქვაა გამოყენებულია, ხოლო კედლის თაღებისათვის - აგური. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია.
შუა ეკლესია გვერდით ეკლესიებთან შედარებით უფრო ფართო და მაღალია. შესასვლელი ორი აქვს: სამხრეთით კედლის თაღებს შორის და დასავლეთით - სიმეტრიის ღერძზე. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია. ეკლესიის კამარა ეყრდნობა ორ შეკიდულ საბჯენ თაღს, რომელთა კონსოლების პროფილს თარო და დახრილი სიბრტყე შეადგენს. ეკლესიის აფსიდის ღერძზე თაღოვანი პარალელურწირთხლებიანი სარკმელია. მის სამხრეთით პატარა სწორკუთხა ნიშია. სამხრეთის კედელში გაჭრილია შიგნიდან სწორკუთხა, გარედან თაღოვანი სარკმელი. ეკლესიის გრძივ კედლებში ორ-ორი თაღოვანი ნიშია.
ჩრდილოეთის ეკლესიას დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს ჩრდილოეთიდან. აღმოსავლეთით სამკვეთლოა. სამკვეთლო შუა ეკლესიას სწორკუთხოვანი ღიობით უკავშირდება.
სამხრეთის ეკლესიის აღმოსავლეთ ნაწილში თაღით გამოყოფილია სწორკუთხა სათავსი (საკურთხეველი), რომელსაც კვერცხისებრი კამარა აქვს. საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში ერთი სარკმელია, სამხრეთ ეკლესიის სამხრეთ კედლის შუაში სამეკლესიიანი ბაზილიკის მთავარი შესასვლელია, რომელიც ორმალიან თაღედს წარმოადგენს, თაღებს შორის მრგვალი სვეტია.
ჩრდილოეთისა და სამხრეთის ეკლესიები ერთმანეთს შუა ეკლესიის დასავლეთ კედელზე მიდგმული კარიბჭით.
კარიბჭე  გეგმით სწორკუთხაა, იგი გარედან შუა ეკლესიისგან არ გამოიყოფა და მასთან ერთად საერთო ორფერდა სახურავითაა გადახურული. კარიბჭის გუმბათი უშუალოდ გუმბათის საფუძვლამდე ასულ ოთხ ტრომპს ეყრდნობა. თვით ტრომპების მრუდი სიბრტყეები საფუძვლით რამდენიმე კედელშია შეჭრილი. კარიბჭე გვერდითი ნავებისაკენ თითო ფართო თაღითაა გახსნილი, ხოლო მთავარ ეკლესიას სწორკუთხა შესასვლელით უკავშირდება. ეკლესიის აღმოსავლეთ და სამხრეთ ფასადებზე სარკმლები მარტივი სათაურებითაა მორთული.
ცხვარიჭამიის სამეკლესიანი ბაზილიკა მკვეთრად განსხვავდება ამ ტიპის სხვა ადრინდელ ნაგებობებისაგან - გვერდითი ეკლესიების დამაკავშირებელი დასავლეთის შემოსასვლელი გუმბათიანია.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ცხვარიჭამიის დიდი საყდარი მცხეთა–თბილისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.


9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, 5ტ., 1990წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://www.nplg.gov.ge

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016