Jinvalis (nasoflari) xerTvisis
kompleqsi
(ganviT. Sua ss)
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
ხუთსართულიანი ზურგიანი კოშკი, დარბაზული ეკლესია მინაშენით, სამი ნაგებობის ნაშთი, ქვითკირის ოთხი საწნახელი და გალავანი.
2. mniSvnelovani da saintereso informacia
არ მოგვეპოვება.
3. adgilmdebareoba
ჟინვალის ხერთვისის კომპლექსი მდებარეობდა საქართველოში, მცხეთა–მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოეთით 11 კმ–ში, წყალსაცავით დატბორილ ტერიტორიაზე მდებარე ნასოფლარ ჟინვალის ჩრდილოეთით, 4 კმ–ზე, მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე, კლდოვან კონცხზე, ადგილ ხერთვისზე და მოქცეულია წყალსაცავით დატბორილ ზონაში.
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
1972-74 წლებში გათხარა აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი რ. რამიშვილი). 1984 წელს სპეციალურ სამეცნიერო-სარესტავტაციო საწარმოო სახელოსნომ კოშკი და გალავანი გადაიტანა და აღადგინა დაბა ჟინვალთან.
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება.
7. arqiteqturuli aRwera
|
gengegma |
ა) კოშკი ზურგიანია, მდებარეობდა კომპლექსის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში და გალავნის წყობაში იყო ჩართული. კოშკს სწორი კედელი ეზოსკენ (აღმოსავლეთისაკენ) ჰქონდა მიმართული. შესასვლელები მოწყობილი იყო I და II სართულის დონეზე - ეზოს მხრიდან. IV სართულზე, ამავე მხარეს, ერთი ვიწრო და მაღალი სწორკუთხა სარკმელი იყო გაჭრილი. კოშკის დანარჩენი კედლები ყრუ იყო. სართული ქვის ფილებით იყო გადახურული. დანარჩენები - ხის ძელებით (შემორჩენილია ძელების ბუდეები).
ბ) დარბაზული ეკლესია ნაგები იყო ნატეხი ქვით. თითქმის მთლიანად იყო დანგრეული. კედლები შემორჩენილი იყო 0,6-1 მ სიმაღლეზე.
ეკლესიის სამხრეთ კედლის ქვეშ გათხრების შედეგად გამოვლინდა გვიანდელი ანტიკური ხანის ორმოსამარხი, რომელშიც ხელფეხმოხრილი მიცვალებული მარცხენა გვერდზე იყო დასვენებული. სამარხში აღმოჩნდა ბრინჯაოს სფერულთავიანი ყუნწგახვრეტილი საკინძი, შავი ქვიშაქვის სალესი და რკინის სამაჯური. ორი უინვენტარო ქვისსამარხი აღმოჩნდა გალავანზე შიგნიდან მიშენებული ერთერთი საწნახელის ქვეშ. ამ სამარხებში თითო მიცვალებული ესვენა.
კომპლექსის ტერიტორიაზე გამოვლინდა 40-ზე მეტი სხვადასხვა ზომის ქვევრი. ეზოს შუა ნაწილში, 1,4-1,6 მ სიღრმეზე, გამოვლინდა გვიანდელი ანტიკური ხანის ქოთნებისა და ხელადების ნატეხები. ჰუმუსოვანი ფენის ქვეშ, 1 მ სისქის კულტურულ ფენაში, აღმოჩენილია გვიანდელი შუა საუკუნეების მოჭიქული და მოუჭიქავი წითელკეციანი ჯამების ფრაგმენტები, ფაიანსის ფიალა, მეფე გიორგი III-ის, თამარისა და ლაშა გიორგის დროინდელი თითო სპილენძის მონეტა და სხვ.
მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ინახება აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
ჟინვალის ხერთვისის კომპლექსში შემავალი ეკლესია თავისი ადგილმდებარეობის მიხედვით წილკნისა და დუშეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა - ტ2, 2004წ.
10. marSruti
დადგინდება;
11. bmulebi
არ მოგვეპოვება.
|