Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

ulumbos monasteri
(1871 w.)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია

2. mniSvnelovani da saintereso informacia

ულუმბოს მონასტრის დაარსებას მიაწერენ ერთ-ერთ ცამეტ ასურელ მამათაგანს, მიქაელ ულუმბოელს.

3. adgilmdebareoba

ულუმბოს მონასტერი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლში, ხაშურის რაიონში, ხაშურის ჩრდილოეთით 13 კმ-ში, მდინარე ჭირათხეულას ერთ-ერთ მარჯვენა შენაკადის ხეობაში.

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva

მატიანეში არაფერია თქმული მონასტრის დაარსების შესახებ, თუმცა ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, რომელიც სარგებლობდა უცნობი წყაროებით, ულუმბოს მონასტრის დამაარსებლად მიქაელ ულუმბოელი, ცამეტი ასურელ მამათაგანი ჰყავს მოხსენებული. „ჭერათხევის... სერს ზეით არს მონასტერი ულუმბას, უგუნბათო, დიდი, დიდშენი, მიქელ იგ(13) მამათგანის ქმნული, და დაფულულ არს მიქელ მუნვე ზის წინამძღვარი“.
ულუმბოს მონასტრის დამაარსებლად მიხეილ საბიბინსაც მიქაელ ულუმბოელი მიაჩნია – „წმ. მამა მიხაილ...აღაშენა მონასტერი თვისი მოახლო ულუმბისა ალისწყალსა ზედა, რომელსაცა შინა დაიდვა მრავლამოღვაწე გუამი მისი „
ავთენტური ცნობები ულუმბოს შესახებ მოცემულია ამირეჯიბთა სიგელში, რომელიც იძლევა ძეგლის ისტორიული ცხოვრების სურათს XIII-XV საუკუნეთა მანძილზე. სიგელის მეოთხე პუნქტში XIII საუკუნის ამბავია მოთხრობილი, სახელდობრ, ქართველთა ერთ–ერთი გამარჯვება ჯალალ –ედ –დინთან. ბრძოლის დროს ამირეჯიბს ხელთ უგდია მოწინააღმდეგის სეფე დროშა და იგი შეუწირავთ ულუმბოს ღვთისმშობლის ხატისათვის. მაშასადამე XIII საუკუნეში ულუმბოს ეკლესია უკვე არსებობდა და მისთის საუკეთესო რელიქვიებსაც არ იშურებდნენ.
XIV საუკუნის მიწურულში ულუმბო მჭიდროდაა დაკავშირებული სამეფო სახლთან. მას დიდ სასწაულთ მოქმედად თვლიდნენ მომდევნო საუკუნეებში, ულუმბოს ხატის ყოვლისშემძლე ძალას ალექსანდრე პირველი დიდის დაბადებას მიაწერდნენ. ალექსანდრე ბატონიშვილი დაბადებისთანავე (1390 წ) მეფის სახლს შესაწირავი მიაქვს მონასტერში. ულუმბოს ღვთისმშობლის მონასტერს „მოუტანა საქონელი ურიცხვი“ და შესწირი.
ალექსანდრე ბატონიშვილის ბავშვობაში ულუმბო საფუძვლიანად დაურბევია თემურ–ლენგის ლაშქარს. ულუმბოს მონასტრის მეორედ აღშენების თარიღი 1400-1415 წლებით სახელდება, ეს დასტურდება ამირეჯიბთა გვარის სიგელიდან.
1871 წელს მღვდელთმსახურების განახლების მიზნით ულუმბოს მონასტერი თავიდან აღადგინეს.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

XIV საუკუნის მიწურულში ულუმბოს ხატს სასწაულთ მოქმედად თვლიდნენ. ულუმბოს ხატის ყოვლისშემძლე ძალას ალექსანდრე პირველი დიდის დაბადებას მიაწერდნენ.

7. arqiteqturuli aRwera

gengegma

ულუმბოს ამჟამინდელი ეკლესია 1871 წელს არის აღდგენილი, თუმცა ძველად არსებული ეკლესიის (სიგრძით დაახლოებით 24 მ) კვალი მაინც შემორჩენილია.
ულუმბოს ეკლესიას ორი მოქმედი კარი აქვს – სამხრეთით და დასავლეთით. ინტერიერში სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლები ვიწრო და თხელი პილასტრებითა და კედლის საბჯენი თაღებით, სამ თანაბარ ნაწილად არის დაყოფილი. შიდა სივრცის გადახურვა თაღოვან–კამაროვანია, ისევე როგორც კედლის საბჯენი თაღები და კამარის საბჯენი თაღები. პილასტრები იმპოსტებზეა დაყრდნობილი. ეკლესიას 6 სარკმლი აქვს. 2–2 სარკმელი სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებშია დაყოლებული, თითო სარკმელი კი დასავლეთით და აღმოსავლეთით. ამ უკანასკნელით საკურთხეველი ნათდება. ეკლესიაში XIX საუკუნის ხატებიანი, ხის მაღალი კანკლელია აღმართული.
XIX საუკუნის განახლების წყალობით, ულუმბოს ეკლესიის მხილველზე პირველ შთაბეჭდილებას ახდენს სახმრეთის ფასადზე თლილი ყვითელი ქვით აგებული კარის მეტისმეტად „პარადული“ გაფორმება. ფასადის დანარჩენი ნაწილი გალესილია და შემდეგ შეთეთრებული. კარის ღიობი წარწერიანი არქიტრავით არის გადახურული. ღიობი ჩასმულია რთული პროფილისა და კონფიგურაციის „საპირეში“. ამ საპირეს კიდევ გარს უვლის მოჩარჩოება, რომელიც იწყება კარის ზღურბლიდან, ვერტიკალურად მიემართება ზევით, სულ მაღლა ქმნის ტეხილ საფეხურებს და ეშვება ისევ ქვემოთ, ზღურბლამდე. პარადული პორტალის აქეთ–იქით მარკუთხა საპირეშემოვლებული სარკმლებია მოთავსებული. ამ კარის დასავლეთით, ნახევრად მიწაშია ამოქარგული ძველი თაღოვანი კარის ღიობი, რომელსაც გასული საუკუნეების 60–იან წლებამდე ორნამენტული საპირეები ჰქონია შემოვლებული. ამავე კარის ზევით შეინიშნება მხატვრობის ფრაგმენტები.
დასავლეთ ფასადზე დაბალი თაღოვანი კარია გაჭრილი. საპირე ქვები ფასადის სიბრტყიდან შეწეულია, მაშინ როცა ფრონტონის არეში მოთავსებული საპირე ქვები ფასადის სიბრტყიდან გარეთ გამოდის. ჩრდილოეთი ფასადი გალესილი და შეთეთრებული ყოფილა, ახლა აქ ნალესობა ჩამოცვენილია და იკითხება სხვადასხვა სამშენებლო მასალის მოხმარება. სარკმლის ამოსაყვანად გამოყენებულია თლილი ქვა. კედლის ერთი მონაკვეთი აგურით არის ნაშენი, საერთოდ ჭარბობს კლდის ფლეთილი ქვა. წყობა დაუდევარია, ერთი სიტყვით ამ ფასადზე სამშენებლო მასალა მეტისმეტად ქაოტურადაა ნახმარი.
ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე, აშკარად გამოირჩევა ორი სამშენებლო ფენა და მათი მიჯნაც. ფასადის შვეულ ღერძზე ორი სარკმელია – ზედა და ქვედა. დღეს ეკლესიის საკურთხეველი ზედა სარკმლით ნათდება. იგი ფასადის გალესილი სიბრტყიდან ოდნავ გამოწეულ, ქვის გლუვად გათლილ მართკუთხა საპირეშია ჩასმული, სარკმელი შემინულია. ქვედა სარკმლის საპირის ჩუქურთმა ჩამოგლეჯილია, ხვრელი ამოქოლილია და შელესილი, როგორც ფასადიდან, აგრეთვე საკურთხევლის აფსიდიდან, ამოქოლილი სარკმელი XIX საუკუნის სამშენებლო ფენისგან განსხვავებულ ფენაშია. ამ სამშენებლო ფენაშია ეპიგრაფული ძეგლი, რომელიც ამავე ფასადის ფუძესთან, სამხრეთ მონაკვეთშია. წარწერამ ჩვენამდე შვიდი სტრიქონით მოაღწია:
„ქრისტე ადიდე შენ მიერ დამყარებული შენ მიერ გოვირგოვინოსანი სამოთველად ცამდე ამაღლებული ოძლეველი გიორგი მეფე(ი) ყოველისავე აღმოსავლისავე..“
ძეგლის წარწერის საზღვრები X–ის ბოლოდან და XI საუკნის ბოლომდე მერყეობს. მეფედ კი სავარაუდოდ გიორგი I- ია ნაგულისხმები.
სამხრეთ კედლის კარის ღიობის ზემოთ XIX საუკუნის ნალესობის ქვეშ ჩანს მხატვრობის ფრაგმენტები. იგი გარკვეული ნახევრაწრიული რკალის არის იქით აღარ ვრცელდება. ეს ნახევარწრე ეკლესიის კარიბჭის თაღოვანი კარის ანაბეჭდია, რომლის მცირე ნაშთიც დუღაბის წერტილების სახით კედელზე ნახევარწრედ არის გამოსახული. კარიბჭის არსებობას ადასტურებს იქვე, მიწაში მოქცეული ფრესკებიანი თაღოვანი ქვები. აქედან ეკლესიის სამხრეთით მიშენებული იყო კედლის მხატვრობით შემკული თაღოვანი კარიბჭე. ეკლესიის ინტერიერი აგრეთვე მოხატული ყოფილა. მხატვრობის ძლიერ მცირე, მაგრამ საყურადღებო ფრაგმენტები შეიმჩნევა ჩრდილოეთის კედელზე.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

ულუმბოს მონასტერი რუისისა და ურბნისის ეპარქიას დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi

ტ. კიპაროიძე “ულომბოს ძეგლის შესწავლისთვის” - ჟურნალი “ძეგლის მეგობარი” #35 1974წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

არ მოგვეპოვება.

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016