ფერი ყალა (თამარის ციხე) მდებარეობს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ბელაქნისა რაიონში, ისტორიულ მხარე ჰერეთში, ლაგოდეხ–ნუხის მთავარი გზიდან დაახლოებით 4–5 კმ-ში, მდინარე ბელაქნის წყლის ხეობაში.
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
არ მოგვეპოვება;
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
ხალხური გადმოცემით ფერი ყალას ციხე მტრის თავდასხმის შემთხვევაში საიმედო თავშესაფარს წარმოადგენდა ახლომდებარე სოფლის მოსახლეობისთვის.
7. arqiteqturuli aRwera
ა) ფერი ყალას (თამარის ციხე) გალავნის სიმაღლე პირვანდელი სახით არაა მოღწეული, ყველაზე დაბალ ნაწილში მისი სიმაღლე 2 მეტრამდე აღწევს, ხოლო მაქსიმალური სიმაღლე 6 მეტრს არ აღემატება. გალავნის წყობა შესრულებულია რიყის ქვებისაგან კირის დუღაბზე. წინა და მარჯვენა კედლებში, გალავნის გასამაგრებლად, ცილინდრული ფორმის გოდლედებია დატანებული.
ბ) გალავნის შიგნითა ტერიტორიის ფართობი 700 კვ. მ – ს აღემატება. ციხის შიგნით სხვადასხვა დანიშნულების მცირე ზომის შენობები ყოფილა განლაგებული, რომელთაგან ახლა მხოლოდ ნარღვევი ქვების გროვაა დარჩენილი.
თამარის ციხე თავისი მდებარეობით, გეგმის კომპოზიციით, თვით ძეგლის საშუალო ზომის მოცულობითი სიდიდით და მშენებლობის ტექნიკითაც იდენტურობას იჩენს შხეფის ციხესთან.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi:
ფერი ყალა (თამარის ციხე) აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
9. gamoyenebuli masalebi
ი. ადამია – “ქართული ხალხური ხუროთმოძღვრება, საინგილო” 1979 წ.