Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

Tarsa galavani
gremis RvTismSoblis eklesia
(XVI s.)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია.

 

2. mniSvnelovani da saintereso informacia

ეს ძეგლი საინტერესოა, როგორც ამ დროს ამოტივტივებული ტიპის – გუმბათოვანი ეკლესიის ერთ-ერთი ვარიანტის – კუპელჰალეს თავისებური ნიმუში.

warwera

ამ არქიტექტურული ნაგებობის თავისებურებას საკურთხევლის სამსართულიანი ფორმა განსაზღვრავს. მსგავსი რამ სხვაგან არ დასტურდება. მკვლევარ ნ. გენგიურის აზრით, შესაძლოა, აქ სპეციალურ ლიტურგიკულ ფორმასთან გვაქონდეს საქმე, მაგალითად, ისეთთან, როგორიცაა მიცვალებულის სულის მოხსენიება:
ცნობილია, რომ საკურთხევლის ქვედა სართულზე ეკლესიის მაშენებლის მათარსის მეუღლის საძვალეა. ხოლო სამენოვან სამშენებლო წარწერაში ეკლესიის აშენების ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ეს საფლავია დასახელებული. ამას გარდა, სამივე წარწერა წყევლას უთვლის მას, ვინც შეწირულობას და მათ (მათარსის და მისი მეუღლის) სახსენებელს მოშლის. აქ მკაფიოდ ჩანს საძვალის მნიშვნელობა ეკლესიისთვის. ასე რომ, მოსალოდნელია, დამკვეთის განსაკუთრებულ მოთხოვნას მოეხდინა ტაძრის სტრუქტურაზე გავლენა. თუმცა, ეს საკითხი ბოლომდე გამოკვლეული არ არის.

 

3. adgilmdebareoba

გრემის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, გრემში, წმ. მთავარანგელოზთა კომპლექსის მახლობლად, თელავიდან გრემისკენ მიმავალი გზის პირას.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

გრემის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მშენებლობის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის მისი შესასვლელის თავზე შემორჩენილი სამენოვანი სამშენებლო წარწერა (ქართულ, სომხურ და სპარსულ ენებზე). აი, ქართული წარწერის ისტორიისათვის მნიშვნელოვანი ნაწილი: „მე ფრიად ცოდვილმან მათარსი აღვაშენე კარის ეკლესია ესე ... ჟამსა შინა მეფობასა მისისა პატრონის ალექსანდრესითა, წელსა მეოცდა სამესა ქ~კსა სპა...“  სამივე წარწერაში ერთი შინაარსია, მაგრამ ზუსტ თარგმანს არ წარმოადგენს. ისინი ერთმანეთს ავსებს და მთლიანობაში იძლევა შემდეგ ინფორმაციას: 1595 წელს, ალექსანდრეს მეფობის დროს მათარსი ზაქარიას ძეს ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი აუგია თავის კარის ეკლესიად. ის აღუმართავს თავისი მეუღლის საფლავზე და შესაწირი უბოძებია მისთვის (სამი კომლი, ვენახი, დუქნები და ა.შ.). ა. შანიძის მითითებით, წარწერაში მოხსენიებული მათარსი უნდა იყოს ალექსანდრე მეფის კარის მდივანი, რომლის ხელით დაწერილი დოკუმენტი შემორჩენილია კიდეც – ასაა 1577 წლის ალექსანდრე მეფის წყალობის წიგნი.
საინტერესოა, რომ ამ ადგილის ძველი სახელი – „თარსა-გალავანი“ ორგვარად შეიძლება აიხსნას: შეიძლება ის აღმშენებლის სახელიდან მომდინარეობდეს – (მა)თარსას გალავანი; მეორე მხრივ კი სპარსულად ის „ქრისტიანთა გალავანს“ უნდა ნიშნავდეს. ამ ეკლესიას გალავანი ერტყა.
დღეს ეკლესიის გუმბათი ჩამონგრეულია. ფასადთა ზედა ნაწილებიც დაზიანებული იყო, ამჟამად შეკეთებულია: ამოყვანილია გუმბათქვეშა აფრები, ასევე, გუმბათის ყელის მცირე მონაკვეთი.

 

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

sakurTxeveli

გრემის ღვთისმშობლის ეკლესია, ანუ თარსა გალავანი კუპელჰალეს ტიპის ნაგებობაა. მისი გეგმა გარედან სწორკუთხედში თავსდება. თავისებურია საკურთხევლის გადაწყვეტა: აქ ერთი მეორის თავზე მოწყობილი ორი აფსიდია. კიდევ ერთი აფსიდი საკურთხევლის ქვეშ არსებულ კრიპტსაც აქვს. იქ მოხვედრა საკურთხევლის წინ, იატაკში მოწყობილი კიბით შეიძლება. ამგვარად, საკურთხეველი სამსართულიანია. მსგავსი რამ სხვაგან არ დასტურდება. ორივე პასტფორიუმის თავზე კიბის უჯრედებია მოწყობილი ზედა აფსიდზე ასასვლელად. კიბე ბემაში გაჭრილი ვიწრო და მაღალი გასასვლელიდანვე იწყება და ზედა აფსიდის ასევე ვიწრო, მაგრამ მცირე სიმაღლის გასასვლელამდე ადის. მათი ფორმა, რიტმული განლაგება და ჩაჩრდილული სილუეტები, საკურთხევლის ორ აფსიდთან ერთად თავისებურ ხასიათს ანიჭებს შიდა სივრცეს.

გუმბათის დასავლეთი საყრდენები სწორკუთხაა, მხოლოდ გუმბათქვეშა კვადრატის კუთხეებშია მომრგვალებული. საყრდენები გრძივ კედლებს მცირე ზომის თაღებით უკავშირდება და ამის გამო ისინი კედლის შვერილებს ჩამოგავს. ეკლესიის დასავლეთი კუთხის ნაწილები ჯვრის მკლავებზე მნიშვნელოვნად ნაკლები სიმაღლისაა. მათი კამარები დასავლეთი მკლავის პერპენდიკულარულია და მკლავში მთელი სიმაღლით იხსნება.
ეკლესიის განათების მთავარი წყარო, საფიქრებელია, გუმბათი იყო. ჯვრის მკლავებშიც თითო სარკმელია. გამონაკლისია აღმოსავლეთი, სადაც სარკმლები ორივე აფსიდშია მოთავსებული. ერთი მცირე სარკმელი კრიპტის საკურთხეველშიცაა, მაგრამ მას ეკლესიის ძირითადი სივრცისთვის მნიშვნელობა არ აქვს. კარი სამია, ჯვრის სამ მკლავში გაჭრილი.
გარე მასებში ჯვრის მკლავები ამაღლებულია კუთხის ნაწილებზე. თარსა-გალავანის ეკლესია აგურითა და სხვადასხვა ტონის ნატეხი ქვით არის ნაგები. თაღები, სარკმლები და შესასვლელები აგურისაა. ხოლო თვით კედლები აგურისა და ქვის რიგების მონაცვლეობით ამოუყვანიათ. ეს ხერხი ფასადებზე ფერწერულ-დეკორატიულ მნიშვნელობას იძენს და ბევრად განსაზღვრავს მხატვრულ შთაბეჭდილებას. ფასადების გაფორმების კიდევ ერთი ხერხია კედლის სიბრტყის ჩაწევით გამოყვანილი შეისრული თაღები, რომელნიც იმ დროს კახეთში ახალი შუამთისა და გრემის მაშენებლებმა დაამკვიდრეს. დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადებზე შესასვლელები საგანგებოდ არის გაფორმებული სწორკუთხედში ჩასმული შეისრული თაღებით.
არქიტექტურული კომპოზიცია, საერთო ჩანაფიქრი და დეტალები ოსტატის კვალიფიკაციასა და ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ცოდნაზე, ასევე, რიგიან ხელობაზე მიგვითითებს.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

გრემის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. ნ. გენგიური – "კუპელჰალე", 2005წ.
2. ფოტოების ავტორი – დავით გაჩეჩილაძე

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://www.nplg.gov.ge

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016