Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

mTavarTas kompleqsi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

წმ. გიორგის ეკლესია, რამდენიმე საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობა და გალავანი.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

ადგილობრივი მოსახლეობა მთავართა კომპლექსში მდებარე წმ. გიორგის ეკლესიას, მზეწვერის წმ. გიორგის ეკლესიას უწოდებს. დღეობა 23 ნოემბერს აღინიშნება.

3. adgilmdebareoba

მთავართას კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მთიულეთში, დაბა ფასანაურის სამხრეთ მიმართულებით მდებარე სოფელ ბუჩიანის ჩრდილო–აღმოსავლეთით 2 კმ–ში, ტყით დაფარულ მთის წვერზე, მდინარე არაგვის მარცხენა სანაპიროზე.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

არ მოგვეპოვება

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება

7. arqiteqturuli aRwera

foto
galavani galavnis kedeli

 

foto
galavani

მთავართას კომპლექსის ნაგებობები მძლავრი გალავნით შემოვლებულ თითქმის წრიულ ფართობზე ორ ჯგუფადაა განლაგებული. ერთ ჯგუფს შეადგენს ეზოს შუაში მდებარე წმინდა გიორგის ეკლესია და მასზე სამხრეთიდან და დასავლეთიდან მიშენებული რამდენიმე ნაგებობა. მეორე ჯგუფს კი – ეზოს ჩრდილო–დასავლეთ ნაწილში მდგარი ორსართულიანი საცხოვრებელი, რომელსაც აღმოსავლეთიდან ოროთახიანი ნაგებობა ეკვრის. ნაგებობები ძლიერ დაზიანებულია. მათი უმრავლესობა ნანგრევებადაა ქცეული და ხშირი მცენარეულობითაა დაფარული.
ა) წმინდა გიორგის ეკლესია განეკუთვნება გარდამავალ ხანას. დარბაზულია (7X5.2 მ), ნაგებია კლდის ნატეხი ქვით. გარეგანი კუთხეებისა და კონსტრუქციული ნაწილების წყობაში შირიმია გამოყენებული. ძლიერ დაზიანებულია. ჩამოშლილია კამარა და კონქის უმეტესი ნაწილი, მონგრეულია კედლების ზემოთა ნაწილები და სხვა. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია. აფსიდის ღერძზე მცირე თაღოვანი სარკმელია, რომლის მარჯნივ ერთი კვადრატული ნიშია. აფსიდი დარბაზის გრძივი კედლებიდან სხვადასხვა სიგანის მხრებითაა გამოყოფილი: მათგან ჩრდილოეთისაში, რომელიც სამხრეთისას თითქმის სამჯერ აღემატება, ღრმა ნიშია მოწყობილი. იგი სამკვეთლოს ფუნქციას ასრულებდა. ნიშს ერთ ქვაში გამოკვეთილი თაღი ხურავს, რომლის ქუსლებთან შირიმის მარტივპროფილიანი (თარო და ცერად ჩამოკვეთილი სიბრტყე) იმპოსტებია გამოყოფილი. მსგავსი პროფილისაა ეკლესიის აფსიდის თაღის შემორჩენილი სამხრეთის იმპოსტიც. ნიშის ზემოთ, კედლის სისქეში, სამალავია. დარბაზის გრძივ კედლებზე გამოყოფილია თითო მარტივი პილასტრი, რომელსაც კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობოდა. დასავლეთ კედლის სამხრეთ ნაწილში მიწყობილია პატარა ღიობი, საიდანაც რამდენიმე საფეხური ეშვება კამაროვან გვირაბში, რომელიც ჩრდილოეთით მიემართება. გვირაბი აგებულია კლდის ქვებითა და დუღაბით (სიმაღლე 1.5 მ, სიგანე 1მ).
ბ) საცხოვრებელი ნაგებობა დგას ეზოს ჩრდილო–დასავლეთ ნაწილში, გეგმით სწორკუთხაა (12X10.5 მ). შემორჩენილია მისი I სართული და II–ის ნახევარი. შენობის ჩრდილოეთი კედელი გალავანშია ჩართული. I სართული კაპიტალური კედლებით რამოდენიმე ოთახადაა დაყოფილი. სამხრეთ–აღმოსავლეთ კუთხეში მდებარე ოთახი დანარჩენებისგან იზოლირებულია და აღმოსავლეთიდან დამოუკიდებელი ქვისკიბიანი შესასვლელი აქვს. ოთახის ჩრდილო და დასავლეთ კედლებში თითო ვიწრო სარკმელია. ოთახს ნატეხი ქვით ნაწყობი ორფერდა ჭერი აქვს. საცხოვრებელი ნაგებობის ჩრდილოეთ კედელში ფართო სწორკუთხა კარია, რომელიც ნაგებობის ჩრდილოეთით მდებარე მოზრდილ ოთახს უკავშირდება. ეს უკანასკნელი განათებულია ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი ორი სარკმლით, რომლებსაც საფეხურებად დამუშავებული ძირი აქვს. ერთი მსგავსი სარკმელი შენობის დასავლეთ კედელშია, იგი სამხრეთ–დასავლეთ ოთახს ანათებდა. ამ სართულის კედლებში რამდენიმე სწორკუთხა ნიშია. ნაგებობას მეორე სართულის კედლებიდან მხოლოდ მცირე ნაწილებიღაა შემორჩენილი. შენობბას აღმოსავლეთიდან ეკვრის ერთ გრძივ ღერძზე განლაგებული ორი მოზრდილი სადგომი, რომელთაც დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს ჩრდილოეთიდან. ორივე სადგომი თითქმის მთლიანად დანგრეულია.
გ) გალავანი წრიული მოხაზულობისაა (დიამეტრი 40 მ, სიმაღლე 2.5–3.5 მ, სისქე 1.5 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. მთავარი შესასვლელი ჩრდილო–აღმოსავლეთ ნაწილშია, მეორე, შედარებით მომცრო, – სამხრეთ–დასავლეთით. ეს უკანასკნელი მოზრდილი ქვითაა გადახურული, რომელზედაც საშუალო ზომის ჯვარია ამოკაწრული. გალავნის აღმოსავლეთ ნაწილში რამდენიმე საისრეა შემორჩენილი.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

მთავართა კომპლექსის წმინდა გიორგის ეკლესია წილკნისა და დუშეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი არ არის მოქმედი.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ2. 2004წ.
2. ფოტოების ავტორი – ნინო ნაროზაული.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

არ მოგვეპოვება.

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016