ბაღჩალო-ყიშლა
(IX s)
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
ეკლესია
2. mniSvnelovani da saintereso informacia
არ მოგვეპოვება
3. adgilmdebareoba
ბაღჩალო–ყიშლას ეკლესია მდებარეობს თურქეთის რესპუბლიკაში, ერზერუმის პროვინციაში, ოლთისის (Oltu) რაიონში, ისტორიულ მხარე იმიერ ტაოში, სოფელ სიმურდონის (ბაჩელიქიშლა) (Bahçelikışla) მახლობლად, ქალქაქ ოლთისიდან ბანასკენ მიმავალ გზაზე.
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
ისტორიული მიმოხილვა არ მოგვეპოვება, წერილობითი წყაროები და წარწერები არ არსებობს.
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება
7. arqiteqturuli aRwera
|
gegma |
ბაღჩალო–ყიშლას ტაძრის მდგომარეობა სავალალოა. ტაძრის გაბარიტული ზომებია:14X10,8მ. აფსიდა 4X2,80მ.; კედლის სისქე 80სმ. ბაღჩალო–ყიშლა მარტივი აგებულების ტრიკონქია, სამი აფსიდით, რომელთაც ოდნავ ნალისებური ფორმა აქვთ, რაც ახალი ანაზომით გამოჩნდა. აფსიდებს ბემები არ ჰქონია. ისინი ერთმანეთს ისე ედგმის, რომ მათ შორის შეჭრილი მართი კუთხე წარმოიქმნება. დასავლეთი სწორკუთხა მკლავი დაგრძელებულია, ტრიკონქისაგან. ის მარტივი პროფილის პილასტრებით გამოიმიჯნება. სწორკუთხა მკლავის კედლები სადა იყო, პილასტრების გარეშე. საკურთხეველს არ ჰქონია დამატებითი სათავსები. არსებული მონაცემებით, არც რაიმე მინაშენის კვალია დაფიქსირებული. ექსტერიერში ტრიკონქი ჯვრის სახისაა. ოთხივე მკლავი სწორკუთხაა და ინტერიერის ტრიკონქული კომპოზიცია გარე მასებში შენიღბულია. ჯვრის გადაკვეთაზე გუმბათი აღიმართებოდა. სამწუხაროდ, მის აგებულებასა თუ გარეგნულ სახეზე არაფერია ცნობილი, ისევე როგორც ეკლესიის დეკორატიულ შემკულობაზე. დათარიღებისას გასათვალისწინებელია სამშენებლო ტექნიკა: უხეშად ნათალი მცირე ზომის მუქი–წითელი ფერის კუბიკები დალაგებული სქელ დუღაბზე. ამგვარი ტექნიკა VIII-IX საუკუნეებისთვისაა დამახასიათებელი. მკვლევარების აზრით ტაძრის მცირე ზომები, გეგმის სიმარტივე, კომპოზიციის სისადავე და ერთგვარი ჩაკეტილი ტექტონიკურობა, რომელიც განსაკუთრებით ინტერიერს უნდა ახასიათებდეს, მიგვანიშნებს, რომ ბაღჩალო–ყიშლას აშენების დრო IX ს-ის ფარგლებში უნდა მოექცეს, ალბათ, ამ საუკუნის ბოლოსათვის.
|
|
foto |
foto |
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
არ მოგვეპოვება
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
1. П. Закараия – „Зодчество Тао-Кларджети“, 1990г.
2. В.Беридзе – „Архитектура Тао-Кларджети“, 1981г.
3. ფოტოები, გეგმები და ტექსტი აღებულია ინტერნეტ ბმულიდან – http://www.virtualtao-klarjeti.com
10. marSruti
დადგინდება;
11. bmulebi
http://www.virtualtao-klarjeti.com
|