veres (azratis, beres) cixe
(IX-X ss)
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
გალავანი, აღმოსავლეთის კოშკი, დასავლეთის კოშკი და წყალსაცავი.
2. mniSvnelovani da saintereso informacia
არ მოგვეპოვება.
3. adgilmdebareoba
ვერეს ციხე მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთით მდებარე სოფელ გარდატენიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 3 კმ-ზე, მდინარე ტანას ხეობაში, მდინარე ვერეს ნაპირას, ქედზე.
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
ვერეს ციხე თარიღდება IX-X საუკუნით. ციხე და მისი შემოგარენი თბილისის საამიროში შედიოდა. იგი, ატენის ციხესთან ერთად, მონაწილეობდა ქართლის შემოერთებისათვის წარმოებულ ბრძოლაში. X საუკუნის მიწურულიდან ციხე კლდეკარის ერისთავთ–ერისთავების - ბაღვაშთა გამგებლობაში გადავიდა. XI საუკუნიდან XVI საუკუნის შუახანებამდე ვერეს ციხის მიდამოები საქართველოს სამეფო სახლის განკარგულებაში იყო. 1554 წელს ზაფხულში შაჰ თამაზმა აიღო ვერეს ციხე და გზა გაიხსნა ატენის ციხისკენ, სადაც ქართლის მეფის ლუარსაბ I-ის დედა და ქართლის თავადაზნაურთა ოჯახები იდგნენ. XVII – XVIII საუკუნის ციხე თავად ციციშვილთა ხელში გადავიდა და ამ საგვარეულოს მნიშვნელოვან საყრდენ პუნქტად იქცა. 1638 წელს ვერეს ციხეში გამაგრდა როსტომ მეფის წინააღმდეგ აჯანყებული ქართლის თავადთა მეთაური ნოდარ ციციშვილი. მეფემ ალყა შემოარტყა ციხეს. აჯანებულმა ციციშვილმა გაქცევით უშველა თავს. როსტომ მეფემ ვერეს ციხე აიღო და გაანადგურა.
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება.
7. arqiteqturuli aRwera
|
gegma |
ა) ვერეს ციხე გეგმით წაგრძელებულია (სიგრძე 44,6 მ. აღმ-ით 14,8 მ, დას-ით 6 მ), ნაგებია რიყის ქვით. ნაგებობა დაზიანებულია - ფერდობებზე გალავანი შემორჩენილია 4-5 მ სიმაღლეზე.
ბ) ციხის აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხარეები მთავრდება სხვადასხვა ზომისა და ფორმის კოშკებით. აღმოსავლეთის კოშკიდან გადარჩენილია მხოლოდ კონტური;
გ) დასავლეთის კოშკი გეგმით უსწორო-ელიფსურია. ქვედა სართული ცილინდრული კამარით გადახურული გრძელი სათავსია, რომელიც ციხის ეზოს განიერი თაღოვანი კარით უკავშირდება.
დ) ციხის ეზოში, გალავნის სამხრეთით კედელთან, დიდი წყალსაცავია.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
ვერეს ციხე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა - 5ტ., 1990წ.
10. marSruti
დადგინდება;
11. bmulebi
http://www.nplg.gov.ge
http://dzeglebi.com
|