Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

klikis jvris eklesia
(VII-VIII ss.)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია.

 

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

კლიკის  ჯვრის  ეკლესია  მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთით მდებარე სოფელ მღებრიანიდან ერთი კმ–ის მოშორებით, მდინარე თეძმის მარცხენა ნაპირზე.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

კლიკის  ჯვრის  ეკლესია  ლიტერატურაში თარიღდება VII-VIII საუკუნეებით.

 

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

fasadi, ganakveTi, gegma

კლიკის  ჯვრის  ეკლესია არის სამეკლესიიანი ბაზილიკა (10,5X10 მ), ნაგები ნატეხი ქვით, კონსტრუქციის ნაწილები (ტრომპები, პილასტრები, კონქი, თაღები, კარისა და სარკმლის წირთხლები და შუა ეკლესიის გარე კუთხეები) - შირიმის ქვის კარგად დამუშავებული კვადრებით. ნაგებობა დაზიანებულია: არ არის შემორჩენილი შუა ეკლესიის გადახურვა და კედლების ზედა ნაწილი, საბჯენი თაღები, ჩრდილოეთისა და სამხრეთ ეკლესიის კედლები შემორჩენილია 1-2 მეტრის სიმაღლეზე. ნაგებობა შედგება შუა ეკლესიისა და მის სამხრეთით და ჩრდილოეთით, მთელ სიგრძეზე მოგვიანებით მიშენებული ორი უფრო დაბალი ეკლესიისაგან. შესასვლელი სამხრეთის მინაშენშია. შუა ეკლესიის გრძივ კედლებში გვერდით სათავსებში გასასვლელი კარებია. სამივე ეკლესიის აფსიდები სწორკუთხაა. შუა ეკლესიის აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთის კედლებში, სხვადასხვა სიმაღლეზე, თითო სარკმელია. შუა სათავსის ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლები პილასტრებით ორ, არათანაბარ ნაწილად იყოფა. პილასტრებზე დაყრდნობილი თაღებითაა შემოსაზღვრული კედლის ბრტყელი ნიშები. პილასტრებით არის გამოყოფილი დარბაზისაგან ღრმა საკურთხეველიც. ამ პილასტრებზე და აღმოსავლეთის კედელზე დაყრდნობილი თაღები საკურთხეველში ქმნის ღრმა ნიშს. კონქზე გადასვლა ხდება თაღებს ზემოთ სამხრეთ-აღმოსავლეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხეების ტრომპებისა და მათ თავზე მოთავსებული ხუთი წახნაგის საშუალებით. შუა ეკლესია სატრიუმფო და საბჯენ თაღებზე და დასავლეთის კედელზე დაყრდნობილი ცილინდრული კამარით (ჩანგრეულია) იყო გადახურული.   

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

კლიკის  ჯვრის  ეკლესია  გორის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, 1990წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016