მიძნაძორის ტაძარი მდებარეობს თურქეთში, ართვინის ვილაიეთში (ოლქში), ისტორიულ მხარე კლარჯეთში, მდინარე კარჩხალას ხეობაში, წყაროსთავიდან 7-ოდე კმ-ზე.
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
მიძნაძორის მონასტერი მდინარე კარჩხალას ხეობაში წყაროსთავიდან 7-ოდე კმ-ზე მდებარეობს. სოფელი ახალთა (თურქულად იენიქოი, Yenikoy, რაც რაც ქართული ტოპონიმის თარგმანია), რომლის განაპირასაც მოექცა ნამონასტრალი, ამჟამად შეადგენს სოფელ ალაბალიქის (Alabalik) ერთ-ერთ უბანს. ნამონასტრალის ადგილს უწოდებენ ქილისალარს (Kilisalar - `ეკლესიები~). შემონახულია ძველი სახელწოდებაც – თურქული გამოთქმით `მიზნაზოლ~ (Mიზნაზოლ). `მიძნაძორ/მიჯნაძორ~ სომხური წარმომავლობის ტოპონიმია და `შუა ხეობას~ ნიშნავს. ქართულ წყაროებში უფრო ხშირად გვხვდება ფორმა `Miznazol~ ან მიჯნაძოროი~.
მიძნაძორი აშოტ I კურაპალატის დროს, IX საუკუნის დასაწყისში, დავით დიდი მიძნანძოროელის მიერაა დაარსებული. მიძნაძორი, როგორც ჩანს, თავიდანვე კლარჯეთის ერთ-ერთი გამორჩეულად მნიშვნელოვანი სავანე იყო. ბაგრატ IV-ის მიერ 1054-1972 წლებს შორის გამოცემული სიგელის მიხედვით (სიგელი ბაგრატ მეფისა ოპიზარ და მიჯნაძოროელ მამებისადმი) იმხანად მიძნაძორის მონასტერი ფლობდა მიწებსა და ტყეებს, რომლებიც მას უბოძეს გურგენ ერისთავთ-ერისთავმა, გურგენ მეფეთ-მეფემ, ბაგრატ-II-მ და გიორგი-II-მ. ამავე სიგელის მოწმობით, აქ ინახებოდა წმინდა ბართლომეს ნაწილები. მონასტრის ეკლესია წმინდა მოციქულთა სახელობისა იყო. ცნობილია რამდენიმე მიძნაძორელი მოღვაწე: წინამძღვარი დავით დიდი (IX ს.), იაკობ დიდი (X ს.). სინის მთის (პალესტინა) ქართული სავანის დეკანოზი კვირიკე (X ს.).
სხვა ძეგლების მსგავსად იგიც დანგრეულა თურქთა ბატონობის დამყარების შემდეგ.
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება
7. arqiteqturuli aRwera
gegma
ა) მიძნაძორის მონასტერი გაშენებულია დაფერდებულ მინდორზე მდინარე კარჩხალას პირას, მის მარცხენა ნაპირზე. ამჟამად აქ შემონახულია ძლიერ დანგრეულ ნაგებობათა მცირე ნაშთები. მონასტრის ეკლესიისაგან გადარჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთის მკლავი, დასავლეთის მკლავის ჩრდილოეთ კედელი და სამკვეთლოს ნაწილი. შენობის მთელი სამხრეთ ნაწილი და საკურთხევლის აფსიდი გამქრალია. გადახურვა შემოინახა მხოლოდ სამკვეთლოში. ეკლესიის არქიტექტურული კომპოზიციის სრულად წარმოდგენა ხერხდება ნ. მარის აღწერის მონაცემების მოშველიებით – მისი მოგზაურობის დროს, 1904 წელს შენობა შედარებით უკეთეს მდგომარეობაში იყო. კერძოდ, ჯერ კიდევ განირჩეოდა საკურთხევლის აფსიდის კვალი.
ნ. მარის აღწერილობის მიხედვით, მიძნაძორო ჯვარ-გუმბათოვანი ტაძრის ტაო-კლარჯულ ვარიანტს წარმოადგენს, რომელსაც სამეცნიერო ლიტერატურაში `ნახევრადთავისუფალი ჯვრის~ ტიპს მივაკუთვნებთ. ძირითადი კორპუსი წარმოადგენს ჯვრულ მოცულობას შესამჩნევად წაგრძელებული დასავლეთის მკლავით. საკურთხევლის აფსიდის ორსავ მხარეს მოწყობილია აფსიდიანი პასტოფორიუმები. აღმოსავლეთის აფსიდი და პასტოფორიუმები, გვერდის სწორკუთხა მკლავები ექსტერიერში ერთ მოცულობად იწერება და დასავლეთით მას გრძელი მკლავი ედგმის. ინტერიერში იგი პილასტრებითა და განმბჯენი თაღებით სამ სხვადასხვა ზომის ნაწილად იყოფა. დასავლეთიდან, დასავლეთის მკლავის მთელ სიგანეზე, ეკლესიას აქვს თანადროული კარიბჭე. როგორც ჩანს მთავარი შესასვლელი აქედან იყო. ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში კიდევ ერთი დამატებითი სათავსია. ის უაფსიდოა, გეგმით კვადრატს უახლოვდება. სათავსი თავიდანვე იყო ნავარაუდევი (მისი კამარის დასაყრდნობად ეკლესიის კედელში ქუსლი დაუტანებიათ), მაგრამ აშენდა მეორე რიგად, ძირითადი კორპუსის ამოყვანის შემდეგ. ეკლესიასთან მას აკავშირებს კარი, რომელიც ახლა წირთხლებშემოძარცვული და ფორმადაკარგულია.
დასავლეთის მკლავის გრძივი კედლები გაფორმებული იყო სამ-სამი თაღით, რომლებიც ეფუძნებოდა შეკიდულ პილასტრებს. გადარჩენილ ჩრდილოეთ კედელზე პილასტრები მთლიანად ჩამოშლილია, მაგრამ წყობაზე ნათლად იკითხება მათი მოხაზულობა. პილასტრები წაკვეთილი იყო იატაკიდან დაახლოებით 1,5 მეტრის სიმაღლეზე. უფრო ზემოთ ჩატანებულია კრონშტეინები – ისინი კამარის საბჯენ თაღებს იკავებდნენ.
Wrili
ეკლესია ნაგების ადგილობრივი მორუხო-ქვიშისფერი კლდოვანი ქვით. საშუალო ზომის, უხეშად დამუშავებული ბლოკები წესიერ რიგებად არის დალაგებული (რიგების სიმაღლე – ძირითადად 25-30 სმ). შემკულობა ამჟამად ნაგებობაზე არ ჩანს. ეკლესიიდან 30-ოდე მეტრის მოშორებით, თანამედროვე სამეურნეო ნაგებობის კიბეში ჩატანებული სუფთათ თლილი მოწითალო ქვა, რომელსაც რკალური ფორმა აქვს და დაახლოებით 60 სმ. სიგრძისაა. სავარაუდოდ, ის დიდი თავსართის ფრაგმენტია. პირითი მხრიდან ქვას ამკობს ნატიფი ფოთლოვანი ორნამენტი. კვეთილობა გრაფიკულია, სიბრტყობრივი. მეორეგან სხვა კიბეში ჩანს 40 სმ-ის სიგრძის მოთეთრო ქვა გრეხილი ლილვით.
გეგმითა და საშენი მასალის დამუშავების ხასიათით მიძნაძორის ეკლესია IX საუკუნეს უნდა მიეკუთვნოს. შესაძლოა ეს არის მონასტრის თავდაპირველი, თვით დავით მიძნაძორელის მიერ აგებული ეკლესია. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ ეკლესიის გარეთ შემორჩენილი არქიტექტურული ფრაგმენტები უფრო გვიანდელ ხანას მიეკუთვნება. ეტყობა თავდაპირველი ეკლესია X საუკუნეში აღადგინეს ან გადააკეთეს და კვეთილი დეკორით შეამკეს. ბ) ეკლესიიდან ექვსიოდე მეტრით ჩრდილოეთით მდინარე კარჩხალის პირას იდგა სატრაპეზო, რომლისგანაც ახლა თითქმის აღარაფერია დარჩენილი. ნ. მარის აღწერის მიხედვით ეს იყო დიდრონი ქვებით ნაგები, მართკუთხა გეგმის კამაროვანი შენობა.
ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხესთან, ათიოდე მეტრის მოშორებით გაურკვეველი დანიშნულების პატარა მრგვალი სათავსია (ახლა სანახევროდ მიწაში ზის). გ) რამდენიმე სამონასტრო ნაგებობის ფრაგმენტები არის ეკლესიის სამხრეთითაც. მათ შორის უკეთ შემორჩა საძვალე, რომელიც წარმოადგენს ერთ რიგზე გამწკვრივებულ ოთხ პატარა, მოგრძო კამაროვან ოთახს. მონასტრის შორიახლოს არის ასევე გამოქვაბულები.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
მიძნაძორის ტაძარი თურქეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის დაყოფით სამცხე–ჯავახეთის და ტაო–კლარჯეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
1. დ. ხოშტარია – „კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები“, 2005წ.
2. ფოტოები და მასალები გამოყენებულია ინტერნეტ ბმულ www.virtualtao-klarjeti.com – დან.