Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

ციხისძირის (მცხეთის) ეკლესიები
(გვიანდ. ფეოდ. ხანა)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

აღმოსავლეთის ეკლესია და დასავლეთის ეკლესია.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

ციხისძირის  ეკლესიები მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მისგან დასავლეთით მდებარე სოფელ ციხისძირის აღმოსავლეთით, მთის ჩრდილო-დასავლეთ ფერდობზე, რომელზედაც ქსნის ციხეა აღმართული.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

არ მოგვეპოვება.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

dasavleTi fasadi, gegma

სტილისტური ნიშნებით ორივე ეკლესია გვიანდელი ფეოდალურ ხანით თარიღდება. ორივე ეკლესია ნაგებია რიყის ქვით, აქა-იქ ქვიშაქვის მოზრდილი ლოდები და ბრტყელი აგურიცაა ჩართული.
ა) ციხისძირის აღმოსავლეთის ეკლესია დარბაზულია (5,4X4,5 მ). დაზიანებულია - ჩამონგრეულია სახურავის  ჩრდილო-აღმოსავლეთი კუთხე, დეფორმირებულია სარკმლები, ინტერიერში ჩამოცვენილია შელესილობა. ყოველ კედელში თითო სარკმელია. აღმოსავლეთით ნახევარელიფსური მოყვანილობის აფსიდია, რომელიც იატაკის საერთო დონიდან 0,4 მ-ითაა ამაღლებული. აფსიდის ორივე მხარეს, კედელში ნახევარწრიული კამარებით გადახურული ძლიერ ვიწრო სადიაკვნე და სამკვეთლოა. მათ დაბალი თაღოვანი შესასვლელები და აღმოსავლეთით თითო სარკმელი აქვთ. დარბაზი, კამარა და კონქი დაბეტონებულია კირხსნარით. სატრიუმფო თაღი ერთსაფეხურიან პილასტრებს ეყრდნობა. ეკლესიას დასავლეთით გალავნით შემოზღუდული ეზო (8X10 მ) აკრავს.

sadiakvnes Sesasvleli sakurTxeveli samkveTlos Sesasvleli


dasavleTi fasadi, gegma

ბ) დასავლეთის ეკლესია დარბაზულია (7,2X5,1 მ). შესასვლელი დასავლეთიდანაა. მას არქიტრავით გადახურული მაღალი ზღურბლი აქვს. აღმოსავლეთით სწორკუთხა, შეისრულ-კამარიანი საკურთხეველია, რომელიც იატაკიდან 0,4 მ-ითაა ამაღლებული. საკურთხეველში სარკმელია გაჭრილი. სატრიუმფო თაღი ერთსაფეხურიან მასიურ პილასტრებს ეყრდნობა. დარბაზი თითქმის კვადრატულია და გადახურულია აგურით ამოყვანილი ელიფსური გუმბათით, ჩრდილოეთით ერთი სარკმელია. ამ ეკლესიასაც დასავლეთით გალავანიანი ეზო (7,6X6,8 მ) აკრავს. შესასვლელი გალავნის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში ყოფილა გაჭრილი.

 

 

dasavleT eklesiis sakurTxeveli gadaxurva

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ციხისძირის ეკლესიები მცხეთა–თბილისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, 5ტ., 1990წ.
2. ფოტოების ავტორი – ზაზა ქარდავა

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

არ მოგვეპოვება.

 


megobari saitebi

   

08.05.2016