Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

qaCus cixe
(Txorus cixe)
gviand. Sua ss.

1. nasoflaris kuTvnili Zeglebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva, legendebi da zepirsityvieri gadmocemebi
6. arqiteqturuli aRwera
7. Zeglis daqvemdebareba da statusi
8. gamoyenebuli masalebi da bibliografia
9. marSruti
10. bmulebi

1. nasoflaris kuTvnili Zeglebi

  1. ქაჩუს ციხე (ოთხი ციხე-სახლი და მინაშენი)


2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება

3. adgilmdebareoba

ძეგლი მდებარეობს საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ ხევსურეთში (პირიქითა), მდინარე არღუნისა ხეობაში, შატილიდან სამხრეთ-დასავლეთით 1.5 კილომეტრში.

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva, legendebi da zepirsityvieri gadmocemebi

ერთხელ ქაჩუს მტრის დიდი ჯარი შემოესია. ქაჩუვლები მედგრად დაუხვდნენ მომხდურებს და მათ ციხის აღების საშუალება არ მისცეს. მაშინ მტერმა მოძებნა წყარო, საიდანაც ციხეში მყოფთ წყალი ჰქონდათ გაყვანილი და ეს არხი გადაკეტეს. ქაჩუვლებმა ამ რთული სიტუაციიდან საინტერესო გამოსავალი მოძებნეს - აიღეს თხორი (შალის ძაფის დიდი გორგალი) და ჩაუშვეს არღუნში, შემდეგ ამ თხორს წურავდნენ და სასმელად საკმარის წყალს ღებულობდნენ. ამიტომაც ეწოდა მეორე სახელიც - თხორუს ციხე.

6. arqiteqturuli aRwera

gegma
  • ქაჩუს ციხის კომპლექსი შატილიდან ჩრდილო აღმოსავლეთით 1.5 კილომეტრში, მაღალი მიუვალი კლდის თავზე დგას. განეკუთვნება გვიანდ. შუა საუკუნეებს. კომპლექსი გვერდი-გვერდ განლაგებული ოთხი ციხე-სახლისგან შედგება, რომლებიც ერთ მთლიან სათავდაცვო სისტემას ქმნიან. შენობებს შორის კავშირი მათ შორის არსებული ვიწრო (სიგ. 1-1.3 მ) გასასვლელებით მყარდებოდა. ოთხივე ციხე სახლი ფიქლითაა ნაშენი. კომპლექსის სამხრეთ ნაწილში დგას ორი ციხე-სახლი, მათ შორის გადასასვლელია დატოვებული.
    ა) აღმოსავლეთით მდგარი ციხე-სახლი (7.7x6.4 მ) სამსართულიანია, გეგმით ხუთკუთხა. შემორჩენილია I სართული და ზედა სართულების კედლების ნაწილი. კედლებზე შერჩენილია სართულშუა გადახურვის ხის კოჭების ბუდეების კვალი. სახლს მიწურბანიანი სახურავი ჰქონდა. შიგნით, შუაში ქვის მასიური სწორკუთხა სვეტი დგას. I სართულის შესასვლელი სამხრეთ კედელშია. კარი დასრულებულია ნახევარწრიული თაღით. ამავე მხარესაა II სართულის შესასვლელიც. I სართულზე შესასვლელის გარდა ორი სათოფური და ორი ნიშია.
    ბ) მეორე, დასავლეთით მდგარი ციხე-სახლი ოთხსართულიანია, გეგმით ოთხკუთხა (9.4X5.7 მ). სახლის I, II და III სართულებზე, სამხრეთ კედელში, კარია გაჭრილი. II და III სართულების შემორჩენილ კედლებში რამდენიმე სარკმელი, ნიში და სათოფურია. II სართულის დასავლეთ კედლის შუა ნაწილში დიდი ზომის ოთკუთხა ღიობია.
    Wrili
    გ) კომპლექსის ჩრდილოეთ ნაწილში მდგარი შეწყვილებული ციხე-სახლის აღმოსავლეთ ნაწილისგან ორი სართულიღაა შემორჩენილი. იგი გეგმით ტრაპეციულია (10x5.5 მ). სართულშუა გადახურვა და სახურავი აქაც ხის კოჭებზე იყო გამართული. I და II სართულებზე, გარდა სამხრეთ კედელში გაჭრილი შესასვლელებისა, რამდენიმე სარკმელი, ნიში და სათოფურია.
    დ) ორი სართული შემორჩენილი ციხე-სახლის დასავლეთ ნაწილისგანაც (8.7X7.1 მ). შესასვლელი ორივე სართულს სამხრეთიდან აქვს. კედლებში რამდენიმე ნიში, სარკმელი და სათოფურია. ნაგებობის შუაში ქვის მასიური სვეტის ნაწილია შემორჩენილი.
    ე) კომპლექსის სამხრეთ კიდეში მდგომ ციხე-სახლებზე სტრატეგიული მიზნით მიშენებულია სამსართულიანი ნაგებობა (სიმ. 9.5 მ), რომელიც რელიეფს მიჰყვება. შესასვლელი აღმოსავლეთ კედელშია მიწიდან 3.25 მ სიაღლეზე. კედლებში რამდენიმე ნიში, სარკმელი და სათოფურია. სართულშუა გადახურვა და სახურავი ხის კოჭებზე იყო გამართული. ამ ნაგებობის მიშენებამდე ციხე-სახლების ქვედა სართულს საქონლის სადგომად იყენებდნენ. მას შემდეგ რაც სამხრეთ მისადგომი ჩაიკეტა, ნაგებობები მხოლოდ თავშესაფრის ფუნქციას ასრულებდა.

  • 7. Zeglis daqvemdebareba da statusi:

    არ მოგვეპოვება

    8. gamoyenebuli masalebi

    1. მიხა ჭინჭარაული – „შატილი“ (გზამკვლევი), 2008წ.
    2. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერა, ტ2. 2008წ.

    9. marSruti

    დადგინდება;

    10. bmulebi

    http://www.xevsureti.ge

     


    megobari saitebi

    dz_anotacia
       

    08.05.2016