|
goris cixe
(VIII-XVIII ss)
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
ციტადელი, `ცხრაკარა~, ციხის ეკლესია.
2. mniSvnelovani da saintereso informacia
მე-XVII საუკუნეში როსტომ მეფემ გორში მცხოვრებ ერთ-ერთ მისიონერს ქრისტეფორე კასტელს დაახატვინა გორის ციხის ნახატი. კასტელის ნახატი პირველია ჩვენამდე მოღწეულ საქართველოს ციხეთა ამსახველ ნახატებს შორის. ამ ნახატიდან ირკვევა, რომ დღეს არსებული ციხის მეტი ნაწილი სწორედ როსტომის დროს არის აგებული. კასტელის ნახატის მიხედვით გორის ციხეზე ოთხი დროშა ფრიალებს. ციხის ფერდობზე დახატულია ბანაკი, შუბებით შეიარაღებული ცხენოსნები და სხვა. იქვე ნაჩვენებია ერთ და ორსართულიანი სახლებიც.
3. adgilmdebareoba
გორის ციხის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ქალაქ გორის ცენტრში, კლდოვან ბორცვზე.
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
ქალაქი გორი მდებარეობს ქართლის გულში, საქართველოს მთავარ არტერიაზე. ძველთაგანვე აქ თავს იყრიდა არა მარტო დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან, არამედ ჩრდილოეთიდან დიდსა და პატარა ლიახვზე, მდინარე მეჯუდაზე გამავალი გზები და სამხრეთიდან ტანას ხეობით მომავალი გზა. გორის მიდამოები მცირედაა გაშლილი, მაგრამ თვით ციხესა და ქალაქს საფუძველი ჩაეყარა სწორედ ამ კლდოვან გორაკზე, რომელიც ტაფობის შუაზეა აღმართული. აქედან კარგად ჩანდა შორიდან მომავალი გზები და მტერი ძნელად თუ მიეპარებოდა მას.
გორის ციხის ნანგრევებზე სხვადასხვა დროის მრავალი ფენა განირჩევა, მაგრამ თვით ძველი ქალაქის კვალი თითქმის მთლად წაშლილია ახალი განაშენიანებით. გორის ადრეული ხანის ისტორიაზე არაფერს ამბობენ, მაგრამ 1946 წელს ჩრდილოეთის ფერდობის ჩამოზვავებამ ისტორიის ერთი მეტად საყურადღებო ფურცელი გაგვიშალა: გამოჩნდა ანტიკური ხანის კედლის შესანიშნავი წყობა, რომელიც შეიძლება ჩვენ წელთაღრიცხვამდე პირველი ათასეულის ბოლო საუკუნეებით დათარიღდეს.
ისტორიულ წყაროებში გორი პირველად VII საუკუნის პირველი ნახევრის ამბებთან იხსენიება. როგორც გადმოცემა მოწმობს, სტეფანოზ ერისმთავრის შვილმა – არჩილმა მემკვიდრეობით მიღებული განძის ნაწილი გორში ჩაფლა. ისტორიკოს ჯუანშერის მიხედვით, ამ სამალავს `ტონთიო~ ეწოდება, რაც ნიშნავს `ოქროს მთას~. ზოგიერთი ისტორიული წყარო ქალაქ გორის დაარსებას დავით აღმაშენებელს მიაწერს, რაც XII საუკუნის დამდეგს უნდა მომხდარიყო. ქალაქ გორზე შედარებით მეტი ცნობები მოგვეპოვება XVIII საუკუნის ბოლოდან. მონღოლებთან ბრძოლით დასუსტებულ საქართველოს კავკასიის მთების გაღმა ბინადარი ოსები შემოესიენ და გორი აიღეს. ისინი განდევნა გორიდან გიორგი ბრწყინვალემ XIV საუკუნის 20-იან წლებში მხოლოდ სამი წლის ალყის შემდეგ.
1474 წელს გორი ნახა სპარსეთში მიმავალმა ვენეციელმა კონტარინიმ. მისი თქმით, აქ ხის ციხე მდგარა. იმავე ხანებში საქართველოს დიდი ჯარით შემოესია ირანის მბრძანებელი უზუნ-ჰასანი, რომელმაც აიღო თბილისი და გორი. 1479 წელს კი კონსტანტინე II სხვა ციხეებთან ერთად გორიც დაიბრუნა და ყველგან თავისი მეციხოვნეები ჩააყენა. მე-XVI საუკუნის შუა ხანებში საქართველოს რამდენჯერმე შემოესია შაჰ-თამაზი, აიღო თბილისი, მაგრამ გორის აღება, რომელიც ამ დროისთვის ქართველ მეფეთა მთავარი დასაყრდენი იყო, ვერ შეძლო. მხოლოდ მეოთხედ შემოსევის დროს და ისიც მცირე ხნით მოახერხა მან გორის ციხის აღება. მომდევნო წლებში ციხე ოსმალებმა დაიკავეს. სიმონ I, რომელიც ირანის ტყვეობიდან ოსმალთა წინააღმდეგ საბრძოლველად გაანთავისუფლეს, რამდენჯერმე უშედეგოდ სცადა ციხის აღება. მან ალყა შემოარტყა გორს და ცხრა თვის განმალობაში არ მოუხსნია. ბოლოს მეფემ ხერხი იხმარა. ოსამალებმა იცოდნენ, რომ იწყებოდა დიდი მარხვა და ასეთ დროს ქართველები ომს ერიდებოდნენ. მან ეს გამოიყენა და ერთ ღამეს მეომრები უხმოდ Dშემოერტყნენ ციხეს, მიადგეს კიბეები და გადაეშვნენ შციხეში. ხელჩართული ბრძოლის შემდეგ მათ აიღეს გორის ციხე.
XVII საუკუნის დასაწყისში გორი კვლავ ქვეყნის ცენტრი ხდება, როდესაც ოსმალეთის წინააღმდეგ საბრძოლველად შაჰ-აბასმა დახმარება საქრთველოს სთხოვა და მისგან უარი მიიღო, იგი შემოესია ქვეყანას. ქართლის და კახეთის მეფეები გაეცალნენ და იმერეთში გადავიდნენ. შაჰ-აბასმა დაიპყრო ქვეყანა და გორს დადგა, შემდეგ უკან გაბრუნდა. ამ დროს გორის ციხე საკმაოდ დაზიანებულა. საქართველოში მეფედ განწესებულმა გამაჰმადიანებულმა როსტომმა შეაფასა რა მისი სტრატეგიული მნიშვნელობა, მაშინვე დაიწყო ციხის აღდგენა. მემატიანეთა სიტყვით, როსტომმა `ოც დღეში~ (სხვა ცნობით კი 40 დღეში) აღადგინა ციხე. ეს ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ მან სწრაფად ააგო გორის ციხე. მე-XVII საუკუნეში როსტომ მეფემ გორში მცხოვრებ ერთ-ერთ მისიონერს ქრისტეფორე კასტელს დაახატვინა გორის ციხის ნახატი. კასტელის ნახატი პირველია ჩვენამდე მოღწეულ საქართველოს ციხეთა ამსახველ ნახატებს შორის. ამ ნახატიდან ირკვევა, რომ დღეს არსებული ციხის მეტი ნაწილი სწორედ როსტომის დროს არის აგებული. გორის ციხე ზარბაზნებითაც ყოფილა შეიარაღებული.
ფრანგი მოგზაურის ჟან სარდენის ცნობით, XVII საუკუნის 70-იან წლებში გორში თურმე მდიდარი ვაჭრები ცხოვრობდნენ, ციხეში კი ას კაციანი გარნიზონი მდგარა, მუდმივად ასი კაციხ ციხეში ყოლა იმდროისათვის არცთუ ისე უმნიშვნელო ფაქტია.
იმ ეპოქაში გორის ციხის სიძლიერეზე მეტყველებს აგრეთვე ბრძოლა, რომელიც გაჩაღდა შაჰის მიერ ტახტიდან გადაყენებულ გიორგი XI და დანიშნულ ერეკლე I შორის. გიორგიმ უბრძოლველად არ დათმო, ააჯანყა ხალხი და თითქმის მთელი ქვეყანა დაიკავა. მან გორის ციხეს ალყა შემოარტყა. ხანგრძლივი ალყით მეტად შეწუხდნენ შიგ მყოფნი და როცა ვეღარაფერი ვერ გააწყვეს, მეფეს საჩუქრები გაუგზავნეს, თან შეუთვალეს `ციხის აღება არ შეგიძლიანო… ქართლი ხელთ გიჭირავსო, ციხის ბრძოლას დაეხსენითო~. მეფემ მართლაც მოხსნა ალყა. აქ საგულისხმოა ის ფაქტი, რომ გარნიზონი ისე ყოფილა დარწმუნებული გორის ციხის სიმტკიცეში, რომ არ ნებდებოდა, თუ სასმელ-საჭმელი არ შემოაკლდებოდა.
XVIII საკუნის დასაწყისში გორის ციხე ისევ საიმედოდ ითვლება. ვახტანგ VI ხშირად იყო გორში. მისი რუსეთში წასვლის შემდეგ, ქართლში თურქების ბატონობის დროს, გორის ციხე მტერს ეჭირა. იგი დაიბრუნა სარდალმა გივი ამილახვარმა. ოსმალებს წინააღმდეგ ქართველებმა ჩვეულ ხერხს მიმართეს, ირანი მოიშველიეს. მაგრამ ნადირ-შაჰმა ქართლი გააპარტახა და გორის ციხე დაიკავა და დააზიანა. თეიმურაზ მეფემ მხოლოდ ნადირ-შაჰის გარდაცვალების შემდეგ XVIII საუკუნის 40-იან წლების ბოლოს დაიბრუნა გორის ციხე.
ციხეს თხრილიც ქონდა შემოვლებული. ამ თხრილის სიგრძე-სიგანე ადრეულ საუკუნეებში არ ჩანს, მაგრამ გვაქვს 1773 წელს შედგენილი ერეკლე II მიერ ხელმოწერილი ერთი საბუთი, სადაც ნათქვამია, რომ საჭიროა ამ თხრილის სიღრმე იყოს ოთხი მეტრი, ხოლო სიგანე – ხუთი მეტრიო, თხრილში იდგა მდინარიდან გამოყვანილი წყალი. ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების (1801 წ) პირველ წლებში გორის ციხე კიდევ ასრულებდა თავის ფუნქციას – აქ რუსეთის არმიის გრენადერთა ბატალიონი იდგა. მე-XIX საუკუნეში გორის ციხემ დაკარგა სტრატეგიული მნიშვნელობა.
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება.
7. arqiteqturuli aRwera
|
gengegma |
ამჟამად გორის ციხისაგან დარჩენილია ის, რაც 1920 წლის მიწისძვრას გადაურჩა – ციხის მცირე ფრაგმენტები. ციხის კედლები გორაკის რელიეფს მიჰყვება, რის გამოც მას უსწორო ფორმა აქვს. გეგმა დაგრძელებულია აღმოსავლეთ–დასავლეთის ღერძზე. მდინარე ლიახვი წინათ გორაკს აღმოსავლეთის მხარეს ჩაუდიოდა, ეს გამოუყენებიათ მშენებლებს და სიმაგრის კედლები მდინარემდე ჩამოუყვანიათ. ასეა ნაჩვენები გორის ციხე იტალიელი მისიონერის ქრისტეფორე კასტელის მიერ 1633 წელს შესრულებულ ნახატზე.
გორის ციხეს უვლიდა მეორე კედელიც, რომელიც ციტადელიდან მოშორებით, სამხრეთ-აღმოსავლეთით საკმაო ტერიტორიას ფარავდა.
ა) გორის ციხე შედგება ორი დიდი მონაკვეთისაგან: ზედა პლატოზე მდებარე ოვალური ციტადელისა (180X40; კედლების სიმაღლე შიგნიდან 1-3 მ, გარედან 10 მ; კედლის სისქე საშუალოდ 2 მ) და დასავლეთით ფერდობზე ნაგები `ცხრაკარასგან~. ციტადელის აღმოსავლეთ მონაკვეთში მცირე ეკლესიის ნანგრევებია. ციხე ძირითადად ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. ადრინდელ ფენებში თლილი ქვაა ნახმარი. აქა-იქ გამოყენებულია აგურიც. ნაგებობას ეტყობა მრავალჯერ გადაკეთების კვალი. ძირითადი ნაწილი აღდგენილია 1632-33 წლებში როსტომ მეფის მიერ. Dდღევანდელი სახე ციხე 1774 წელში მიიღო. 1920 მიწისძვრამ დაანგრია ციხის ზედა ნაწილი და ეკლესია. გორის ციხის შემორჩენილ ქვედა ყრუ კედლებს გასამაგრებლად სხვადასხვა დროს გარედან მიაშენეს კონტრფორსები. ციხის თავდაპირველი შესასვლელი არ ჩანს. XVII-XVIII საუკუნეებში შესასვლელი სამხრეთ კედლის შუაში იყო. აქ იდგა კოშკი, რომლისგანც შემორჩენილია მხოლოდ კამაროვანი ჭიშკარი. გორის ციხეს დასავლეთით ჰქონდა გვირაბი მდინარიდან წყლის ამოსაზიდად და წყალსაცავი.
|
cxrakaras eklesia |
ბ) უკეთესად არის შემორჩენილი ციხის დასავლეთ მონაკვეთი - `ცხრაკარა~. იგი შედგება ორი პარალელური კედლისაგან (მანძილი კედლებს შორის საშუალოდ 15 მ), რომლებიც ფერდობს ჩაუყვება, მდინარისკენ ეშვება და ქვემოთ ნახევარწრედ იკვრება. ციხის ეს მონაკვეთი კედლებით შვიდ არათანაბარ ნაწილად არის გაყოფილი, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება ამ კედლებში გარდი-გარდმო დატოვებული გასასვლელებით, რაც აადვილებდა თითოეული ნაწილის ცალ-ცალკე დაცვას. გასასვლელებში, ფერდობის დაქანების გამო, საფეხურებია. `ცხრაკარას~ გრძივი კედლები განსხვავებულია. ჩრდილოეთის განიერი კედელი გამაგრებულია კონტრფორსებით. კედელს ზედა ნაწილში გასდევს საფეხურებიანი საბრძოლო ბილიკი. მოპირდაპირე მხარეს (სამხრეთით) ორი სამსართულიანი ნახევარწრიული კონტრფორსებიანი კოშკი დგას. კოშკების პირველი სართული საცხოვრებელია, კედლები ყრუა. მეორე სართული საცხოვრებელიც არის და საბრძოლოც. კადლებში გაჭრილია სათოფურები. მესამე სართული ქონგურებით შემოფარგლული საბრძოლო ბანია.
|
cixis eklesia |
გ) ციხის ეკლესია დგას ციხის აღმოსავლეთ მონაკვეთში. თარიღდება XI-XII საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია (12X7 მ), ნაგებია თლილი ქვით. შენობა დაზიანებულია: მთლიანად დანგრეულია კამარა და სამხრეთ კედელი. შემორჩენილია აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლების ფრაგმებტები. 1956 წელს სპეც. სამეცნიერო-სარესტავრაციო საწ. სახელოსნომ (ავტორი გოგელია) ეკლესიის ჩრდილოეთ კედელი შიგნით და გარეთ სწორკუთხა თლილი ქვით მოაპირკეთა. ეკლესიას შესასვლელი ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილში აქვს. კარი გარედან სწორკუთხაა, შიგნიდან – თაღოვანი. შემორჩენილია ნახევარწრიული აფსიდის ჩრდილოეთ ნაწილი და მისი ნახევარწრიული ნიში. ეკლესიის გადახურვა ყოფილა ცილინდრული კამარით, რომლის საბჯენი თაღი ჩრდილოეთით გრძივი კედლების წყვილ პილასტრებს ეყრდნობოდა. ამავე კედელზე შემორჩენილია მაღალი დეკორატიული თაღის ფრაგმენტები.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi:
გორის ციხე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
9. gamoyenebuli masalebi
1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ5. 1990წ.
2. პ.ზაქარაია – „საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები“, 2004წ.
10. marSruti
დადგინდება;
11. bmulebi
http://ka.wikipedia.org
http://www.nplg.gov.ge
http://goriscixe11.blogspot.com/
http://dzeglebi.com
http://children.wanex.net
http://skola.edu.ge
http://www.regions.ge
http://www.karavi.caucasus.net
|