ნიკორწმინდას გუმბათი თავდაპირველი შემორჩა. როგორც ცნობილია, XI საუკუნის ტაძრებიდან მხოლოდ მანგლისს და ნიკორწმინდას აქვს პირვანდელი გუმბათები. ასევე, დღემდე შემორჩენილ ძეგლებს შორის ნიკორწმინდა ერთადერთია, სადაც რელიეფი უცვლელად არის შემონახული. სხვაგან ისინი ან დაკარგულია, ან გადაადგილებულია.
3. adgilmdebareoba
ნიკორწმინდის ტაძარი, მდებარეობს საქართველოში, რაჭა–ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში, ამბლორაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდაში. იგი აშენებულია მაღლობზე და ჩანს სოფლის ყველა წერტილიდან.
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
დასავლეთის შესასვლელის წარწერის მიხედვით, ტაძარი აშენებულია 1010 - 1014 წლებში. Mმისი მშენებლობა მეფე ბაგრატ III კურაპალატის მეფობის ხანაში დაუმთავრებიათ და წმინდა ნიკოლოზის სახელზე უკურთხებიათ. აქედან უნდა იყოს წარმოშობილი ტაძრის სახელწოდებაც. XVI საუკუნემდე ნიკორწმინდა მონასტერს წარმოადგენდა. 1534 წელს იმერეთის მეფე ბაგრატ III განაახლა ეკლესია და იქ საეპისკოპო კათედრა დაარსა, აქედან მოყოლებული ნიკორწმინდა რაჭის საეპისკოპოსო ტაძრად მოიხსენიება. XIX საუკუნის მეორე ნახევარში, ტაძრის ეზოში სამსართულიანი სამრეკლო აღმართეს.
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება;
7. arqiteqturuli aRwera
ნიკორწმინდის ტაძარი გუმბათოვანია, გარედან მოკლემკლავა ჯვრის ფორმის, შიგნიდან კი ხუთ აფსიდიანი. აფსიდის შვერილებს ეყრდნობა გუმბათის 12 სარკმლიანი ყელი. აფსიდებიდან გუმბათის ყელზე გადასვლა აფრების მეშვეობით ხდება.
moxatuloba
moxatuloba
ტაძარში სივრცე შესამჩნევად დაგრძელებულია, რასაც საკურთხევლის აფსიდის ბემა და და დასავლეთის შედარებით დაგრძელებული მკლავი განაპირობებს, თუმცა ინტერიერი ფართო და კარგად განათებულია. ტაძარი მთლიანად არის მოხატული. მხატვრობა XVII საუკუნეს განეკუთვნება. ტაძრის ფასადებს, რომელიც კარგად გათლილი ქვითაა შემოსილი, უწყვეტი თაღედი შემოუყვება გარშემო. უხვად არის შემკული მდიდრული ჩუქურთმებით და მრავალფიგურიანი რელიეფური კომპოზიციებით (“ფერისცვალება”, “ჯვრის ამაღლება”...), ასევე გვხვდება წმინდანთა ფიგურები და რეალურ და ფანტასტიკურ ცხოველთა გამოსახულებანი. მოჩუქურთმებულია ტაძრის სარკმლებიც. რელიეფური კომპოზიციები გვხვდება ასევე შესასვლელი კარის ტიმპანზეც. ტაძარს სამხრეთის და დასავლეთის კარიბჭეები მოგვიანებით (თუმცა იმავე XI საუკუნის I ნახ-ში) მიუშენეს.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
ნიკორწმინდის ტაძარი ნიკორწმინდის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი არის მოქმედი.
9. gamoyenebuli masalebida bibliografia
1. გ. ჩუბინაშვილი - “ნიკორწმინდა”
2. ფოტოების ავტორი – დავით მიქავა