Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

WilaSvilebis cixe-darbazi
(milaxvrianTkari)
(XVIII-XIX ss.)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

მთავარი კოშკი, გალავანი კოშკებით, კარის ეკლესია, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობანი.

 

2. mniSvnelovani da saintereso informacia

ჭილაშვილების ციხე-დარბაზის კედლები გარედან თეთრად იყო შეღებილი, ამიტომ ხალხი მას თეთრ სასახლესაც უწოდებდა.

 

3. adgilmdebareoba

ჭილაშვილების ციხე-დარბაზი მდებარეობს საქართველოში, მცხეთა–მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ქალაქის დასავლეთ განაპირას.

 

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

დუშეთში დგას დღემდე შემორჩენილი ვახტანგ ბატონიშვილის მოხელის გლახა ჭილაძის (ანუ ჭილაშვილის) ციხე–დარბაზი, რომელსაც მილახვრიანთკარი ეწოდებოდა ჭილაშვილის თანამდებობის მიხედვით. სამშენებლო წარწერის მიხედვით ციხე–დარბაზი შენდებოდა 1800 წელს, ე.ი. ქართლ–კახეთის სამეფოს არსებობის ბოლო წელს: „ქ. ყოვლისა საქართველოსა მეფისა ირაკლი მეორისა ძისა ვახტანგ ალმასხანისა გულითადმან მონამან ჭილაძემან, ბაბანასშვილმან, მილახვართან, სამთა თემთა მოურავმან და რუსეთის გზის მცველმან გლახამ აღვაშენე ციხე და გალავანი ესე და მას შინა სახლი ღისა და სახლნიცა ჩემნი მოვამრგვალენ, რათა მას შინა იდიდებობეს ღთი და მის მიერ იცვებოდნენ შვილნი და სახლეულნი ჩემნი. სრულ იქნა მაისს ლ, წელსა ქესსა ჩყ.ქკსსა უპც“ (წარწერიანი ქვა ახლა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება). ზოგი საბუთი გვაფიქრებინებს, რომ ამ წელს ციხე–დარბაზი მთლიანად არ დაუმთავრებიათ, მაგრამ უჭველია, რომ შენობის თავდაპირველი სახე და მშენებლობის უმთავრესი ეტაპი XVIII-XIX საუკუნეთა მიჯნას მიეკუთვნება.
ჭილაშვილები დიდგვაროვანნი არ ყოფილან, მაგრამ დიდად შემოსავლიანი თანამდებობები ჰქონდათ სამემკვიდრეოთ და იმდენად გამდიდრნენ, რომ მათი ვალი ბატონიშვილებსაც კი ემართად. 1782 წელს ვახტანგ ბატონიშვილის მიერ „არაგველ აზნაურიშვილის“ ბაბანა ჭილაშვილისათვის ბოძებულ სიგელში ნათქვამია: „ძველთაგანც იმ ქვეყნის მებატონების მილახვრობა გქონდა და რუსეთიდამ მომავალის ვაჭრისა და თუ აქედან წამსვლელის ცაჭრისა, და აგრეთვე ჩერქეზეთიდამ მოსულის ცხენების ბაჟის აღება ყოველთვის შენს ოჯახში სახელოდ ყოფილიყო“.  ცხადია, რომ სამთა თემთა მოურავს, რუსეთის გზის მცველსა და მებაჟეს, თეიმურაზ II–ის, ერეკლე II–ისა და მის ძეთა დაახლოებულ პირს არ გაუჭირდებოდა თავისთვის ციხე–რეზიდენციის აგება. მაინც ეს ციხე–დარბაზი დიდ ფეოდალთა ციხე–დარბაზებთან შედარებით მცირეა, თუმცა შეიცავს ყველა დამახასიათებელ ელემენტს: გალავანს, კოშკებს, საცხოვრებელ სახლს, კარის ეკლესიას, სამეურნეო სადგომებს. ამ „შიდა ციხის“ გარეთ ყოფილა საჯინიბოები და გარეთა გალავანი, რომელიც ჭილაშვილების ბაღ–ვენახებს ერტყმოდა გარს. მილახვრიანთ კარის ციხე იმდენად გადაკეთებულია, რომ მისი სახის სრულად წარმოდგენა ძნელდება.

aivani

ამჟამად ციხე–დარბაზის ტერიტორიაზე მოთავსებულია აკც–ის აღმოსავლეთ–საქართველოს მთიანეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ბაზა. ციხე–დარბაზის აღმოსავლეთის ფასადის წინ ღია მუზეუმის მოწყობილი, სადაც გადმოტანილია არაგვის ხეობაში არქეოლოგიური გათხრებით გამოვლენილი ზოგიერთი არქიტექტურული ნაგებობისა და სამარხთა ნაშთები.

1982–83 წლებში შიდა ეზოში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა განვითარებული შუა საუკუნეების მოზრდილი შენობის ნაწილები, ხოლო გალავნის აღმოსავლეთი კედლის წინ – ხანძრით განადგურებული, გვიანდელი შუა საუკუნეების ნასახლარი.

 

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

I sarTulis gegma

კომპლექსში შედის გალავანი, კოშკები, კარის ეკლესია, საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობანი.
ა) მთავარი კოშკი ციხე-დარბაზის აშენებამდე აქ ქვის მრგავალი კოში უკვე იდგა XVIII საუკუნისტიპიური ნაგებობა. მას სამი სართული აქვს – სამივეში სფერული კამარით გადახურული თითო ოთახია; ღია ბანი, გარშემორტყმული კბილანებიანი ბარიერით; პირველი სართული – სამეურნეო დანიშნულებისა; მეორე და მესამე სართულები – საცხოვრებელი იყო. კედლები დამუშავებულია ღრმა ნიშებით; ბევრი სათოფურია. მეოთხე სართული – ქონგურებიანი ბანია, რომლის კედელში ჩართულია სათოფურები და ნისკარტა სალოდეები. შესასვლელი მეორე სართულის დონეზეა – გარედან აგურის სახეებიანი წყობით მორთული, ამოღრმავებული რომბების მწკვრივითა და ჯვრით; კიბე კედლის სისქეშია; კედლები ძალიან სქელია. ზემო ოთახის დიამეტრი თითქმის 5,5 მეტრია. კოშკის სიმაღლეა 15 მეტრი, დიამეტრიც ფუძის დონეზე – 10 მეტრი. ციხე-დარბაზი მას აღმოსავლეთიდან მიადგეს. კოშკი დასავლეთის კედლის შუა ადგილას მოხვდა, იგი თითქმის მთლიანად გალავნის კონტურის გარეთ დარჩა, მაგრამ ფუნქციურად სავსებით დაუკავშირდა სასახლეს, ჩაერთო მის ანსამბლში.
ბ) ციხე-დარბაზის გალავანი კვარდატულია (თითოეული გვერდი დაახლოებით 26-27 მეტრი). დასავლეთის მხარეს, იმ ერთი კოშკის გარდა, სხვა კოშკი აღარ არის – მიუჩნევიათ, რომ ისიც საკმარისი იყო, ჩრდილო-აღმოსავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხეები კი ბევრად უფრო მცირე მრგვალი კოშკებითაა გამაგრებული – ორივე გალავნის ხაზის გარეთ გამოდის, როგორც ყველა იმდროინდელ ციხეში. ორივე კოში სამსართულიანი (დიამეტრი ფუძის დონეზე 5,2 მ). თითოეული სართული სათოფირებითა და ღრმა ნიშებითაა აღჭურვილი. მესამე სართული ქონგურებიანი ბანია. სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხესთანავეა, აღმოსავლეთის კედელში, გალავნის შესასვლელიც; ამის თავზედაც კოშკი იყო, მაგრამ ის კედლის კონტურს არ სცილდებოდა. წარწერიანი ქვა ჭიშკრის თავზე კედელში იყო ჩასმული. საერთო კომპოზიციის მხრივ დამახასიათებელი ის იყო, რომ ძველი კოშკი მკვეთრად გამოყოფილ დომინანტს წარმოადგენდა: იგი სიმაღლითაც (15 მ-დე) და მასითაც აღემატება სხვა კოშკებს და თავს დაჰყურებს მთელ ანსამბლს, როგორც დონჟონი. დამახასიათებელი იყო ასევე მთავარი ფასადის მკვეთრად გამოვლენილი ასიმეტრია- რაკი შესასვლელი კოშკი ერთ–ერთ კუთხესთანაა მიახლოებული. ამას ხაზს უსვამდა კუთხის მრგვალი კოშკების სიმეტრიულობა. მიწის ნაკვეთის სიმცირით აიხსნება, რომ სხვა ციხე-დარბაზებთან განსხვავებით, აქ შენობებს ციხის მთელი კონტური უჭირავს, რომ თვით ეკლესიაც  გალავანზეა მიდგმული. ყურადღებას იპყრობს აგრეთვე გალავნის ჩრდილო-დასავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი კუთხეების მომრგვალება გარედან.
გ) ჩრდილოეთის კედელზე მიდგმულია ერთნავიანი ეკლესია, რომელიც შენობათა საერთო მწკრივშია ჩაყენებული და არც სიმაღლით გამოირჩევა მათგან. ეკლესია ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. შესასვლელი სამხრეთის კედლის დასავლეთ ნაწილშია. კარი თაღოვანია, აღმოსავლეთით ნახევრადწრიული აფსიდია. აფსიდის ბოლოებთან და გრძივი კედლების შუაში თითო მარტივი პილასტრია. პილასტრების აღმოსავლეთ წყვილი აფსიდს დარბაზისაგან გამოყოფს. გრძივ კედლებზე, პილასტრის ორივე მხარეს, თითო ერთსაფეხურიანი შეღრმავებაა. ინტერიერი ბრტყელი ჭერითაა გადახურული და შეღრმავებათა გადახურვის ფორმის დადგენა ვერ ხერხდება. სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში მცირე ზომის სარკმელია გაჭრილი. ეკლესია გადახურულია თუნუქისცალფერდა სახურავით, რომელიც ზღუდიდან ეზოსკენაა დახრილი.

ganakveTi CrdiloeTisaken

დ) გალავნის შიგნით სამეურნეო და საცხოვრებელი შენობები კედლების შემოყოლებითაა განლაგებული, ისე, რომ მთელი კონტურია შევსებული. სამხრეთისა და აღმოსავლეთის კედლების მთელ სიგრძეზე ერთსართულიანი ბანიანი საცხოვრებელი ნაგებობები იყო (მეორე სართული მერე დაუშენებიათ). ჩრდილოეთის კედლის დასვლეთ ნახევარი და თვით დასავლეთ მხარე სამზარეულოს, აბანოსა და მარანს ეჭირა – ეს მხარეც ერთსართულიანი და ბანიანი ყოფილა; მეორე (საცხოვრებელი) სართული უკვე XIX საუკუნის განმავლობაში დააშენეს. ამგვარად, აქ დაბალი განაშენიანება იყო, შენობები გალავნის სიმაღლესაც ვერ წვდებოდა, ბანებს კი სხვა ციხეების საბრძოლო ბილიკების ნაცვლად იყენებდნენ – ციხის მცველთ ზედ შეეძლოთ დადგომა, რომ სათოფურებს ან კბილანებს მიწვდომოდნენ. ახლა მილახვრიანთკარის ორსართულიანი ფასადები ისრული და სწორკუთხა სარკმლების მწკვრივითაა აღჭურვილი. თავდაპირველად კედლებს გარეთ მხოლოდ სათოფურები ჰქონდა და არა სარკმლები. გადაკეთებეთა და მოუვლელობის გამო დღეს ძნელია წარმოდგენა სასახლის ინტერიერების თავდაპირველი სახე.
შენების ხასიათის მხრივ აქ განსაკუთრებული არაფერი არ არის. ძირითადი საშენი მასალა რიყის ქვაა, წესიერად გამოყვანილი რიგებით. აგურს მხოლოდ მცირე დეკორისა და კონსტრუქციულად უფრო საპასუხისმგებლო ადგილებისათვის მიმართავდნენ.
ჭილაანთ ციხე-დარბაზი საქართველოს დამოუკიდებელ სამეფოთა არსებობის ბოლო ხანების საშუალო ქართველი ფეოდალის რეზიდენციათა საყურადღებო ნიმუშია.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ჭილაშვილების ციხე–დარბაზი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

 

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. ვ. ბერიძე  – „XVI-XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება“, ტ1. 1983წ.
2. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ2. 2008წ.
3. ფოტოების ავტორი – ნინო ნაროზაული

 

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

არ მოგვეპოვება.

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016