Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

lexouris cixe
(WonieTis cixe)
(savaraudod XIV_XVI ss)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

კოშკები, გალავანი

2. mniSvnelovani da saintereso informacia

ლეხაურიდანაა ექვთიმე თაყაიშვილი - ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი (1918 წ), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. საქართველოს მართმადიდებლურმა ეკლესიამ 2003 წელს წმინდანად შერაცხა “წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის“ სახელით.

3. adgilmdebareoba

ლეხოურის ციხე მდებარეობს საქართველოში, გურიის მხარეში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურის ცენტრიდან 2 კმ–ის მოშორებით, მაღალ მთაზე.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

ლეხოურის ციხეს ზოგჯერ ჭანიეთის ციხესაც უწოდებენ. პროფ. ქვ. ჩხატარაიშვილის მიხედვით ლეხოურს უფრო ძველად რეხეული ერქვა. ლეხოურის ციხეს თარიღი არ გააჩნია. მას ძირითადად მიაკუთვნებენ შუასაუკუნეების ნაგებობას. არის რამდენიმე მეტად საყურადღებო ცნობანი, რომელნიც ასე თუ ისე განსაზღრავენ მის დანიშნულებას. ზემო აჭარის მმართველი ახმედ ბეგი სოფიო გურიელს (გურიის მთავრის მეუღლეს) ასკანისა და ლეხაურის გადმოცემას უბრძანებდა. სოფიო გურიელი კი პასუხად წერდა: ,,ამ ორი ციხის გაცემა მე არ შემიძლიან: ერთშიდ სრულებით ჩემი საცხოვრებელი რაც არის, იქ მიწყვია და მეორეშიდ ჩემი ბავშვები მყავს.” ჩვენ ვფიქრობთ, რომ “მეორეში” სწორედ ლეხაურის ციხე უნდა იგულისხმებოდეს. თ. სახოკია ლეხაურის ციხეს გურიის მთავარ გურიელების საზაფხულო რეზიდენციად მიიჩნევდა. ,,თვით ლეხაურის ციხიდან მშვენიერი გადასახედია. ქობულეთი, ფირუზის ფერი შავი ზღვა-ფეხქვეშ ეშლება ადამიანს. ზაფხულობით აქ მეტად გრილა და შეიძლება გურიის მთავარსაც ამიტომ აურჩევია საზაფხულო რეზიდენციად ეს ადგილი”-ო. გურიის მთავარ მამია V-ს სასახლე შიგ ციხეში ჰქონია, იქავე ჰქონია ეკლესიაც. დ. ბაქრაძის ცნობით, ,,1774 წელსა ამას გურიას სერასკირის ლაშქარი მოვიდა ასკანა, ლეხაური და ბუკისციხე აიღეს”
ლეხოურის ციხის ამჟამინდელი მდგომარეობა შემდეგი გახლავთ: კედლები ჩამონგრეულია, კედლებზე სუროა მოდებული. ტერიტორია ამოვსებულია მიწით და დაფარულია საკმაოდ სქელი ტყე-ბუჩქნარით.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად, შესაძლებელი გახდება აღვადგინოთ ციხის საერთო გეგმა. ზუსტად განვსაზღვროთ ძეგლის ტერიტორიაზე განლაგებული სხვადასხვა სახის ნაგებობათა დანიშნულება და, რაც მთავარია, ძეგლის მშენებლობის დრო.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

თედო სახოკიას ჩაუწერია გადმოცემა ციხის აგების შესახებ : ,,ციხის საშენებელი ქვა სულ მდ. აჭისწყლიდან (ციხიდან 1-2 კმ-ის მანძილზეა) არის ამოზიდული. თურმე ხალხი ეყენათ ჩამწკრივებული ციხესა და აჭისწყალს შუა. მდინარის ნაპირს ვინც იდგა, ქვას იღებდა და მეორეს, თავის გვერდით მდგომს აწოდებდა, მეორე-მესამეს და ასე ბოლომდე, სანამ ქვა ციხესთან არ ავიდოდა. ვიდრე ციხე არ მოთავდა ქვა სულ ასე აუზიდნიათ. სხვანაირად ქვის აზიდვა, მაგ. ურმით არ შეიძლებოდა. მშენებლობა მეტად ძნელი სამუშაო ყოფილა და ყოველ საღამოს დაყენებულ მუშათაგან ორ-ორი კაცი კვდებოდა: ერთი ის, რომელიც ქვას იღებდა ნიადაგიდან, ხოლო მეორე ის კვდებოდა, რომელიც სულ თავში იდგა და მოწოდებულ ქვას ძირს სდებდა”

 

7. arqiteqturuli aRwera

ლეხოურის ციხე ისეთი მიუვალია, რომ მისი აღება საკმაოდ ძნელი იქნებოდა, გარედან მონუმენტური ნაგებობის შთაბეჭდილებას ტოვებს. მაღალი კედლები და კოშკები ნაგებია თლილი და რიყის ქვებით, წყობაში შედარებით დაცულია ჰორიზონტალურობა.
ლეხოურის ციხის საერთო მონახაზი გრძელი ოვალურია (30+19მ), ოთხივე კუთხეში კოშკები მდგარა. ამჟამად, სამხრეთის კოშკის გარდა ყველა დანარჩენი სამი კოშკი ნაწილობრივ კარგადაა შემორჩენილი. ღერძი განვითარებულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ.
ლეხოურის ციხეში ერთადერთი ვიწრო შესასვლელი მოწყობილია ჩრდილოეთით, ორსართულიანი კოშკის ქვემო ნაწილში. შესასვლელი კარი (სიმაღლე 181+145 სმ) დაახლოებით 4-5 მეტრის სიმაღლეზეა, რის გამოც შესვლა ალბათ ხის კიბით ხდებოდა.
ა) ჩრდილოეთის კოშკი გეგმით ოთხკუთხა მოყვანილობისაა, გალავნის ჩრდილოეთ მონაკვეთში შიდა მხრიდანაა მიდგმული. კოშკის სიმაღლე 11 მ-ია, სიგრძე 3,1 მ, სიგანე- 4,2 მ, სისქე კი დაახლ. 0,90 მ. იგი ნაგებია თლილი ქვით აქა-იქ რიყის ქვის გამოყნებით. ქვების ზომები იცვლება 10 დან 90 სმ-მდე. კოშკში სართულშუა გადახურვა ხისა იყო (მეორე სართულის კიდეზე შემორჩენილია ხის პატარა ნაშთი). ამჟამად იგი მთლიანად ჩანგრეულია და მხოლოდ კოჭების ბუდეები მოჩანს. კოჭების ბუდეების მიხედვით ორი სართული ირკვევა. კოშკის მეორე სართულზე სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი.
ბ) ლეხოურის ციხის ნაგებობათა შორის ყველაზე მნიშნელოვანია ე.წ. ,,მამა-ბურჯი”, ე.ი. მთავარი კოშკი, რომელსაც ციხის გალავნის აღმოსავლეთი უჭირავს. კოშკი მასიურია, ზომით საკმაოდ დიდი (9,6X9X13 მ, სისქე კი 1,4 მ). გარედან კოშკი კარგი თლილი ქვითაა ნაგები, რაც იშვიათია ქართულ ციხეებში. ბანის ჩათვლით ეს ოთხსართულიანი ოთხკუთხა კოშკია. წყობა ჰორიზონტალურია. ქვების ზომები იცვლება 10-75 სმ შორის. კოშკში შესასვლელი დაახლოებით 3-4 მ-ის სიმაღლეზეა მოთავსებული. კარის ზომებია: სიმაღლე 1,88+1,55მ. ზევით, კარში ალბათ მისადგმელი კიბით უნდა ასულიყვნენ. სავარაუდოდ კარი ხისა იყო და ურდულით იკეტებოდა.
კოშკის პირველი სართული სავარაუდოდ, რომ ჩვეულებისამებრ დამხმარე ფუნქციებს ასრულებდა. ამჟამად კი მთლიანად მიწითაა ამოვსებული. მეორე სართულზე მოთავსებულია დიდი დარბაზი. დარბაზს დასავლეთით დიდი ზომის სწორკუთხა სარკმელი აქვს, რომელიც მაღლაა ,,აშვერილი”. აღმოსავლეთის კოშკს ნახევარწრიული მინაშენი აქვს. მინაშენის სამხრეთ კედელში ორი ღრმა თაღოვანი ნიშია მოთავსებული.
გ) აღმოსავლეთის კოშკის სიმაღლე დიდად სჭარბობს არსებულ ზღუდეს. აღმოსავლეთის კოშკის მეოთხე სართული ბანი იყო. ბანის კედლების სიმაღლე უდრის 1,5 მ-ს. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ კედლის ჩრდილოეთ მონაკვეთში სამი დიდი სათვალთვალო სარკმელია, რომელთა ზომები იცვლება 0,9-0,6 მ-ს შორის.
ლეხოურის ციხის გალავნის სამხრეთ კედელში რაღაც სათავსო დგას. თუმცა გადაჭრით იმის თქმა კოშკი იყო თუ რომელიღაც გრძელი სათავსო, ამის დადგენა, გაწმენდის გარეშე ჯერჯერობით შეუძლებელია.
დ) ლეხოურის ციხის მეოთხე კოშკი დასავლეთის მხარესაა. ფორმით ოთხკუთხა მოყვანილობისაა, თავი კი ნახევარწრეული აქვს. კოშკი თავისი გეგმით ქართლში გავრცელებულ ,,ზურგიან” კოშკს მოგვაგონებს..
კოშკი გალავნის გარეთაა გაწეული. სიმაღლე დაახლ. 8,81 მ-ია, კოშკის შიდა ზომებია სიგრძე - 4,2X2,1 მ, სისქე 1,4 მ–ია. კოშკში ერთადერთი შესასვლელი 2 მ-ის სიმაღლეზეა მოწყობილი. კარის ზომებია სიმაღლე 1,07+0,68 მ. კოშკი ნაგებია რიყისქვებით საკმაოდ სქელ დუღაბზე. ქვების ზომები იცვლება 10-55 სმ. კოჭების ბუდეების მიხედვით სამი სართული ირკვევა. დასავლეთის კედელში სათოფურებია გაჭრილი. ციხის კოშკებს როგორც ჩანს, ხის სართულშუა გადახურვა ჰქონდა. ცისის კედლები, ჩვეულებრისამებრ, ორ რეგისტრადაა გაყოფილი: ქვემო ნაწილი სქელია, ზემო კი ბევრად უფრო თხელი. სხვაობა ქმნის ე.წ. ,,საბრძოლო ბილიკს”, რომელიც გარს შემოევლება მთელ ციხეს კოშკების მეორე სართულის დონეზე. აქ იდგნენ მეციხოვნენი.
ე) ციხის კედლები ნაგებია რიყისა და ფლეთილი ქვებით დუღაბის სქელ ფენაზე. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ვიწრო ქვები შედარებით ღრმადაა ჩამჯდარი კედელში, რაც უზრუნველყოფს პერანგის და საერთოდ, კედლის სიმტკიცეს. ციხის კედლები დაახლ. 6-7 მ-ის სიმაღლისაა. ქვედა იარუსი 4-5 მ-ის სიმაღლეზე ყრუა, ზემოთ კი მებრძოლთა ბილიკი იქმნებოდა. იარუსის კედლებს შორის განსხვავება დაახლოებით 30-40 სმ-ია. ეს განსხვავება კი მებრძოლთა სამოძრაოდ არ იქნებოდა და როგორც ჩანს, დამატებით ფიცრულ იარუსს მოაწყობდნენ.
ლეხოურის ციხის წყლით მომარაგებასთან უნდა იყოს დაკავშირებული ციხის ტერიტორიაზე ჭისებრი ორმო. ამჟამად მისი სიღრმე 2,3 მ-ია და ბუნებრივია ამ სიღრმეზე ჭა არ ჩანს. ჭის დიამეტრი 1,1 მ-ია.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

არ მოგვეპოვება

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

გურამ ჩხატარაშვილი საბაკალავრო ნაშრომი –“გურიის შუა საუკუნეების საფორტიფიკაციო და საკულტო ნაგებობანი (ლეხოურის ციხე და შემოქმედის მონასტერი)”, 2009წ.
ჩვენ დიდ მადლობას უხდით გურამ ჩხატარაშვილს მოწოდებული მასალებისათვის.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://novators.webatu.com

http://old-garemo.dlf.ge

http://wapedia.mobi

 

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016