Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

foto

სონდის ეკლესიის კომპლექსი
(XV-XVIII სს.)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია, ზურგიანი კოშკი, საცხოვრებელი ნაგებობა, გალავანი

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება

3. adgilmdebareoba

სონდის ეკლესიის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ისტორიულ მთიულეთში, დუშეთის მუნიციპალიცეტში, დაბა ფასანაურიდან სამხრეთ–დასავლეთის მიმართულებით მდებარე სოფელ სონდიდან 2კმ–ში, ლომისის ქედზე.

ძეგლის მდებარეობის კოორდინატები: 42° 15' 00.2"N; 44° 40' 07.1"E;

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva

არ მოგვეპოვება

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება

7. arqiteqturuli aRwera

sondis kompleqsis gengegma

ყველა ნაგებობა ნაშენია ნატეხი ქვითა და დუღაბით. ნაგებობათაგან უადრესია ეკლესია; მომდევნო ხანებში მისთვის დასავლეთიდან მიუდგამთ ზურგიანი კოშკი ისე, რომ კოშკის სწორი კედლის ნაწილი ეკლესიის დასავლეთ კედლის სამხრეთ ნახევარზეა დაშენებული. უფრო გვიან ეკლესიისათვის სამხრეთიდან ვიწრო სადგომი მიუშენებიათ, რომლის სამხრეთ კედელი კოშკის სამხრეთ კედლის ხაზზე მდებარეობს. ამავე ხანებშია აგებული გალავანი და საცხოვრებელი ნაგებობა.

 

 


ganakveTi dasavleTisaken ganakveTi CrdiloeTisaken


ა) ეკლესია დარბაზულია (6,2X5,2 მ), დგას ეზოს ჩრდილოეთ ნაწილში. ძლიერ დაზიანებულია. ჩამოშლილია კამარა და კონქი, მონგრეულია აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლების ზედა ნაწილები, ინტერიერი 0,7 მ სიმაღლეზე ნანგრევებითაა ამოვსებული. ვიწრო, ზემოთკენ შევიწროებული და ორივე მხრიდან ბრტყლად გადახურული შესასვლელი ეკლესიის სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია გაჭრილი. აღმოსავლეთით, გეგმით კოლოფა თაღის ფორმის აფსიდის ღერძზე, სწორკუთხა სარკმელია, რომელსაც საფეხუროვანი აფრა აქვს. აფსიდის გვერდებში თითო პატარა ზომის სწორკუთხა ნიშია. ერთი სწორკუთხა სარკმელი დასავლეთ კედლის ღერძზეა, რომლის გარეთა ღიობის სამხრეთის ნახევარი ეკლესიაზე მოგვიანებით მიშენებული ზურგიანი კოშკის სწორი კედლითაა დაფარული. შიგნით ეკლესია ცილინდრული კამარით იყო გადახურული, რომლის სამხრეთის გვერდის წყობის ნაწილი დასავლეთ კედელს შემორჩა.

sondis kompleqsis eklesia eklesiis Sesasvleli

ბ) ზუგიანი კოშკი ექვსსართულიანია, ზემოთ მკვეთრად შევიწროებული და ზურგით გალავანში ჩართული. დაზიანებულია: მონგრეულია VI სართულის კედლების ზედა ნაწილები, ჩამოშლილია ხის სართულშუა გადახურვები, თითქმის მთელ სიმაღლეზეა  გაბზარული სწორი კედელი, I სართული დაახლოებით 1 მ სიმაღლეზე მიწითა და კედლებიდან ჩამონაშალი ქვებითაა ამოვსებული. შესასვლელი I სართულზეა, სწორი კედლის სამხრეთ კიდეში. კარი სწორკუთხაა. III, IV და V სართულებს (სწორ კედელში) თითო სწორკუთხა სარკმელი აქვს. დანარჩენი კედლები ყრუა. მსგავსი სარკმელია II სართულის სწორ კედელშიც, რომელიც მოგვიანებით (როგორც ჩანს, ეკლესიის სამხრეთ მინაშენის აგებისას) ამოუშენებიათ.

sondis koSki sondis koSkis swori kedeli koSkis Sesasvleli

ბ) მინაშენი უაფსიდოა. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარი ორივე მხრიდან ბრტყლადაა გადახურული. აღმოსავლეთით ვიწრო, სწორკუთხა სარკმელია. მინაშენი გადახურული იყო მცოცავი კამარით, რომლის ნაშთი კოშკის სწორ კედელზეა შემორჩენილი.

sondis koSki Signidan sondis koSki Signidan

გ) გალავნის სამხრეთ ნაწილში, ეკლესიიდან ხუთიოდე მეტრზე, ჩართულია მოზრდილი (12X6,5 მ) ოთხკუთხა (როგორც ჩანს) საცხოვრებელი ნაგებობა, რომლის სამხრეთ და დასავლეთ კედლები (სიმაღლე 1,5-1,9 მ) გალავნის ნაწილს წარმოადგებს. შესასვლელი შენობას ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ კიდესთან აქვს. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში თითო პატარა ზომის სწორკუთხა ნიშია, სამხრეთ კედელში - ხუთი სხვადასხვა ზომის სწორკუთხა ნიში.
დ) გალავანი წრიული ფორმისაა (დიამეტრი 21 მ), შემორჩენილია მთელ პერიმეტრზე. შესასვლელის (შემორჩენილია ჩრდილოეთის წირთხლის ნაწილი) დასავლეთით სწორკუთხა ნიშია.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

სონდის ეკლესია წილკნისა და დუშეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი მოქმედი არ არის.

9. gamoyenebuli masalebi

1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერა, ტ2, 2004წ.
2. ფოტოების ავტორი - ზაზა ქარდავა.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://www.nplg.gov.ge

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016