bebris (beltis) cixe
(XII s)
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
ციტადელი და ქვედა ეზო.
2. mniSvnelovani da saintereso informacia
2010 წლის გაზაფხულის წვიმებმა გამოიწვია მეწყერის ჩამოწოლა, რის შედეგადაც ჩამოწოლილმა მეწყერმა მთლიანად ჩამოშალა ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთი კედელი. დაბზარულია ციხის დანარჩენი კედლებიც. ამჟამად, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები: http://www.radiotavisupleba.ge
3. adgilmdebareoba
ბებრის ციხე მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მცხეთის ჩრდილოეთ 2 კმ-ში.
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
ციხე აგებულია ადრინდელ ფეოდალურ ხანაში. ბებრისციხე ქართულ საისტორიო წყაროებში პირველად მოხსენიებულია ლაშა გიორგის დროინდელ მემატიანესთან: “დემეტრე მეფე ბებრის ციხეს მიიცვალა და გელათს წაიყვანეს მისგანვე კურთხეულსა ახალსა მონასტერსა”. ეს მოხდა 1156 წელს.
ვახუშტი ბაგრატიონი მას ბელტის ციხედ მოიხსენიებს.
2010 წლის გაზაფხულის წვიმებმა გამოიწვია მეწყერის ჩამოწოლა, რის შედეგადაც ჩამოწოლილმა მეწყერმა მთლიანად ჩამოშალა ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთი კედელი. დაბზარულია ციხის დანარჩენი კედლებიც. ამჟამად, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
ოდესღაც ეს მიწა ეკუთვნოდა ვინმე თავად სიმონს. მას აქ ხეობის ვიწროში, აუგია სიმაგრე და შიგ გზისმცველი ჩაუყენებია. თავად ჰყოლია ორი შვილი; ლამაზი მარინე და გულქვა მამუკა. მამის გარდაცვალების შემდეგ, მამუკას დიდძალი გადასახადი დაუკისრებია ქვეშევრდომთათვის. მარინეს შებრალებია ისინი და მამუკას სთხოვა გაეთავისუფლებინა ისინი გადასახადისაგან. გამძვინვარებულმა ძმამ მაკრინე კოშკში გამოამწყვდია. ერთ დღეს, როდესაც ყმებისათვის წყალ-წყალა საჭმელი მზადდებოდა, გამოჩენილან ყვავები და ქვაბში ჩაცვენილან. ყმებს საჭმელი გადაუსხიათ, ამის შემხედვარე მამუკა გაბრაზებულა და გლეხებს დასაჭერად დადევნებია. უეცრად ქვაბიდან გველები ამოცვენილან და მამუკას შემოხვევიან. სასოწარკვეთილი მამუკა ღმერთს შეევედრა: ,,ოღონდ მიხსენი და ეკლესიას აგიგებო’’. ამ სურათს ხედავდა თურმე კოშკში დამალული მაკრინე, რომელიც მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს. ღმერთს შეუსმენია მათი ვედრება. და-ძმამ ეკლესიურად ცხოვრება დაუწყიათ. და მონაზვნად აღკვეცილა, მამუკა კი ბერად შემდგარა.
70 წლის მაკრინე გარდაიცვალა. დასაფლავების დღეს მისულა თეთრწვერა მოხული, რომელიც მიცვალებულს ეამბორა შუბლზე და წარმოსთქვა: ,,დაო ჩემო, ჩვენ შევასრულეთ ჩვენი აღთქმა’’. ამ სიტყვების დასრულებ
7. arqiteqturuli aRwera
|
grZivi ganakveTi Crdilo-aRmosavleTisaken |
|
|
foto |
foto |
ბებრის ციხე ნაგებია თანაბარი ზომის ნატეხი ქვით კირის ხსნარზე, შედგება ციტადელისა და ქვედა ეზოსგან (საერთო ზომები 100X69 მ). ციტადელის გეგმა სამკუთხედის მსგავსია. მის ყოველ კუთხეში თითო კოშკი დგას, ყველაზე დიდი, სამხრეთ-დასავლეთის კოშკისაგან შემორჩენილია სამი სართული. სამივე დაზიანებულია. ჩრდილოეთის და აღმოსავლეთის კოშკები თითქმის ტოლია. ჩრდილოეთის კოშკის სამი სართულია შემორჩენილი, აღმოსავლეთისა – მხოლოდ საძირკველი. აღმოსავლეთ კოშკის შიგნით მოგვიანებით ცილინდრული კოშკი ჩაუშენებიათ, კოშკებში სართულშუა გადახურვა ხის იყო. სამხრეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთის კოშკებს აქვს თავისებური (სავარაუდოა ისრის სატყორცნი) საბრძოლო ხვრელობები, რომლებიც შიდა მხრიდან განიერი (საშუალოდ 2 მ), მაღალი (დაახლოებით 2,5 მ) და ღრმაა (საშუალოდ 1,5 მ), გარედან კი ვიწრო (0,3 მ) და დაბალი (1 მ). ციხის ქვედა ეზოს აღმოსავლეთ კუთხეში ციტადელის კოშკების მსგავსი ოთხკუთხა კოშკი დგას. ბებრისციხე საყურადღებო საფორტიფიკაციო ნაგებობაა.
|
foto |
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
ბებრის ციხე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, 5ტ, თბ. 1990წ
2. პარმენ ზაქარაია – “საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები” 1988წ.
3. ფოტოების ავტორი – დავით მიქავა
10. marSruti
დადგინდება;
11. bmulebi
http://ka.wikipedia.org
http://www.nplg.gov.ge
ttp://qartvelebi.wordpress.com
http://www.dzeglebi.com
http://likunax.ucoz.ru
http://heritagesites.ge
|