|
ზემო კოდისწყაროს სასახლის კომპლექსი
(XVI ს)
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuili mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
სასახლე, კოშკი, ეკლესია და რამდენიმე შენობის ნაშთი;
2. mniSvnelovani da saintereso informacia
არ მოგვეპოვება.
3. adgilmdebareoba
ზემო კოდისწყაროს სასახლის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მისგან დასავლეთით 17 კმ-ში მდებარე სოფელ ზემო კოდისწყაროს ჩრდილოეთით, სასაფლაოსთან.
GPS კოორდინატები კოშკისა - 42° 00' 58.5"N, 44° 33' 13.6"E;
GPS კოორდინატები ეკლესიისა - 42° 00' 59.6"N, 44° 33' 17.1"E.
4. ruka
5. istoriuili mimoxilva
1976 წელს, ძეგლზე არქეოლოგიური დაზვერვა ჩაატარა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის (იაე) ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი რ. რამიშვილი).
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება.
7. arqiteqturuli aRwera
|
სასახლის გეგმა |
ა) სასახლე გეგმით სწორკუთხაა (30 X 17 მ). ნაგებიაძირითადად აგურით. წყობაში გამოყენებულია რიყის ქვაც, რომლის რიგები აქა-იქ ენაცვლება აგურისას. კამარები და საბჯენი თაღები მთლიანად აგურით ყოფილა ნაწყობი. შემორჩენილია მხოლოდ I სართულის კედლების ნაწილები. სადგომები ორ მწკრივადაა განლაგებული. წინა მწკრივში ოთხი ოთახია, უკანაში - სამი. წინა მწკრივის ოთახები ბევრად უფრო ღრმაა. ოთხივეს გრძივი ღერძი მართობულია შენობის გრძივი ღერძისა. უკანა მწკრივის ოთახებიდან შუა ძლიერ დაგრძელებულია შენობის გრძივი ღერძის გასწრივ, განაპირა ოთახები კი, თითქმის კვადრატულია. ყველა ოთახში ბუხარი და შეისრულთაღიანი ორსართულიანი ნიშებია. შემორჩენილია შეისრული საბჯენი თაღების ნაწილები. საბჯენი თაღები ორივე მწკრივის გრძელ დარბაზებში ერთმანეთისაგან არათანაბარი მანძილითაა დაშორებული, რომელთაგანაც განაპირებს, განივი კედლებიდან გადმოყვანილი ორ-ორი პერპენდიკულარი საბჯენი თაღი ერყწმის. კედლების ზედაპირის დამუშავება-მორთულობის არავითარი კვალი აღარ ჩანს. შენობის უკანა მწკრივის შუა ოთახის ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნახევარზე და აღმოსავლეთ კედელზე, კამარებს ზემოთ, შემორჩენილია რიყის ქვის სრულიად დაუმუშავებელი კედელი (სიმ. 1,7 მ). იგი ალბათ სხვენს ეკუთვნოდა.
|
|
|
სასახლის ფრაგმენტები |
სასახლის ფრაგმენტები |
სასახლის ფრაგმენტები |
|
კოშკის I და II სართულის გეგმები |
ბ) კოშკი (8X7.6 მ) სასახლის აღმოსავლეთითაა 20-25 მეტრზე, ნაგებია რიყის ქვით. შესასვლელი I სართულზეა ჩრდილოეთიდან. ამ IV სართულზე თითო სარკმელია, ხოლო III-ზე - ორი. ყოველ სართულზე თითო თაღოვანი ბუხარი და ოთხი-ექვსი სათოფურია, რომლებსაც გადახურვა და ძირი ჰორიზონტალური აქვს. სართულშუა გადახურვა ხის ყოფილა, ორმაგი. კოჭების საყრდენ ბუდეებში შემორჩენილია მათი დანახშირებული ნაწილების ბოლოები. I, II და III სართულები ერთმანეთს უკავშირდებოდა კედლებს აყოლებული ქვის კიბით, ხოლო IV სართულს - ხის მიდგმული კიბით. კოშკი შიგნით და გარედან შელესილია. გადახურული ყოფილა ორფერდა სახურავით. არქეოლოგიური დაზვერვების დროს აიკრიფა შორენკეცებისა და კრამიტის ნამტვრევები.
|
|
|
კოშკი |
კოშკის II სართული |
კოშკის I და II სართულის |
|
ეკლესია |
გ) ეკლესია, დგას სასახლის აღმოსავლეთით, 100 მეტრზე, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (5.3 X7.6 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვის ირეგულარული წყობით. კედლები შიგნით და გარედან მობათქაშებული ყოფილა. ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია კამარა, კონქის მნიშვნელოვანი ნაწილი და განივი კედლების ზედა ნაწილები. თითქმის მთლიანადაა დანგრეული გრძივი კედლები. შესასვლელი ეკლესიას სამხრეთიდან ჰქონია. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე და დასავლეთ კედელში თითო სწორკუთხა სარკმელია. აფსიდში, სარკმლის ორივე მხარეს, თითო პატარა სწორკუთხა ნიშია.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi:
ზემო კოდისწყაროს სასახლის კომპლექსი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, ხოლო მასში შემავალი ეკლესია მცხეთა-თბილისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.
9. gamoyenebuli masalebi
1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, 2ტ, 2004წ.
2. ფოტოების ავტორი - გიორგი კიღურაძე და ლიდა კაპანაძე.
10. marSruti
დადგინდება;
11. bmulebi
http://www.nplg.gov.ge
|