Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

bana bana

ქვახვრელის გამოქვაბულების კომპლექსი
(VII-IX სს)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

სამრეკლო, კორიდორები, ეკლესია, დამხმარე-დაბალი და ერდოიანი სადგომები.

 

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება;

 

3. adgilmdebareoba

ქვახვრელის გამოქვაბულების კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან აღმოსავლეთით 8 კმ-ში მდებარე სოფელ ქვახვრელის ცენტრის აღმოსავლეთით, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, კლდეში ნაკვეთი ქალაქის უფლისციხის სამხრეთით 2 კილომეტრზე, სასაფლაოსთან.

 

4. ruka

bana

 

5. istoriuili mimoxilva

bana

xaCkari

თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. ანტიკურ ხანაში იგი უფლისციხის სასოფლო-სამეურნეო, გარეუბანი იყო. ისტორიულ წყაროებში ქვახვრელი პირველად მოხსენიებულია XI საუკუნეში, ფეოდალური საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლის პერიოდში. ქვახვრელი მნიშვნელოვანი დასახლება ყოფილა. ძველი სოფელი ნაწილობრივ გადაფარულია თანამედროვე დასახლებით.
XVIII საუკუნეში ქვახვრელის მიდამოებში სომეხთა მიგრაცია დაიწყო, რაც მოწმობს გამოქვაბულის კედლებზე 17 ხაჩკარის ამოკვეთა მათ მიერ.
2009 წელს, სოფელ ქვახვრელის მოსახლეობამ საჩივრით მიმართა სამთავისისა და გორის ეპისკოპოსს, სადაც ისინი ჩიოდნენ რომ ქვახვრელის კვირაცხოვლის სახელობის ეკლესიაში გრიგორიანელმა სომხებმა დაიწყეს ლოცვა

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით, ქვახვრელის და უფლისციხის კომპლექსს შორის იგი დამაკავშირებელი გვირაბი, რომელიც მდინარე მტკვრის ფსკერზე გადიოდა.

ადგილობრივ თემში თითქმის დღემდე შემონახული რწმენა-წარმოდგენების მიხედვით, უფლისციხე არის ძმა, ხოლო ქვახვრელი არის და.დღემდეა შემონახული რწმენა იმის შესახებაც, თუკი ბავშვი საყმაწვილო სენით (წითელა, ქუნთრუშა და ა.შ.) დაავადდებოდნენ, თვალები გაუღიზიანდებოდათ და ასტკივდებოდათ, მაშინ განსაკურნავად ქვახვრელის შიდა ქვაბულში მდებარე კონუსური ფორმის ქვის სალოცავთან უნდა მიეყვანათ და თვალებზე ამ წმინდა ქვის მტვერი უნდა წაესვათ.ან ასევე, თუკი ქალებს არ ქონდათ, ან შეუწყდებოდათ შვილოსნობა, მაშინაც უნდა მოელოცათ ეს ქვა და ეთხოვათ მისთვის ნაყოფიერების მოცემა.

ინფორმაცისს წყარო: http://lalisulxanishvili.blogspot.com

 

7. arqiteqturuli aRwera

ქვახვრელის გამოქვაბულების კომპლექსი ქვიშაქვის ფრიალო კლდეშია გამოკვეთილი.
ა) სამრეკლოს, რომელიც გამოქვაბულების კომპლექსის შესასვლელზე მოგვიანებითაა მიშენებული, არაწესიერი სწორკუთხედის ფორმა აქვს (4,2X2,7 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. სამრეკლოს თაღოვანი შესასვლელი, რომელიც სიმეტრიის ღერძიდან ოდნავ დასავლეთითაა გადაწეული, ჩრდილოეთ კედელშია. განივ კედლებში თითო სწორკუთხა სარკმელია. ნაგებობა დასრულებულია გუმბათით, რომელიც დაბალი, შიგნით და გარეთ გეგმით წრიული ცილინდრული ყელისა და კონუსისმაგვარი სახურავისაგან შედგება. გუმბათქვეშა სწორკუთხედიდან გუმბათის ყელზე გადასვლა განხორციელებულია ტრომპისმაგვარი (იმიტაცია) კონსტრუქციით. სამრეკლოს გუმბათოვანი კამარა ძაბრისმაგვარი მოხაზულობისაა. კამარის კედლებში ჩასმულია სამი პატარა ქვევრი. მათ ზემოთ შემორჩენილია ზარის ჩამოსაკიდებელი ძელის ორი ბუდე.

bana

eklesiisa da erdoiani sadgomis ganakveTi samxreTisaken; saerTo xedi (Canaxati)

ბ) კორიდორები. სამრეკლო უკავშირდება ბნელ კორიდორს (სიგრძე 19 მ, სიგანე 2 მ, სიმაღლე 2,5 მ), რომლის ღერძი ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენაა მიმართული. კორიდორის აღმოსავლეთ კედლის ცენტრში გაჭრილია ეკლესიის შესასვლელი. ამ შესასვლელის მოპირდაპირე მხარეს გამოკვეთილია რამოდენიმე საფეხურით ამაღლებული ერდოიანი სადგომი, რომელიც უკავშირდება ღია კორიდორს (III). I კორიდორის ბოლოს, მარცხნივ, მიემართება II კორიდორი, რომელიც უკავშირდება დამხმარე სადგომს. III კორიდორი დანარჩენ კორიდორებს უერთდება მათი გადაკვეთის ადგილთან (ამჟამად ამოქოლილია).
გ) კვირაცხოვლის სახელობის ეკლესია კომპლექსის სხვა სადგომებთან შედარებით უფრო დიდია (10X4,5 მ, სიმაღლე 7,6 მ). მას ორი სწორკუთხა კარი აქვს. ერთი, ფართო კარი, გაჭრილია ჩრდილოეთ კედლის შუა ნიშში და წარმოადგენს დარბაზის განათების ძირითად წყაროს. მეორე სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთშია. ეს კარი II კორიდორში გადის. ეკლესიას აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდი აქვს. საკურთხეველი დარბაზის იატაკის დონიდან 1 მეტრითაა შემაღლებული. საკურთხეველში ორი თაღოვანი ნიშია. უფრო ფართო სამხრეთის ნიშში გაჭრილია დამხმარე სადგომში ჩასასვლელი ვიწრო თაღოვანი გასასვლელი. საკურთხევლის კონქის ჩრდილოეთ ნაწილში პატარა სწორკუთხა სარკმელია. ამ ადგილას კლდის მასივი გახსნილია და ქვის წყობითაა დასრულებული. საკურთხეველი კანკელით ყოფილა გამოყოფილი, რომლის კლდეში ნაკვეთი მცირე ნაწილები შემორჩენილია აფსიდის გვერდებთან. ეკლესიის კედლები დანაწევრებულია თაღოვანი ნიშებით, რომლებიც იატაკიდან 4,5 მეტრის სიმაღლეზე იწყება. გრძივ კედლებზე თაღოვანი სარკმლის ქვეშ ერთმანეთთან სიმეტრიულად ამოკვეთილია სამ-სამი ბუდეც, რომლებსაც ხარაჩოების გასამართავად იყენებდნენ.
დ) დამხმარე სადგომი სწორკუთხაა. მის ცენტრში მოწყობილია პატარა საკურთხეველი. სადგომის გადახურვა ბრტყელია. ეკლესიის შესასვლელის პირდაპირ გამოკვეთილია თითქმის წრიული მოხაზულობის ერდოიანი სადგომი. სადგომის კედელზე ამოკვეთილია რამდენიმე ნიში, დასავლეთის ნაწილში ღია კორიდორში (III) გასასვლელი სწორკუთხა კარია. სადგომო გადახურულია გუმბათოვანი კამარით. კამარა რთული მოხაზულობისაა და წვერში ოვალური ხვრელობი (ერდო) აქვს. ერდოიანი სადგომის ახლოს, მის დასავლეთით, კიდევ ერთი ერდოიანი სადგომის გამოკვეთა დაუწყიათ (არ არის დამთავრებული).
გამოქვაბულის კედლებზე მოგვიანებით ამოუკვეთიათ ჩვიდმეტი ხაჩკარი: თხუთმეტი – I კორიდორში, ხოლო ორი – ეკლესიის საკურთხეველში. ზოგიერთებზე საფლავის სომხური შაბლონური წარწერებია დაცული. პალეოგრაფიული ნიშნებით წარწერები XVIII საუკუნეს მიეკუთვნება. ხაჩკარების გამოყენება დაკავშირებულია სომეხი მოსახლეობის მიგრაციასთან, რომელიც ამ რეგიონში XVIII საუკუნეში მოხდა.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

ქვახვრელის კვირაცხოვლის სახელობის ეკლესია სამთავისისა და გორის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

 

9. gamoyenebuli masalebi

1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ5. 1990წ.
2. ფოტოების ავტორი - ლიდა კაპანაძე.

 

10. marSruti

დადგინდება;

 

11. bmulebi

http://chitucio.blogspot.com

http://lalisulxanishvili.blogspot.com

http://saunje.ge

http://dzeglebi.com

 

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016