ვედრების ღვთისმშობლის ეკლესია (IX-X სს)
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
ეკლესია
2. mniSvnelovani da saintereso informacia
არ მოგვეპოვება.
3. adgilmdebareoba
ვედრების ღვთისმშობლის ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტში, მისგან 8 კმ–ში მდებარე სოფელ ვედრების დასავლეთით, მთის ფერდობზე, სასაფლაოს ტერიტორიაზე.
4. ruka
5. istoriuili mimoxilva
მეუფე იობის ლოცვა კურთხევით 2001 წელს დაიწყო ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის აღდგენითი სამუშაოები, რომელიც დასრულდა 2007 წელს. ამავე წლის 29 სექტემბერს ტაძარი აკურთხა რუის-ურბნისის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე იობმა. ტაძრის ქტიტორები არიან გიორგი-თამაზ სურამელი და მაია მწარიაშვილი. ამჟამად იქ ფუნქციონირებს დედათა მონასტერი.
|
|
meufe iobi |
qtitorebi giorgi-Tamaz surameli da maia mwariaSvili |
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება.
7. arqiteqturuli aRwera
|
vedrebis RvTismSoblis eklesia |
ვედრების ღვთისმშობლის ეკლესაზე გაირჩევა ორი სამშენებლო ფენა. თავდაპირველი ნაგებობა სტილისტური ნიშნებით თარიღდება IX-X საუკუნეებით. ნაშენია კარგად გათლილი ქვიშაქვის კვადრებით, წყობის რიგების ჰორიზონტალობა დაცულია მკაცრად. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ეკლესიის მნიშვნელოვანი ნაწილი განსხვავებული საშენი მასალით განუახლებიათ. ამის შედეგად ნაგებობას თავდაპირველი სახე რამდენადმე შეცვლილი აქვს. სავარაუდოა, რომ ამავე ხანებშია მიშენებული ჩრდილოეთ მხრიდან რამდენიმე სწორკუთხა სათავსი.
აღდგენამდე, ეკლესია ძლიერ დაზიანებული იყო - თითქმის მთლიანად დანგრეული იყო სამხრეთის კედელი, ჩანგრეული იყო კონქი და კამარა, მონგრეული იყო ჩრდილოეთი და დასავლეთი კედლების ზედა ნაწილები, დაზიანებული იყო საპირე ქვების წყობა და სხვა.
ეკლესია დარბაზულია (10,6 X 6 მ). შესასვლელი ორია - სამხრეთით (შემორჩენილია წირთხლის ქვა) და დასავლეთით (მოგვიანებით შეუვიწროებიათ და დაუდაბლებიათ). ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ფართო თაღოვანი სარკმელი იყო (შემორჩენილია თაღის მოხაზულობა). შეკეთების დროს სარკმელი დაუპატარავებიათ. სარკმლის ორივე მხარეს, იატაკიდან დაახლოებით 1,6 მეტრის სიმაღლეზე, თითო მაღალი სწორკუთხა ნიშია (მოგვიანებით ამოუქოლიათ). ამ ნიშების ქვემოთ, თითქმის იატაკის დონეზე, კიდევ თითო სწორკუთხა ღრმა ნიშია. აფსიდში, სამხრეთით (იატაკიდან დაახლოებით 4 მეტრის სიმაღლეზე) შემორჩენილია მოზრდილი სარეზონატორო ქვევრების ნაშთები. დარბაზის კამარა ეყრდნობა კრონშტეინებზე შედგმულ საბჯენ თაღს (მცირე ნაწილი შემორჩენილია ჩრდილოეთის კედელზე).
|
RvTaebis eklesiis gegma |
ეკლესიის ჩრდილოეთ კედელში საკურთხევლის კუთხესთან, გაჭრილია ჩრდილოეთის სწორკუთხა სათავსში (სამკვეთლო) შესასვლელი თაღოვანი კარი. სათავსს აღმოსავლეთით და დასავლეთით თითო სარკმელი აქვს. სამხრეთის კედელში ორი მცირე სწორკუთხა ნიშია. სათავსი გადახურულია უსწორო შეისრული სხმული კამარით.
|
RvTaebis eklesiis gegma |
მეუფე იობის ლოცვა კურთხევით 2001 წელს დაიწყო ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის აღდგენითი სამუშაოები, რომელიც დასრულდა 2007 წელს.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
ვედრების ღვთისმშობლის ეკლესია რუისისა და ურბნისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია და მოქმედია.
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, 5ტ, თბ. 1990 წ;
2.
ინტერნეტ ბმული https://ka.wikipedia.org;
3. ფოტოების ავტორი - გიორგი სურამელი.
10. marSruti
დადგინდება;
11. bmulebi
https://ka.wikipedia.org
|