Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

zemo xodaSenis monasteri
(beraanT cixe)
(XVI, 1760-1784 ww.)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ხარების ეკლესია, მარანი კოშკით, საცხოვრებელი სახლის ნაწილი.

 

2. mniSvnelovani da saintereso informacia

კოშკი მარნით (ბერაანთ ციხე) ქართული საერო არქიტექტურის იშვიათი ნიმუშია.

 

3. adgilmdebareoba

ზემო ხოდაშენის მონასტერი მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთ აღმოსავლეთით 15 კმ–ში, სოფელ ზემო ხოდაშნის შუაგულში.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

warwera

ზემო ხოდაშენის მონასტერი  დაარსებულია XVI საუკუნეში, კახთა მეფე ლევანის (1520–4 წწ) და მისი ძის ალექსანდრე II (574–1605 წწ) მიერ. ხარების ეკლესიის დასავლეთ ფასადზე შემორჩენილი წარწერის მიხედვით ბერაანთ ციხე (მარანი კოშკით) და ეკლესიის დასავლეთის მინაშენი თარიღდება 1760–1784 წლებით. ბერაანთ ციხე აუშენებია ვინმე კოზმანბერს, რომელიც ჩამოსულა “მთაწმინდით ფილოთეოსის მონასტრიდამ ხარებისეკლესიის სოფელ სახოდაშენს ეკლესიასა, რომელიც შეწირულ არს ნეტარად ხსენებული სამეფესა ალექსანდრესა განმამული და ყმა ეკლესიისა”. შემდეგ კოზმანი წერს: “მოწყალებითა მეფისირაკლისა თავვი ღუაწნე ესრეთ: ეკლესია მცირე მომატებულვყავ, მარანი ციხით გავაკეთეო”. ამიტომ კოშკს მარნით დაარქვეს ბერაანთ ციხე. მეორე წარწერა ეკლესიის სამხრეთ ფასადზეა: იგი გვამცნობს, რომ 1817–1830 წლებში დომენტი არქიმანდრიტს განუახლებია ეკლესიის სამკაული და ახალიც მიუმატებია, აგრეთვე გამოუსყიდია მევალისაგან, დაგირავებული მონასტერი და სოფელი, აუშენებია წისქვილი, ზვარი საწნახელითურთ და სახლები.
სამონასტრო ნაგებობების უმრავლესობა დანგრეულია. შემორჩენილია მხოლოდ ხარების ეკლესია, მარანი კოშკითა (ბერაანთ ციხე) და ერთი საცხოვრებელი სახლის ნაწილი, რომელიც ჩართულია ახალ ორსართულიან შენობაში და იმდენადაა სახეშეცვლილი, რომ მისი თავდაპირველი სახის აღდგენა ვერ ხერხდება. 1983–1984 წლებში სპეციალურმა სამეცნიერო–სარესტავრაციო საწ. სახელოსნომ ბერაანთ ციხეზე (მარანი კოშკით) ჩაატარა სარესტავრაციო–საკონსერვაციო სამუშაოები (არქიტექტორი თ. მჭედლიშვილი).

 

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

xarebis eklesia

ა) ხარების ეკლესია  დარბაზულია (7,2X4,3 მ), თავდაპირველი სახე მნიშვნელოვნად აქვს შეცვლილი. ნაგებია რიყის ქვით. კამარა დასაბჯენი თაღები აგურითაა გამოყვანილი. აღმოსავლეთით, გეგმით ნახევარწრიული ღრმააფსიდის ღერძზე ვიწრო და მაღალი სარკმელია, რომლის მარცხნივ გეგმით ნახევარწრიული დათაღოვანი, ხოლო მარჯვნივ სწორკუთხა ნიშია. საკურთხევლის შუაში აგურით ნაგები ტრაპეზიდგას. საკურთხეველი გადახურულია დადაბლებული პროპორციების კონქით., კონქისთაღი ორსაფეხურიანია. გრძივ კედლებში თითო პატარა ნიში (აფსიდის მხრებთან) და თითოსაკმაოდ ფართო სწორკუთხა სარკმელია (გვიანდელია). ეკლესიის შიდა სივრცეგაზრდილია დასავლეთის მისაშენით (5X5,2 მ), რომელსაცდასავლეთითა და სამხრეთით თითო სწორკუთხა შესასვლელი აქვს. ჩრდილოეთის კედლის აღმოსავლეთ კიდეში გეგმით ნახევარწრიული და თაღოვანი ნიშია. ეკლესიისა და მინაშენისგადახურვა კამაროვანია. მინაშენის დასავლეთ კედელზედაშენებულია ექვს მრგვალ სვეტზე დაყრდნობილი თაღედითგახსნილი მაღალი სამრეკლო, რომელსაც ექვსწახნაგა პირამიდულისახურავი აქვს.

ეკლესიის ფასადები შელესილია და შეთეთრებული. დასავლეთის ფასადზე შესასვლელის (ამოშენებულია) გვერდებზე და ზემოთ, თითო თაღოვანი ნიშია. ამავე ფასადზეა 1784 წელს შესრულებული ვრცელი მხედრული წარწერა. მეორე წარწერა სამხრეთის ფასადზეა განლაგებული.

ბ) წმ. გიორგის სახელობის მცირე ეკლესია, მდებარეობს წმ. გიორგის ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთით. ეკლესიის სამხრეთ კედელთან დევს ქვიშაქვის კანელურებიანი სვეტი (სიგრძე 1,8მ, დიამეტრი ქვევით 0,4 მ, ზევით 0,35 მ); დასავლეთის კედელთან აღმოჩნდა ბაზალტის სვეტის ქვედა ნაწილი, ბაზისი და სვეტისთავი. სვეტი (დიამეტრი 0,52 მ) გლუვია. მისი ქვედა ნაწილი გაფართოებულია 0,07 მ-ის სიმაღლის საფეხურისებრი ზოლით. სვეტის ძირში გაკეთებულია ღრმული. ბაზისის სხვადასხვა დიამეტრის ლილვების მონაცვლეობის შედგენილი პროფილირებული ზედა ნაწილი დგას კვადრატულ საფუძველზე. ბაზისის ზედაპირზე, ცენტრში ამოჭრილი ღრმული შეესაბამება სვეტის ღრმულს. სვეტისთავს, რომელიც ორი პარალელური გლუვი ცილინდრული ძელაკისაგან შედგება, ბრტყელი ოთხკუთხა აბაკი აქვს.    

marani koSkiT, ganakveTi

ბ) მარანი კოშკით (ბერაანთ ციხე)  დგას ეკლესიის დასავლეთით, თხუთმეტიოდე მეტრზე. შენობა გეგმით სწორკუთხაა (15,2X11,4 მ), ნაგებიარიყისქვით. შენობა შედგება ორი არათანაბარი ნაწილისაგან: ტრადიციულ კოშკს ზედ აქვს მიშენებული საცხოვრებელ–სამეურნეო ნაწილი, რომელიც ერთგვარ დამოუკიდებლობას ინარჩუნებს, მაგრამ ორივე არათანაბარი ნაწილი ქმნის ერთიან მასივს. შენობას ცალი მხარე მაღალი აქვს, მეორე – დაბალი. კოშკურა ნაწილი, რომელიც რამდენადმე სამხრეთ–ჩრდილოეთითაა წაგრძელებული (სიგრძე სიგანეს აღემატება თითქმის ორნახევარჯერ) სამსართულიანია, მეორე უფრო მოზრდილი ნაწილი – ორსართულიანი. კოშკურა ნაწილის პირველი სართული საწნახელსა და კიბის უჯრედს უჭირავს, მეორე უფრო დიდფართობიანი ნაწილი – მარანს, მიწაში ჩაფლული ოცი დიდი ქვევრით. მარანი და საწნახელი ერთმანეთისგან გამიჯნულია სქელი კედლით, რომელშიც ორი თაღოვანი გასასვლელია. მარანს ორი  შესასვლელი აქვს: ერთი საკმაოდ ფართო (სიგანე 1,8 მ) და თაღოვანი, მეორე – ვიწრო და სწორკუთხა (გაჭრილია მოგვიანებით), ჩრდილოეთითაა. აღმოსავლეთ კედელში (შესასვლელის გვერდებზე) ერთი ნიში და ერთი სათოფურია. ჩრდილოეთ კედელში – ორი სათოფურიანი ნიში, სამხრეთისაში – სამი. მარნის ჩრდილო–აღმოსავლეთ კუთხეში, იატაკიდან 1,5 მეტრზე, მოწყობილია ღია კიბე, რომლითაც მარანი მის ზემოთ მდებარე საბრძოლო ბანს უკავშირდებოდა.

კოშკურა ნაწილის პირველი სართულის დასავლეთ კედელზე ქვითკირით ნაგები ორგანყოფილებიანი საწნახელია მიშენებული, რომელიც კარგადაა გალესილი. მისი ფსკერი მარნის იატაკის დონეზე რამდენადმე მაღლაა, რაც უზრუნველყოფდა ყურძნის წვენის თვით დინებას ქვევრებისაკენ. სართული განათებულია სამხრეთის კედელში გაჭრილი თაღოვანიი სარკმლით. კამარა ცილინდრული ფორმისაა, იგი მთლიანად აგურითაა (21X24X4–5 სმ) ნაწყობი და დაყრდნობილია ათ საბჯენ თაღზე. საწნახელისჩრდილოეთ კედელში მაღალი თაღოვანი კარია, რომელიც კიბისუჯრედში გადის. ამ კიბით საწნახელი მის ზემოთ მდებარე ბერისსაცხოვრებელს უკავშირდება. კიბე ჩრდილოეთ კედელშია გაჭრილიდა სარკმლითაა განათებული, სარკმლის მარჯვნივ მცირე ზომისნიშია. აღმოსავლეთ კედელში–სათოფური.

marani koSkiT, I sarTulis gegma

ბერის საცხოვრებელი განივი კედლით ორ ნაწილადაა გაყოფილი. თითოეულ ნაწილში თითო ბუხარი და რამდენიმე ორ იარუსიანი ნიშია, მათი ნაწილი სათოფურებითაა აღჭურვილი. ჩრდილოეთოთახის აღმოსავლეთ კედელში თაღოვანი კარია, რომელიც ამსართულს მარნის ზემოთ მდებარე საბრძოლო ბაქანთან აკავშირებს. ამავე ოთახის ჩრდილოეთ კედელში ფართო სარკმელია, სარკმლისმარცხნივ–მესამე სართულზე ასავლელი კიბის უჯრედის შესასვლელი. კიბის უჯრედის ჩრდილოეთ კედელში ღრმა ნიშია, რომელშიც მოწყობილია საპირფარეშო. ოთახის დასავლეთ კედელში, კიბის უჯრედიდან შემოსასვლელი კარის პირდაპირ კარია, რომელიც ხის აივანზე გადის. სართული გადახურულია ცილინდრული კამარით.
მესამე სართული ღია საბრძოლო ბაქანი ყოფილა. კედლებშიგაჭრილი იყო როგორც ცალმაგი, ასევე ორმაგი სათოფურები. გარედან მარანს და კოშკს კუთხეები მთელ სიმაღლეზე ცერად აქვს ჩამოკვეთილი. ფასადების წყობაში დაცულია ჰორიზონტალურობა.
კოშკი მარნით (ბერაანთ ციხე) ქართული საერო არქიტექტურის იშვიათი ნიმუშია.
გ) ეკლესიის ჩრდილოეთით მდგარა რიყის ქვითა და აგურით ნაგები ორსართულიანი შენობა, რომელიც, შენობის კედელზე არსებული წარწერის თანახმად აუგია მონასტრის არქიმანდრიტს არგოსელ კესარიოსს 1836 წელს.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ზემო ხოდაშენის მონასტერი ალავერდის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

 

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. ვ. ბერიძე .XVI-XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება, ტ1. 1983წ.
2. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ2. 2008წ.

 

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://www.kakheti.gov.ge

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016