Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

foto

ახატანის იოანე ნათლისმცემლის
ეკლესია
(XIII ს)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია და მცირე ეკლესია.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება;

3. adgilmdebareoba

იოანე ნათლისმცემლის ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მცხეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით 12 კმ-ში, სოფელ ახატანიდან ჩრდილოეთით, ტყეში.

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva

არ მოგვეპოვება;

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება;

7. arqiteqturuli aRwera

gegma gegma

ა) იოანე ნათლისმცემლის ეკლესია გეგმით ოდნავ მოგრძო სწორკუთხედია და აღმოსავლეთით ნახევარწრიული შვერილი აფსიდითაა დასრულებული (10.7X6 მ). ნაგებია დაუმუშავებელი ქვიშაქვითა და ქართული კვადრატული აგურით. კედლები ძირითადად ქვიშაქვისაა. კონქი, კამარა, თაღები და ლავგარდანი აგურითაა ნაწყობი. შესასვლელები სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდანაა – ნავის შუაში. ორივე კარი დასრულებულია ნახევარწრიული ტიმპანით.ჩრდილოეთ შესასვლელის წინ ორფერდა სახურავიანი, შიგნიდან ნახევრადწრიული კამარით გადახურული პატარა კარიბჭეა. აღმოსავლეთ აფსიდის ღერძზე ფართო და მაღალი თაღოვანი სარკმელია. სარკმლის ორივე მხარეს თითო მცირე სწორკუთხოვანი ნიშია.

aRmosavleTi fasadi

აფსიდს თითქმის მთელ სიგრძეზე ჩამოსაჯდომი საფეხური გასდევს, რომლის შუაში სარკმლის ქვემოთ – გამოყოფილია წინამძღვრის დასაჯდომი ადგილი. ნავის გრძივი კედლები და ცილინდრული ფორმის კამარა, ერთსაფეხურიანი ორი წყვილი პილასტრითა და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღებით სამ თანაბარ ნაწილადაა დაყოფილი. თითო საბჯენი თაღია კამარის ორივე კიდეში, რომლებიც კუთხის პილასტრებზეა დაყრდნობილი. საკურთხევლის სარკმლის გარდა თითო თაღოვანი სარკმელია გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილში და დასავლეთი კედლის ღერძზე.

მოხატულობა ეკლესიის თანადროულია. საკურთხევლის კონქში წარმოდგენილია ვედრება, ქვემოთ – ეკლესიის მამები (ათი ფრონტალური ფიგურა), სარკმლის წირთხლებზე – ორი დიაკვანი. ნავის სამხრეთ კედელზე მხატვრობის სამი რეგისტრია შემორჩენილი. ზედა რეგისტრის აღმოსავლეთ ნაწილში იოანე ნათლისმცემლის შობაა გამოსახული, მის ქვემოთ – მთელი ტანით მოცემულია ორი წმინდა მეომარი. ამავე კედლის დასავლეთით ნაწილში, მეორე და მესამე რეგისტრების მთელ სიმაღლეზე ქტიტორის გამოსახულებაა. დასავლეთ კედლის მხატვრობა დაყოფილია ორ რეგისტრად. ზემოთ გამოსახულია დიდი ზომის სცენა – იერუსალიმს შესვლა.

moxatuloba moxatuloba
ქვედა რეგისტრი ცალკეულ გამოსახულებებს და ერთ სცენას შეიცავს. აქვე შემორჩენილია ერთადერთი ასომთავრული წარწერა – “წ-აი ზოსიმენ”. ფასადები სხვადასხვა ფორმისა და ზომის სრულიად დაუმუშავებელი ქვიშაქვითაა ნაწყობი, რომელშიც ჩართულია თანაბარი მანძილებით დაცილებული აგურის თითო რიგიანი შრეები. ქვებს შორის დარჩენილი არეები აგურითაა შევსებული, რომელიც ზოგან შვეულად, ხოლო ზოგან თარაზულადაა განლაგებული. ერთადერთი დეკორატიული ელემენტი აგურის კომბინირებული წყობით გამოყვანილი რელიეფური ჯვარია დასავლეთის ფასადის ფრონტონზე. ფასადები სავეხუროვანი ლავგარდნითაა დასრულებული, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოშლილია.

ბ) მცირე ეკლესია (8X5,9 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა, ნავის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხესთან. ნახევარწრიულ აფსიდში, სწორკუთხა სარკმლის ქვემოთ კედელზე მიშენებულია ტრაპეზი. აფისიდის სამხრეთ ნახევარში მცირე სწორკუთხა ნიშია. სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია. კედლებზე შიგნით და გარედან ბათქაშის კვალია.


8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

ახატანის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია მცხეთა-თბილისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია და არ არის მოქმედი. რესტავრირებულია;

9. gamoyenebuli masalebi

1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ2. 2004წ.
2. ფოტოების ავტორი – გიორგი კიღურაძე

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://www.nplg.gov.ge

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016