Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

foto

ზარზმის მონასტერი
(XIII_XIV ss)


1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuili mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ტაძარი, სამრეკლო, სამლოცველოები, წყარო.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

ზარზმის მონასტერი დაარსა, ადრინდელი ფეოდალური ხანის სასულიერო მოღვაწემ სერაპიონ ზარზმელმა, წარმოშობით კლარჯმა, რომლის ცხოვრებაც აღწერა მწერალმა და საეკლესიო მოღვაწემ ბასილ ზარზმელმა ცნობილ ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში ”ცხოვრებაჲ და მოქალაქეობაჲ ღმერთ - შემოსილისა და ნეტარისა მამისა ჩუენისაჲ სერაპიონისი”.
ზარზმის მონასტერი მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა. აქ მოღვაწეობდნენ ცნობილი მწიგნობრები: გერმანე ზარზმელი, ბენედიქტე ზარზმელი და სხვა.

3. adgilmdebareoba

ზარზმის მონასტერი მდებარეობს საქართველოში, სამცხე–ჯავახეთის მხარეში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე სამცხეში, სოფელ ზარზმაში, მდინარე ქვაბლიანის ხეობაში.

4. ruka

map

5. istoriuili mimoxilva

მონასტერი დაუარსებია ფეოდალური ხანის ცნობილ სასულიერო მოღვაწეს სერაპიონ ზარზმელს, წარმოშობით კლარჯს, რომლის ცხოვრებაც აღწერილია ბასილი ზარზმელის აგიოგრაფიულ თხზულებაში. ეკლესიის ადგილის შერჩევის შემდეგ სერაპიონმა და მისმა ძმამ “დადვეს საფუძველი”. სერაპიონს მტრულად შეხვდნენ მახლობელი დაბის მცხოვრებნი. მის გაძევებასაც კი მოითხოვდნენ. სერაპიონმა ადგილობრივ მოსახლეობას სასწაული მოუვლინა: ერთ დღეს გასკდა კლდე და წამოვიდა ნიაღვარი რომელმაც თითქმის მთელი სოფელი წალეკა. ამიტომაც“ ეწოდა ზარზმა, რომელი ზარითა და შიშითა მოუთხრობელითა შეპყრობილ იყვნეს”. მონასტრის დაარსების დროის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს . აღმშენებლობაში სერაპიონს დახმარებია ადგილობრივი მთავარი გიორგი ჩორჩანელი. მას მონასტრისთვის სოფლები და მამულები შეუწირავს. უძველეს ეკლესიას დღემდე არ მოუღწევია, ის ხუროთმოძღვარ გარბანელს აუშენებია. ზარზმის ახლანდელი ტაძარი აგებულია XIV ს. დასაწყისში სამცხის მთავრის ბექა მანდატურთუხუცესის დროს. თარიღი დგინდება მის სამხრეთის კედელზე განლაგებული ქტიტორთა წარწერებით. ფრესკაზე წარმოდგენილნი არიან სამცხის ძლიერების შემქმნელნი: სარგის I, სამცხე-საათაბაგოს პირველი დამოუკიდებელი მმართველი, შემდეგ მისი ძე ბექა I, რომელიც მამაა სარგის II-ისა და ყუარყარასი. გამოდის, რომ აქ სამი თაობაა წარმოდგენილი, მათი ზეობის წლების მიხედვით ტაძარი აგებულია XIII საუკუნის ბოლო წლებსა და 1308 წელს შორის (ბექას გარდაცვალება) შორის. ამ თარიღს ადასტურებს ძეგლის სტილისტიკური მონაცემებიც.
უძველესი ისტორიული ნაშთია ერთ-ერთი სამლოცველოს შესასვლელის თაღში ჩასმული ადრინდელი შენობიდან გადმოტანილი X საუკუნის წარწერა, რომელიც მოგვითხრობს ქართველი მეფის დავით III დიდი კურაპალატის გალაშქრების ამბავს ფეოდალ ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ, რომელიც ბიზანტიის იმპერატორს აუჯანყდა ბიზანტიის მეფეთა დასახმარებლად. "მე, ივანე ძემან სულისამან, აღვაშენე წმიდაი ეგუტერი" (სამლოცველო)~, წერს ლაშქრობის მონაწილე, რომელსაც რაღაც კავშირი ჰქონია ზარზმასთან, "მას ჟამსა, ოდეს საბერძნეთს გადგა სკლიაროსი, დავით კურაპალატი ადიდენ ღმერთმან, უშუელა წმიდათა მეფეთა და ჩუენ ყოველნი ლაშქარს წარგვავლინნა". ივანე სულისძის წარწერა მოწმობს, რომ X-XI საუკუნეების მიჯნაზე ზარზმა მნიშვნელოვანი ცენტრი იყო.
1577 წელს ზარზმის ახალმა მფლობელებმა-ხურციძეებმა ზარზმის ეკლესიის მხატვრობა ნაწილობრივ ახლით შეცვალეს, სამრეკლოს ღია პირველი სართული იოანე მახარებლის ეკლესიად გადააკეთეს და ტაძრის კარიბჭე გადატიხრეს. გარდა ამისა, ისინი სხვადასხვა ჭედურ ნივთებსაც სწირავდნენ ეკლესიას, ზრუნავდნენ მისი მორთვა-მოკაზმვისათვის. ხურციძეთა მშენებლობა უკანასკნელი თავია ძველი ზარზმის ისტორიაში. XVI საუკუნის ბოლოს, სამცხის სხვა კულტურულ ცენტრებთან ერთად, ზარზმაც დაცარიელდა: "ურწმუნოთა და ბილწთა თათართაგან განირყუნა ზარზმის საყდარი, მონასტერი მოიშალა და მოოხრდა და აიშალა".
ზარზმის მთელი ქონება - ხატები, ჯვრები, სხვა საეკლესიო ნივთები, უპირველეს ყოვლისა კი, უმთავრესი წმინდათაწმინდა ზარზმისა, ფერისცვალების ხატი - გურიას გადახიზნეს და იქ, სოფელ შემოქმედში, საგანგებოდ აშენებულ ახალ ეკლესიაში დაასვენეს. ამჟამად ზარზმის გადარჩენილი განძი ხელოვნების მუზეუმში ინახება.
XVIII-XIX საუკუნეებში მიტოვებული, მაჰმადიანი მოსახლეობით გარშემორტყმული ზარზმა თანდათან ინგრეოდა და ზიანდებოდა. მხატვრობა ისე გაჭუჭყიანდა, რომ XIX საუკუნის ვერც ერთმა მკვლევარმა ვერ შენიშნა მის კედლებზე ათაბაგთა და სხვა ისტორიულ პირთა პორტრეტები. 1905 წელს მას ჩაუტარდა რესტავრაცია, რის შედეგადაც მხატვრობა და სტილისტური თავისებურება შეილახა. ზარზმის მონასტერი მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო, რასაც ნათლად მოწმობს ბასილი ზარზმელის ჰაგიოგრაფიული თხზულება. ზარზმის სავანეში მოღვაწეობდნენ სხვა მწიგნობრებიც: გერმანე ზარზმელი, ბენედიქტე ზარზმელი და სხვა.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

როდესაც სერაპიონ ზარზმელმა და მისმა ძმამ შეარჩიეს ეკლესიის ასაშენებელი ადგილი, მახლობელი დაბის მცხოვრებნი მტრულად შეხვდნენ მათ და მოითხოვეს მათი გაძევება. სერაპიონმა ადგილობრივ მოსახლეობას სასწაული მოუვლინა: ერთ დღეს გასკდა კლდე და წამოვიდა ნიაღვარი რომელმაც თითქმის მთელი სოფელი წალეკა. ამიტომაც “ეწოდა ზარზმა, რომელი ზარითა და შიშითა მოუთხრობელითა შეპყრობილ იყვნეს”.

7. arqiteqturuli aRwera

gegma

ზარზმაში რამდენიმე ძველი ნაგებობაა: დიდი ტაძარი და მასზე აღმოსავლეთით მიშენებული სამლოცველო, სამრეკლო და მის ჩრდილოეთის კედელს მიბჯენილი სამლოცველო; ასეთივე მცირე, ერთნავიანი სამლოცველოა ტაძრის ჩრდილო-დასავლეთის კუთხესთან; ორი მცირე ეკლესიის ნანგრევი ეკლესიის სამხრეთით და წყარო ტაძრის აღმოსავლეთით.
სამრეკლოს დასავლეთის კედელთან მიწაში რაღაც ღრმულია, რომელშიაც ნანგრევის ლოდები ყრია. ადგილობრივ მცხოვრებთა გადმოცემით, აქედან იწყებოდა მდინარეზე ჩასასვლელი გვირაბი. ახლა გვირაბი მიწითაა ამოვსებული. სხვა სამონასტრო შენობები (ბერების საკნები, სატრაპეზო და სხვა) არ შემონახულა.
ა) ტაძარი თლილი ქვით ნაგები გუმბათიანი შენობაა. ზარზმის მსუბუქი პროპორციები და დამახასიათებელი ელემენტი აქვს. ესაა მისი სამხრეთის გალერეა – კარიბჭე. მას ძირითადი კორპუსის მთელი სამხრეთის მხარე აქვს დაკავებული. შესასვლელი სამრეთიდან და დასავლეთიდანაა. შიდა სივრცე ჯვრის ოთხი მკლავისა და მათ შუა აღმართული გუმბათისგანაა მიღებული. ღრმა აფსიდის გვერძე სადიაკვნე და სამკვეთლოა, რომლებიც სწორკუთხა, უაფსიდოა. ინტერირის საერთო გადაწყვეტიდან საინტერესო და სრულიად ორიგინალურია დასავლეთის გვერდითი ნავების ზემოთ გამართული პატრონიკე. ზარზმის ავტორს მისი ფუნქცია უარყვია და გამოყენებული აქვს მხოლოდ როგორც დეკორატიული ელემენტი. პატრონიკეები აღმოსავლეთით თითო თაღითაა ღია, ხოლო დასავლეთის მკლავისკენ – ორ-ორი თაღით. ტაძრის ფასადები რუხი ფერის თლილი ქვით მაღალი ოსტატობითაა შესრულებული. ფასადებში სიცოცხლე და სიხალისე შეაქვს ფერადოვან ქვებს. ზოგან სხვა ფერის ქვა ძირითადი ქვის ფონზეა აქა-იქ მიმოფანტული, გუმბათის ყელზე კი (სარკმლებს ზემოთ) ორგვარი ქვის ჭადრაკული წყობაა. უფრო მეტიც, გუმბათის ყელზე, ჩუქურთმის არშიებში, ფონი შეღებილია. ამის გამო, ჩუქურთმა შორიდან უფრო მკაფიოდ ჩანს. მორთულობა მხოლოდ კარ-სარკმლების ირგვლივაა თავმოყრილი. ხოლო რაც შეეხება დეკორის შესრულების ტექნიკას, იგი ორი ხერხითაა შესრულებული – უმრავლესობა ფასადის ზედაპირის ზემოთაა, დანარჩენი კი ჩაკვეთილია.

aRmosavleTis fasadi samlocvelo aRmosavleTiT samlocvelo CrdiloeTiT


აღმოსავლეთის ფასადზე მთავარ ყურადღებას იპყრობს უზარმაზარი მოჩუქურთმებული ჯვარი მთავარი სარკმლის თავზე. ჯვრის მკლავები ფასადის თითქმის მთელ სიგანეს წვდება.

Wrili

დასავლეთის ფასადზე მთავარი სარკმელი და შესასვლელი ერთ შვეულ ღერძზე არაა მოთავსებული. ეს უჩვეულო შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ხუროთმოძღვრის ჩანაფიქრი ადვილი გასაგებია: სარკმელი ზუსტად ფასადის ზემო ნაწილის ცენტრშია მოქცეული, შესასვლელი კი ზუსტად ქვემო ნაწილის ცენტრში. ეს ნაწილი კი უფრო განიერია., რადგანაც მას მარჯვენა მხარეს სამხრეთის მინაშენის დასავლეთის კედელი ემატება. ზარმის ტაძრის სამხრეთის ფასადი, გრძლად გაწოლილი კარიბჭე თაღებით მას სადღესასწაულო იერს ანიჭებს. ტაძარს ძალზე მოხდენილი გუმბათი ადგას. იგი თორმეტწახნაგაა და ამდენივე სარკმლის მქონეა. მაგრამ ეს მხოლოდ საერთო შთაბეჭდილებაა, სინამდვილეში მხოლოდ ექვსია ნამდვილი. გუმბათის წიბოები გამოყოფილია და წახნაგები თაღებით ცალ-ცალკეა დამუშავებული.
ზარზმის ტაძარი ამჟამად სრულიად დაუზიანებლად დგას, ხელუხლებელია მისი კედლები და სახურავი. იგი შეაკეთეს XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე. მაშინ აღადგინეს მისი მხატვრობაც, რომელიც ჭუჭყის ისეთი ფენით იყო დაფარული, რომ ბევრი რამ არც გაირჩეოდა. სამწუხაროდ, შემკეთებელნი მარტო გაწმენდა-გამაგრებით არ შემოიფარგლნენ, მათ განაახლეს მხატვრობა და ამან დიდი ზიანი მოუტანა მას. მიუხედავად ამისა, ზარზმის მხატვრობა ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლია. იშვიათია, რომ ძველ მხატვრობაში თითქმის ყველა სურათი და ყველა ფიგურა იყოს გადარჩენილი ისე, როგორც ზარზმაშია.

freska freska freska

აქ ტაძრის სრული მოხატულობა გვაქვს. დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ ზარზმის მხატვრობაში მრავალი ისტორიული პირის პორტრეტია წარმოდგენილი, გამოხატული არიან სამცხის ათაბაგები: სარგის I, მისი ძე ბექა მანდატურთუხუცესი და მისი შვილები სარგის II და ყუარყუარე, აგრეთვე XVI საუკუნის ისტორიულ პირთა (იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის, სერაპიონ ხურციძის და სხვ.) პორტრეტები. ხურციძეების მიერაა გაკეთებული ქვის ტიხარი ტაძრის კარიბჭეში. ეს ტიხარი კარიბჭის მარჯვენა ნაწილს გამოჰყოფს. აქაც სამლოცველო იყო გამართული. ტიხრის წარწერა იხსენიებს "ამისა აღმაშენებელსა წინამძღუარსა ხურციძესა გაბრიელს..., მისა დედასა, პატრონისა ივანეს ასულსა, გულდამ ყოფილსა გაიანეს" და "მისა მამასა, შოთა ყოფილსა შიოს". გაბრიელის მშობელთა მიერ თავის სახელთა შეცვლა ნიშნავს, რომ ისინი მონაზვნებად აღკვეცილან. ზარზმის მხატვრობის სხვა ნაწილები მთლიანად სასულიერო ხასიათისაა.

samreklo

ბ) სამრეკლოს პირველი სართული, თავდაპირველად, ორმხრივ (აღმოსავლეთით და დასავლეთით) ღია იყო. ძველი თაღი, რომელიც შემდეგ ამოაშენეს, დასავლეთის მხარეს ეხლაც კარგად გაირჩევა. აღმოსავლეთით, თაღს მიშენებული (რამდენადმე წინ გამოწეული) კედელი ფარავს. ზარზმის სამრეკლო ერთ-ერთი უძველესთაგანია და უდიდესთაგანია საქართველოში. ტაძრის და სამრეკლოს საშენი მასალა და მისი დამუშავების ხასიათი ერთნაირი; მსგავსია მეორე სართულის ბოძებისა და ტაძრის სარკმელთა ჩუქურთმები. სამრეკლოს უმთავრესი დეტალია პირველი სართულის ვარსკვლავისებრი კამარა. ეს დიდი მოჩუქურთმებული "ბორბალი", რომლის მსგავსი ტაძრის კარიბჭეშიც არის, ახლა ძლივსღა ჩანს. კედლების ამოშენების შემდეგ პირველ სართულში სიბნელეა. საკუთრივ სამრეკლო მეორე სართულში იყო. ეს ღია თაღებიანი ფანჩატური შიგნით მოურთავია. ამჟამინდელი სახე სამრეკლომ 1577 წელს მიიღო. ხურციძეებმა, რომლებიც იმ დროს ზარზმის მფლობელები იყვნენ, ამოაშენეს პირველი სართულის ღია თაღები და გალავანში გასასვლელი მცირე ეკლესია-სამლოცველოდ აქციეს. მაგრამ კედლების მოჩუქირთმება მკვეთრად დაბალი ხარიახისაა, სახეები ტლანქია, კვეთა უხეში, უბრალო წესებიც კი არაა დაცული. აღმოსავლეთის კედელზე, ჯვრის ზემო კუთხეებში, ხურციძეთა დიდი წარწერაა მოთავსებული. წარწერაში ნათქვამია, რომ "წმინდა ეკლესია", ე. ი. პირველი სართულის სამლოცველო, "აღეშენა" იოანე მახარებლის სახელზე ფარსმან ხურციძის ბრძანებით.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

ზარზმის მონასტერი ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი მოქმედია.

9. gamoyenebuli masalebi

1. გ. აბრამიშვილი, ნ პ. ზაქარაია, ი. ციციშვილი – „ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია“, 2000 წ.
2. ფოტოების ავტორი - ზაზა ქარდავა, ლიდა კაპანაძე

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge

http://zarzma.ge/

http://www.dzeglebi.com

http://sioni-tatzari.piczo.com


დამატებითი ფოტო მასალა: http://www.dzeglebi.ge/galerea/zarzma  


megobari saitebi

   

08.05.2016