თეთრახევის მამების მონასტრის ეკლესია
(გვიანდ. ფეოდ. ხანა)
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
ეკლესია.
2. mniSvnelovani da saintereso informacia
არ მოგვეპოვება.
3. adgilmdebareoba
თეთრახევის მამების მონასტერი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილო-დასავლეთით 6-7 კმ-ში, მთის ფერდობზე, კოწახურასა და საყდრიანის ხევის თავში.
ძეგლის მდებარეობის კოორდინატები:
41°58'.20.5"N; 44°23'04.2"E;
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
უწინ ამ ტერიტორიაზე მამათა მონასტრის მთელი კომპლექსი მდებარეობდა.
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება.
7. arqiteqturuli aRwera
|
RvTismSoblis eklesiis gegma |
ეკლესია დარბაზულია (11,2X6,5 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, კამარა და აფსიდის კონქი - აგურით. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია. არ ჩანს ლავგარდნის კვალი, კამარა ჩაქცეულია, ფასადების ქვები ამოცვენილია. შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია (შემორჩენილია აღმოსავლეთი წირთხლი, რომელი პილასტრის ფართო სიბრტყის გაგრძელებას წარმოადგენდა). ღრმა ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ფართო სარკმელია, რომელიც შიგნიდან სწორკუთხაა (ქვის ფილითაა გადახურული) და გარეთკენ ძლიერ ვიწროვდება. სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა, ასევე ქვის ფილებით გადახურული ნიშია. უფრო მაღლა, აღმოსავლეთით, კედელში წაგრძელებული სამალავებია მოწყობილი. აფსიდის მხრების წინ ბემაა, ჩრდილოეთ მხარის ბემას შემორჩენილი აქვს მარტივი თაროსებრი კაპიტელი, რომელსაც გრძივი კედლების მიმდებარე თაღის ქუსლი ეყრდნობა. გრძივი კედლების შუა ნაწილში თითო ერთსაფეხურიანი პილასტრია, რომლებსაც კამარის საბჯენი თაღისა და კედლის მიმდებარე თაღების ქუსლები ეყრდნობოდა. დასავლეთი კედელი, რომელიც მთელ სიმაღლეზეა შემორჩნილი, სრულიად გლუვია. სამხრეთ კედელში სარკმლის კვალი ჩანს. დარბაზი გადახურული იყო ცილინდრული კამარით. ინტერიერი შელესილი ყოფილა (კვალი შემორჩენილია აფსიდის კონქში). უკეთაა შემორჩენილი დასავლეთი ფასადი. ფასადის შუა ადგილზე შეიმჩნევა კარის კვალი (ამოშენებულია). ამავე ფასადზე შემორჩენილი ფრონტონის ნაწილი შეკეთების დროს აგურით ამოუშენებიათ.
|
|
Sesasvleli samxreTidan |
sakurTxeveli |
ეკლესია გადახურული ყოფილა ბრტყელი და ღარიანი კრამიტით. ეკლესიას სამხრეთიდან მთელ სიგრძეზე ეკვრის მინაშენი. ეკლესიის დასავლეთ ნაწილში ორსართულიანი სამრეკლოა, რომლის პირველი სართული ეკლესიის კამაროვან კარიბჭე-გასასვლელს წარმოადგენს და სამხრეთით თაღითაა გახსნილი. იგი ეკლესიისგან განსხვავებული წყობათაა ნაგები (გამოყენებულია მცირე ზომის ქვები).
|
|
ganivi ganakveTi aRmosavleTisaken |
samxreTi fasadi |
კარიბჭე ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი კარით უკავშირდება ეკლესიას, ხოლო აღმოსავლეთი კარით - სწორკუთხა მინაშენს. რომლისგანაც კედლის წყობის რამდენიმე რიგიღაა შემორჩენილი. მეორე სართული, სამრეკლო, მთლიანად აგურისაა. შემორჩენილია სამი ბურჯის ფრაგმენტი. მათი განლაგების მიხედვით ჩანს, რომ სამრეკლოს ფანჩტური ოთხივე მხრიდან ღიობებით იყო გახსნილი.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
თეთრახევის მამების მონასტერი რუის-ურბნისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი არ არის მოქმედი.
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, 5ტ, 1990 წ. თბილისი.
2. ფოტოების ავტორი – გოგი რაზმაძე და ნათია სულაბერიძე.
10. marSruti
დადგინდება;
11. bmulebi
http://ka.wikipedia.org
|