მამაწმინდის ეკლესიაზე უფრო გვიანდელი ქართული ნაგებობა ტაო–კლარჯეთში არ მოიპოვება.
3. adgilmdebareoba
მამაწმინდის ეკლესია მდებარეობს თურქეთში, ართვინის პროვინციაში, ართვინის რაიონში, ისტორიულ კლარჯეთში, სოფელ ბორჩხადან სამხრეთ–აღმოსავლეთით 10 კმ–ში, ისტორიულ სოფელ მამაწმინდაში (Ibrikli).
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
არ მოგვეპოვება
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება
7. arqiteqturuli aRwera
naxazi
მამაწმინდის ეკლესია მიეკუთვნება კუპელჰალეს ტიპს. გუმბათი ეყრდნობა ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებიდან გამოწეულ მართკუთხა შვერილებს. აფსიდი ეკლესიას არ გააჩნია - საკურთხეველი მართკუთხაა და გადახურულია ცილინდრული კამარით. არ არის არც დამატებითი სათავსები. გადასვლა გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე აფრების მეშვეობით ხორციელდება. გუმბათის ყელი შიგნიდანაც და გარედანაც მრგვალია, სრულიად გლუვი. მასში ოთხი სარკმელია. შენობის ქვედა კორპუსის ოთხივე კედლის ცენტრში გაჭრილია თითო სარკმელი. შესასვლელი ეკლესიას დასავლეთიდან აქვს. ვრცელი კარიბჭე (შიდა ფართობით ლამის ეკლესიის ტოლი) კარის წინ მოგვიანებით უნდა იყოს მიშენებული - ის ფარავს ეკლესიის დასავლეთ სარკმელს. კედლები გარედან მოპირკეთებულია ასე თუ ისე წესიერად თლილი ფოროვანი ქვით, შიგნით - ნატეხი ქვით. ინტერიერი მთლიანად შელესილი და მოხატულია.
mamawmindis eklesia
მამაწმინდის ეკლესიის არქიტექტურული გადაწყვეტა ცხადად გვიჩვენებს არქიტექტურული შემოქმედების დაქვეითებას. პრიმიტიული გეგმა, საერთო პროპორციები, გუმბათის მაღალი, გლუვი, ცილინდრული ყელი და სამშენებლო ტექნიკის თავისებურებანი საფუძველს გვაძლევს ის XVI საუკუნით დავათარიღოთ (ასე დაათარიღა მამაწმინდა ჯერ კიდევ 1888 წელს ა. პავლინოვმა). იმავე ხანებშია შესრულებული ეკლესიის მოხატულობაც, რომელიც სტილისტურად უკვაშირდება ე.წ. „ხალხურ ნაკადს“. მასში, ქრისტოლოგიურთან ერთად, დიდი ადგილი უკავია ძველი აღთქმის სცენებსაც. ვ. ჯობაძის აზრით, მამაწმინდაში შესაძლოა მუშაობდა ის მხატვარი, რომელმაც მოხატა სუმელას მონასტერი ტრაპეზუნტის მახლობლად.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
მამაწმინდის ეკლესია თურქეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის დაყოფით სამცხე–ჯავახეთის და ტაო–კლარჯეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
1. დ. ხოშტარია - „კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები“, გამომცემლობა „არტანუჯი“, 2005წ. 2. ფოტოები და მასალები გამოყენებულია ინტერნეტ ბმულ www.virtualtao-klarjeti.com – დან.