Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

gergetis sameba
(XIV-is 30-iani ww.)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია, სამრეკლო, გალავანი.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

გერგეტის სამება ადრე “მცხეთის სამკაულის” სახიზარს წარმოადგენდა. აქ ესვენა წმინდა ნინოს ჯვარი.

3. adgilmdebareoba

გერგეტის სამების ტაძარი მდებარეობს საქართველოში, მცხეთა–მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე ხევში, დაბა სტეფანწმინდის მაღალ მთაზე.

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva

ადრე გერგეტის სამების ტაძრის ადგილას, როგორც თეიმურაზ ბაგრატიონის „ივერიის ისტორია“ მოწმობს, მანამდე სამების მთაზე ჯვარი ყოფილა აღმართული.
გიორგი ბრწყინვალემ ტაძრის მოვლა-პატრონობა გერგეტელებს დააკისრა, რომლებიც “სამების საყდრისშვილებად”, მის ყმებად ითვლებოდნენ. ამ პატივს გერგეტელებს მომდევნო საუკუნებში საქართველოს სხვა მეფეებიც უმტკიცებდნენ. გერგეტის სამება “მცხეთის სამკაულის” სახიზარს წარმოადგენდა. ხანგრძლივი დროის მანძილზე აქ ესვენა ქართველი ქრისტიანების ერთ-ერთი უწმინდესი რელიკვია – წმინდა ნინოს ჯვარი, რომლის ფლობის პატივს ტაძარი სვეტიცხოველთან და თბილისის სიონთან ერთად ინაწილებდა. აქვე, გერგეტში იწერებოდა მატიანე “მოსახსენებელი სულთაი” – დოკუმენტების კრებული, რომელიც საინტერესო ცნობებს შეიცავს ხევის და აგრეთვე საქართველოს ისტორიის შესახებ.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

ხევში არსებობს ასეთი გადმოცემა: ქართლის, კახეთისა და იმერეთის მეფეებს ერთმანეთში დავა ჰქონიათ, თუ სად უნდა აშენებულიყო წმიდა სამების ტაძარი. მაშინ მცხეთაში ერთ ბერიკაცს მათთვის მოუხსენებია: „მეფენო, ფურ-ბერწი დაჰკალით და მისი სამგორველი (მენჯის ნაწილი) სოფლის ბოლოს დააგდეთ, მოვა შავი ყორანი და სადაც მას გამოხრავს, სამებაც იქ ააშენეთო“. მეფეები ასეც მოქცეულან. ყორანი მოფრენილა და წაუღია სამგორველი. მდევრად ხალხიც თან გაჰყოლია. ანანურის თავზე ყორანს დაუსვენია და აქ სამების ნიში აუგიათ. ყორანი აქედან ბიდარის მთაზე (ჯვრის უღელტეხილი) დაფრენილა და აქაც ჯვარი აღუმართავთ. აქედან კი გერგეტში, „ელგეშის“ ნიშთან გადაფრენილა, ცოტა დაუსვენია, ბოლოს სამების მთაზე დაუგდია სამგორველი და ძვალიც იქ გამოუხრავს.

მეფეებს დავა ახლა იმაზე მოსვლიათ, თუ ვის უნდა ჩაეყარა საძირკველი. წამომდგარა ერთი კეთილი კაცი და უთქვამს: „წადით ბიდარის მთაზე, სადაც სამების ჯვარია აღმართული, იქიდან გამოიქეცით და ვინც სამებაზე პირველი ავა, საძირეც იმან გაჭრასო“. ასეც მოქცეულან და ყველანი - ცხენით თუ ფეხით - ბიდარის მთიდან გამოქცეულან. მათ შორის ერთი ხურთისელი კოჭლი ბახჩიძე მთა-მთა მოკლე გზით გადმოსულა, სამების მთაზე ცხენოსნებზე წინ მისულა და საძირკველიც მას გაუჭრია. ამის შემდეგ დაწყებულა ტაძრის მშენებლობა. მის ასაგებად ქვა დევ-წიქარა ხარებს ყანობ-ხურთისიდან ამოუტანიათ, კალატოზებისთვის წყალი მეცხვარეს უზიდია, წყაროს დღესაც კალატას წყაროს უწოდებენ.

7. arqiteqturuli aRwera

gegma

ა) გერგეტის სამების ეკლესია ცენტრალურგუმბათოვანია, გეგმით – სწორკუთხა (11.9X15,6 მ), ნაგებია თლილი ქვით. შიგნით გუმბათი მთლიანად გამოყვანილია აგურით. შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდანაა (ამოქოლილია). ტაძრის შიდა სივრცეს აგვირგვინებს ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე აღმართული გუმბათი, რომელიც ეყრდნობა საკურთხევლის კუთხეებსა და დასავლეთის პილონებს. ჯვრის სამი მკლავი ოთკუთხაა, მეოთხე, აღმოსავლეთისა – აფსიდითაა დასრულებული. საკურთხეველი დარბაზისგან გამოყოფილია კანკელით (გვიანდელია). საკურთხევლის ცენტრში დგას სწორკუთხა ტრაპეზი. აფსიდის აეთ-იქით ოთკუთხა სადიაკვნე და სამკვეთლოა. ორივე სათავსში შესასვლელი დარბაზიდანაა. კარი სამკვეთლოსა და საკურთხეველს შორისაცაა. სადიაკვნეს სარკმელი სამხრეთით აქვს, სამკვეთლოს – აღმოსავლეთით. ამ სათავსების თავზე, მეორე სართულზე, სამალავებია. მათში ასასვლელი სადიაკვნის კამარაში მოწყობილი ხვრელიდანაა. დასავლეთის მკლავი გვერდითი მონაკვეთებისაგან გამოყოფილია თითო თაღით. ამ მონაკვეთების თავზეც სამალავებია. მათში მოხვედრა დასავლეთის მკლავის ზედა ნაწილში არსებული ხვრელით შეიძლება. დარბაზის ოთხივე მკლავში თითო სარკმელია გაჭრილი, გუმბათის ყელში – ხუთი. კამარები და თაღები ნახევარწრიული ან შეისრულია.

aRmosavleTis fasadi

აღმოსავლეთის ფასადის სარკმელს ლილვებით შედგენილი სწორკუთხა მოჩარჩოება აქვს. ლილვებითაა შექმნილი ჯვარიც, რომელიც ამავე სარკმლის თავზეა აღმართული და თითქმის მთლიანად ავსებს ფასადის ზედა ნაწილს. ჯვარს შუაზე გასდევს მოჩუქურთმებული ფართო ზოლი. მკლავებს შორის კუთხეებში ჩასმულია ოთკუთხა ქვები, რომლებსაც ორნამენტიანი ჩარჩო აქვთ. ფასადის მარჯვენა ნაწილში მოზრდილი სწორკუთხა სარკმელია, ზემოთ, გვერდითა მონაკვეთზე – თითო მცირე სარკმელი. სარკმელებზე მოჩუქურთმებული ფართო არშიაა შემოვლებული. შეწყვილებული ლილვები და მოჩუქურთმებული არშია აქვს დასავლეთის ფასადის მაღალ, თაღოვან სარკმელსაც, რომელსაც თავზე ადგას ლილვებითვე გამოყვანილი სწორკუთხამკლავებიანი მოზრდილი ჯვარი. ეს ჯვარი სიდიდით აღმოსავლეთის ფასადის ჯვარზე ბევრად ნაკლებია. ლილვებშორის არე შევსებულია ჩუქურთმით. სარკმლის ძირის დონეზე, ორივე მხარეს, ჩასმულია დიდი, მოჩუქურთმებული ქვები. შეწყვილებულ ლილვებს შორის მოქცეული არშია აქვს შემოვლებული სწორკუთხა კარსაც. კარის თავზე და გვერდებზე აქაც ჩუქურთმიანი მედალიონებია ჩასმული. სამხრეთის ფასადის კარი ღონიერი ლილვებითაა შემოფარგლული. ლილვებს შორის ორნამენტებია. გვერდებზე ჩასმულია მედალიონები.
სამხრეთის კარი სწორკუთხაა.კარს შემოვლებული აქვს მსხვილი ლილვები. ლილვებს შორის ორნამენტებია. გვერდებზე აქაც მედალიონებია ჩასმული.ზემოთ, ერთ ღერძზე, თაღოვანი სარკმელი და ჯვარია. სარკმელი შემოფარგლულია არშიით. ჯვარი სწორკუთხამკლავებიანია. ქვემოთ ისევ მედალიონებია. ფასადის მარჯვენა ნაწილში მცირე მრგვალი მოჩუქურთმებული სარკმელია.

ganivi ganakveTi aRm.-ken

შედარებით ნაკლებადაა მორთული ჩრდილოეთის ფასადი. მოჩუქურთმებულიამხოლოდ სარკმელი. სარკმლის გვერდებზე მედალიონებია, თავზე – შედარებით მომცრო ჯვარი. ჯვრის ზედა მკლავს ქუდივით ახურავს ლავგარდანი.
დაბალი, მასიური გუმბათი ზემოთ ოდნავ ვიწროვდება. გუმბათის ყელი ათწახნაგაა. თითოეულ წახნაგსთაღოვანი მოჩარჩოება აქვს. ათი სარკმლიდან ხუთი ცრუა. სარკმლებს შემოვლებული აქვს მოჩუქურთმებული საპირეები და შეწყვილებული ლილვები.
XV საუკუნის დასასრულს ან XVI საუკუნის I ნახევარში ტაძრის სამხრეთ კარზე მიუშენებიათ თლილი ქვის კამაროვანი სათავსი, რომელიც კარიბჭის როლს ასრულებდა და სამხრეთით ღია იყო. შემდგომ სათავსისათვის სამხრეთით კედელი მიუშენეს და კარი გაჭრეს, ხოლო ტაძრის კარო ამოლუქეს. ამის შემდეგ ეს სათავსი დახურულ საკრებულოდ – “საბჭეოდ” იქცა.
ეკლესია რამდენჯერმეა რესტავრირებული. აღდგენილია ვიწრო ლავგარდანი და ლილვოვანი სარტყელი სარკმლების ქვემოთ. ბოლო რესტავრაცია (პროექტის ავტორი რ. გვერდწითელი) 1970-74 წლებში ჩატარდა. აღდგა სახურავისა და ლავგარდნის ნაწილები, გუმბათის ყელი.

ბ) ტაძრის სამხრეთით, ათიოდე მეტრზე, დგას XIV საუკუნის II ნახევარში აგებული ორსართულიანი სამრეკლო. სამრეკლოს პირველი სართული (607X6.9 მ) გალავანში შესასვლელი იყო.აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში მცირე სარკმლებია. სართული გადახურულია კამარით, რომელიც შუაში და კიდეებშისაბჯენ თაღებს ეყრდნობა. სამრეკლოს შიდა კედლები შემოსილია თლილი ქვით. მეორე სართული თაღოვანი ფანჩატურია. ისრული თაღები მაღალი და განიერია. ფანჩატური რვაწახნაგაა, მაგრამ წიბოები ცუდად აქვს ჩამოკვეთილი და ცილინდრულს ჰგავს. თაღებს ზემოთ გასდევს ორ ლილვს შორის მოქცეული მოჩუქურთმებული არშია. არშიის ზემოთ, წიბოებზე, ჩუქურთმიანი კუწუბოებია დასმული. მათ ზემოთ გაყოლებულია ორ ლილვს შორის მოქცეული ფრიზი. ფრიზის თავზე მარტივი ლავგარდანია.

samreklo samreklos I sarTulis gegma samreklos aRm. fasadi
სამრეკლოს ქვედა კორპუსის ფასადებიდან სამხრეთის ფასადი შედარებით უფრო პარადულია – აქედანაა ტაძრის ეზოში შესასვლელი. კარი მოჩუქურთმებულ სწორკუთხა ჩარჩოშია ჩასმული, რომელიც ძირითადად შედგენილია გრეხილ ლილვებს შორის მოქცეული ორნამენტული ზოლისა და შეწყვილებული ლილვებისაგან, რომლებიც ბურთულებიან ბაზისებს ეყრდნობა. კარის მარჯნივ ორი ჩუქურთმიანი ქვაა ჩასმული. ერთ ქვაზე ყურძნის ორი მტევანი თუ გირჩაა ამოკვეთილი. დასავლეთის ფასადის სარკმელი გრეხილ ლილვებს შორის მოქცეული ჩუქურთმითქაა მორთული. სარკმლის თაღზე ორი ხვლიკისებრი ცხოველისა თუ ფრინველის გამოსახულებაა. მათ ზემოთ მცირე სწორკუთხამკლავებიანი ჯვარია. სარკმლის მარჯნივ გამოსახულია მამაკაცის ფიგურა, (შესაძლებელია იგი კალატოზის იყოს) რომლის ირგლივ ასომთავრულით შესრულებული წარწერაა. ეს რელიეფი გრეხილი ლილვებით შედგენილ განიერ და მაღალ ჩარჩოშია ჩასმული. ჩარჩოს ქვემოთ ამოკვეთილია მცირე ჯვარი. ეკლესია და სამრეკლო გადახურულია ლორფნით.
გ) გალავანი ახლანდელი დროისაა, შესაძლოა მოჰყვებოდეს ძველი გალავნის საძირკველს.

gergetis sameba gergetis sameba


8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

გერგეტის სამების ტაძარი სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი მოქმედია.

9. gamoyenebuli masalebi

1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ2. 2004წ.
2. გოჩა გუგუშვილი – გაზეთი “აღსავალი” #4, 2004წ.
3. ფოტოების ავტორი – დავით გაჩეჩილაძე

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge

http://children.wanex.net

http://www.orthodoxy.ge

http://www.patriarchate.ge

http://www.khevi.ge

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016